ნიადაგის მოვლა და ფესვთა სისტემის მნიშვნელობა მცენარის სიცოცხლისუნარიანობისთვის

gurianews.com

ჩვენი რჩევები

ნიადაგის მოვლა და ფესვთა სისტემის მნიშვნელობა მცენარის სიცოცხლისუნარიანობისთვის

2018 ივნ 8 11:55:17

ნიადაგის მოვლის საკითხების განხილვისას ადრე ნაკლებად აქცევდნენ ყურადღებას ფესვთა სისტემის როლს და განვითარების ზოგიერთ თავისებურებას, რადგან სწორედ ისინია ნიადაგთან უშუალო კონტაქტში. ნიადაგის საერთო მაჩვენებელზე დიდად არის დამოკიდებული მათი ფუნქციონირების სიძლიერე და მთლიანად ორგანიზმის ცხოველმყოფელობა.

ახლო წარსულამდე ფიზიოლოგები ნაკლებად აფასებდნენ ფესვის როლს და ფიქრობდნენ, რომ მისი დანიშნულება შემოიფარგლებოდა მხოლოდ მინერალური მარილების შთანთქმით და მიწისზედა ნაწილებისთვის მიწოდებით, სამარაგო ნივთიერებების დაგროვებით და თვით მცენარის ნიადაგში დამაგრებით. აღნიშნული ფაქტორები მნიშვნელოვანია მცენარის არსებობისთვის, მაგრამ თანამედროვე მეცნიერებამ მრავალმხრივი აღმოჩენებით ნათელყო ფესვთა სისტემის კიდევ სხვა მრავალი დანიშნულება, რაც აუცილებელია მცენარის სიცოცხლისთვის.

ბოლო პერიოდში გამოკვლევებით მიღებულია ძალზე საინტერესო მონაცემები ფესვთა სისტემის მნიშვნელობის მეტად საყურადღებო მხარეების შესახებ. დადგინდა, რომ ნიადაგიდან შთანთქმული აზოტი საგრძნობ გარდაქმნებს ფესვებშივე განიცდის. ასე რომ შეთვისებული აზოტის 50-70% მიწისზედა ნაწილებშია ორგანული ნივთიერების სახით. მათგან მნიშვნელოვანი ნაწილი ამინომჟავებზე მიდის.

ნახშირბადი მცენარის ფესვების საშუალებითაც შთაინთქმება, რომელიც შემდგომ მონაწილეობს ორგანული მჟავების წარმოქმნაში.

ფესვების მიერ შეთვისებული ფოსფორი უშუალოდ გამოიყენება ნუკლეოპტროტეიდების და ლიპიდების სინთეზისთვის, შემდეგ კი მიწისზედა ორგანოებს მიეწოდება.

მრავალი ცდით დადასტურებულია, რომ ფესვთა სისტემაში მიმდინარე რეაქციებს ქლოროფილისა და სხვა პიგმენტების სინთეზის რთულ პროცესში განსაზღვრული ადგილი უკავია.

ფესვთა სისტემა ძლიერ მოქმედებს საასიმილაციო აპარატის განვითარებაზე, სახელდობრ, ფოთლების ანატომიურ და ფიზიოლოგიურ მაჩვენებელზე, რაზეც თავის მხრივ, დიდად არის დამოკიდებული მათში მიმდინარე ფოტოსინთეზის პროცესის ინტენსივობა. ასევე, ფესვთა სისტემის უშუალო ზემოქმედებაზე ძლიერაა დამოკიდებული მთლიანად ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური პროცესების ინტენსივობა, რაც განაპირობებს მცენარის ზრდის პროცესების მოცულობას, ყინვაგამძლეობას, დაავადებათა და მავნებელთა მიმართ მდგრადობას.

მაშასადამე, მცენარის ცხოველმყოფელობისთვის უდიდესია ფესვთა სისტემის როლი. მისი ფუნქციონირებისთვის კი მეტად მნიშვნელოვანია ნიადაგის ნაყოფიერება.

მოსავლის ხეხილის ბაღში ფესვს უნდა ჰქონდეს საუკეთესო პირობები. განსაკუთრებით ახლა, გაზაფხულის მიწურულს, როცა ძალზე აქტიურია მცენარის თითოეული ნაწილი, ის ემზადება ნაყოფიერებისთვის. ნიადაგის მოვლის აგროტექნიკური საშუალებები განსაკუთრებით უნდა გამოვიყენოთ. ნიადაგის მოვლის წესების მორიგეობა ისე უნდა დავაწესოთ, რომ იგი მუდამ სტრუქტურიანი და მაღალნაყოფიერი იყოს. აღნიშნული პირობების შექმნა კი შესაძლებელია თითოეული ღონისძიების ეფექტურობის სათანადო ცოდნით.

გურიაში ნიადაგი ძირითადად მწირია, წითელმიწა, მჟავე. ის მუდამ განსაკუთრებულ განოყიერებას ითხოვს. ფესვთა სისტემა ძლიერი და მცენარისთვის განსაკუთრებით სიცოცხლისუნარიანობის მიმნიჭებელი რომ იყოს, ორი ძირითადი ჯგუფია აუცილებელი, რაზეც მუდამ უნდა ვამახვილებდეთ ყურადღებას: მაკროელემენტები _ ქიმიური ნივთიერებები, რომლის მიმართაც დიდია მცენარის მოთხოვნილება. ესენია: აზოტი, ფოსფორი, კალიუმი, კალციუმი, გოგირდი და ნატრიუმი. ამათგან მცენარე ძალზე რეაგირებს აზოტის, როგორც ნაკლებობაზე, ისე სიჭარბეზე. ნაკლებობა აქვეითებს ზრდას, ამცირებს ფოთლების საერთო ფართობს, ხდება პროდუქტიულობის ძლიერ შემცირება. აზოტის სიჭარბის დროს კი, პირიქით, ვეგეტაცია ძალზე გააქტიურებულია: ფოთლები ზომაზე მეტად იზრდება, ყლორტების ზრდის პროცესები კი ძალზე გახანგრძლივებულია, რის შედეგადაც ვერ ასწრებს მომწიფებას, ნაყოფის ხარისხი ეცემა და შენახვისუნარიანობა მცირდება. დანარჩენი მიკროელემენტები მცენარეს მცირე დოზებით ესაჭიროება და მათ ნორმალურ რაოდენობაზე ყურადღების მიდევნებით, ჩვენ მუდმივად უზრუნველვყოფთ ფესვთა სისტემის მდგრადობას. აქედან გამომდინარე კი, მცენარის პროდუქტიულობის და ხარისხის ზრდას, ასევე დაავადებათა მიმართ გამძლეობას.


ნახვა: 181


 ახალი ამბები
  • სავალალო მდგომარეობა ოზურგეთის უპოვართა სასადილოშისურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული მართვის დეპარტამენტის გურიის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლები ქალაქ ოზურგეთში მდებარე უპოვართა სასადილოში შევიდნენ. შემოწმების შემდეგ სასადილო დაიხურა. სამმართველოს უფროსი, ნინი შეწირული ამბობს, რომ სასადილოში კატასტროფული მდგომარეობა დახვდათ. “გეგმიური ინსპექტირების გადამოწმება იყო. აქ გაკეთებული საჭმელი საფრთხის შემცველია. მინდა გითხრათ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ალტერნატიული ადგილის მოძებნა უნდა დაიწყოს, იმდენად სავალალო მდგომარეობა უპოვართა სასადილოში“, _ გვითხრა ნინი შეწირულმა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პრესსამსახურში გვითხრეს, ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით მერის მოადგილე, ირაკლი სირაძე გააკეთებს. ამ დროისთვის ცნობილი არ არის ხვალ სად მოუწევს 170 ბენეფიციარებს კერძების ... ...
  • „ჩვენ მოქალაქეებისთვის სახელმწიფოს სახე ვართ და მათ უნდა უხაროდეთ ჩვენთან მოსვლა" - მაგული ბუზიაშვილი (R)ცისია  - 17 წლის, მარიამი - 14 წლის, ანა - 10 წლის, ერეკლე - 7 წლის, სალომე და ბარბარე წლინახევრის ტყუპები. შუადღემდე პატარებს ბებიები უვლიან, შუადღის მერე კი სკოლიდან დაბრუნებული უფროსი შვილების „ცვლა" იწყება. დედა შესვენებაზე ხანდახან შემოირბენს სახლში ტყუპებთან და მერე ისევ სამსახურში გარბის. ხშირად შესაძლოა, გვიანობამდე მოუწიოს სამსახურში ყოფნა. -         სამუშაო საათების შემდეგ მოქალაქეები თუ იქნებიან, ხომ არ მივატოვებთ, რა თქმა უნდა, ვრჩებით და ვემსახურებით, - ამბობს მაგული ბუზიაშვილი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქარელის ფილიალის უფროსი ოპერატორი. მუშაობა 1997 წელს, ჯერ კიდევ მიწის მართვის სამმართველოში დაიწყო, 2004 წლიდან კი საჯარო რეესტრის გუნდის წევრი გახდა. -         მეამაყება, რომ ამ გუნდის წევრი ვარ, ჩვენი თანამშრომლები, ხელმძღვანელობა მართლაც ერთი დიდი ოჯახი ვართ და მუდმივად ვგრძნობ მათ ყურადღებას და თბილ დამოკიდებულებას. ოჯახის შემდეგ ჩემთვის პირველ ადგილზე ჩემი სამსახური დგას და მთელი გულით ვემსახურები ამ საქმეს. საკმაოდ დატვირთულ რეჟიმში გვიწევს მუშაობა, მოქალაქეების ნაკადი მართლაც დიდია. მათთან ურთიერთობაში ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი, ჩვენ მოქალაქეებისთვის სახელმწიფოს სახე ვართ და მათ უნდა უხაროდეთ, სიამოვნებდეთ ჩვენთან მოსვლა. ამიტომ სამსახურში დაღლა არ უნდა შემეტყოს, მიუხედავად საშინაო საქმეებისა და ბავშვების მოვლისა. მუშაობის დაწყებიდან სხვადასხვა ეტაპი და საფეხური გაიარა, სამი წელი გორშიც უწევდა სამსახურში სიარული, მაგრამ მისთვის არც ეს გამხდარა დაბრკოლება და სამსახურისა და ოჯახის საქმეებს მაშინაც ართმევდა თავს. -         გვაქვს პატარა ბაღიც, მცირე მეურნეობა, მოგვყავს მოსავალი, რომ ოჯახს მცირე დამატებითი შემოსავალი მაინც ჰქონდეს. მხოლოდ წელს დავამუშავეთ ტრაქტორით, აქამდე კი ხელით ვმუშაობდით. დილის 5 საათზე ვიღვიძებდი და სამსახურში წასვლამდე ვთესავდი და ვუვლიდი ბაღს", - მორიდებულად საუბრობს, თავის შექებას ერიდება და ამ ყველაფერში თითქოს, განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს.  სალომე და ბარბარე ერთმანეთს ეცილებიან, ორივეს დედას კალთაში უნდა. ცოტა ხანში უფროსი ბავშვები სკოლიდან ბრუნდებიან და ბარბარე უფროს დასთან, ცისიასთან ინაცვლებს - უახლოესი მეგობრები არიან. სალომე გვათვალიერებს და თან დედას არ სცილდება. -         ბავშვების აღზრდაში ჩემმა მეუღლემ უდიდესი როლი შეასრულა - გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ მუშაობდა და პატარების მოვლა მას უწევდა. ასევე, ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩემი მეუღლის მამას, რომელიც სამწუხაროდ, გასულ წელს გარდაიცვალა. დილა იწყება შეძახილებით „ჩქარა, არ დაგაგვიანდეთ". დედა ცდილობს, ყურადღება თანაბრად გაანაწილოს ბავშვებზე. -         გოგოები მუსიკაზე დადიან, ერეკლე ანსამბლში ცეკვავს. მარიამს ექიმობა უნდა, ცისიას იურისტობა, ერეკლეს სტიქაროსნობა. კარგად სწავლობენ, მოწესრიგებული და რაც მთავარია, ზრდილობიანი ბავშვები არიან. ჩემთვის ძალიან დიდი სიხარული და ბედნიერებაა სკოლაში, მშობელთა კრებებზე მისვლა.  მარიამმა და ანა დედას თხოვნით ფორტაპიანოზე მცირე ზომის ნაწარმოებები შეასრულეს, ერეკლემ რაჭული სიმღერა გვიმღერა. მეუღლე - კობა კორკოტაძე სამსახურიდან ბრუნდება და პატარა სალომე ხელებში აფრინდება. -         ორი პატარა ერთად მართლა რთული მოსავლელი ყოფილა - ღამით მორიგეობით ვაძინებდით და ვუვლიდით, მაგრამ ეს ამავე დროს უდიდესი ბედნიერებაა, - ამბობს მაგულის მეუღლე. თავად ისიც მრავალშვილიანი ოჯახის შვილია - ექვსი და-ძმიდან კობა უმცროსია. მის ერთ ძმას ასევე 6 შვილი, მეორეს - 4, ერთ-ერთ დას კი 5 შვილი ჰყავს. -         ყველა ერთად რომ შევიკრიბებით, მართლაც ძალიან ბევრი ვართ და არის დიდი ჟრიამული. სულ მინდოდა, ბევრი შვილი მყოლოდა და მათ შორის ტყუპები. შესვენების შემდეგ მაგული ისევ სამსახურში ბრუნდება, პატარები დედას გამოეტირნენ, მაგრამ უფროსებმა დაამშვიდეს და აივანზე გამოშლილები სახლში შეაბრუნეს. საღამომდე კვლავ მოქალაქეების მომსახურებას გააგრძელებს. საღამოს კი ისევ დიდი ოჯახი და  დიდი მხიარულება ელის.  ... ...
  • ზაზა დამენიას გარდაცვალებიდან 14 წელი გავიდადღეს, ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას გარდაცვალებიდან 14 წელი გავიდა. მის საფლავთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ოჯახის წევრები და პოლიტიკოსები იმყოფებდნენ. ზაზა დამენია _ საქართველოს არმიის კაპრალი, ეროვნული გმირი, აფხაზეთის და ცხინვალის ომების მონაწილე, 2002 წელს ჩაირიცხა ვაზიანის მე-11 მექანიზებული მსუბუქი ქვეითი კომანდოს მესამე ასეულში. 2004 წლის აგვისტოში იბრძოდა ცხინვალის მისადგომებთან. 16 აგვისტოს იმ სანგარზე, სადაც ზაზა დამენია იმყოფებოდა, განხორციელდა მძლავრი შეტევა. მოწინააღმდეგემ სანგარში ხელყუმბარის ჩაგდება მოახერხა, მას ზაზა გადაეფარა და საკუთარი სიცოცხლის ფასად თანამებრძოლები დაღუპვისგან იხსნა. საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის 2004 წლის 26 აგვისტოს განკარგულებით, ზაზა დამენიას ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა „სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისა და გამორჩეული ... ...
  • „ნუ იქნებით კურდღლები“ _ ნათელაშვილი ტაქსისტებს მიმართავს„ლეიბორისტული პარტია“ ტაქსების ლიცენზირების საკითხს აპროტესტებს და დედაქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს. ამის შესახებ დღეს პარტიის ლიდერმა და საპრეზიდენტო კანდიდატმა,  შალვა ნათელაშვილმა განაცხადა. ნათელაშვილის თქმით, ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება ტაქსების მძღოლებსა და მათი ოჯახების წევრებს მშივრებს დატოვებს. „ხელისუფლება ასიათასობით ტაქსისტსა და მათი ოჯახის წევრებს მშიერს ტოვებს. კალაძე -ივანიშვილის დაჯგუფებამ გადაწყვიტა მონოპოლია აიღოს მგზავრთა გადაყვანაზე. მათ შორის, ამ სფეროში შეუდგა რეგულაციებს, რაც რა თქმა უნდა, გამოიწვევს მსხვილი კომპანიების შექმნას და ამ ადამიანების ქუჩაში დატოვებას, რომლებმაც თვითდასაქმებით მოიპოვეს სარჩო. ჩვენ ვასაჩივრებთ საკრებულოს ამ დანაშაულებრივ გადაწყვეტილებას სასამართლოში და ბოლომდე ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ეს ხალხი არ დარჩეს ქუჩაში ან არ გახდეს იძულებული დატოვოს ქვეყანა. გადაწყვეტილებას ხელს აწერს არც მეტი და არც ნაკლები საკრებულოს თავმჯდომარე, ცნობილი ყაჩაღ ტყემალაძის შვილი, უმცროსი ტყემალაძე. დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახეო, ზუსტად ახდა. ეს ყველაფერი არის იმ თბილისელების ბრალი, ვინც გავარდნენ და ხბოს აღტკინებით მხარი დაუჭირეს ამ დანაშაულებრივ ჯგუფს. მათ შორის, იმ ტაქსისტების ბრალი, რომლებიც უშიშროების დავალებით ჩვენზე ათასნაირ ბინძურ ჭორებს ავრცელებდნენ საარჩევნო პერიოდში,“_განაცხადა ნათელაშვილმა. ოპოზიციური პარტიის ლიდერმა ასევე ტაქსისტებს გადაწყვეტილების გაპროტესტებისკენ და ინტერესების დაცვისთვის საბრძოლველად მოუწოდა. „მივმართავ ტაქსისტებს. მეგობრებო, ნუ იქნებით კურდღლები. თქვენი ინტერესის დასაცავად თქვენ უნდა იბრძოლოთ სიგნალებით, მანქანებით, პროტესტებით, ქუჩის გადაკეტვებით და არა რომელიმე პარტიამ ან პრეზიდენტობის კანდიდატმა. ჯერ თქვენ უნდა გაანძრიოთ ხელი და მერე მოგეხმარებათ ყველა. როდესაც ასე შეშინებული ხართ ბუჩქებში შემძვრალი და აი, აქაც ვერ მოდიხართ, რომ ბრიფინგზე დაგვიდგეთ გვერდზე არაფერი არ გეშველებათ არასოდეს აღმაშენებელი, რომ გაცოცხლდეს და ერეკლე მეფე, რომ დაბრუნდეს საიქიოდან“,_განაცხადა ნათელაშვილმა. შეგახსენებთ, რომ 1 ოქტომბრიდან ტაქსის მძღოლები, რომლებსაც ლიცენზია არ ექნებათ დაჯარიმდებიან. ამავე თემაზე: სად შეუძლიათ ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის ... ...
  • ვინ და რატომ აძლევს სასტუმრო „ველმონდის“ადმინისტრაციას შენობის დასაცლელად ვადასსაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, სასტუმრო „ველმონდის“ (ყოფილი „ლეოგრანდის“) ადმინისტრაციას 17 აგვისტოს, 18:00 საათამდე აძლევს ვადას, შენობიდან გაიყვანოს სტუმრები და შეწყვიტოს საქმიანობა. „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალისტებმა, 2018 წელს სასტუმრო და სამორინე ველმონდში (ყოფილ ლეოგრანდში) სახანძრო უსაფრთხოების მიზნით, სამჯერ განახორციელეს (დეტალური, საკონტროლო და მიზნობრივი) სახანძრო-ტექნიკური შემოწმება. გაიცა 43 რეკომენდაცია, რომელთა უმეტესობა ამ დრომდე არ შესრულებულა. სპეციალისტების დასკვნით, შენობაში არ არის დამონტაჟებული კვამლსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები, რაც ხანძრის შემთხვევაში, შენობაში მყოფ ადამიანებს არ უტოვებს უსაფრთხო ადგილას ევაკუაციის შესაძლებლობას. გასული წლის ხანძრის შეფასების შედეგებმა აჩვენა, რომ ადამიანთა დაღუპვის ძირითადი მიზეზი, სწორედ კვამლსაწინააღმდეგო სისტემების არარსებობა გახდა. კვლავ ვერ ხერხდება სამშენებლო კონსტრუქციების ცეცხლმედეგობისადმი დადგენილი ნორმების რეალიზება, რაც ხანძრის შემთხვევაში ცეცხლის სწრაფად გავრცელების საშიშროებას ქმნის. ეს დარღვევების მცირედი ჩამონათვალია, რომლის გამოსწორებისთვის სასტუმროს ადმინისტრაციას არაერთხელ მიეცა გონივრული ვადა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, ჯერ კიდევ 1 თვის წინ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სასტუმროსთვის ექსპლუატაციის შეჩერება. სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა. გამომდინარე იქიდან, რომ სასტუმრო ამ დროისთვის, კვლავ იღებს სტუმრებს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასტუმროს ადმინისტრაციას აძლევს ვადას, 17 აგვისტოს, 18:00 საათამდე მოახდინოს შენობიდან სტუმრების გამოყვანა და შეწყვიტოს საქმიანობა. სამსახურის სპეციალისტები ბოლო თვეების განმავლობაში, აქტიურად თანამშრომლობდნენ სასტუმროს ადმინისტრაციასთან და ახდენდნენ ინფორმირებას მოსალოდნელი შედეგების შესახებ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური თანამშრომლობას კვლავ განაგრძობს, რათა სასტუმრო „ველმონდის“ ადმინისტრაციამ დროულად მოახდინოს არსებული დარღვევების გამოსწორება. როგორც კი სასტუმროში დაიწყება ვალდებულებების შესრულება, სამსახური მზად არის უმოკლეს ვადებში მხარი დაუჭიროს შენობის ექსპლუატაციაში შესვლას“,_ წერია ... ...

არქივი

ზაფრანი

გადაშენების პირას მყოფი ცხოველები

ცოტა ხნის წინ ბუნების დაცვის...

მსოფლიოში ყველაზე პატარა ირემი

აზიური ირმები - (თრაგულუს) ძუძუმწოვარ...

რა ხდება თქვენს ორგანიზმში როცა გძინავთ

ყველასთვის ცნობილია, რომ სანამ გვძინავს,...

საინტერესო ფაქტები წყლის შესახებ

იუნესკოს მონაცემების მიხედვით, დედამიწაზე არსებული...

ალბინოსი მაიმუნი

ის ყველასგან გამორჩეულია, ჩხუბითაც კი...