ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ჩვენი რჩევები

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

23 იან. 2019, 09:55:42

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში, გვირილა, ნიახური, ქონდარა და სხვა ბევრი მცენარე, ეხმარება თავის ტვინის ნერვიული უჯრედების ფორმირებაში და აძლიერებს კავშირს მათ შორის. ეს აღმოჩენა გააკეთეს მეცნიერებმა რამდენიმე ბრაზილიური სამეცნიერო ცენტრიდან.

საუბარია ბუნებრივ ფლავონოიდ აპიგენინზე. შედარებით ადრეულმა, ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა იმის დემონსტრირება მოახდინა, რომ ფლავონოიდები პოზიტიურად მოქმედებს სწავლასა და მეხსიერებაზე. ბრაზილიელმა მეცნიერებმა შესძლეს ეჩვენებინათ აპიგენინის ეფექტი უშუალოდ ადამიანის ნერვიულ უჯრედებზე და ამასთან, აღმოაჩინეს მისი მოქმედების მექანიზმი.

მეცნიერებმა აპიგენინი პეტრის ფინჯანში მოთავსებულ ადამიანის პლურიპოტენტულ ღეროვან უჯრედებს დაუმატეს. ასეთი ღეროვანი უჯრედები, რამდენადაც ცნობილია, უნარი აქვთ განვითარდნენ სხვადასხვა ტიპის უჯრედებში. 25 დღის შემდეგ ეს უჯრედები ნეირონებად გადაიქცნენ. აპიგენინის დამატების გარეშე მსგავსი ეფექტი არ მიუღიათ. ამასთან, კავშირი ფლავონოიდების ზეგავლენის ქვეშ ჩამოყალიბებულ ნეირონებში (სინაფსი) გაცილებით ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე ჩვეულებრივ.

"ძლიერი, დატოტვილი კავშირი ნეირონებს შორის წარმოადგენს თავის ტვინის კარგი ფუნქციონირების საკვანძო პირობას, სასარგებლო მეხსიერებისთვის და სწავლისთვის." – აღნიშნა სამეცნიერო კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა სტივენს რეჰენმა.

რეჰენმა და მისმა კოლეგებმა დაადგინეს, რომ აპიგენინის პოზიტიური მოქმედება ეფუძნება უჯრედშიდა ესტეროგენული რეცეპტორების დაკავშირებას. ცნობილია, რომ ჰორმონების ზუსტად ეს ჯგუფი მოქმედებს ნერვიული სისტემის განვითარებაზე, მომწიფებაზე, ფუნქციონირებასა და პლასტიურობაზე. ესტეროგენის მოქმედებაზეა დამოკიდებული ისეთი ფსიქიატრიული და ნეიროდეგენერაციული დაავადებების დაწყების შეფერხება, როგორიცაა შიზოფრენია, დეპრესია ალცჰეიმერის დაავადება. თუმცა, თერაპიის მეთოდები, რომელიც ესტეროგენებს ეფუძნება, შეიცავს სიმსივნისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკებს.

ამის გამო, მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ აპიგენინი შესაძლოა გახდეს ესტეროგენების ალტერნატიულ ეფექტურ და უსაფრთხო საშუალებად ნეიროდეგენერაციული დაავადებების სამკურნალოდ. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ფლავონოიდს დიდი რაოდენობით შეიცავს მცენარეული პროდუქტები, რეჰენმა და მისმა კოლეგებმა ივარაუდეს, რომ ფლავონიდებით მდიდარი დიეტის მეშვეობით, შესაძლებელია ტვინის ფუნქციონირების გაუმჯობესება.

ჩიკაგოს უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა ადრეულმა კვლევებმა აღმოაჩინეს, რომ ნეიროდეგენერაციული დაავადებების პროფილაქტიკისთვის შესაძლოა ისპანახის გამოყენება. მეცნიერები ამას იმით ხსნიან, რომ მცენარე ბევრ ვიტამინს შეიცავს.




 ახალი ამბები
  • ჭყონდიდის ეპარქიაში დაშავებული ერთ-ერთი ჟურნალისტი თბილისში გადაიყვანესჭყონდიდის ეპარქიაში  დაშავებული ერთ-ერთი ჟურნალისტი თბილისში გადაიყვანეს, _ ამის შესახებ ჟურნალისტებს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში განუცხადეს. "მარტვილიდან კატასტროფის სამსახურმა გადმოიყვანა ორი პაციენტი, რომელებსაც  ჩაუტარდათ კვლევები. კვლევების საფუძველზე დაესვათ დიაგნოზი პაციენტებს _ ერთს აქვს წელის მეოთხე მალის კომპრესიული მოტეხილობა, შესაბამისად, სჭირდება სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაყვანა. მეორე პაციენტს აღენიშნება მარცხენა წვივის მედიალური გოჯის მოტეხილობა. პაციენტმა უარი განაცხადა მომსახურებაზე და თავისი სურვილით გაეწერა ბინაზე", _ განაცხადა  მორიგე ექიმმა ლევან ქობალიამ. რაც შეეხება სხვა დაშავებულებს, მათი ჯანმრთელობის  მდგომარეობა  ამ დროისთვის სტაბილურია  და ისინი მკურნალობას ბინაზე გააგრძელებენ. ცნობისთვის, გუშინ ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი  ინციდენტის შედეგად, მედიის რამდენიმე წარმომადგენელი ... ...
  • "სანამ ნიკა მელია არ გამოვა, არანაირ ფორმატში მოლაპარაკების განხილვაც კი არ შეიძლება"სანამ ნიკა მელია არ გამოვა, არანაირ ფორმატში მოლაპარაკების განხილვაც კი  არ შეიძლება, _ ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. კემულარიას თქმით, მოლაპარაკების მაგიდასთან, პირველ რიგში, ნიკა მელია უნდა იჯდეს. „სანამ ოპოზიცია   იმაზე მსჯელობს,  ღარიბაშვილთან დავსხდეთ თუ არა სასაუბროდ,  მე მიმაჩნია, რომ სანამ ნიკა მელია არ გამოვა, არანაირ ფორმატში მოლაპარაკების განხილვაც კი  არ შეიძლება. რადგან იმ მაგიდასთან პირველი სწორედ მელია უნდა იჯდეს! სხვა შემთხვევაში ეს იქნება შერჩენა და მორიგი გაუაზრებელი კომპრომისი. მითუმეტეს, ოპოზიცია  უკვე იმდენჯერ წავიდა კომპრომისზე, რომ „ოცნების“ ხელისუფლებისთვის დაუსჯელობის სინდრომი ჩვეულებრივი ამბავი გახდა. თუმცა, „ქართულმა ოცნებამ“ იმდენად ამოწურა როგორც ფინანსური, ისე მატერიალური რესურსი, ოპოზიცია საერთოდ რომ არ არსებობდეს,   „ოცნება“ ხელისუფლებაში მაინც ვერ დარჩება, მათ საქართველოს მოსახლეობისთვის   შესათავაზებელიც კი აღარაფერი აქვთ, _ განაცხადა დავით ... ...
  • დებატები ევროპარლამენტში _ თემა საქართველოში არსებული ვითარება იქნებაევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ დებატები შედგება. მოხსენებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელი წარმოადგენს. შეფასებები გაკეთდება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით. ბრიუსელიდან დიალოგის დაწყების აუცილებლობის შესახებ მოწოდებები კვლავ ისმის. ევროპარლამენტარები ამბობენ, რომ ორივე მხარემ პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს. უმრავლესობის წარმომადგენლებმა ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრები გამართეს და ოპოზიციასთან დიალოგის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურეს. ევროპარლამენტის პლენარული სესია 8 მარტს გაიხსნა და 11 მარტს ... ...
  • საქართველოში კოვიდგატანილი ადამიანების კვლევა დღეიდან იწყებაპოსტკორონავირუსულ სიმპტომებზე დღეიდან იმ პაციენტებს გამოიკვლევენ, რომელთაც COVID-19 უკვე გადაიტანეს. კვლევების მიზანია, დადგინდეს ვირუსის დამარცხების შემდეგ უმეტესად რა გართულებებს იწვევს ის. უკვე შერჩეულია 500-მდე ადამიანი. კვლევა არის რანდომიზირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ შერჩევითი პრინციპით მოხდა პაციენტების ჩართვა. შერჩეული პაციენტები გადიოდნენ მკურნალობას, როგორც სამედიცინო დაწესებულებაში, ასევე სახლის პირობებში. მათი გამოკვლევა ინფექციური საავადმყოფოს ბაზაზე ... ...
  • როგორია ჭყონდიდის ეპარქიაში დაშავებული მედიის წარმომადგენლების ჯანმრთლების მდგომარეობაჭყონდიდია ეპარქიაში, რეზიდენციის აივნის მოაჯირის ჩამონგრევის შედეგად სულ ექვსი ადამიანი დაშავდა.ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა "ევექსის" კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ხუთი მათგანის მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება ერთ დაშავებულს, მისი მდგომორება შედარებით ... ...

არქივი