პალმას სერიოზული მავნებელი უტევს

ჩვენი რჩევები

პალმას სერიოზული მავნებელი უტევს

2017 მაი 2 10:08:18

ფინიკის პალმის 15-მდე სახეობა ცნობილია აფრიკისა და აზიის ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. ის ჩრდილოეთ აფრიკის, ავღანეთის, პაკისტანის მშრალი სუბტროპიკების უძველესი კულტურული მცენარეა. მისი ღეროს სიმაღლე 15-20 მეტრია, დიამეტრი _ 80 სმ, ფოთლის სიგრძე კი 4-6 მეტრს აღწევს.

ნაყოფი ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი საჭმელია. ღეროს დასერვით მიღებული წვენიდან აკეთებენ შაქარს და ღვინოს. ამ პალმის ბევრი სახეობა, როგორც დეკორატიული მცენარე, ცნობილია სუბტროპიკებში, მათ შორის, საქართველოს შავიზღვისპირეთის ბაღებსა და პარკებში.

ფინიკი სხვა ხილზე გაცილებით დიდი რაოდენობით შეიცავს ნახშირწყლებს _ დაახლოებით 65%-ს. მდიდარია რკინით, მაგნიუმით, თუთიით, სპილენძით, კალციუმით, კობალტით, გოგირდითა და სხვა ძვირფასი ელემენტებით.

ფინიკის ჩირი განსაკუთრებულია იმით, რომ შეიცავს 23 ამინომჟავას, რომელთა უმრავლესობა სხვა ხილის შემადგენლობაში არ შედის. რაც მთავარია, ის რეკომენდირებულია დიეტური კვებისას მათთვის, ვისაც ტკბილეულის ჭამა ეკრძალება.

ფინიკის შაქარი გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე ჭარხლისა. ამიტომ მას წარმატებით იყენებენ საკონდიტრო წარმოებაში.

100 გრამი ფინიკი საშუალოდ 270 კალორიას შეიცავს.

ფინიკის სამკურნალო თვისებები უძველესი დროიდან არის ცნობილი. მის ნაყოფს ოდითგან იყენებდნენ ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა კიბო, ტუბერკულოზი და სხვადასხვა ინფექციური დაავადება. პექტინის, სელენის და საკვები ბოჭკოების შემცველობის წყალობით, ფინიკი ონკოლოგიის პათოლოგიის შემაფერხებელ საკვებად გვევლინება. სელენი, რომელიც ფინიკში უხვად არის წარმოდგენილი, აფერხებს აგრეთვე გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა განვითარებას, აძლიერებს იმუნურ სისტემას. ფინიკის ნაყოფის უნიკალური თვისებებია _ სიცოცხლის გახანგრძლივება და კეთილისმყოფელი გავლენა მამაკაცის პოტენციაზე.

თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ფინიკის ჩირი აუმჯობესებს თავის ტვინისა და შინაგან ორგანოთა ფუნქციას, გასაგები გახდება, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მას ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

ექიმები რეგულარულ კვებას ურჩევენ იმ პაციენტს, რომელთაც აღენიშნებათ გულის პრობლემები, სახის ნერვის დამბლა, სისუსტე და სასიცოცხლო ძალთა განლევა, გახანგრძლივებული მძიმე დაავადების შემდეგ.

პალმის ფოთოლი მსოფლიოში მშვიდობის ემბლემად ითვლება. ის ყველაზე ლამაზია მცენარეთა სამეფოში. პალმების ხეივანში გასეირნება ადამიანში ამაღლებულ, საზეიმო განწყობას ქმნის.

დეკორატიული მებაღეობაში პალმებს უნივერსალური გამოყენება აქვთ: ძვირფასია ბაღ-პარკებში ორნამენტულ ხეივნებად, ნაირგვარი დანიშნულების არქიტექტურულ აქცენტებად, როგორც გაზონებზე, ისე ყვავილნარებში. გამოიყენება საოთახო მებაღეობაში და ყვავილწნულების ხელოვნებაში.

ბოლო წლებში შავიზღვისპირეთის ბულვარის გასამშვენიერებლად დიდი რაოდენობით იქნა თურქეთიდან ინტროდუსირებული დეკორატიული კანარის ფინიკის პალმა, რომლის სამშობლო კანარის კუნძულებია. ის გვალვაგამძლეა, ხოლო _9 გრადუსზე ფოთლები იყინება. ჩვენს პირობებში ზამთარში შეფუთვას არ საჭიროებს, ამიტომ ამ ნერგებმა აკლიმატიზაცია კარგად გაიარა.

2009 წლის გაზაფხულზე (მარტი) პალმებით გაშენებულ შეკვეთილის უბანში აღინიშნა ძალიან საშიში, საკარანტინო მავნებელი _ პალმის წითელი ცხვირგრძელა, რომელიც საქართველოში ადრე შენიშნული არ ყოფილა.

პალმის ცხვირგრძელა იკვებება პალმების მთავარი ღეროს შიგთავსით, სადაც მავნებელი გაივლის განვითარების ოთხ სტადიას: კვერცხის, მატლის, ჭუპრის და იმაგოს. ზრდასრული ფაზა 1-70 მმ სიგრძისაა, სხეულის წინ წაგრძელებული თავი აქვს, რომელზეც მოთავსებული აქვს ყბები. ისინი წარმოადგენს მოხრილ ანტენებს.

მავნებელი ცხოვრობს პალმაზე, სანამ ზრდასრული არ გახდება, ხოლო იმაგო ტოვებს დაზიანებულ მცენარეს და მიფრინავს ახალი მცენარისკენ. ის ფიტოფაგია და იკვებება ყველანაირი მცენარეულობით. მისი განვითარების ბიოლოგიური ციკლი ერთ მცენარეზე ვითარდება. წლის განმავლობაში ივითარებს 3-4 თაობას. დედალი დებს განაყოფიერებულ კვერცხს ახალ მცენარეზე. იმაგოს დიდი მანძილის გადაფრენა შეუძლია.

როცა ვნახეთ, ნაკვეთში დარგული სამმეტრიანი პალმის ფესვები მთლიანად განადგურებული იყო, ხოლო ორმო, სადაც მცენარე იყო მოთავსებული, ამოვსებულია მავნებლის ათასობით სხვადასხვა ფაზით. პალმები, ძლიერი დაზიანების გამო, ადვილად ტყდება ფესვის ყელთან, ხოლო მისი ზედა ნაწილი _ ფოთლები მთლიანად გაყვითლებული და გამხმარი იყო.

საკარანტინო მავნებლის ამ უეცარი შემოჭრის აღნიშვნისთანავე გაცემული იქნა სასწრაფო რეკომენდაციები:

1. დაზიანებული პალმების ადგილზე დაწვა, ფესვთა სისტემის ჩათვლით და ნიადაგში არსებული მავნებლის ყველა ფაზის განადგურებით.

2. დაწვის შემდეგ ამ ადგილების მოსხურება ბულდოკის 0,3 %-იანი სამუშაო ხსნარით, რათა ნიადაგში დარჩენილი ფაზები მთლიანად განადგურებულიყო.

მავნებელი სასწრაფოდ იქნა ლიკვიდირებული აღნიშნული ნაკვეთიდან. აქა-იქ, ის შესაძლოა, კვლავ შეგვხვდეს. ამიტომ დიდი ყურადღებით უნდა ვიყოთ და ვათვალიეროთ ფინიკის პალმების ნარგაობები, რათა საკარანტინო მავნებელი "პალმის წითელი ცხვირგრძელა" ისევ არ შემოგვესიოს და არ დაგვიზიანოს ეს ძვირფასი დეკორატიული მცენარე, რომელიც თავისი ულამაზესი ფოთლით მცენარეთა სამეფოში უმშვენიერესია, ნაყოფით კი _ უნიკალური.

ანგელინა ნიკოლაიშვილი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი




 ახალი ამბები
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელი კარები ჩაკეტესოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელი კარები ჩაკეტეს. შენობაში განთავსებულია მაჟორიტარი-დეპუტატის არჩილ თალაკვაძის ბიურო, სადაც ალეკო ელისაშვილის აქცია უნდა დაიწყოს. ელისაშვილმა და მისმა გუნდმა უკვე ერთი აქცია ჩოხატაურის ბაზარში გამართეს. "ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები" _ ასე ქვია ელისაშვილის მიერ ორგანიზებულ აქციას, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ... ...
  • "მთელი მისი ნარატივი იყო, დეპუტატი მდიდარია და რაიონი ღარიბიო" _ ნინო წილოსანი ელისაშვილზესამოქალაქო მოძრაობის ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ჩოხატაურის მოსახლეობასთან შეხვედრას ჩოხატაური-ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმიანება. "დღეს ბატონი ალეკო ელისაშვილი ესტუმრა ჩოხტაურს. მთელი მისი ნარატივი იყო დეპუტატი მდიდარია და რაიონი ღარიბიო. - ვერც ერთ შემთხვევას ვერ ასახელებს რაიონიდან რამე წამეღოს, პირიქით მიტანის უამრავი, მაგრამ ეს ხომ მას არ აინტერესებს.- არც მასავით ლაპარაკით გამდიდრებულა ჩემი ოჯახი. სხვები ქარხნებს ჯართად რომ ჭრიდნენ მამაჩემი თავისი ჯანმრთელობის ფასად ვაგონმშენებლობას ანვითარებდა და მთავრობების რეკეტს უმკლვადებოდა. - რაიონი რომ ღარიბია, ალეკო ელისაშვილმა ეხლა დაგუგლა, მე ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავ და ვებრძვი ამას. და ჩემი მუშაობა თუ უნდა შეაფასოს, შეადაროს რა იყო რაიონში და რა არის ეხლა - სკოლები, ბაღები, გაზიფიცირება, გზები, რეაბილიტირებული ერისთავის სახლი, ახალი პროფსასწავლებლის მშენებლობა, ბავშვთა საფეხბურთო აკადემია , ლანჩხუთში 10 სოფლის წყალმომარაგება, დაკმაყოფილებული ეკომიგრანტები და ა.შშემიძლია მივაწოდო მართლა თუ აინტერესებს.კომუნისტები მსგავსი ანტისიმდიდრის ნარატივს რომ ავითარებდნენ და გააკულაკეს ხალხი, იმიტომ არის რომ დღემდე ვერ დავდექით ფეხზე!! მასე გააგრძელე, ბატონო ალეკო, შორს წახვალ და ზედ მიიყოლებ ვინც დაგიჯერებს, _ წერს ... ...
  • "არ გავჩერდებით, სანამ სისხლს არ გავუშრობთ ამ წურბელა მთავრობას" _ ალეკო ელისაშვილიჩოხატაურის ბაზარში სამოქალაქო მოძრაობის წევრები ამ წუთებში მართავენ კამპანიას "ვამხილოთ გურული ფეოდალები". ისინი ბაზარში მყოფ ადამიანებს ესაუბრებიამნ პროპორციული საარჩევნო სისტემის მნიშვნელობის შესახებ და თანამდებობაზე მყოფ დეპუტატებს _ არჩილ თალაკვაძესა და ნინო წილოსანს ადანაშაულებენ, რომ ისინი ხალხზე არ ზრუნავენ.  როგორც სამოქალაქო მოძრაობის ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა "გურია ნიუსთან" განაცხადა, არ გაჩერდებიან, სანამ მიზანს არ მიაღწევენ. "ისინი მდიდრდებიან ხალხის ხარჯზე! არ გავჩერდებით, სანამ სისხლს არ გავუშრობთ ამ წურბელა მთავრობას", _ გვითხრა ელისაშვილმა. ამ წუთებში სამოქალაქო მოძრაობის ჩოხატაურელ მოსახლეობასთან შეხვედრა დაპირისპირების ფონზე ... ...
  • "ეს გააკეთა მერმა და არა წილოსანმა" - დაპირისპირება ჩოხატაურის ბაზარშიალეკო ელისაშვილის და მისი გუნდის შეხვედრა ჩოხატაურის ბაზარში დაპირისპირების ფონზე ... ...
  • ჩოხატაურში "გურული ფეოდალი მაჟორიტარების" სამხილებლად ემზადებიანამ წუთებში ჩოხატაურის ბაზარში სამოქალაქო მოძრაობის წევრები აქციის გასამართად ემზადებიან. როგორც ისინი აცხადებენ, დღეს ჩოხატაურის ბაზარში "გურული ფეოდალი მაჟორიტარების" არჩილ თალაკვაძის და ნინო წილოსანის მხილებას ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე მსმელი ქალები მსოფლიოში

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...