პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

ჩვენი რჩევები

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

2018 დეკ 18 16:23:03

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად აქვთ მრავალმხრივი მოქმედება და შეიძლება გამოყენებული იქნან, როგორც მავნებლების, ისე ავადმყოფობების წინააღმდეგ. ნებისმიერ შემთხვევაში, პესტიციდების გამოყენებისას, რაც უკვე ასე აუცილებელი გახდა გურიის სინამდვილეში და რეალობაა, რომ წელიწადის ყოველ დროს, თითოეული თვის მიხედვით, აუცილებელია მისი გამოყენება, პირველ რიგში უნდა მივმართოთ გამაფრთხილებელ ღონისძიებებს.

დავიხსომოთ, რომ პესტიციდების გამოყენებისას, სამუშაოდ არ უნდა დავუშვათ არასრულწლოვნები, თუნდაც, უფროსი კლასის მოსწავლეები. აუცილებელია, ადამიანს, რომელიც შეწამვლით სამუშაოებს აწარმოებს, გავლილი ჰქონდეს სამედიცინო შემოწმება და სპეციალური მომზადება. ეს მომზადება ითვალისწინებს პესტიციდების თვისებების და მათი ხმარების წესების კარგ ცოდნას. ასევე, უნდა ვიცოდეთ პირველი დახმარების აღმოჩენა უბედური ან სახიფათო შემთხვევის დროს.

პესტიციდებთან მუშაობისას უნდა მოვიმარაგოთ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები. ახლა, როცა გურიაში, თხილის და, არამარტო თხილის, სიდამპლის წინააღმდეგ, ყოველთვიურად და ზოგჯერ თვეში ორჯერაც უკვე აუცილებელი ხდება პლანტაციების თუ ხეხილოვანთა ბაღების სპეციალური დამუშავება, უნდა მოვიმარაგოთ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, სახელდობრ: აირწინაღი ან დოლბანდით სპეციალურად შეკერილი პირბადე, ხელთათმანები, ფეხსაცმელი, დამცველი სათვალეები და რესპირატორები. კარგად დავიხსომოთ ისიც, რომ რესპირატორებით მუშაობა დასაშვებია მხოლოდ დაბალტოქსიკური შენაერთების გამოყენებისას. მაღალტოქსიკურ პრეპარატებთან მუშაობის დროს კი აუცილებელია ჩვეულებრივი აირწინაღების გამოყენება.

დღეისთვის გურიაში ფაროსანას წინააღმდეგ შეწამვლისას ბიფეტრინის ჯგუფის პრეპარატებს ხმარობენ, რომლის გამოყენებისას უდიდესი სიფრთხილეა საჭირო.

სამუშაოს დამთავრებისას სასწრაფოდ საპნით დაიბანეთ ხელ-პირი, გამოიცვალეთ საცვლები და გარეცხეთ ტანსაცმელი, რომელიც მუშაობისას გეცვათ. თუ არ გარეცხავთ და მხოლოდ გაბერტყავთ, ასეთ ტანსაცმელს საცხოვრებელ ბინაში ნუ შეინახავთ. დადეთ სადმე სპეციალურად მიჩნეულ საწყობში. ხმარების შემდეგ კი საგულდაგულოდ გაბერტყეთ, გაამზეურეთ და ხუთ დღეში ერთხელ მაინც კარგად გარეცხეთ საპნით და ცხელი წყლით.

რაც შეეხება აირწინაღებს და რესპირატორებს, გარეცხვის შემდეგ, კარგი იქნება თუ დაამუშავებთ სპირტით.

პესტიციდებთან მუშაობის პროცესში, არ უნდა დავუშვათ საკვების მიღება, სიგარეტის მოწევა თუ წყლის დალევა. ასევე, არ შეიძლება სპეცტანსაცმლის გაუხდელად, საპნით ხელების გულდასმით დაბანის გარეშე ჭამა თუ სხვა საოჯახო საქმის კეთება.

პესტიციდებზე მუშაობის დროს, ჩვეულებრივი სამუშაო დღის ხანგრძლივობა, სასურველია, არ აღემატებოდეს ხუთ სამუშაო საათს. ამასთანავე, თუ ყანის ან პლანტაციის სიღრმეში მუშაობთ, სასურველია, ორჯერ მაინც გამოხვიდეთ ღია სივრცეში, პლანტაციის გარეთ, მოიხსნათ აირწინაღი და ღრმად ჩაისუნთქოთ სუფთა ჰაერი. როცა პესტიციდებთან მუშაობას იწყებთ, ნუ დაგეზარებათ, ყოველდღიურად თქვენს მენიუში იქონიოთ რძე, რძის პროდუქტები.

ძალზე მაღალტოქსიკური და ძლიერმოქმედი პესტიციდები გამოიყენება სპეციალურ მანქანებსა თუ ტრაქტორებზე, იშვიათად თვითმფრინავებსა და ვერტმფრენზე დამონტაჟებული შესასხურებელი ან შესაფრქვევი აპარატურით, ზურგსაკიდი აპარატები კი დასაშვებია მხოლოდ საშუალო და დაბალი ტოქსიკურობის პესტიციდების შემთხვევაში.

პესტიციდების სამუშაო ნაზავის მომზადება და აპარატებში ჩატვირთვა უნდა იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო და მექანიზებული. შესხურება-შეწამვლა უნდა მოვახდინოთ აუცილებლად მხოლოდ დილის ან საღამოს საათებში. ასეთ დროს, უნდა დავაკვირდეთ, რამდენად შესუსტებულია ჰაერის აღმავალი თუ დაღმავალი დენა. საერთოდ დაუშვებელია ქარიან ამინდში შეწამვლა.

პესტიციდებთან მომუშავე თუ მოიწამლა, პირველი დახმარება უნდა აღმოვუჩინოთ _ დაზარალებული გავიყვანოთ ტრიალ მინდორზე, სუფთა ჰაერზე და გავუხსნათ საკინძე. თუ კანზე პესტიციდი აქვს მოხვედრილი, უნდა მოვბანოთ. თუ თვალში მოხვდა წვეთები, სასწრაფოდ უნდა მოხდეს გამორეცხვა სპეციალური ხსნარით. კუჭ-ნაწლავში მოხვედრისას კი უნდა დავეხმაროთ ღებინების გამომწვევი საშუალებებით.

თუ დაზარალებულს კანიდან სისხლი სდის, დავაფაროთ წყალბადის ზეჟანგით დასველებული ტამპონი.

მოწამვლის შემდეგ, სასურველია, ასეთმა პირმა ორი-სამი დღით, თავი შეიკავოს პესტიციდებთან მუშაობისგან.




 ახალი ამბები
  • ხორავას ქუჩის საქმეზე სააპელაციო განაჩენს 3 ივნისს გამოაცხადებსთბილისის სააპელაციო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განაჩენი 3 ივნისს გამოცხადდება. სხდომა 12:00 საათზე დაიწყება. დღეს სააპელაციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა დევიზით "აღასრულე სამართალი". არასამთავრობოებმა სასამართლოსგან ობიექტური გადაწყვეტილება მოითხოვეს. 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა. 2 არასრულწლოვნის მიმართ საქმე სააპელაციო ინსტანციაშია. პირველმა ინსტანციამ მათ დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის ბრალდება მოუხსნა - ერთს დანაშაული სარალიძის განზრახ სხეულის დაზიანებით დაუკვალიფიცირა, მეორე კი სარალიძის ნაწილში სრულად გაამართლა, მაგრამ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო. მკვლელობის საქმის გამოძიება ამით არ ამოწურულა და კვლავაც გრძელდება შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელსაც უშუალოდ მინისტრი ხელმძღვანელობს. ამასთან, 22 მაისს ხორავას ქუჩის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებულ არასრულწლოვანს დ.ღ.-ს განაჩენი გამოუტანეს. მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდა და საბოლოოდ, 2 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა ... ...
  • მუშების დაშავებასთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებსდღეს, ზესტაფონში, სს „საქართველოს რკინიგზის“ დასავლეთის სალიანდაგო სამმართველოს საწყობში, მოხდა  უბედური შემთხვევა და სამუშაოს შესრულების დროს, მარაგი ნაწილების ჩამოშლის შედეგად,  სხეულის დაზიანება მიიღო რკინიგზის ორმა თანამშრომელმა - სახელოსნოს მჭედელმა მიხეილ ბებიაშვილმა და ხელოვნური ნაგებობების ბრიგადირმა მერაბ ნებიერიძემ. დაშავებულებს გაეწიათ  სასწრაფო სამედიცინო დახმარება და გადაიყვანეს  საავადმყოფოში.   სს „საქართველოს რკინიგზა“ მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო. უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა, ამასთან ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, რის შედეგადაც დადგინდება შემთხვევის გამომწვევი მიზეზები.  სს „საქართველოს რკინიგზა“ მაქსიმალურ დახმარებას აღმოუჩენს უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებულებსა და მათ ოჯახებს.  (R)       ... ...
  • უბედური შემთხვევა თბილისში _ მაღაზიაში ამწე შევარდაცოტა ხნის წინ, უბედური შემთხვევა მოხდა თბილისში. გურამიშვილის გამზირზე მსუბუქი ავტომობილი და ამწე ერთმანეთს შეეჯახა. შეჯახების გამო ამწე ერთ-ერთი მაღაზიაში შევარდა. ინციდენტის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. მათგან ორი მცირეწლოვანია. ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 271-ე მუხლით ... ...
  • წვიმა და სეტყვა _უახლოესი დღეების პროგნოზიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27-31 მაისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. 27-28 მაისს ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +23, +28, ხოლო 29-31 მაისს +28, +31 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსი ... ...
  • 9 წლის გოგოს მკვლელობა _ იაგო ნებიერიძეს უვადო პატიმრობა შეეფარდასასამართლომ 9 წლის გოგოს მკვლელობისა და მის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს უვადო პატიმრობა შეუფარდა.გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 2018 წლის 25 ოქტომბერს სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობა და არასრულწლოვანთან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას ... ...

არქივი

ზაფრანი

ნივთების ისტორიიდან - ტუნიკა

ახლა უკვე ძნელია იმის თქმა,...

როდის ხდება წყლის დალევა ორგანიზმისთვის მავნებელი

არ შეიძლება ნებისმიერი სითხის სულმოუთქმელად...

ნუ დანებდებით

ვის არ უჩხუბია და უკამათია......

ნაბახუსევზე მარილიანი ყავა სასარგებლოა

ნებისმიერ ადამიანს ხშირად ერთი პრობლემა...

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...