"ფულის ხე"_ როგორ მოვუაროთ მას?

ჩვენი რჩევები

"ფულის ხე"_ როგორ მოვუაროთ მას?

2017 ოქტ 4 15:19:49

კრასულა ერთ-ერთი ტროპიკული მცენარეა, რომელსაც წარმატებისა და მატერიალური კეთილდღეობის სიმბოლოდ მიიჩნევენ. მოსახლეობა კრასულას "დოლარის ხის" ანუ "ფულის ხის" სახელით იცნობს და სრულად იჯერებს იმ ცრურწმენას, თუ კრასულას ოთახის დასავლეთ ან სამხრეთ ნაწილში დადგამ და მასზედ ფულის კუპიურებს დადებ, მალე ოჯახში დიდი ფული შემოვა და პატრონი გამდიდრდება.

რასაკვირველია, ეს ცრურწმენაა, მაგრამ კრასულა ისეთი ლამაზი მცენარეა, ჩვენს საცხოვრებელ ბინას განსაკუთრებით დაამშვენებს, ამიტომ კარგად უნდა ვიცოდეთ მისი მოვლის წესები.

კრასულას სამშობლო აფრიკის სანახებია და შესანიშნავად იტანს მზის სხივების პირდაპირ ინსოლაციას. ამიტომ ზაფხულში თავს ჩინებულად გრძნობ გარეთ. მას ველზე მეტად სინათლე უყვარს. ჩრდილში დადგმული მცენარე ლამაზ და ხშირ ფოთლებს ვერ ივითარებს. თუ მცენარე ცუდად განათებულ ადგილზე დიდხანს დგას, გარეთ გატანის შემთხვევაში მზის კაშკაშა სხივებს ნელა უნდა შევაჩვიოთ, თორემ ფოთლები დაეწვება, ნარინჯისფერ მოწითალო ან მოყავისფრო შეფერილობებს მიიღებს. თუ ამ დროს კრასულა მზის კაშკაშა სხივებს არ მოვარიდეთ, ფოთლები დაცვივდება, მზის ნაკლები ინსოლაციის შემთხვევაში კი ფოთლების ფერი სწრაფად აღდგება. კრასულა ისეთ ადგილზე უნდა დავდგათ, განსაკუთრებით ზამთრის მოახლოებისას, რომ ფანჯრიდან მზის სხივები მცენარის ყველა ტოტს თანაბრად მოხვდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მცენარის ერთი მხარე უფრო კარგად განვითარდება, ვიდრე მეორე. ეს მარტო მცენარის ესთეტიკური პრობლემა როდია, კრასულამ შეიძლება, სიმძიმის გამო, წონასწორობა დაკარგოს და ცალ მხარეზე გადაყირავდეს ან ცალმხრივად განვითარდეს ან საერთო იერი დაუუშნოვდეს. ამ შემთხვევაში მცენარეს დაზიანებული ტოტები უნდა მოვაშოროთ და საყრდენზე მივამაგროთ. ორი-სამი კვირის შემდეგ მცენარე ისევ დაიწყებს ზრდას სასურველი ფორმით.

რადგან კრასულა ტროპიკული მცენარეა, მას ზაფხულის მაღალი ტემპერატურა არავითარ საფრთხეს არ უქმნის, ზამთარში კი თხუთმეტ გრადუს სითბოზე მეტი ან ნაკლები ტემპერატურა მისთვის სასურველი არ არის. ასეთი დაბალი ტემპერატურული რეჟიმი, კრასულასთვის ზამთარში აუცილებელია, რომ ზამთრის პირობებში ზრდა შეწყვიტოს და გადავიდეს მოსვენების მდგომარეობაში, რათა ზაფხულში ამოყრილმა ტოტებმა გამოიზამთროს, მომწიფდეს და გაზაფხულზე ინტენსიურად დაიწყოს ზრდა, რის შემდეგაც მცენარე ხშირი, ძლიერი და ლამაზი გვირგვინით დამშვენდება.

იმ შემთხვევაში კი, როდესაც კრასულას ზამთარში თბილ ოთახში ვამყოფებთ, მას სუსტი, წვრილი, ასევე ბრტყელი ტოტები გაუჩნდება და გვირგვინიც ლამაზად არ განუვითარდება, რის გამოც მომხიბვლელობას დაკარგავს.

წყლის მიმართ კრასულა მაინც და მაინც მომთხოვნი არ არის. პირიქით, როგორც სუკულენტი მცენარე, კარგად იტანს უწყლობას, ფოთლებში აგროვებს წყალს და საჭიროების შემთხვევაში, მოიხმარს. ზაფხულში მცენარე, სასურველია, საღამოობით მოირწყას ხუთგრადუსიანი ტემპერატურის წყლით, იმ შემთხვევაში თუ ქოთანში ნიადაგი მშრალია. ზამთარში კი საკმარისია თვეში ერთხელ, დილაობით დავუსხათ ცოტა წყალი. ფოთლების დანამვა საჭირო არ არის. თუ კრასულას ფოთლები მეტისმეტად დაიმტვრევა, მხოლოდ მაშინ შეიძლება მოსარწყავად წყლის სუსტი ნაკადის შესხურება ფოთლებზე და მტვრის ჩამობანა, რათა ფოთლებმა კარგად მართოს მცენარეში მიმდინარე ფიზიოლოგიური პროცესები. ამის შემდეგ ფოთლების გაშრობამდე მცენარე ოთახში უნდა დარჩეს. კრასულას უხვად მორწყვა მხოლოდ აქტიური ვეგეტაციის და ყვავილობის ფაზაში სჭირდება, მაგრამ ამ დროსაც უნდა მიექცეს ყურადღება, ნოტიო ხომ არ არის ნიადაგი, რადგანაც ზედმეტი წყლის შეგუბება მცენარისთვის სახიფათოა. ამ დროს ზედმეტი ტენი ფესვებს ალპობს და სიკვდილის მიზეზად იქცევა. ეს რომ არ მოხდეს, აუცილებელია, ქოთანს, რომელშიც კრასულას ვრგავთ, გაუკეთდეს კარგი დრენაჟი, რომ ქოთნიდან წყალი ადვილად გამოვიდეს.

გახსოვდეთ, გამომშრალი მცენარის გადარჩენა უფრო ადვილია, ვიდრე ზედმეტი წყლით გადატვირთულის, რაც, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

როდესაც კრასულა გაიზრდება, ფოთლები იწყებს დაწვრილებას, მცენარე სილამაზეს კარგავს. როგორც წესი, კრასულა ამ დროს უნდა გადაირგას დიდ ქოთანში, სადაც უნდა ჩაიყაროს კარგად შეზავებული ბოსტნის მიწა და დაემატოს ცოტა ქვიშა.

კრასულა ყვავილობს ერთი სანტიმეტრი დიამეტრის თეთრი ან ვარდისფერი ყვავილებით, რომლებიც ფაფუკ თანაყვავილედად არის შეკრული.

 ცისანა ქაშაკაშვილი,
სოფლის მეურნეობის ასოცირებული დოქტორი




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ზესტაფონში _ არიან დაშავებულებიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზესტაფონში. 2 მსუბუქი ავტოანქანის შეჯახების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. როგორც "გურია ნიუსს" შსს-ში განუცხადეს გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის 1 -ლი ნაწილით ... ...
  • "ოცნება" განცხადებას ავრცელებს _ "ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა"პარტია „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის დეპუტატების ნაწილს 25 თებერვალს შეხვდება _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც მმართველი პარტია ავრცელებს  "პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფს შეხვდა. ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება და დაიგეგმა თავმჯდომარის შეხვედრები დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან. შეხვედრების მიზანია ინდივიდუალურად ყველას მიეცეს შესაძლებლობა, გამოხატოს და განიხილოს საკუთარი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებზე. თემის აქტუალობიდან გამომდინარე, პირველად თავმჯდომარე სწორედ იმ ჯგუფს შეხვდა, რომელმაც განსხვავებული პოზიცია გამოხატა "საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით. პარტიის თავმჯდომარის თემატური შეხვედრები უმრავლესობის წევრებთან მცირე ჯგუფების ფორმატში კვლავაც გაგრძელდება. მომდევნო შეხვედრა დეპუტატთა სხვა ჯგუფთან 25 თებერვალს არის დაგეგმილი“, _ წერია ... ...
  • ოთარ ჩრდილელი: შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ...საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ოთარ ჩრდილელის თქმით, დღეს, "ქართული ოცნების" ოფისში, ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე დეპუტატების გარიცხვაზე საუბარი არ ყოფილა: "პარტიის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე-არ ყოფილა გარიცხვაზე საუბარი, იყო მრავალ თემაზე, რაზეც სხვადასხვა აზრი გვქონდა. რამდენადაც ვიცი, ასეთი შეხვედრები პარტიის და უმრავლესობის სხვა წევრებთანაც იქნება თავისუფალ რეჟიმში.შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ ვინც მიცნობთ იცით, რომ გულწრფელი ვარ და რაც იყო ეგ დავწერე", _ წერს ჩრდილელი. შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ოთარ ჩრდილელი და რამდენიმე დეპუტატი პარტიიდან გარიცხეს. ჩრდილელი ბესელიასთან და 7 დეპუტატთან ერთად იმ კანონპროექტის ავტორი იყო, რომლის მიხედვითაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა უნდა გადადებულიყო, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობამ გუშინ ... ...
  • თავდასხმა ახალსოფელში _ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულიაგავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ახალსოფელში მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული პირი უკვე დააკავეს. თუმცა, ამ ინფორმაციას შსს სამინისტროს პრესსამსახური, ჯერჯერობით, არ ადასტურებს. ცნობისთვის, ომარ მოქიას მკვლელობასა და გია ტუღუშის დაჭრის საქმეში მათივე თანასოფლელის მ.ს. სახელი ... ...
  • "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ის დეპუტატები ესწრებიან, ვინც "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტს მხარი დაუჭირა. შეხვედრის დაწყებამდე უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, რა თემებს შეეხება ... ...

არქივი

ზაფრანი

ვიქტორია ბექჰემი 54 წლის მოკვდება

ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა მას-მედიამ...

ყველაზე სამიჯნურო სცენები

ცოტა ხნის წინ ამერიკულმა ინტერნეტ-საიტებმა...

ჰეგემონი ციფრები

ბედის ციფრის გამოთვლის ტექნიკა ჩვენი...

რატომ ეჩვენებათ მთვრალ მამაკაცებს ყველა ქალი ლამაზი

არსებობს ცნობილი რუსული გამოთქმა: ულამაზო...

დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსება გონიერი რომ გახდეს

ერთ მშვენიერ დღეს დედამიწაზე ყველა...