ფუტკრის ოჯახის წარსულში უცნობი ბიოლოგიური თავისებურება _ დედა ფუტკრის თვითშეცვლა

ჩვენი რჩევები

ფუტკრის ოჯახის წარსულში უცნობი ბიოლოგიური თავისებურება _ დედა ფუტკრის თვითშეცვლა

2018 აგვ 10 10:25:11

მეფუტკრეობის თეორიასა და პრაქტიკაში არც თუ ხშირად არის შესატანი არა ერთი ცვლილება და აქედან გამომდინარე, შენიშვნები, რაც მუდამ სჭირდება და ყოველდღიურად წაადგება მუშაობაში ჩვენს ნაცად თუ დამწყებ მეფუტკრე ფერმერებს.

საფუტკრეში, სადაც არ ხდება აქტიური ზოოტექნიკური ჩარევა, ყოველთვის ჰყავთ მაღალპროდუქტიული დედები და ძლიერი ოჯახები.

ბუნებრივი ნაყრიანობის აღსაკვეთად, ზოოტექნიკური ჩარევის მიმდევარ მეფუტკრეებთან კი ხშირია სისუსტით გამოწვეული ოჯახების წუნდება და მათი რეორგანიზაცია ან ზამთარში დედა ფუტკრის დაღუპვის გამო, ოჯახების მთლიანად გაუქმება. დაღუპული ოჯახების სანაცვლოდ, ისინი გაზაფხულზე აღადგენენ ნამატის იმ ოდენობას, რასაც გასული წლის შემოდგომაზე ყოფილი ფუტკრის ოჯახების რიცხვის აღდგენა-შევსებას ანდომებენ. ამას მოსდევს საფუტკრის პროდუქტიულობის დაქვეითება, ოჯახების რიცხოვნობის შემცირება.

ზემოთ აღნიშნულ უარყოფით შედეგებს აქვს ორი მარტივი ახსნა:

აქტიური, შრომისუნარიანი და მზრუნველი მეფუტკრე ფუტკრის ნაყრიანობის პერიოდში, ზოოტექნიკური წესების მითითების თანახმად, ატარებს ფუტკრის ბუნებრივი ნაყრიანობის საწინააღმდეგო ღონისძიებას, რაც სხვადასხვა საშუალებების პარალელურად, ძირითადად, სანაყრე სადედეების მოსპობაში გამოიყენება.

ზოოტექნიკური წესები, ასევე, შეახსენებენ მეფუტკრეებს ფუტკრის სისხლის ჯიშობრივ განახლებაზე ზრუნვას და ამ ღონისძიების გატარების აუცილებლობას. საამისოდ მეფუტკრეები ხშირად იძენენ დედა ფუტკრებს საჯიშე მეურნეობიდან. აქ არ შეიძლება არ აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ფუტკრის მოშენების საჯიშე მეურნეობებს აქვთ თავიანთი არსებობისა და მოგების გეგმა. მათ გამოჰყავთ დედები არა მარტო სათანადო ბუნებრივ-კლიმატურ პირობებში (ნაყრიანობის პერიოდში), არამედ გაზაფხულიდან ზაფხულის ბოლომდე, ე. ი. მამალი ფუტკრის არსებობის მთელ პერიოდში. ამის გამო ფუტკრის მოშენების საჯიშე მეურნეობები, ზოგჯერ დაბალხარისხიან დედა ფუტკრებს ყიდიან.

ჯიშობრივად, საქართველოში გავრცელებული ფუტკარი ყველა მაღალმთიანი ზონის რუხი ფუტკარია. მთის ქართული რუხი ფუტკრის ჯიშის შიგნით, გარკვეული წლების წინათ, კიდევ არსებობდა განსხვავებული კლიმატური პირობების შესაბამისად, ბუნებრივამდე შექმნილი, ერთი მეორისგან განსხვავებული ნიშან-თვისების მქონე საფუტკრეები, რომლებიც მეცნიერ მ. ლეკიშვილის შესწავლით, დაყოფილი იყო მეგრულ, გურულ, ქართლურ, კახურ პოპულაციებად. მაგრამ სპეციალიზებული საჯიშე მეურნეობებიდან ადრე, ნებით თუ უნებლიედ თავსმოხვეული ზოოტექნიკური წესების, ანუ სისხლის განახლების წყალობით, თითქმის გაქრა ის პოპულაციები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კლიმატური ზონების შესაბამისად თავისთავად ჩამოყალიბდნენ და ადამიანის ჩარევამდე არსებობდნენ.

შემდგომში ადამიანი არასდროს არ უნდა ჩაერიოს უცოდინრად და გარემო პირობები და ბუნება კვლავ შექმნის და აღადგენს მისთვის დამახასიათებელ პოპულაციას.

ამრიგად, უნდა ვიცოდეთ, რომ საფუტკრეში, სისხლის განახლების მიზნით, ზოოტექნიკური ჩარევა საჭიროა არა საქართველოში, არამედ შორს გაყვანილ ქართულ ფუტკარში, რომელიც დროთა განმავლობაში მუტაციას განიცდის და გადადის მოცემული ადგილისთვის დამახასიათებელი ფუტკრის ნიშან-თვისებებზე, რაც განსაკუთრებით მჟღავნდება ხორთუმის სიგრძისა და თვინიერების უარყოფითად ცვლილებაში.

ჩვენი ვალია, პირველ რიგში, ხალასად შევინარჩუნოთ ის, რაც ბუნებამ უჩვენოდ შექმნა და მოთხოვნილების შესაბამისად მივაწოდოთ ის მათ, ვისაც სჭირდება. მეორე რიგში კი შევისწავლოთ და ჩავწვდეთ ფუტკრის ინსტიქტურ-ბიოლოგიურ თავისებურებებს, ქცევებსა და თვისებებს, რომ ჩვენი ჩარევით ხელი კი არ შევუშალოთ, არამედ ხელი შევუწყოთ მის განვითარებას კაცობრიობის საკეთილდღეოდ.

რადგან თაფლის შემგროვებელი ფუტკარი ბუნებას შეუქმნია მცენარეთა სამყაროსთან აუცილებლობისთვის სიმბიოზურ დამოკიდებულებაში, მას თან დაჰყოლია ოჯახისა და სახეობის შენარჩუნების ის ბიოლოგიური თავისებურებანი, რომელმაც ათეული მილიონობით წლების განმავლობაში განაპირობა მათი არსებობა. ეს თავისებურებებია:

_ ფუტკრის მხოლოდ და მხოლოდ ოჯახური ცხოვრება.

_ ზრუნვა დიდი რაოდენობით საკვები მარაგის დაგროვებაზე.

_ დედა ფუტკრის საქორწინოდ გაფრენა რამდენიმეჯერ შორს, მაღალ სივრცეში, რათა შეუღლდეს მამალ ფუტკრებთან.

_ ოჯახის თადარიგიანი ქმედება დედა ფუტკრის "მშვიდობიანი გზით" თვითშეცვლისთვის ნაყრიანობის პერიოდში (ეს ის პერიოდია, როდესაც უმაღლესი დონის დედა ფუტკრები გამოიზრდებიან).

თაფლის შემგროვებელი ფუტკრისთვის ბიოლოგიურად მახასიათებელი თვისებების ჩამოთვლილი პუნქტებიდან, მეოთხე პუნქტი არის ახლად აღმოჩენილი და შესწავლილი, რომელიც ნაყრიანობის პერიოდში გამოვლენილი სპეციალური ნიშნებით ხასიათდება. ამით მეფუტკრეს ზუსტად შეუძლია განსაზღვროს, თუ ფუტკარი რისთვის აკეთებს სადედეებს _ სანაყრედ თუ დედის "მშვიდობიანი" გზით შესაცვლელად.




 ახალი ამბები
  • საბურთალოზე მიკროავტობუსის ამოტრიალებას მსხვერპლი მოყვათბი­ლის­ში, საბურთალოს სასაფლაოსთან ავტოსაგზაო შემთხვევას მიკროავტობუსის მძღოლი ემსხვერპლა. ავტომობილი გარე გა­ნა­თე­ბის ბოძს და­ე­ჯა­ხა და ამოტრიალდა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, მგზავ­რი კი და­შავ­და. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 276-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლით მიმდი­ნა­რე­ობს, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას ... ...
  • ემზარ კვიციანის ძმისშვილს ორი დღეა ეძებენ _ თბილისის ზღვაზე მოკლული მისი მეგობარიადეპუტატ  ემზარ კვიციანის თქმით, თბილისის ზღვაზე მოკლული მამაკაცი მისი ძმისშვილის ბექა კვიციანის მეგობარია. ბექა კვიციანს კი ორი დღეა ეძებენ.  ამის შესახებ მან "რუსთავი 2"- თან განაცხადა.  კვიციანი გარდაცვლილ მამაკაცსა და მის ძმისშვილს შორის, რაიმე სახის კონფლიქტს უარყოფს. "ორივეს ეძებენ ორი დღეა უკვე. ორივე არიან დაკარგულები, ჯერ არ ვიცი, არაფერი. ჩემი ძმისშვილი ორი თვის უკან ვნახე ბოლოს,  ნათესაური კავშირი აქვთ, ერთად გაზრდილები და ბავშვის ნათლიაა ჩემი ძმისშვილი მაგისი. არ ვიცი ერთად რას საქმიანობდნენ,"- განუცხადა კვიციანმა "კურიერს".  ცნობისთვის, თბილისის ზღვაზე 36 წლის მამაკაცის ცხედარი გუშინ იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც, შესაბამისად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და განზრახ მკვლელობას ... ...
  • ლომჯარიას მიწიერ ჯოჯოხეთს მოვუწყობთ ოფისსა და სახლთან – სანდრო ბრეგაძე„ქართული მარშის“ ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ, „პუბლიკასთან“ განაცხადა, რომ სახალხო დამცველმა „ქართულ მარშს“ ძალადობრივი ჯგუფი უწოდა, რის გამოც ლომჯარიამ ბოდიში უნდა მოიხადოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, ომბუდსმენს „მიწიერ ჯოჯოხეთს მოუწყობს“. „ქალბატონ ნინო ლომჯარიას მოუწევს პირველ რიგში საჯარო ბოდიშის მოხდა და შემდგომში თანამდებობის დატოვება. ჩვენ ვგეგმავთ გრანდიოზულ, რადიკალურ აქციას სახალხო დამცველის წინააღმდეგ. ვაძლევთ  ერთკვირიან ვადას, რომ საჯაროდ მოიხადოს ბოდიში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიწიერ ჯოჯოხეთს მოვუწყობთ ოფისთან და არა მარტო ოფისთან, საცხოვრებელ სახლთანაც. თუ ოფისში დაგვემალება, ჩვენ მივალთ საცხოვრებელ სახლში“, – თქვა ბრეგაძემ. მანამდე სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ, განაცხადა, რომ ისინი შეხვედრაზე მზაობას გამოთქვამდნენ, თუმცა მისივე თქმით, იმ ფორმატითა და რეჟიმით, რაც ბრეგაძეს სურდა, შეხვედრა ვერ გაიმართებოდა. „ჩვენ გახსნილები ვართ შეხვედრისთვის. მან აქცია დააანონსა და განაცხადა, რომ ბოდიში უნდა მოეხდევინებინა და ბუნებრივია,  ვაცნობე, რომ ამ ფორმატითა და ამ რეჟიმში ასეთი დესტრუქციული თვალსაზრისით, ვერ მოხდებოდა შეხვედრის გამართვა და ამიტომ ვუთხარი, რომ წერილობით მოემართა, რის შესახებაც ვიმსჯელებდით და კანონით დადგენილი წესით ვაცნობებდით პასუხს“, – განაცხადა ... ...
  • საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ხდებასაქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება. როგორც ევრო საბჭოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, მისი ვიზიტი საქართველოში ქვეყნის თავმჯდომარეობისთვის მომზადებას უკავშირდებოდა. „მჯერა, რომ საქართველოს თავმჯდომარეობა ძალზედ წარმატებული იქნება და ველი მინისტრის ვიზიტს სტრასბურგში, რათა 27 ნოემბერს საქართველომ თავმჯდომარეობა გადაიბაროს. მოხარული ვარ რომ საქართველომ თავის თავმჯდომარეობის პრიორიტეტებში ადმიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის საკითხებთან ერთად, გარემოს დაცვის პრიორიტეტი გამოყო. საყურადღებოა, რომ თავმჯომარე ქვეყანამ პირველად გამოყო გარემოს დაცვის თემატიკა თავის პრიორიტეტებში, რაც ხაზს უსვამს თუ რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნულ საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებულობის და გათვითცნობიერების ამაღლება“, _ განაცხადა ბურიჩმა. ბურიჩმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს კორუფციასთან ბრძოლის, გენდერულ საკითხებთან და ბავშვთა უფლებებთან მიმართებაში. გენერალური მდივანი ასევე შეეხო საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წწ. სამოქმედო გეგმის საკითხს და აღნიშნა, რომ სამოქმედო გეგმა ძალზედ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც საქართველო საჭიროებებს და ევროპის საბჭოს პრიორიტეტებს ასახავს. გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ამ რანგში ეს მისი პირველი ოფიციალური ვიზიტია ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოში და მადლობა გადაუხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ორგანიზებისთვის. ბურიჩის თქმით, საქართველოს ორგანიზაციაში გაწევრიანების 20 წლის იუბილე შესანიშნავად დაემთხვა საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობას და მისი ვიზიტის ძირითადი ამოცანა საქართველოს თავმჯდომარეობის მომზადებაა. როგორც ცნობილია ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ამზადებს კონსოლიდირებულ ანგარიშს „კონფლიქტი საქართველოში“, რომლის მეშვეობითაც ევროპის საბჭო ახდენს საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე. „მოგეხსენებათ ჩვენ ვახორციელებთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობის მუდმივ მონიტორინგს და მინდა გამოვხატო შეშფოთება ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებასა და ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ჩემი კონსოლიდირებული ანგარიში მიმართული იქნება არსებული სიტუაციის დამშვიდებაზე და საკითხის მშვიდობიან მოგვარებაზე, რაც მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე ევროპის საბჭოსთვის და ზოგადად ევროპისთვის“, _ განაცხადა გენერალურმა მდივანმა დავით ზალკალიანთან გამართულ ერთობლივ ... ...
  • რა გავლენას ახდენს დედის ტირილი ნაყოფზეორსული ქალბატონები, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაანაწყენოთ. გარეგანი ფაქტორები გავლენას ახდენს ჰორმონალურ ცვლილებებზე და განწყობაზე. ამიტომ, საინტერესოა, რას იწვევს დედის ტირილი ნაყოფზე. ბავშვი მჭიდროდ არის დაკავშირებული დედასთან. ოცდამეცხრე კვირიდან ბავშვს უკვე განვითარებული აქვს შეგრძნების ორგანოები. განარჩევს სუნს, გემოს, გრძნობს სივრცეს მის გარშემო. დედა და ბავშვი ერთმანეთთან დაკავშირებულია როგორც ემოციურად, ასევე ფიზიკურად. როცა დედას უხარია, სისხლში გამოიყოფა ენდორფინი და ბავშვის განწყობაც საშვილოსნოში უმჯობესდება. ხოლო, როცა დედა ნერვიულობს ან ტირის გამოიყოფა სისხლში სტრესის ჰორმონი - კორტიზოლი. დედა უნებურად გადასცემს ამ ჰორმონს ბავშვს და შესაბამისად, ცუდ განწყობას. იმისათვის, რომ გაზარდოთ ჯანმრთელი და ბედნიერი ბავშვი, აკონტროლეთ ემოციები. დაიცავით ნეგატიური განწყობისაგან ბავშვი. ის, ასე მშვიდი და გაწონასწორბული ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?