რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ჩვენი რჩევები

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

2018 დეკ 18 16:24:28

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად შენელებულია. მოსავლის აღება თითქმის დასრულებულია. მოსახლეობა ზამთრის შესახვედრად ემზადება.

დასავლეთ საქართველოში, კონკრეტულად გურიაში, შემოდგომის ბოლოდან მოსახლეობას ახალი საზრუნავი გაუჩნდა. მავნებელ აზიური ფაროსანას გამოჩენას მხოლოდ დღემდე გაწეული წინააღმდეგობა არ შველის და ზამთრის მოახლოებამდე, მზიან და მშრალ ამინდში აუცილებლად უნდა გამოვიჩინოთ მაქსიმალური ძალისხმევა და როგორც არასდროს, ისე გავასუფთავოთ, მოვფოცხოთ და დავწვათ სხვადასხვა ნარჩენები ჩვენს ეზოებში. უნდა დავათვალიეროთ ხავსიანი ადგილები ხეებსა თუ ბუჩქებზე, სხვადასხვა ფუთუროები, ძეძვნარები, რაც ფაროსანას საუკეთესო თავშესაფარია. ნურავინ დაიიმედებს თავს იმით, რომ ზამთარი და ყინვა მავნებელს გაანადგურებს _ საწინააღმდეგოდ მას საუკეთესო ჯავშანი გააჩნია.

ფაროსანას საუკეთესო თავშესაფრად შესაძლოა, გამოადგეს ხის ფუღუროები, რაც მშრალ ამინდში შესაძლოა მავნებლის საწინააღმდეგო პრეპარატით დავამუშავოთ. უკეთეს შემთხვევაში გამოვწმინდოთ და აუცილებლად დავწვათ.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მეურნეებს მუდამ ვურჩევდით ბალახისა და სხვადასხვა ფოთლების გროვების დაწვისგან თავი შეეკავებინათ, რადგან მისგან საუკეთესო არაორგანული სასუქი გამომუშავდება და ნიადაგის განოყიერებისთვის უპირველესი ბიოსასუქია, ამჯერად სხვა გამოსავალი არ არის და აუცილებლად ნებისმიერი მოფოცხილი, გამოჭრილი თუ მოცელილი ნარჩენები უნდა დავწვათ. ასე უნდა გავაგრძელოთ მომდევნო თვეების განმავლობაში, ვიდრე გაზაფხულამდე.

ნოემბრის ბოლოს ბაღებსა და ბოსტნებში აქტიურად ხდება მრავალწლიანების თუ ერთწლოვანი კულტურების გადარგვა, თხილნარების გამოჭრა-გასუფთავება. წლევანდელი სეზონის მახასიათებელია თხილის პლანტაციების მაქსიმალურად "გამზიურება", სინესტისა და ჩრდილისგან თავდასაღწევად.

ბოსტნებში ჯერ კიდევ შესაძლებელია მრავალშვილა ხახვის, ნივრის თესვა, სალათის და სხვადასხვა ფხალეულის გადარგვა.

რაც შეეხება ნაკელის შეტანას, ჩვეულებრივად, ეს პროცესი ყოველდღიურად უნდა მოვახდინოთ, როგორც კი დრო გვექნება.

ასევე, უნდა მოვახერხოთ ხეების ფითრებისგან გასუფთავება. ყვავილოვანი მცენარე-პარაზიტები და მათ მიერ გამოწვეული ავადმყოფობები, მიუხედავად მათი მცირერიცხოვნობისა, ძალზე მავნე არიან კულტურული მცენარეებისთვის და ერთ ფითრს ერთი ხის დასნებოვნებაც ადვილად შეუძლია. ჩვენს ეზოებში, მსხლის ხეებზე განსაკუთრებით, ხშირად ხედავთ ფითრს, რომლისგან მცენარის გათავისუფლების საუკეთესო დროა ნოემბრისა და დეკემბრის მშრალი, მზიანი დღეები. ხშირად ხეებზე, ტოტების წვეროებისკენ მყოფი ფითრის მოხელთება ადვილი არ არის. ამიტომ კაუჭიანი მოსაზიდები უნდა დავამზადოთ, რომლისთვისაც ბამბუკის ან სხვა მცენარის გრძელი ღეროები გამოგვადგება. მიუხედავად იმისა, რომ მსგავს რჩევებს ყოველ შესაბამის სეზონზე ვაძლევთ ადამიანებს, მსხლისა თუ სხვა კულტურების ხეებზე მაინც მრავლად ჩანს პარაზიტი ფითრის ბუჩქები.




 ახალი ამბები
  • გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალაგუდაური-კობის გზაზე შეზღუდვები მოქმედებს. ქარბუქის და ცუდი ხილვადობის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია. რაც შეეხება მლეთა-გუდაურის მონაკვეთს, ამ შემთხვევაში მოქმედებს გაუჩერებლად გავლის რეჟიმი. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით მოხდება. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ... ...
  • დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილები დაკრძალესდიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულები ცოტა ხნის წინ დაკრძალეს. მანამდე გარდაცვლილები ნათია ციცვიძე, მისი მცირეწლოვანი შვილი და და ქაშვეთის ეკლესიაში იყვნენ დასვენებულები, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. ტაძარში იმყოფებოდა კათოლიკოს-პატრიარქი, თანამოსაყდრესთან ერთად, ასევე თბილისის მერი და სხვა პოლიტიკოსები. დიდ დიღომში ძლიერი აფეთქება, რამაც ნგრევა გამოიწვია, ოთხი დღის წინ მოხდა. ნგრევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი 4 წლის ბავშვი იყო. აფეთქების დროს 8 ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების ფარგლებში "ყაზტრანსგაზის" ორი თანამშრომელი დააკავა, რომლებსაც გულგრილობას ედავება.  სასამართლომ მათ დღეს წინასწარი პატიმრობა ... ...
  • აფეთქების საქმეზე დაკავებულ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლებს პატიმრობა შეეფარდათდიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულ ორ პირს, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილ თანამშრომლებს, თორნიკე ტატიშვილსა და ვაზელ მამადიანს აღკვეთის ღონიძიებად პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა მიიღო. პროკურატურა ბრალდებულთა მიმართ პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. დაცვის მხარე მოითხოვდა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, ვაზელ მამადიანის შემთხვევაში 50 ათასი ლარის, ხოლო თორნიკე ტატიშვილის შემთხვევაში 10 ათასი ლარი ყოფილიყო გამოყენებული. ტატიშვილსა და მამადიანს ბრალი ოფიციალურად 19 იანვარს წაუყენეს. დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წაყენებული, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს. წინასასამართლო სხდომა 14 მარტს ჩაინიშნა. შეგახსენებთ, რომ 16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ... ...
  • ძროხების მოპარვის ბრალდებით 3 პირი დააკავესბოლნისის რაიონის სოფელ რაჭისუბანში, საძოვრიდან 7 სული მსხვილფეხა პირუტყვი მოიპარეს, რომლებიც შემდეგ გაყიდეს. მომხდართან დაკავშირებით ჩატარებული საგამოძიებო ქმედებების შედეგად პოლიციამ 1994 წელს დაბადებული ნ.პ. და 1995 წელს დაბადებული შ.გ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა, 1986 წელს დაბადებულ ე.შ.-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. სამივე მათგანი წარსულში ნასამართლევია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ... ...
  • თბილისში დაკარგული მოზარდი გარდაცვლილი იპოვესთბილისში, რამდენიმე დღის წინ დაკარგული მოზარდი, აფრიკის დასახლებაში, ქაღალდების ქარხანასთან გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, გარდაცვლილის ოჯახს ძალიან უჭირს, რის გამოც, მოზარდი იძულებული იყო მშობლების დასახმარებლად ჯართი შეეგროვებინა. წინასწარი ინფორმაციით, ის თხრილში სწორედ ჯართის მოსაგროვებლად ჩავიდა, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა და ბავშვი ქვეშ მოიყოლა. ბავშვის იდენტიფიცირება ველოსიპედით შეძლეს, რადგან ის ამით გადაადგილდებოდა. აქვე იპოვეს სხვადასხვა ხელსაწყო, რის დახმარებითაც ჯართს ეძებდა. ზუსტად რა გახდა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი, ამას ექსპერტიზა ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ძვირფასი ღვინო

საფრანგეთში არსებული მამულის, რომელსაც სახელად...

ის, რაც გურმანებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ

მდოგვი ასტიმულირებს საკვების მონელებას. მას...

კონიაკი მილიონერთათვის

კონცერნ LVMH-ის ფრანგული კომპანია Moet...

ცხოველების კურთხევის ცერემონია მადრიდში

მადრიდში ძაღლები, კატები და ზაზუნა...

სიზმარის მიღმა ჭეშმარიტება

ისტორიაში საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი სიზმარია,...