რა სამუშაოები უნდა ჩავატაროთ შემოდგომის დასაწყისში

ჩვენი რჩევები

რა სამუშაოები უნდა ჩავატაროთ შემოდგომის დასაწყისში

2017 სექ 11 13:54:11

აგვისტოს ბოლოს, ბოსტნებში ზოგი ნათესი უკვე ამოსული უნდა იყოს, რომ შემოდგომის ბოლომდე ოჯახში მწვანილეული გვქონდეს. ესაა: ქინძი, ოხრახუში, კამა, ნიახური, ცერეცო... რაც შეეხება ბოლოკს, ნიორს, მწვანე ხახვს (იგივე ჭლაკვი), გვიანი არ იქნება, თუ სექტემბერში დავთესავთ. ამ კულტურების დათესვა სასურველია აგვისტოშიც. გვახსოვდეს, რომ სექტემბერში დათესილ მწვანილეულობას, ამ დროისთვის დამახასიათებელი ამინდის ცვალებადობის გამო, ყურადღება სჭირდება, რომ უეცრად არ ჩახმეს. თუ ღამით აცივდება, სასურველია ახალამოსულ ნათესს პოლიეთილენის პარკი გადავაფაროთ, დილით კი გადავაძროთ. თუ ცხელა, სასურველია 3-4 დღეში ერთხელ მორწყოთ, რადგან ყოველდღიური მორწყვა უარესია. ახლადამოსული ნათესი, შესაძლოა, სულ ჩაიკარგოს, რადგან ზედმეტი წყალი ფესვებს უკარგავს განვითარების და ჰაერის მიღების საშუალებას.

სექტემბერი შესანიშნავი დროა შესანახად გათვალისწინებული ბოსტნეულის კერძების და საწებლების გასაკეთებლად.

რაც შეეხება სხვა სამუშაოებს, ბაღებში ხეხილოვნების კრეფისას, მოიმარაგეთ კიბეები, ვედროები და, რაც მთავარია, კავები. მოსახლეობის უმეტესობა დაუდევრად ეპყრობა მცენარის ტოტს, რომელზეც ვაშლი თუ მსხალი ასხია და დაუნდობლად ტეხს მას. რატომღაც ჰგონიათ, რომ მცენარეს ეს არ აწუხებს და არ აბრკოლებს მის განვითარებას. მოკრეფილი ხილი, რა რაოდენობისაც უნდა იყოს, არ დაალაგოთ მძაფრსუნიანი პროდუქტის ან ქიმიური საშუალების გვერდით. ის აუცილებლად მიიღებს სუნს.

სექტემბრის დასაწყისში თანდათან უნდა დავიწყოთ კენკროვანების გასხვლა (ხურტკმელი, მოცხარი, ჟოლო). მოვაშოროთ ზედმეტი ხმელი ტოტები ნებისმიერ ხეხილოვანს თუ ბუჩქოვანს და დავწვათ. ამ დროს შეიძლება, ასევე, შესქელებული ბუჩქების გამოხშირვა და გადარგვა.

რომელ ნაკვეთსაც მოსავლისგან გავათავისუფლებთ, აუცილებლად გადავბაროთ. კარგი იქნება, თუ ნაკელს შევიტანთ და ისე გადავბარავთ.

დავაკვირდეთ ამოსაძირკვ ძირებს და გავიტანოთ ნაკვეთიდან. ასე თანდათან გავანახევრებთ საშემოდგომო სამუშაოებს და ერთად არ მოგროვდება.

სექტემბრის დასაწყისში მოცელილი ბალახის მასა საუკეთესო თივად მიიჩნევა, რადგან სრულად ახერხებს მზეზე შრობას და გახმობას.




 ახალი ამბები
  • ხანძარი ხულოში _ დამწვარია 7 სახლიაჭარაში  ხანძრის შედეგად 7 სახლი დაიწვა. შემთხვევა გვიან ღამით ხულოში, სოფელ მეხალაშვილებში მოხდა. დამწვარია 5 დამხმარე ნაგებობაც. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სამედიცინო ბრიგადამ ადგილზე დახმარება ერთ პირს გაუწია. ხანძრის გამომწვევი მიზეზად გაუმართავი ელექტროსადენები ... ...
  • ოზურგეთის მერიასთან პოლიციაა მობილიზებულიამ წუთებში, ოზურგეთის მერიასთან, სადაც მაჟორიტარი დეპუტატის ოლქია განთავსებული, მობილიზებულია პოლიცია. შეგახსენებთ, რომ დღეს "ევროპული საქართველოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი წარმომადგენლები მხარდამჭერებთან ერთად არჩილ თალაკვაძის ოლქის დაბოქლომებას აპირებდნენ. თუმცა, მათ პოლიციამ და ქართული ოცნების წარმომადგენლებმა ხელი ... ...
  • ფიზიკური დაპირისპირება ოზურგეთში მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთანამ წუთებში, ხმაურია ოზურგეთში, მაჟორიტარი დეპუტატის არჩილ თალაკვაძის ბიუროსთან, სადაც ევროპული საქართველოსა და ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ლიდერები და მხარდამჭერები იმყოფებიან. ფიზიკური დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებს პოლიციასა და ქართული ოცნების წევრებს შორის. "ჩვენ აქ მოვედით და ვაპროტესტებთ ქართული ოცნების გადაწყვეტილებას და მოვითხოვთ არევნებს პროპორციული სისტემით", _ ამბობე ... ...
  • დღეს ოზურგეთში არჩილ თალაკვაძის ბიუროს ბოქლომს დაადებენევროპული საქართველოს წევრები და მათი მხარდამჭერები საპროტესტო აქციებს აგრძელებენ. როგორც ცნობილი ხდება, ისინი რამდენიმე მაჟორიტარულ ოლქს დააბოქლომებენ, მათ შორის, ბოქლომის დადებას ოზურგეთში, არჩილ თალაკვაძის ოლქზეც გეგმავენ. ოზურგეთის მერიის შენობაში განთავსებულ ოლქში მისვლას დილის 9 საათისთვის გეგმავენ. შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" დეპუტატებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება. პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანოც, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით ... ...
  • “დედაჩემი იქ აღარ მუშაობს გააბრაზეს“ - თამარ ჩუგოშვილის შვილის წერილიპარლამენტარი თამარ ჩუგოშვილი ფეისბუქზე მისი შვილის ნინის ნაწერს აქვეყნებს. “ნინის მიმოწერა კლასელთან. 9 წლის ბავშვის თვალით დანახული საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდება“- წერს თამარ ჩუგოშვილი. “დედაჩემი იქ აღარ მუშაობს გააბრაზეს“, “არ არის ცუდი უხარია“ - წერს 9 წლის ... ...

არქივი

ზაფრანი

საჭმელი, რომელიც კიბოს აჩქარებს

გამოცემა Sciencealert - ის ცნობით,...

რა სასმელი უნდა დალიოთ რომ დიდხანს იცოცხლოთ?

ესპანეთში ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, რომელიც...

როგორ მოქმედებს ორგანიზმზე კომბოსტოს ფოთოლი

კომბოსტო ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია....

შეიძლება თუ არა ვარჯიში, როცა გაციებული ხართ

თუ რეგულარულად ვარჯიშობთ, ალბათ, თქვენთვის...

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?