რა სჭირდება ოთახის მცენარეებს თებერვალსა და მარტში

ჩვენი რჩევები

რა სჭირდება ოთახის მცენარეებს თებერვალსა და მარტში

2017 მარ 7 14:43:57

მწვანე ფოთლები და ყვავილები ოთახში ზამთრის პერიოდში უფრო მიმზიდველები ხდებიან, რადგანაც ზამთარში სითბო და სიმწვანე ისედაც არასაკმარისია. ამიტომაც, ნებისმიერ ოთახში ყურადღებას იქცევს "მწვანე ოაზისი", რომელიც სხვადასხვა ქოთნის მცენარეებით იქმნება.

იმისთვის, რომ ოთახის დეკორატიულმა მცენარეებმა ზამთარი კარგად გადაიტანონ, მათი სწორი მოვლა უნდა ვიცოდეთ. შენობებში, რომლებიც სხვადასხვა საშუალებით თბება, ჰაერი ცხელი და მშრალია, რის გამოც ვცდილობთ, მცენარეების ხშირად მორწყვას, რათა მიწა ქოთანში არ გამოშრეს.

სითბო და ნესტი მცენარეთა სწრაფ ზრდას ხელს უწყობს, მაგრამ სინათლისა და ჰაერის უკმარისობა მათ ასუსტებს. თებერვალში მცენარეები ნელ-ნელა ზამთრის ძილიდან გამოდიან და იღვიძებენ. საჭიროა, ამ პროცესში დახმარება, რომ ისინი მთელი წლის განმავლობაში ძლიერი და მაღალი დეკორატიულობით იყვნენ გამორჩეულნი. აუცილებელია, გამოვუცვალოთ მიწა, ხშირ შემთხვევებში ქოთანიც. მსხვილი ფოთლები ფრთხილად უნდა გავუწმინდოთ სველი ღრუბლით, წვრილ ფოთლებს კი საფრქვევით დავასხუროთ წყალი.

კაქტუსები და დაშვებული ფოთლების მქონე მცენარეები კი მტვრის მოსაცილებლად რბილი ფუნჯით უნდა გაიწმინდოს.

თუ სახლში პალმები გაქვთ, მათ ფოთლებს წყალი საფრქვევით კარგად უნდა შევასხუროთ, განსაკუთრებით, ფოთლების ზედა მხარეს. ამით თან გავრეცხავთ მათ და თანაც ზოგიერთი მავნებლებისგან დავიცავთ. ოღონდ პროცედურა დილით უნდა გახორციელდეს, რომ საღამომდე ფოთლები გაშრეს; ფიკუსი, მონსტერა და ფილოდენდრონი, რომლებსაც სქელი ფოთლები აქვთ, სველი ტილოთი ფრთხილ გაწმენდას მოითხოვენ.

თუ ახალი მცენარეების ყიდვა გნებავთ, კარგი დროა აზალიის, პუანსეტიის, ციკლამენის და ფურისულების შესაძენად. ოღონდ უნდა გვახსოვდეს, რომ ღამით ისინი ცივ გარემოში უნდა იყვნენ, რათა ყვავილობის დიდხანს გაგრძელება შეძლონ. საერთოდ კი, ბინაში ზომიერი ტემპერატურა უნდა იყოს, რომ მცენარეებმა თავი კომფორტულად იგრძნონ.

თებერვალში ოთახის სიცხე მცენარეებს არ სიამოვნებთ. თუ თქვენ ხავერდოვანი ფოთლების მქონე ბეგონია და სენპოლია გაქვთ, არავითარ შემთხვევაში, არ დაასხუროთ მათ წყალი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მცენარეებს დაავადება გაუჩნდებათ და დაიღუპებიან _ ფოთლები მხოლოდ მშრალი ფუნჯით, ფრთხილად უნდა გაიწმინდოს.

თებერვალში საჭიროა მორწყვის სიხშირე თანდათან გაიზარდოს. ნესტის ყველაზე მოყვარული მცენარეების მორწყვა კვირაში ორჯერ არის რეკომენდირებული. შესაძლებელია კაქტუსების ზომიერი მორწყვის დაწყებაც. გრძელი ღეროების მქონე მცენარეებს საყრდენი სჭირდებათ. ლიანებს კი თუ ტოტები გაუყვითლდა ან გაუხმათ, უნდა გავსხლათ.

ზამთარში რომ მცენარეები არ ვაწვალოთ და ვაიძულოთ, ზრდა დააჩქარონ, უნდა დავეხმაროთ, დაისვენონ და გაზაფხულის დაწყებამდე ძალა მოიკრიბონ. ამისთვის საჭიროა, მორიგი მორწყვის ნაცვლად, ქოთანში მიწის გაფხვიერება. ეს ფესვებს ჟანგბადის მიწოდებაში დაეხმარება და მორწყვის აუცილებლობას აგვაშორებს თავიდან. მორწყვა კი მხოლოდ მაშინ არის აუცილებელი, როცა მიწა მთლიანად გამოშრება, თუმცა, წყალი ცოტა უნდა დავუსხათ. უკეთესი იქნება თუ წყალს მხოლოდ ფოთლებსა და ღეროზე შევასხურებთ.
ზამთარში არ შეიძლება ჭარბი საკვების მიცემა მცენარეებისთვის. რეკომენდირებულია, მხოლოდ 2-3 კვირაში ერთხელ და ისიც არა ყველა მცენარისთვის. გამონაკლისია მოყვავილე მცენარეები, რომლებსაც საკვები ნივთიერებები უფრო ხშირად სჭირდებათ. ამისთვის გამოდგება სუსტი კონცენტრაციის საკვები ხსნარები, ძლიერმა კი შესაძლოა ფესვების დამწვრობა გამოიწვიოს. შეგიძლიათ მცენარეს დაუსხათ ერთ ლიტრ წყალში გახსნილი ერთი ჩაის კოვზი რძის ნაზავი.

იმისთვის, რომ მცენარეები დაიცვათ პარაზიტებისგან, შესაძლოა, გამოიყენოთ სარეცხი საპონის ხსნარი და სწრაფადვე ჩამორეცხოთ სუფთა წყლით ფოთლებიდან, მაგრამ ასეთ დროს აუცილებელია ქოთნის მიწის დაფარვა, რადგანაც საპნიანმა წყალმა, შეიძლება, ფესვი დააზიანოს.




 ახალი ამბები
  • SOLO-ს და Erti Gallery-ს თანამშრომლობით კოკა რამიშვილის პერსონალური გამოფენა „სინათლის მანქანები“ გაიხსნა (R)ERTI Gallery-ს და SOLO-ს თანამშრომლობა გრძელდება. 15 სექტემბერს კოკა რამიშვილის პერსონალური გამოფენა  „სინათლის მანქანები“ გაიხსნა. გამოფენაზე, რომელიც 23 ოქტომბრამდე გაგრძელდება, წარმოდგენილია  არტისტის მიერ შექმნილი უნიკალური ფოტოები, რომლებიც დამთვალიერებელს არამხოლოდ სასიამოვნოდ გააოცებს, არამედ განსაკუთრებული ემოციებითაც აავსებს. კოკა რამიშვილი თავის ნამუშევრებში გეომეტრიულ ფორმებს ქმნის. ის ფოტოგრაფიის საშუალებით იმ სინათლეს წარმოაჩენს, რომელსაც ხელოვანი რბილ ნაცრისფერ მონოქრომულ რიგად ანაწევრებს. არტისტი არ იყენებს შავ-თეთრ კონტრასტებს, რომლებიც  სხვადასხვა ტონს ერთმანეთისგან მკაცრად გამიჯნავდნენ. „პირიქით, ნიუანსების დიდსულოვანი რიგი და მისი ბუნდოვანი კონტურები თვალს სინათლისა და სიბნელის, სიზმრისეულისა და რეალობის ზღვარზე მდებარე შუალედურ სამყაროში შეღწევის შესაძლებლობას ანიჭებენ“,- ასე აფასებს გამოფენის კურატორი, კატრინ ტისო კოკა რამიშვილის შემოქმედებას. SOLO და Erti Gallery-ს თანამშრომლობა 2018 წელს დაიწყო,  რაც გულისხმობს Erti Gallery-ს სივრცეში წარმატებული ქართველი ხელოვანების გამოფენების მოწყობას. გალერეაში  ისეთი ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენას, რომლებთანაც გალერეა ექსკლუზიურად თანამშრომლობს. SOLO-სა და Erti Gallery-ს თანამშრომლობის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში უკვე მოეწყო სამი გამოფენა. კოკა რამიშვილის „სინათლის მანქანები“ კი რიგით მეოთხე გამოფენაა. ყოველი გამოფენის შემდეგ SOLO -სა და Erti Gallery-ს პარტნიორობის ფარგლებში გამოიცემა  წიგნი, რომელთა ავტორებიც, მსოფლიოს წამყვანი ხელოვნებათმცოდნეები არიან.   Erti Gallery-ს და SOLO-ს ურთიერთთანამშრომლობის მიზანია, საქართველოს სახელოვნებო სივრცეს მეტი პოპულარიზაცია შესძინოს. დამატებითი სტიმული მისცენ მსოფლიოს მაშტაბით ნიჭიერ არტისტებს და ისინი ქართული პლატფორმის ქვეშ გააერთიანონ. SOLO-ს მიზანია, პატრონაჟი გაუწიოს თანამედროვე ხელოვნების განვითარებას. სწორედ ამ მიზნით, SOLO-მ საინვესტიციო კოლექციის შეგროვება დაიწყო.  ყოველი გამოფენიდან SOLO შეისყიდის ერთ ნამუშევარს, რომელიც კონკრეტული არტისტების შემოქმედების უკეთ გაცნობისა და საქართველოში თანამედროვე ხელოვნების განვითარების  მიზნით  სოლო ლაუნჯებში გამოიფინება.  დამატებითი ინფორმაციისთვის, SOLO-ს შესახებ ეწვიეთ: www.SOLO.ge;  ... ...
  • "მთავარსარდალი რომ ხარ, პასპორტი არ უნდა ჩააბარო, ძმაო” _ ხაზარაძე სააკაშვილზესაზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძემ გადაცემა მთავარ აქცენტებში სტუმრობისას განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თავისივე შექმნილი პროკურატურის და სასამართლოს მსხვერპლია, რომელიც შემდგომ ივანიშვილმა გადმოიბარა. "სააკაშვილი თავისივე შექმნილი პროკურატურის და სასამართლოს მსხვერპლია, რომელიც ივანიშვილმა გადმოიბარა. უფრო მეტიც - მთავარსარდალი რომ ხარ, პასპორტი არ უნდა ჩააბარო, ძმაო”, - განაცხდა ... ...
  • ქობულეთში პირველკლასელებს წითელი და ლურჯი ყელსახვევები გაუკეთესაჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ქობულეთში, ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული საზეიმო მიღების დროს, პირველკლასელებს საბჭოთა სიმბოლო - წითელი და ასევე ლურჯი ყელსახვევები გაუკეთეს.  აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელს კლასის პედაგოგმა უთხრა, რომ ბორდოსფერი და ლურჯი ყელსახვევების შეკერვის იდეა მას ეკუთვნის. ყელსახვევები საკუთარი ფინანსებით შეიძინა, გადაწყვეტილება კი, დირექციასთან არ შეუთანხმებია.  „ასეთი წესი გვაქვს, ყველა მასწავლებელი მოსწავლეს საჩუქარს ახვედრებს. ბავშვები სხვებისგან, რომ გამერჩია ამ მიზნით გადავწყვიტე ყელსახვევების გაკეთება. ამაში ჩემი ფული დავხარჯე და პირადი გადაწყვეტილებით გავაკეთე. სკოლის ადმინისტრაციასთან არ შემითანხმებია.  ლურჯი ბიჭის ფერია, ბორდოსფერი კი გოგოს, ამიტომ შევარჩიე. სხვა კონტექსტი არ ქონია ამ ამბავს. მშობლებსაც არ გამოუთქვამთ პროტესტი“.- ამბობს მასწავლებელი.  „თავისუფლების ქარტიის“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება ... ...
  • პრემიერმა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. მთავრობის მეთაურმა სწავლის დაწყება განსაკუთრებით მიულოცა პირველკლასელებს, რომლებიც დღეს პირველ ნაბიჯს დგამენ თავიანთი დიდი, წარმატებული ცხოვრების დასაწყისისთვის. „მინდა, სასწავლო წლის დაწყება მივულოცო სკოლის მოსწავლეებს და განსაკუთრებით – პირველკლასელებს, რომლებიც დღეს გადადგამენ პირველ ნაბიჯს თავიანთი დიდი წარმატებული ცხოვრების დასაწყისისთვის. იმ ცხოვრების, რომლითაც ისინი უნდა ემსახურონ პირველ რიგში თავის სამშობლოს. გისურვებთ, იყოთ წარმატებულები, ჯანმრთელები, ბედნიერები, რომ ემსახუროთ ამ ქვეყანას“, – განაცხადა გიორგი ... ...
  • ზურაბ ნასარაიამ რეგიონის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა (R)გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ლანჩხუთში, ოზურგეთში და ჩოხატაურში, ახალი სასწავლო წლის დაწყება საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს მიულოცეს. მხარის რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ თითოეულ მათგანს წარმატება უსურვა. „ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ ჩვენი რეგიონის მოსწავლეებს, სტუდენტებს, პედაგოგებს, მშობლებს. განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს პირველკლასელებს და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა აღსაზრდელებს. ვუსურვებ წარმატებებს და ნათელ მომავალს. მიმდინარე წელს, გურიის რეგიონში, სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 35 საჯარო სკოლას. განახლდა საკლასო ოთახები, სველი წერტილები და სპორტული დარბაზები.2018-19 წლებში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობისთვის დაიხარჯა 2 220 000 ლარი. ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება, რადგან ჩვენი სახელმწიფოსთვის განათლება და მისი ხელმისაწვდომობა პრიორიტეტულია,“- აღნიშნა მან. ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...