რა ვიცით ჭიაფერას შესახებ

ჩვენი რჩევები

რა ვიცით ჭიაფერას შესახებ

21 დეკ. 2017, 23:47:12

მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე ჭიაფერა, იგივე ფერაფერაა, როგორც მას იმერეთსა და გურიაში უწოდებენ. არა ერთგან, კერძო საუბარსა თუ სოციალურ ქსელში, ბოლო დროს მოიხსენიება, როგორც ანწლი. მას, ასევე, უწოდებენ მომწამვლელ მცენარეს.

მსურს, ჩვენს მკითხველს ვუამბო საკუთარი გამოცდილების შესახებ ჭიაფერასთან დაკავშირებით.

ზოგადად, ჩვენი მთა-ველები და ტყეები იმდენი უნიკალური მცენარეების თავშესაფარია, განსაკუთრებით, ბალახოვნების, ვერც დავთვლით. ჭიაფერა ერთ-ერთი მათგანია, რომელიც ხშირად იზრდება გზისა და ტყისპირებთან, მის გამოყენებაზე კი არავინ ფიქრობს.

საკუთარი გამოცდილება გამაჩნია ბებიისგან, დედისგანაც, როცა ჭიაფერას ოჯახში მრავალნაირად იყენებდნენ და დღეს მე ვიყენებ.

წარსულიდან რაც მახსოვს, ამ მცენარის ნაყოფს კრეფდნენ და მტევნებად შეკრულს ახმობდნენ. ამისთვის დიდი შრომა არ არის საჭირო.

დღესაც ამ წესით ვსარგებლობ _ დაკრეფილი მტევნები ერთად უნდა შევკრათ და მშრალ, მზისგან დაცულ სივრცეში ჩამოვკიდოთ. ასე თანდათან გამოშრება. თუმცა, ფერს მთლიანად შეინარჩუნებს. საუკეთესოა კომბოსტოს მწნილისთვის, კულინარიაში, კრემის თუ ბისკვიტის ცომისთვის. ასევე, ენდროსთან ერთად შერეული, კვერცხის შესაღებად.

როგორ გამოვიყენოთ ჭიაფერა?

ჭიაფერას მარცვლები, უკვე დამჭკნარი, ორი სუფრის კოვზი, გამოვკრათ დოლბანდში და ვადუღოთ ერთ ლიტრ წყალში, ათი წუთის განმავლობაში. შემდეგ ეს წყალი, დავასხათ უკვე გამზადებულ კომბოსტოს, რომელიც დასამჟავებლად გვინდა. ხოლო მარლაში გამოკრული მასა იმავე მჟავეს დავადოთ ზემოდან და სამი დღის შემდეგ ამოვიღოთ. მჟავეს საუკეთესო ფერი ექნება, არანაირი სპეციფიური გემო არ აქვს. ასევე, საუკეთესოა კრემისთვის მკაფიო ვარდისფერის მისაცემად. სხვადასხვა სასმელის, ლიქიორის დასამზადებლად.

ჩემი გამოცდილებით რაც ვიცი, ჭიაფერას წვეთების დამზადების შესახებ, უნდა მოვიქცეთ ასე: კარგად დაჭყლეტილს, ისე, რომ თესლის წვრილი ნაწილები არ შეყვეს, მარლაში გავწურავთ. შემდეგ წამოვადუღოთ ათი წუთით, ჩავასხათ მცირე ზომის ქილაში, მოვუკრათ თავი და შევინახოთ მაცივარში. თუ შაქარს დავაყრით და მზეზე დავდგამთ, საუკეთესო ნაყენი დამზადდება. ასეთი ექსტრაქტი ხალხურ მედიცინაში კუჭ-ნაწლავის და ბუასილის სამკურნალოდ გამოიყენება.

რაც შეეხება ჭიაფერას ფოთლოვან და ასევე ნორჩ ღეროიან ნაწილს, საუკეთესო საკვები საშუალებაა შინაური ფრინველებისა და ცხოველებისთვის.

ვურჩევთ ჩვენს მეურნეებს, ვისაც საოჯახო მეურნეობა აქვს, დაკრიფონ მცენარის ფოთლები და ღეროების ის ნაწილი, რომელიც არ არის გაუხეშებული. შემდეგ მოხარშეთ და ფრინველის ან შინაური ცხოველების მომზადებულ ულუფას შეურიეთ. რაც შეეხება რაოდენობას, ჭიაფერას მასა მესამედზე მეტი არ უნდა იყოს. არასდროს მახსოვს, მისი ფესვები გამოეყენებინოთ. ბებია მიიჩნევდა, რომ ის საწამლავია.

ეს არის გამოცდილება, რაც წლების მანძილზე შევიძინე და აზრი იმის შესახებ, რომ ჭიაფერა (იგივე ფერაფერა) მომწამვლელია, არასწორია. სამედიცინო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ შხამს შეიცავს, თუმცა, ეს არ არის ის სახეობა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ.




 ახალი ამბები
  • თიბისიმ ფულადი გზავნილების აქცია დაიწყო (R)აქ. ახლა, თიბისიში ფულადი გზავნილების აქცია დაიწყო. მომხმარებელი, რომელიც ფულად გზავნილს თიბისიში  გაანაღდებს ან გაგზავნის, შესაძლებლობა აქვს, დასაჩუქრდეს სუპერ პრიზით - 20,000 ლარით ან აღმოაჩინოს 20,000 მომენტალური საჩუქრიდან ერთ-ერთი. თიბისის ფულადი გზავნილების აქცია 18 სექტემბერს დაიწყო და 25 დეკემბრამდე გაგრძელდება. აქციაში მომხმარებლები ავტომატურად ჩაერთვებიან. გზავნილის განაღდებისას ყოველი მესამე მომხმარებელი დასაჩუქრდება  მომენტალური პრიზით, მათ შორის:  PSP-ს, „ნიკორას" და" სუფთა სახლის" ვაუჩერებით (50 ლარამდე), ფულადი პრიზებით  - 50 და 100 ლარის ნომინალით, ინტერნეტ მეგაბაიტებით და  0%-იანი საკომისიო ტარიფით - ინტერნეტ და მობაილბანკით შესრულებულ კომუნალურ გადახდებზე. აქციის სუპერ პრიზს -  20,000 ლარს მიღებს ის ორი მომხმარებელი, რომელიც თიბისიში ფულად გზავნილს 3-ჯერ და მეტჯერ გაანაღდებს ან გაგზავნის. თიბისიში ფულადი გზავნილის განაღდება მარტივად, სახლიდან გაუსვლელადაა შესაძლებელი: ·         ინტერნეტ და მობაილბანკიდან - www.tbconline.ge ·         ცხელ ხაზზე დარეკვით, ნომერზე - 032 2 272727 გზავნილის გაგზავნა შესაძლებელია თიბისის ნებისმიერ ფილილიდან და სერვის ცენტრიდან. თიბისიში, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ და, გაგზავნონ შემდეგი საერთაშორისო გზავნილები: RICO GRAM, MONEYGRAM, ZOLOTAYA KORONA, WESTERN UNION, UNISTRAM , RIA, CONTACT,  ისრაელის გზავნილები World com finance. აქციის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ... ...
  • ქუთაისში პირბადის არ ქონის გამო, რამდენიმე მგზავრი დააჯარიმეს ქუთაისში პირბადის არ ქონის გამო, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მსდხომი რამდენიმე მგზავრი დაჯარიმდა. ინფორმაცია ამის შესახებ "გურია ნიუსს" ერთ-ერთმა წყარომ მიაწოდა. "სამგზავრო მიკროავტობუსში ვისხედით და პატრულმა გაგვაჩერა. რამდენიმე მგზავრს პირბადე არ ეკეთა და დააჯარიმეს. სავარაუდოდ, მათ პირბადის არ ქონა, 20 ლარი დაუჯდათ", _ ამბობს ... ...
  • "სასტუმროს მეპატრონეები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ" _ ჭიჭინაძე  "თუ ქვეყანაში ფორსმაჟორია, თუ ვირუსი მძვინვარებს, მაშინ ფორსმაჟორი უნდა გამოცხადდეს მცირე მეწარმეებთან მიმართებაშიც და ადამიანები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ!  მცირე სასტუმროების მეპატრონეებს იმ  დრომდე უნდა გადაუვადდეთ გადასახადი, სანამ არ აღდგება ის სიტუაცია, რაც იყო კორონამდე საქართველოში!“ - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე და იმ უმძიმეს სურათზე და პრობლემებზე საუბრობს, რაც განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში ტრიალებს და განსაკუთრებით ტურისტული სეზონის ჩავარდნის შედეგად. „ხელისუფლება ვითომ პროცენტების რაღაც ნაწილი სუბსიდირების ინიციატივით გამოვიდა, მაგრამ შედეგად მივიღეთ ის, რომ აქიდანაც სარგებელს ისევ კომერციული ბანკები მიიღებენ. რადგან, 1. ადამიანი, რომელიც 200 ლარიან დახმარებას  იღებს, 6 თვის თავზე ბანკი საპროცენტო განაკვეთს 9%-დან 13%-მდე უზრდის! 2. თუ სექტემბრის ბოლოს არ აქვს ადამიანს ვალდებულების გადახდის საშუალება, ნოემბრის ბოლოს  როგორ ექნება, თან გაზრდილის?!“ - აცხადებს ჭიჭინაძე. ... ...
  • სასკოლო კრებებზე დაუშვებელია მოსწავლეების აკადემიური მოსწრებისა და ყოფაქცევის საჯარო განხილვასახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ, რომ ბავშვების პერსონალური მონაცემების დაცვა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რადგან ისინი ნაკლებად აცნობიერებენ რისკებს და შედეგებს, რაც შესაძლოა, მათი მონაცემების არაკანონიერ დამუშავებას მოჰყვეს. „ბავშვების პერსონალური მონაცემების არასწორი მოპოვება, გამოყენება, მესამე პირისთვის გაზიარება ან/და გასაჯაროება შესაძლოა, გახდეს ბავშვის დისკრიმინაციისა და ბულინგის მიზეზი. სწორედ ამიტომ სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები და მშობლები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდონ ბავშვის პერსონალურ მონაცემებს, პატივი უნდა სცენ მის პირად ცხოვრებას და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმოქმედონ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“, – აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს რეკომენდაციებს როგორც სკოლებისთვის, ასევე მოსწავლეებისა და მშობლებისთვის. აღნიშნულ რეკომენდაციებში განსაკუთრებით არის გამოყოფილი სასკოლო კრებების საკითხი. „სასკოლო კრებები ეფექტური საშუალებაა, რათა მასწავლებლებმა და მშობლებმა ერთობლივად განიხილონ სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ზოგადი და საორგანიზაციო საკითხები. დაუშვებელია კრებებზე კონკრეტულ მოსწავლეებთან დაკავშირებული ისეთი საკითხების საჯარო განხილვა, როგორიცაა აკადემიური მოსწრება, ყოფაქცევა და ა.შ., რადგანაც ამ საკითხების განხილვამ შესაძლოა, შელახოს მოსწავლეების უფლებები. მაგალითად, მოსწავლის ქცევის ნეგატიურ კონტექსტში განხილვამ შეიძლება შელახოს მოსწავლის ღირსება, გამოიწვიოს თანატოლებში, მშობლებსა და მასწავლებლებში მის შესახებ სტერეოტიპული დამოკიდებულების ჩამოყალიბება, უარყოფითად იმოქმედოს მოსწავლის ჩართულობაზე სასწავლო პროცესში და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მისი უფლება მიიღოს განათლება თანაბარი შესაძლებლობების პირობებში. მეორე მხრივ, განსაკუთრებით პოზიტიურ კონტექსტში განხილვა შესაძლოა, გახდეს მოსწავლეთა შორის დაპირისპირების და ზოგ შემთხვევაში მოსწავლეზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზეზიც“, – აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ ... ...
  • ცესკო-მ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა არჩევნებმადე 42 დღით ადრე, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 19 სექტემბერს, წილისყრის შედეგად, ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა. ცესკო-ს ცნობით, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრირებული 58 პარტიიდან და 2 საარჩევნო ბლოკიდან დღეს გამართულ წილისყრაში მონაწილეობა 47-მა საარჩევნო სუბიექტმა. ამავე ინფორმაციით, დანარჩენ სუბიექტებს კანონმდებლობის თანახმად, მათთვის ადრე მინიჭებული ნომრების დატოვების უფლება ჰქონდათ. ცესკო-მ კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი შეიმუშავა. წილისყრის შედეგად, მოახლოებულ არჩევნებზე საარჩევნო სუბიექტები შემდეგი საარჩევნო ნომრებით ისარგებლებენ: № 1 – (პარტია) თეთრები; № 2 – ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის; № 3 – ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა; № 4 – დავით ჭიჭინაძე ტრიბუნა – ქდმ; № 5 – საარჩევნო ბლოკი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“; № 6 – მომავალი საქართველო; № 7 – თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის; № 8 – დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი; № 9 – გაჩეჩილაძე – მწვანეთა პარტია; № 10 – შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია; № 11 – მშრომელთა სოციალისტური პარტია; № 12 – მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის; № 13 – რეფორმერი; № 14 – ბეჟან გუნავა – ქართული არჩევანი; № 15 – ჩვენი გაერთიანებული საქართველო; № 16 – ახალი ქრისტიან-დემოკრატები; № 17 – ირაკლი ოქრუაშვილი – გამარჯვებული საქართველო; № 18 – მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს; № 19 – მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი; № 20 – საქართველო; № 21 – თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა, გიორგი წულაია); № 22 – საქართველოს ევროატლანტიკური გზა; № 23 – ახალი ძალა; № 24 – ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები; № 25 – თავისუფალი დემოკრატები; № 26 – ეკა ბესელია – პ.პ. „სამართლიანობისთვის“; № 27 – საარჩევნო ბლოკი გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი; № 28 – ქართული ფესვები; № 29 – დავით ჭიჭინაძე – ტრიბუნა; № 30 – შეცვალე საქართველო; № 31 – თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა; № 32 – სახალხო პარტია; № 33 – ეროვნულ დემოკრატიული პარტია (ედპ); № 34 – სოციალური სამართლიანობისათვის; № 35 – საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტია; № 36 – გირჩი; № 37 – საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია; № 38 – იბერიელთა ერთობა ; № 39 – საქართველოს პენსიონერთა უფლებათა დაცვის კავშირი; № 40 – ქართველ ნაციონალისტთა ერთობა – გაიოზ მამალაძე; № 41 – ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო; № 42 – რეფორმატორები; № 43 – ზვიადის გზა (ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნისათვის); № 44 – ქართული იდეა; № 45 – ეროვნულ დემოკრატიული მოძრაობა; № 46 – გია ჟორჟოლიანი – სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის; № 47 – ზვიად ძიძიგური – საქართველოს კონსერვატიული პარტია; № 48 – არჩევანი სამშობლოსათვის; № 49 – ჯონდო ბაღათურია – ქართული დასი; № 50 – პროგრესული საქართველო; № 51 – მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა; № 52 – სერგო ჯავახიძე-ევროატლანტიკური ვექტორი; № 53 – ტრადიციონალისტები; № 54 – სახალხო მოძრაობა ქრისტიან-დემოკრატები; № 55 – ქართული მარში – ეროვნული მოძრაობა; № 56 – ლელო; № 57 – მამულიშვილთა ორდენი „სამშობლო“; № 58 – საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია; № 59 – საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია; № 60 – საქართველოს განვითარების ... ...

არქივი