რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

ჩვენი რჩევები

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

2018 დეკ 18 16:20:32

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში და კონკრეტულად გურიაში ძველთაგან მისდევდნენ ბატის მოშენებას, მერე კი ამ საქმეზე თანდათან აიღეს ხელი და ძირითადად შინაური ფრინველების ადგილს ქათამი, უფრო ნაკლებად კი ინდაური იკავებს.

ბუნებრივია, ქათამს გააჩნია თავისი უპირატესობა, რის გამოც მოსახლეობა მის მოშენებას ამჯობინებს, თუმცა, იხვის და ბატის მოშენება ზოგს უფრო რთულ საქმედ მიაჩნია და ამიტომ იკავებს თავს. არადა, ბატი უფრო ადვილად შესანახია, გაცილებით აქტიურად ბალახობს, ვიდრე ქათამი, ჭამს ბევრნაირ ფოთლოვანს და ძირხვენას, ზამთარში მიირთმევს სილოსს და დღის განმავლობაში, გაცილებით ნაკლები მარცვლეულით კმაყოფილდება, ვიდრე ქათამი. თუმცა, ეს იმ შემთხვევაში, როცა მას ბალახით მდიდარი გარემო აქვს.

კარგად გასუქებული ბატი რვა-ათ კილოგრამ საუკეთესო ხარისხის ხორცს იძლევა. ადრე გაზაფხულიდან შემოდგომის ბოლომდე დებს კვერცხს. გააჩნია უკეთესი იმუნური სისტემა, ვიდრე ქათამს და ამიტომაც უკეთ, უდანაკარგოდ იზრდება.

ბატების მოშენებისთვის საუკეთესო პირობებია გურიაში. აქ, ბევრ სოფელში უხვად არის მდელოები, მინდვრები, ღელეებით მდიდარი ადგილები.

არაერთი ჩვენი უხსნესი რესპონდენტი იხსენებს, რომ ადრე გურიაში ბრინჯიც მოჰყავდათ და ცეხვავდნენ, ბრინჯის ნარჩენებს მიირთმევდნენ ბატები. ისინი არც ჩალის ნარჩენებსა და ნაყანებში ბალახობაზეც დაიხევენ უკან.

ამბობენ, რომ ბატი აგრესიულია, თუმცა, ის ქათმებისა და იხვის გარემოცვაშიც კი მშვიდია და სხვადასხვა ჯიშის იხვები უფრო "ებრძვიან" ერთმანეთს, ვიდრე ბატები.

ბატის დაკვლა ყოველთვის უმჯობესია დეკემბერში და შემდეგ, რადგან ამ დროს ადვილად იპუტება, სიმსუქნე არ აკლია და სადღესაწაულო დღეებში მისი ხორცით უამრავი საუკეთესო კერძის მომზადება შეიძლება.




 ახალი ამბები
  • მუშების დაშავებასთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებსდღეს, ზესტაფონში, სს „საქართველოს რკინიგზის“ დასავლეთის სალიანდაგო სამმართველოს საწყობში, მოხდა  უბედური შემთხვევა და სამუშაოს შესრულების დროს, მარაგი ნაწილების ჩამოშლის შედეგად,  სხეულის დაზიანება მიიღო რკინიგზის ორმა თანამშრომელმა - სახელოსნოს მჭედელმა მიხეილ ბებიაშვილმა და ხელოვნური ნაგებობების ბრიგადირმა მერაბ ნებიერიძემ. დაშავებულებს გაეწიათ  სასწრაფო სამედიცინო დახმარება და გადაიყვანეს  საავადმყოფოში.   სს „საქართველოს რკინიგზა“ მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო. უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა, ამასთან ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, რის შედეგადაც დადგინდება შემთხვევის გამომწვევი მიზეზები.  სს „საქართველოს რკინიგზა“ მაქსიმალურ დახმარებას აღმოუჩენს უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებულებსა და მათ ოჯახებს.  (R)       ... ...
  • უბედური შემთხვევა თბილისში _ მაღაზიაში ამწე შევარდაცოტა ხნის წინ, უბედური შემთხვევა მოხდა თბილისში. გურამიშვილის გამზირზე მსუბუქი ავტომობილი და ამწე ერთმანეთს შეეჯახა. შეჯახების გამო ამწე ერთ-ერთი მაღაზიაში შევარდა. ინციდენტის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. მათგან ორი მცირეწლოვანია. ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 271-ე მუხლით ... ...
  • წვიმა და სეტყვა _უახლოესი დღეების პროგნოზიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27-31 მაისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. 27-28 მაისს ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +23, +28, ხოლო 29-31 მაისს +28, +31 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსი ... ...
  • 9 წლის გოგოს მკვლელობა _ იაგო ნებიერიძეს უვადო პატიმრობა შეეფარდასასამართლომ 9 წლის გოგოს მკვლელობისა და მის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს უვადო პატიმრობა შეუფარდა.გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 2018 წლის 25 ოქტომბერს სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობა და არასრულწლოვანთან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას ... ...
  • პატრიარქის ფონდი გაქურდეს პატრიარქის ფონდი გაქურდეს, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდარზე კომენტარი ფონდიდან არ გაკეთებულა. ამ დროისთვის უცნობია რა ნივთებია წაღებული ფონდის ოფისიდან. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. წყარო: ... ...

არქივი

ზაფრანი

ნივთების ისტორიიდან - ტუნიკა

ახლა უკვე ძნელია იმის თქმა,...

როდის ხდება წყლის დალევა ორგანიზმისთვის მავნებელი

არ შეიძლება ნებისმიერი სითხის სულმოუთქმელად...

ნუ დანებდებით

ვის არ უჩხუბია და უკამათია......

ნაბახუსევზე მარილიანი ყავა სასარგებლოა

ნებისმიერ ადამიანს ხშირად ერთი პრობლემა...

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...