როგორ დავამყნოთ ციტრუსი

ჩვენი რჩევები

როგორ დავამყნოთ ციტრუსი

31 ივლ. 2017, 13:31:34

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პრივატიზაციით განაწილებული ციტრუსოვანთა პლანტაციების მოვლა ბევრმა ვერ შეძლო, აჩეხა და მის ადგილზე თხილის თუ სხვა კულტურის ბაღები გააშენა. თუმცა, ბოლო პერიოდში არის სასიკეთო ცვლილებები, შემოაქვთ ახალი ჯიშის ციტრუსოვნები, რომელთაგან ბევრია საადრეო და მსხმოიარე ჯიშები.

ციტრუსოვნების გამრავლების ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია მყნობის მეთოდი, რომელიც 20 ივლისიდან 15 სექტემბრამდე ტარდება. პირველად მანდარინი იმყნობა, შემდეგ კი ფორთოხალი და ლიმონი.

მყნობის ჩატარებისას კალმები საუკეთესო სადედე ძირიდან უნდა ავიღოთ. სადედედ შეირჩევა ყინვაგამძლე, ადრე მსხმოიარე მაღალხარისხოვანი და საუკეთესო ხარისხის ნაყოფის მომცემი ჯიშები.

საძირეს სასხლავი მაკრატლით ნიადაგიდან 10 სანტიმეტრის სიმაღლეზე, გვერდის ტოტებს მოვაცლით. მყნობის დღეს საძირეს წინასწარ შემოვაცალოთ ზედმეტად შემოყრილი მიწა და მყნობის ადგილი სუფთა, ტენიანი ჩვრით მოვწმინდოთ. კვირტი ავჭრათ კარგად მომწიფებული და დამრგვალებული კალმიდან.

კალამს ვიჭერთ მარცხენა ხელში შემობრუნებულად, ხოლო კვირტს ქვემოდან ვიკავებთ, საჩვენებელი თითით. დანის პირს ვაჩერებთ კვირტიდან 1-1,4 სანტიმეტრის დაშორებით, შემდეგ დანის ჩასმით ვჭრით კვირტს, რომელსაც უნდა გაყვეს მერქნის თხელი ნაწილი.

აჭრას ვიწყებთ დანის პირის დასაწყისით და ვამთავრებთ წვერით. კვირტს არ ვაშორებთ დანის პირს და ვიჭერთ იმავე ხელის ცერით, რომელშიც დანა გვიჭირავს. ვიხრებით საძირისკენ და მიწის ზედაპირიდან 5 სანტიმეტრის სიმაღლეზე პირველად ვაკეთებთ ვერტიკალურ ჭრილს, საძირის კანზე დანის ქვევიდან, ზევით აყოლებით. ამ დროს საძირის კანზე შტამბს ვაყოლებთ ცერს, რითაც განაჭერი კეთდება სწრაფად და სწორი გამოდის. შემდეგ ამ ვერტიკალური ჭრილის თავზე მოკლე განივ განაჭერს ვაკეთებთ, რომლის დროს დანის პირს ვაყენებთ არა პირდაპირ, როგორც ძველად იყო მიღებული, არამედ ვაკეთებთ ოდნავ მოხრილ განივ ჭრილს, რომელიც ავტომატურად ვერტიკალური განაჭერის პირს ხსნის და საჭირო არაა საძირის კანის დანის წვერით გადაწევ-გადმოწევა, რადგან ჩაშვებული კვირტი ოდნავი დაწოლით ხსნის ვერტიკალური ჭრილის კიდეებს და მჭიდროდ თავსდება მასში. კვირტის განაჭერში ჩაშვება ხდება ცერის საშუალებით. პირდაპირ დანის პირიდან კვირტის ფარის ზემო ნაწილს, თუ ის საძირის კანში მთლიანად არ შესულა, დანით ვჭრით და ვუთანასწორებთ საძირის განივ ჭრილს. მყნობას ვატარებთ საძირის ჩრდილოეთ მხარეზე.

ნამყენის შესახვევ მასალად ვიყენებთ რაფიას, რომელსაც ვჭრით 20 სანტიმეტრის სიგრძეზე და ვნამავთ. შეხვევას ვიწყებთ განივ ჭრილზე პირველი ხვეულის გაკეთებით, შემდეგ კი რაფიის გრძელი ნაწილით ვაკეთებთ რამდენიმე ხვეულს ისე, რომ მოკლე ბოლო დამაგრდეს. ამის შემდეგ კვირტის ირგვლივ ვაკეთებთ ნახვევს. კვირტი არ უნდა დაიფაროს და ნახვევს ვაგრძელებთ განივი ჭრილის დამთავრებამდე. უკანასკნელი ნახვევის წინ კეთდება მარყუჟი, სადაც იყრება რაფიის ბოლო, რომელიც მაგრად უნდა უნდა დაიჭიმოს. მჭიდროდ შეხვევა ხელს უწყობს კვირტის კარგად შეხორცებას. მყნობიდან 10-15 დღის შემდეგ უნდა ჩავატაროთ ნამყენის შემოწმება _ გახარებულ ნამყენებზე ფოთლის ყუნწები ცვივა, გაუხარებელ ნამყენებს კი ხელმეორედ ვამყნით. რაფია თუ მაგრადაა მოჭერილი, საძირის ზრდის გამო, ნახვევს მარჯვნივ შემობრუნებით მოვუშვებთ, ხოლო კარგად შეხორცებულ კვირტებზე რაფია მთლიანად უნდა მოვაცილოთ.

მყნობის შემდეგ, ამავე დღეს საძირეს ვაყრით მიწას, დამყნილი კვირტიდან 3-5 სანტიმეტრის სიმაღლეზე. მიწა არ უნდა შეიცავდეს აზოტიანი სასუქის ნარევს. აგრეთვე, დაუშვებელია ძლიერ სველი ან გახურებული მიწის შემოყრა. 10 დღის შემდეგ, შემონაყარი მიწა უნდა შემოცილდეს _ ეს ღონისძიება საგრძნობლად ზრდის ნამყენის გახარებას.




 ახალი ამბები
  • ქორწინების რეგისტრაციის წესში ცვლილებები შევიდაიუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ახალი ბრძანებით, ქორწინების სარიტუალო წესი შეიცვალა. შესაბამისი ბრძანება „საკანონმდებლო მაცნეზეა“ ხელმისაწვდომი. კერძოდ, სპეციალური სარიტუალო მომსახურებით და ადგილზე მომსახურებით (შენობის გარეთ მომსახურება) ქორწინების რეგისტრაციისას საქორწინო სივრცეში დასაშვებია დასაქორწინებელ პირებთან ერთად იმყოფებოდნენ მხოლოდ მათი მშობლები, ასევე მოწმეები და ერთი ფოტოოპერატორი. სავალდებულოა საქორწინო სივრცეში მყოფ პირთა შორის რეკომენდებული სოციალური დისტანციის დაცვა. ეს დროებითი წესი თბილისის იუსტიციის სახლის შენობაში მდებარე ქორწინების სახლის მიმართ - 2020 წლის 29 მაისიდან; ხოლო, თბილისში, უზნაძის ქ. №2-ში მდებარე ქორწინების სახლის მიმართ -2020 წლის 31 მაისიდან ... ...
  • ლანჩხუთში დამოუკიდებლობის დღე აღნიშნესსაქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი, სხვა ქალაქების მსგავსად ლანჩხუთშიც მოკრძალებულად აღინიშნა. ტრადიციისამებრ, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ნოე ჟორდანიას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს. „მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას საუკუნის წინ დაედო საფუძველი. ნიშანდობლივია, რომ დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი 14 პირი სწორედ ლანჩხუთიდანაა. მინდა მივულოცო თითოეულ ლანჩხუთელს და სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. გამთლიანება, განვითარებულ და ძლიერ საქართველოში ცხოვრებას გისურვებთ“, _ აღნიშნა ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე ... ...
  • ძვირადღირებული ინფრასტრუქტურული პროექტი და უკმაყოფილო მოსახლეობა ლანჩხუთშილანჩხუთში აღმაშენებლის ქუჩის მოსახლეობამ გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გამართა. საქმე ისაა, რომ ამ ქუჩაზე, რომლიც ავტობანს უნდა დაუკავშირდეს, გარკვეული სახის იფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. აქ იფრასტრუქტურული სამუშაოები რამდენიმე თვის წინ დაიწყო და პროექტის შესაბამისად, რომლის ღირებულებაც ორი მილიონ 900 ათასი ლარია, იგეგმება სანიაღვრე არხების გაახლება, ტროტუარების მოწყობა და გზის საფარის დაგება. თუმცა, ირკვევა, რომ სამუშაოების მიმდინარეობის ხარისხით ადგილობრივი მოსახლეობა უკმაყოფილია და მათი ნაწილი ეჭვობს, რომ სამშენებლო სამუშაოები სტადარტების დარღვევით მიმდინარეობს. მოსახლეობის თქმით, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო მათი ეზოები იტბორება და თუ არ გამოსწორდება არსებული ხარვეზები, სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივები გაცილებით ცუდ მდგომარეობაშია ... ...
  • სალომე სამადაშვილი 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლაზე - არ მახსოვს, რა აქციაზე მელაპარაკებითარ მახსოვს, რა აქციაზე მელაპარაკებით, – ასე უპასუხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, სალომე სამადაშვილმა საქართველოს პირველი არხის კითხვას, რამდენად სწორი იყო 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის ფორმა. „რომელ აქციაზე მეკითხებით. არ მახსოვს, რა აქციაზე მელაპარაკებით. 2011 წლის 26 მაისს რა აქცია გაიმართა, ქალბატონ ბურჯანაძეს გულისხმობთ? თქვენ თუ გულისხმობთ იმას, რომ იყო მცდელობა, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის, დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს ჩაშლილიყო სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი შესაბამისი ღონისძიებები, რაც ფაქტობრივად იყო თავდასხმა საქართველოს სახელმწიფოზე და ჩვენს სახელმწიფო ინტერესებზე და ეს ყველაფერი ხორციელდებოდა იმ ხალხის მიერ, რომლის საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია, ყველამ ვიცით, არის მიმართული ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან, ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს უნდა დაეცვა საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესები. თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, თუ რა პროცესში მოხდა შესაბამისად ძალის გადამეტება. თუმცა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, განსხვავებით, მაგალითად, როდესაც გავრილოვის პარლამენტში მომყვანმა ხელისუფლებამ შემდგომ დაარბია საკუთარი თანამოქალაქეები და დღემდე გამოუძიებელი რჩება ყველა ეს საქმე და დაზარებულის სტატუსიც არ მიუნიჭებიათ იმ ადამიანებისთვის, ვისაც რეზინის ტყვიები ესროლა „ქართულმა ოცნებამ“ სერგეი გავრილოვის გამო, განსხვავებით ამისგან, მე რამდენადაც მახსოვს, 26 მაისს ძალის გადამეტების შემთხვევები იყო გამოძიებული და შესაბამისად, დასჯილი“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა. კითხვაზე, უქმნის თუ არა უხერხულობას ნინო ბურჯანაძესთან თანამშრომლობა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა: „მე მიმაჩნია, რომ მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებსაც მე შეიძლება ბევრ რამეში არ ვეთანხმები, აქვთ უფლება, მიიღონ მონაწილეობა დემოკრატიულ თავისუფალ არჩევნებში ქვეყანაში, რადგან ქართველმა ხალხმა უნდა განსაზღვროს, ვის მიანიჭებს ის ნდობას და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხი შესაბამის პასუხს გასცემს არჩევნებზე ყველა პოლიტიკოსის პირად გადაწყვეტილებას და პოლიტიკურ არჩევანს, თუმცა თავისუფალ არჩევნებში მონაწილეობის მიღება და დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარებული არჩევნების უფლება აქვს ყველა პოლიტიკურ ძალას, მიუხედავად იმისა, თუ მე რას ვფიქრობ მათ შეხედულებებზე“. წყარო:  ... ...
  • რა ცვლილებები შედის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტშისაქართელოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ცვლილებები შედის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში. პროექტის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები გიორგი კახიანი, გურამ მაჭარაშვილი და ირაკლი კობახიძე არიან. „რეგლამენტში ცვლილების განხორციელება გამოწვეულია იმით, რომ კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებით იცვლება მათ შორის, დასახელებებიც. კონსტიტუციაში წერია, სიტყვა - ოპოზიცია და არ არის უმცირესობა, შესაბამისად, ხდება პარლამენტის სტრუქტურის ოპტიმიზაცია, მათ შორის კომიტეტებისაც. ასევე, კონკრეტდება საპარლამენტო ცხოვრებაში როგორც უმრავლესობაში შემავალი ასევე, ოპოზიციაში არსებული ფრაქციების მონაწილეობა. როგორც ასეთი, სუბიექტები - უმრავლესობა და უმცირესობა აღარ იქნება. აუცილებლად იქნება ის, რომ პარლამენტის წევრების უმრავლესობა - მინიმუმ 76 პარლამენტის წევრი მთავრობას ჩამოაყალიბებს, მაგრამ უმრავლესობა, როგორც საპარლამენტო სუბიექტი, რომელსაც თავისი აპარატი ეყოლება - ეს აღარ იქნება", განმარტა საპროცედური საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა. მისი თქმით, უმრავლესობაში შესვლის უფლება აქვს როგორც ფრაქციას ასევე, უფრაქციო პარლამენტის წევრებს. ხოლო, საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილი ყველა ფრაქცია და უფრაქციო დეპუტატი იქნება ოპოზიცია. რეგლამენტის ახალი პროექტით, ერთი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არა აქვთ შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ან/და საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრების მიერ საერთო ფრაქციის შექმნა დაუშვებელია. პარლამენტის ყველა წევრი, რომელიც არ შედის საპარლამენტო უმრავლესობაში, განეკუთვნება საპარლამენტო ოპოზიციას. „ოპოზიცია იქნება ყველა ის დეპუტატი, რომელიც იქნება უმრავლესობის გარეთ. აი ეს ცვლილებები იწვევს ყველა სხვადასხვა მუხლებში ცვლილების განხორციელებას, რადგან დამოუკიდებელი დეპუტატის ნაცვლად, იქნება უფრაქციო დეპუტატი, ეს ასევე იწვევს კვოტების განაწილების წესის ცვლილებას, ასევე ვიცესპიკერების განაწილების კვოტებს და არეგულირებს კომიტეტის თავმჯდომარეების, მისი მოადგილეების განაწილების პროცესს. ძირეული ცვლილებები არის ის რომ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა როგორც უმრავლესობის და უმცირესობის არარსებობის და უმრავლესი წევრების შეკრების სახით, ასევე კვოტების განაწილების სახით", - განმარტა კანონპროექტის ერთ-ერთმნა ინიციატორმა. მისი თქმით, მცირდება ვიცესპიკერების რაოდენობა, და იგი ჩამოვიდა სამზე, მათ შორის ერთი კვოტა არის ოპოზიციის. საკანონმდებლო ინიციატივის სახით, ცვლილება ასევე ეხება კომიტეტების შემცირებას. ახალი რეგლამენტით პარლამენტს სულ სულ განსაზღვრულია 13 კომიტეტი ეყოლება. ესენია: • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის; • განათლებისა და მეცნიერების; • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების; • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის; • ევროპასთან ინტეგრაციის; • თავდაცვისა და უშიშროების; • იურიდიულ საკითხთა; • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის; • საგარეო ურთიერთობათა; • საპროცედურო საკითხთა და წესების; • საფინანსო-საბიუჯეტო; • კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და დიასპორის საკითხთა; • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა.". „აგრარულ საკითხთა კომიტეტი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან გაერთიანდება, ხოლო დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის შემთხვევაში, შესაბამისი მიმართულება გაერთიანდება კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საკითხებთან ერთად, ერთ კომიტეტში; თავის მხრივ, კულტურის კომპონენტი გამოეყოფა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს. პარლამენტის რეგლამენტში განსახორციელებელი ცვლილებები თანმდევ პროექტებში ცვლილებას იწვევს , რაც ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა. ეს ცვლილებები ამოქმედდება მეათე მოწვევის პარლამენტისთვის, რომელსაც საშუალება ექნება დაიწყოს ფუნქციონირება ახალი კონსტიტუციის და პარლამენტის ახალი რეგლამენტის შესაბამისად", - განაცხადა გურამ ... ...

არქივი


რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?