როგორ დავიცვათ სიმინდი ფაროსანასგან

ჩვენი რჩევები

როგორ დავიცვათ სიმინდი ფაროსანასგან

2018 ოქტ 16 15:33:30

აზიური მავნებლის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებს, ჩვენი მოსახლეობის ნაწილი, გასულ წელთან შედარებით, კარგად დაეუფლა, თუმცა, ბევრი ისევ სასოწარკვეთაშია და საკუთარ უმოქმედობაში ეჭვი ნაკლებად შეაქვს.

ამჯერად კონკრეტულად ერთ თემაზე, სიმინდის მოსავლის ფაროსანასგან დაცვის და ხარისხიანი მოსავლის მიღებაზე ვისაუბრებთ.

გურიაში, საყანე ფართობებში, ზოგან ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლამ შედეგი არ გამოიღო და მოსავალი მაინც უვარგისია, ბევრგან კი პირიქით, ხარისხიანი და უხვი მოსავალია. ისმის საყვედურები, რომ პრეპარატი უვარგისი იყო და "ვიღაცამ" მიზანმიმართული ბოროტება ჩაიდინა.

საქმე ელემენტარულ ჭეშმარიტებაშია _ თუ მავნებელმა სიმინდის ტაროსთან ჭყინტ მდგომარეობაში მიგასწრო, ბუნებრივია, წამლობა დაგვიანებულია და ნაყოფს ნაკლებად ვუშველით. ამიტომ, როცა სიმინდის ყანებში მეორედ გათოხნა დასრულდება, სიმინდის ულვაშის ამოყრამდე ხშირად უნდა დავაკვირდეთ _ როცა მცენარე დატაროებას იწყებს, თუნდაც რამდენიმე მავნებლის შემჩნევისთანავე სასწრაფოდ უნდა შევწამლოთ. მომდევნო ოცი დღის განმავლობაში სიმინდი დაცულია მავნებლისგან, რადგან ამ ვადაში ის აღარ ეკარება დამუშავებულ ყანას. ივლისის ბოლოს კვლავ შევწამლოთ, რა თქმა უნდა, დაკვირვების საფუძველზე _ თუ მავნებელი გამოჩნდება.

გურიაში, გასულ წელს, ორჯერ შეწამვლა საკმარისი აღმოჩნდა, რადგან მავნებელი ისე მოძალებული არ იყო, როგორც წელს. ამ სეზონზე კი აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში, განსაკუთრებით ნაგვიანევ საყანე ფართობებში, მესამედ შეწამვლა აუცილებელი გახდა, მავნებლის მოძალების გამო. შედეგად საუკეთესო ხარისხის მოსავალი მივიღეთ _ ფართობში საერთოდ არ აღმოჩნდა ფაროსანასგან დაზიანებული ტაროები.

პრეპარატი "ინსაკარი", რომელიც მოსახლეობას ხელისუფლებამ დაურიგა, ფაროსანასთან საბრძოლველად საუკეთესო საშუალება აღმოჩნდა, განსაკუთრებით საყანე ფართობებში. თუმცა, სამწუხაროდ, დღემდე არა ერთგან შეხვდებით მავნე პროპაგანდას _ "მთავრობისგან მოცემული წამალი საწამლავია და გადავაგდე", "ვადაგასულია და გვაჩეჩებენ", "დივერსიაა, ფაროსანა შემოგვისიეს, ამ წამლით კი ჩვენ გვწამლავენ"...

მოსახლეობას კიდევ და კიდევ ვურჩევთ _ ფაროსანასთან ბრძოლა კიდევ კარგა ხანს დაგვჭირდება და უნდა ვიყოთ მობილიზებული, დაინტერესებული ამ მავნებლის გასაუვნებელყოფლად. ზერელე და ზედაპირული დამოკიდებულება ამ სერიოზული მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლაში არ გამოგვადგება და მისი ყოფნაც გახანგრძლივდება ჩვენს ბაღ-ვენახებში, ყანებსა თუ ხეხილოვანთა პლანტაციებში.




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ზესტაფონში _ არიან დაშავებულებიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზესტაფონში. 2 მსუბუქი ავტოანქანის შეჯახების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. როგორც "გურია ნიუსს" შსს-ში განუცხადეს გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის 1 -ლი ნაწილით ... ...
  • "ოცნება" განცხადებას ავრცელებს _ "ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა"პარტია „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის დეპუტატების ნაწილს 25 თებერვალს შეხვდება _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც მმართველი პარტია ავრცელებს  "პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფს შეხვდა. ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება და დაიგეგმა თავმჯდომარის შეხვედრები დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან. შეხვედრების მიზანია ინდივიდუალურად ყველას მიეცეს შესაძლებლობა, გამოხატოს და განიხილოს საკუთარი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებზე. თემის აქტუალობიდან გამომდინარე, პირველად თავმჯდომარე სწორედ იმ ჯგუფს შეხვდა, რომელმაც განსხვავებული პოზიცია გამოხატა "საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით. პარტიის თავმჯდომარის თემატური შეხვედრები უმრავლესობის წევრებთან მცირე ჯგუფების ფორმატში კვლავაც გაგრძელდება. მომდევნო შეხვედრა დეპუტატთა სხვა ჯგუფთან 25 თებერვალს არის დაგეგმილი“, _ წერია ... ...
  • ოთარ ჩრდილელი: შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ...საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ოთარ ჩრდილელის თქმით, დღეს, "ქართული ოცნების" ოფისში, ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე დეპუტატების გარიცხვაზე საუბარი არ ყოფილა: "პარტიის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე-არ ყოფილა გარიცხვაზე საუბარი, იყო მრავალ თემაზე, რაზეც სხვადასხვა აზრი გვქონდა. რამდენადაც ვიცი, ასეთი შეხვედრები პარტიის და უმრავლესობის სხვა წევრებთანაც იქნება თავისუფალ რეჟიმში.შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ ვინც მიცნობთ იცით, რომ გულწრფელი ვარ და რაც იყო ეგ დავწერე", _ წერს ჩრდილელი. შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ოთარ ჩრდილელი და რამდენიმე დეპუტატი პარტიიდან გარიცხეს. ჩრდილელი ბესელიასთან და 7 დეპუტატთან ერთად იმ კანონპროექტის ავტორი იყო, რომლის მიხედვითაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა უნდა გადადებულიყო, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობამ გუშინ ... ...
  • თავდასხმა ახალსოფელში _ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულიაგავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ახალსოფელში მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული პირი უკვე დააკავეს. თუმცა, ამ ინფორმაციას შსს სამინისტროს პრესსამსახური, ჯერჯერობით, არ ადასტურებს. ცნობისთვის, ომარ მოქიას მკვლელობასა და გია ტუღუშის დაჭრის საქმეში მათივე თანასოფლელის მ.ს. სახელი ... ...
  • "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ის დეპუტატები ესწრებიან, ვინც "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტს მხარი დაუჭირა. შეხვედრის დაწყებამდე უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, რა თემებს შეეხება ... ...

არქივი

ზაფრანი

ვიქტორია ბექჰემი 54 წლის მოკვდება

ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა მას-მედიამ...

ყველაზე სამიჯნურო სცენები

ცოტა ხნის წინ ამერიკულმა ინტერნეტ-საიტებმა...

ჰეგემონი ციფრები

ბედის ციფრის გამოთვლის ტექნიკა ჩვენი...

რატომ ეჩვენებათ მთვრალ მამაკაცებს ყველა ქალი ლამაზი

არსებობს ცნობილი რუსული გამოთქმა: ულამაზო...

დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსება გონიერი რომ გახდეს

ერთ მშვენიერ დღეს დედამიწაზე ყველა...