როგორ მოვიყვანოთ ერთი გორგლიდან კარტოფილის ბუჩქი

ჩვენი რჩევები

როგორ მოვიყვანოთ ერთი გორგლიდან კარტოფილის ბუჩქი

2019 აპრ 15 14:00:21

ხდება ისე, რომ კარტოფილის ცუდად შენახვის ან სულაც იმის გამო, რომ ბევრის შეძენის საშუალება არ გვაქვს, ახლა, გაზაფხულზე არ გვყოფნის სათესლე მასალა. ასეთ დროს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ მივიღოთ ერთი გორგლიდან რამდენიმე ბუჩქი.

როცა გორგლს ნიადაგში ჩავთესავთ, ჩვეულებრივ, ღივიდან წარმოიქმნება ღეროები და გაიზრდება კარტოფილის ბუჩქი, ბევრი ღივი კი არ ვითარდება ხოლმე. წარმოქმნილი ღეროები იტოტება და ქმნიან უფრო მძლავრ ბუჩქს. გორგლი თავდაპირველად საკვებ ნივთიერებათა მარაგს აწვდის ბუჩქს, მაგრამ მალე წარმოიქმნება ფესვები და ბუჩქი დამოუკიდებლად იკვებება ნიადაგიდან.

რამდენადმე უფრო მეტ მოსავალს იძლევა მსხვილი გორგლები. კარგად დავაკვირდეთ _ ჯერ დავჭრათ დიდი გორგლი პატარა ზომებად, მერე თითოეულს ამოვჭრათ ღივი და როცა ჩავთესავთ, თითოეულიდან კიდევ 7-10 ღივს მივიღებთ. მართალია, ცოტა უფრო შრომატევადია ეს საქმე, მაგრამ თუ მიწა ნაკელიანი და კარგად არის გაჯერებული ორგანული სასუქით, საუკეთესო მოსავალს მივიღებთ. ჩასათეს ღივს, დაახლოებით, კაკლისოდენა ნაწილს გავაყოლებთ.

განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ხერხს ჯიშიანი კარტოფილის გასამრავლებლად. მით უფრო, თუ ასეთი სათესლე მასალა ცოტა გვაქვს.

არსებითად რომ ვთქვათ, გორგლებით კარტოფილის გამრავლება არის მცენარის დაკალმებით გამრავლება. გორგლები ხომ თესლი არ არის, არამედ გამსხვილებული ღეროა, რომელზეც განლაგებულია კვირტები _ ღივები. კალმით გამრავლების ამ ხერხს ის უპირატესობა აქვს, რომ ამ დროს სავსებით ვინარჩუნებთ ჯიშობრივ თავისებურებებს, რაც არ ხდება განაყოფიერების დროს.

კარტოფილი, ისევე, როგორც ყველა სხვა მცენარე, ნამდვილ თესლსაც გვაძლევს. ყველას უნახავს აყვავებული კარტოფილი. ბევრი ჯიშის კარტოფილის ყვავილისგან მომავალში წარმოიქმნება ნაყოფი _ მსხვილი მწვანე კენკრა, რომელშიც მომწიფების შემდეგ ბევრი წვრილი თესლი წარმოიქმნება. თავისთავად ცხადია, რომ ეს თესლი შეგვიძლია კარტოფილის მოსაყვანად გამოვიყენოთ. კარტოფილის ჯიშების უმრავლესობა თესლიდან არის მიღებული.

კარტოფილის მიღება გორგლების ნაცვლად თესლისგან, მრავალმხრივ ხელსაყრელია. თუმცა, ეს ბევრს საძნელო საქმედ ეჩვენება და მიწაში პირდაპირ გორგლების ჩაყრა ურჩევნია. ეს არის, რომ კარტოფილის თესლით დათესვისას, პირველ წელს მცენარე იძლევა წვრილ გორგლებს და ისინი, სამაგიეროდ, მომავალ წელს მოგვცემენ ნორმალური ზომის, ჯიშის შესატყვის გორგლებს და ამასთანავე, უხვ მოსავალს. თესლის გამრავლებას ეს ვერ დააბრკოლებს, ვინაიდან წვრილი გორგლები უკვე თავისთავად კარგი თესლია, მაგრამ მოსახმარებლად, პირველ წელს, ხელსაყრელი არ იქნება.

რამდენადაც კარტოფილის თესლით გამრავლება მოხმარების საჭიროებისთვის ძლიერ ხელსაყრელი იქნებოდა, ამან ადამიანი აიძულა, გამოეძებნა პირველ წელსვე თესლით დათესილი კარტოფილისგან ნორმალური გორგლების მიღების ხერხები და ასეთი ხერხები არის კიდეც შემუშავებული.

თუმცა, დავძენთ, რომ თუ საშუალება არ გვაქვს, რომ ვიყიდოთ საუკეთესო ჯიშის კარტოფილის თესლი სასურველი რაოდენობით, მაშინ რამდენიმე გორგლის დათესვით რომ მიიღოთ ბლომად სათესლე მასალა, იმოქმედეთ იმ წესის მიხედვით, როგორც ზემოთ გირჩიეთ.




 ახალი ამბები
  • სუფთა ჰაერი, ნისლი, კარვების ქალაქი, კარგი მუსიკა _Sunset Fest Bakhmaro დასრულდა სუფთა ჰაერი, ნისლი, წიწვოვანი ტყე, კოცონები, კარვების ქალაქი, კარგი მუსიკა _ აი, ასე დახვდა Sunset Fest Bakhmaro 2019 სტუმრებს. ზღვის დონიდან 2050 მეტრზე თანამედროვე მუსიკის შემსრულებლები 10 საათზე მეტ ხანს უკრავდნენ და მრეროდნენ. Bedford Falls, LOUD speakers, Kordz & Dro, Pitter J, Anushka Chkheidze, Lua, Kraumur _ ამ შემსრულებლების მოსასმენად ბახმაროში 5000-ზე მეტმა ახალგაზრდამ მოიყარა თავი. ფესტივალი, რომელიც მეორე წელია რაც ტარდება და უკვე მოიპოვა პოპულარობა,  „ჩექინ ჯორჯიას“ ფარგლებში გაიმართა და მისი თანადამფინანსებელი საქართველოს განათლების, კულტურის, სპორტისა და მეცნიერების სამინისტრო იყო. უკვე მეორე წელია, ფესტივალის გენერალური სპონსორი „წყალი მარგებელია“. სპონსორები და მხარდამჭერები იყვნენ: „ზედაზენი“; “New Road”; „ორბი ჯგუფი“; „ვასაძის პური“; „სანდომი“; „თქვენი მარკეტი“ ასკანგელი“, ‘გზამშენი 18“, „ლიდერფუდი“, „ბითი ჩერითი ჯგუფი“, „ბახმარო ჰოტელი“; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია; „ენერგო პრო ჯორჯია“; საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური; საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი; ფესტივალის მედია პარტნიორი და საინფორმაციო მხარდამჭერი გახლდათ ... ...
  • საქართველოს ბანკმა Deutsche Bank-ისგან Operational Excellence Award-ი მიიღო (R) Deutsche Bank-მა საქართველოს ბანკს 2018 და 2017 წლებისთვის ევროსა და დოლარში სწრაფი, ეფექტური და კომფორტული გადარიცხვებისა და საუკეთესო STP ( Straight-Through-Processing) პროცესებისთვის საოპერაციო ჯილდო გადასცა. „მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ საქართველოს ბანკი Deutsche Bank New York-ის მიერ აღიარებულია, როგორც საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტი, რომელმაც 2017-2018 წლებში განხორციელებული ფულადი გადარიცხვებისას საუკეთესო სტანდარტები აჩვენა. Operational Excellence Award ენიჭება ბანკებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მაღალ სტანდარტებს. ამისთვის კი მიუკერძოებელი ჟიური შეისწავლის კორესპონდენტი ბანკების შეფასებებს, და ასევე, ბანკის მიერ განხორციელებული გადახდების ხარისხსა და ტრანზაქციების რაოდენობას. სწორედ ამ კრიტერიუმების შეფასების შედეგად ვლინდებიან გამარჯვებული ბანკები. წელს კი ეს აღიარება საქართველოს ბანკმა მოიპოვა“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ. ინფორმაციისთვის, Deutsche Bank-ი მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად ასახელებს ფინანსურ ინსტიტუტს, რომელიც გამოირჩევა ევროსა და დოლარში განხორციელებული გადარიცხვებისას მაღალი სტანდარტებითა და ეფექტურობით. ჯილდო ბანკებს ენიჭებათ გამართული STP პროცესებისთვის. ... ...
  • დაინიშნება თუ არა სეს-ის გურიის სამმართველოს უფროსად კოტე შარაშენიძის დეიდაშვილი მანანა ერქომაიშვილისანდო წყაროს ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსად, ყოველგვარი კონკურსის გარეშე, ამავე სამმართველოს სპეციალისტი, მანანა ერქომაიშვილი ინიშნება. იგი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის კოტე შარაშენიშის დეიდაშვილია და ჩვენივე წყაროს ინფორმაციით, მისი ძალისხმევით ხერხდება ეს საქმე.„გურია ნიუსმა“ სააგენტოს უფროსთან, ზურაბ ჩეკურიშვილთან სცადა დაკავშირება, თუმცა, ის ჩვენს ზარებს არ პასუხობს. სააგენტოს პრესსამსახურის ხელმძღვნელმა თეა შველიძემ გვითხრა, რომ ინფორმაციას ვერ დაგვიდასტურებს. სამაგიეროდ, თითქმის დაგვიდასტურა ინფორმაცია სამმართველოს სპეციალისტმა მანანა ერქომაიშვილმა._ჯერ ვერ გეტყვით დაზუსტებით. მე თვითონ დაგირეკავთ._ქალბატონო მანანა, სანდო წყაროს ინფორმაციით, თქვენ კოტე შარასენიძის ძალისხმევით ინიშნებით. მართალია ეს? ადასტურებთ თუ არა?_კოტე შარაშენიძის დეიდაშვილი რომ ვარ, ამიტომ არ მნიშნავენ, არ შეგიყვანოთ ვინმემ შეცდომაში. მე გაცილებით ადრე ვმუშაობდი სისტემაში და ეს აქ არ წყდება, მუნიციპალიტეტში, თბილისი წყვეტს, _ „აგვიხსნა“ ... ...
  • ვინ გახდა ბახმაროს დოღის მთავარი პრიზის მფლობელი და რა საჩუქრები მიიღეს გამარჯვებულებმაბახმაროში ფერისცვალების დღესასწაულის აღნიშვნა, საზეიმო წირვა-ლოცვით დაიწყო და სახალხო ზეიმით გაგრძელდა.  ზღვის დონიდან 2050 მეტრზე ასულ სტუმრებს, კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლების კონცერტის პარალელურად, ადგილობრივ ოსტატთა რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვაზე მისვლა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულების „სტუმარ-მასპინძლის“ კუთხეებში შესვლაც შეეძლო. გამოვლინდა „ბახმაროს ფალავანი", რომლის დასრულების შემდეგ ტრადიციული დოღი დაიწყო. I გარბენი (ადგილობრივი ჯიშის ცხენები გურიის თასი) 2400 მეტრს და 2 წრეს მოიცავდა, რომელშიც სოფელ სურების წარმომადგენელმა სოსო რამიშვილმა გაიმარჯვა და 1000 ლარი დაიმსახურა. 2 გარბენი შერეული სისხლის ჯიშის ცხენებს დაეთმო (2400 მეტრი) და გათამაშდა გმირების თასი, რომელშიც პირველობა ოზურგეთელმა გივი გიორგაძემ არავის დაუთმო და 1000 ლარიც დაიმსახურა. 3 გარბენი 2400 მეტრზე (ნახევრად წმინდა ჯიშის ცხენები), "ნაბეღლავის თასი და 1000 ლარი ზუგდიდელმა საბა ეხვარიამ მოიპოვა. საბა ეხვარია, ასევე, მთავარი პრიზის _ "მარულას" მფლობელი გახდა და ჯილდოდ 2500 ლარი გადაეცა. დოღის ყველაზე უხუცეს მონაწილეს, 79 წლის ზაურ ტატიკოვს 1000 ლარი კომპანია "New Road"-ისგან გადაეცა. აღსანიშნავია, რომ პირველადგილოსნებმა, ფულადი პრიზების გარდა, კომპანია "გალფისგან" პერსონალური კომპიუტერები მიიღეს. შეგახსენებთ, რომ ტრადიციულ დოღი, ბახმაროში, მეორე წელია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტთან ერთად წყაროს წყალი „ბახმაროსა“ და „ნაბეღლავის“ მწარმოებელი კომპანიის – „წყალი მარგებლის“ ორგანიზებით იმართება. ამავე თემაზე: ნაბეღლავი“, „ბახმარო“, „გალფი“ _ ბახმაროში ტრადიციული დოღის ... ...
  • საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებსსაპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. სოციალურ ქსელში გამოჩნდა კიბერთაღლითების მიერ შექმნილი ყალბი ვებ-გვერდები, რომელსაც საპენსიო სააგენტოსთან არანაირი კავშირი არ აქვს.ვებ-გვერდზე მომხმარებლებს საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანას თხოვენ. ყალბი ვებ-გვერდები უკანონოდ იყებენენ საპენსიო სააგენტოს სიმბოლიკას. თაღლითური სქემის შესახებ საპენსიო სააგენტომ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მიმდინარეობს გამოძიება. საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია pensions.ge, სადაც საბანკო მონაცემების შეყვანა არ არის გათვალისწინებული. საპენსიო ანგარიშის შესამოწმებლად საჭიროა მხოლოდ პირადი ნომერი და დამსაქმებლის მიერ მოწოდებული საწყისი ერთჯერადი პაროლი, თუ სისტემაში პირველად შედიხართ, ან თქვენი პირადი პაროლი. ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...