როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს


ჩვენი რჩევები

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

15 ივნ. 2020, 15:06:12

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს. ბოლო პერიოდში, ჩვენში უამრავი ჯიშის ვარდი შემოაქვთ და ყვავილის არც ერთ სახეობაზე იმდენი მოთხოვნა არაა, როგორც ვარდზე. ვარდის გამრავლება ისე ძნელი არ არის, კალმით თუ მყნობით, როგორც შემდგომი მისი მოვლა და საბოლოოდ გაძლიერება. ეს კი დამოკიდებულია მის სწორად მორწყვაზე.

ხშირად გვესმის, რომ ვარდს ფოთლები დაცვივდა, გაყვითლდა, ზრდა შეაჩერა, ცუდად ყვავილობს და ასე შემდეგ.

უნდა დავიხსომოთ, რომ ბუნებაში უამრავი ცვლილება ხდება, კლიმატი შეცვლილია, სოკოვანი დაავადებები მოჭარბებულია, სითბო და სიცივეც ზოგჯერ საკმაოდ არაკანონზომიერად მონაცვლეობს. ამ ორომტრიალში უდიდესი მნიშვნელობა აქვს წყალს, რომლითაც ვარდებს ვრწყავთ. პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ ყვავილებია თუ ბოსტნეული, როცა მოსარწყავია, აუცილებლად დილით ადრე მორწყეთ და არა საღამოს. განსაკუთრებით ზაფხულში, რადგან როცა ცხელა, მიწა ძალიან გახურებულია და მცენარის ფესვებსა თუ ტოტებზე წყლის დასხმა, რაც უნდა გვიანი საღამო იყოს, ახდენს მის ე. წ."მოხარშვას".

ვარდების მოსარწყავად აუცილებლად გამოიყენეთ ბლექჯეკი. შეგიძლიათ სხვა სტიმულატორებიც იხმაროთ. ერთი ამპულა გახსენით ათ ლიტრ წყალში და სამ-ოთხ დღეში ერთხელ, დილით, ადრე მორწყეთ, ასევე, იგივე წყალი მოაპკურეთ ფოთლებზე.

გჯეროდეთ, რომ სუფთა წყლით მორწყვა ნაკლებად წაადგება მცენარეს, ვიდრე ის ნარევი, რომელზეც მოგახსენეთ. რა თქმა უნდა, თუ ხანგრძლივი გვალვებია, ამ შემთხვევაში, სუფთა წყლითაც უნდა მორწყოთ და ბლექჯეკით გაზავებული წყალი გამოიყენოთ კვირაში ორჯერ.

 თუ ვარდებს წამლობა სჭირდება, ჯერ ამ მხრივ უნდა შევეშველოთ, რადგან ფოთლების დაცვენა, მარტო გვალვამ და გამომშრალმა ნიადაგმა არ იცის.




 ახალი ამბები
  • "ბახმაროს მიდამოში -14 -19 გრადუსი იქნება"- რას პროგნოზირებენ გურიაშიგურიაში, ღამის საათებში ძლიერ ყინვას ელოდებიან. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა. „თოვა დღესაც შენარჩუნდება, მაგრამ თანდათან შესუსტდება. შავი ზღვის ჩრდილო- დასავლეთიდან შემოდის ცივი ჰაერის მასები, რომლებიც გურიასა და აჭარაში იწვევს თოვას. დღის ბოლოს გამოიდარებს. ღამით ველოდებით ყინვის გაძლიერებას. გზები შესაძლებელია მოიყინოს. დაბლობში ყინვა იქნება -2, -4 გრადუსი, მგორიან რაიონებში მოსალოდნელია -5, -7 გრადუსი ყინვა, მაღალ მთაში -10, -15, ბახმაროს მიდამოებში და გოდერძის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე კი ცოტა მეტი, -14, -19 გრადუსი დაფიქსირდება. ყინვის შედეგად მოსალოდნელია დაზიანდეს ციტრუსოვნები თუ დაკრეფილი არ არის ან თუ ლიმონს აქვს ახალი წამონაზარდი, მოიყინოს“,_ გვითხრა გვაზავამ. გვაზავას ინფორმაციითვე, გურიაში ხვალიდან გამოიდარებს და ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი. „ხვალიდან უნალექო ამინდი იქნება. ტემპერატურა მოიმატებს, შემდეგ დღეებში ყინვა თანდათან შესუსტდება. შაბათ- კვირას +13, +14 გრადუსი იქნება დაბლობში, მთაში +8, +10 გრადუსი და მაღალ მთაში +4, + 9 გრადუსი სითბო“,_ გვითხრა ... ...
  • ეკატერინე ტიკარაძე შეზღუდვების შემსუბუქების შესახებჯანდაცვის მინისტრის თქმით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო შეზღუდვების შემსუბუქებაზე კვირის განმავლობაში იმსჯელებს. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ამასთან დაკავშირებით საბჭოს ფორმატში ვმსჯელობთ ეკონომიკურ გუნდთან ერთად. ამ კვირაში მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს და შემდეგ უკვე საბჭოს გადაწყვეტილების ფორმატში გავაცნობთ საზოგადოებას“, - განაცხადა ტიკარაძემ. ცნობილია, რომ პირველი თებერვლიდან სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები ... ...
  • გიორგი გახარია: საქართველო მზადაა, ვაქცინაცია უახლოეს პერიოდში დაიწყოს„საქართველო მზადაა, ვაქცინაცია უახლოეს პერიოდში დაიწყოს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. „მოგეხსენებათ, წინა მთავრობის სხდომაზე, ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო დავალება ვაქცინაცის გეგმასთან დაკავშირებით მუშაობის დასრულებაზე და დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ამ გეგმის დამტკიცების თაობაზე. ეს სამუშაო ჯგუფი 15 დეკემბერს შეიქმნა, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა ყველა დაინტერესებულმა მხარემ მიიღო - საერთაშორისო პარტნიორებმა, დარგის სპეციალისტებმა, ეპიდემიოლოგებმა, სახალხო დამცველმა და დღეს ჩვენ უნდა დამატკიცოთ ეს გეგმა, რომლის საბოლოო მიზანია, 2021 წლის ბოლომდე საქართველოში მინიმუმ აცრილი უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების 60%, თუმცა ამ ძირითად მიზანთან ერთად ძალზედ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ტექნიკურ ნაწილს, მათ შორის იმ მიზნობრივ ჯგუფებს, რომლებიც ეტაპობრივად უნდა აიცრან. პირველ ეტაპზე, აიცრებიან ის მიზნობრივი ჯგუფები, რომლებიც ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან: სამედიცინო სფეროს თანამშრომლები, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულების ბენეფიციარები, ჩვენი ხანდაზმულები 75 წელს ზემოთ და შემდგომ უკვე 60-დან 75 წლამდე ყველა მოქალაქე. ამ გეგმის შემუშავებას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. მოგეხსენებათ, საქართველო ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად ჩOVAX-ის პლატფორმაშია გაწევრიანებული, რომელიც გულისხმობს ვაქცინის მოწოდებას და საქართველომ უკვე განაცხადა ამ პლატფორმაზე თავისი მიზანი, რომ უახლოეს მომავალში მოწოდებული იყოს მილიონნახევარი ვაქცინა. ჩვენ უკვე გადავრიცხეთ ეს ფინანსური რესურსი და მთავარი მიზანია, ტექნიკურ დონეზე ჯანდაცვის სისტემა იყოს მზად ამ მოცულობის ვაქცინაციის ჩასატარებლად ერთის წლის განმავლობაში. თუმცა მთავრობა აგრძელებს მოლაპარაკებას ორმხრივ რეჟიმში მწარმოებელ კომპანიებთან, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოში შემოვა მხოლოდ ის ვაქცინა, რომელიც ჯანმოს მიერ არის ავტორიზებული. ეს არის პრინციპული პოზიცია ჩვენი და ჩვენი ევროპელი პარტნიორების და ეს არის ზრუნვა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე“, - აღნიშნა გიორგი ... ...
  • გურიაში თოვლს „მასპინძლობს“ მანდარინი: „ეს საცოდაობა არაა? დააბრალეთ ახლა ხალხს!“„გურია ნიუსი“ დილიდანვე  უკავშირდება გურიის (ოზურგეთის) სოფლების  მცხოვრებლებს, ვისაც  მანდარინი მოუკრეფავი დარჩა. უფრო სწორად, არ მოკრიფეს იმის გამო, რომ ფიქრობდნენ,  მაინც დაულპებოდათ. ფაქტობრივად, ბევრს ეზარალა გასული წლის მოსავლის დიდი ნაწილი. _ასე გვეზარალა გაჭირვებით მოვლილი, შეწამლული ციტრუსოვანები. ეს საცოდაობაა. დააბრალეთ ახლა ხალხს, _ გვეხმიანებიან მეურნეები  კონჭკათიდან, ნატანებიდან, მერიიდან. _ კონკრეტული მფლობელის ბრალი ისაა, რომ ხეზე მაინც არ უნდა დატოვოს ნაყოფი, რომ ტოტები არ ჩამოხლიჩოს თოვლმა. _ ვიცით, გენაცვალე, მაგრამ, ადამიანი სულ იმედით  ცოცხლობს. არ მოვკრიფეთ იმიტომ, რომ იქნებ, გაგრძელდეს კარგი ამინდი-თქო. მოკრეფილი უფრო ადრე გაფუჭდებოდა, _ გვპასუხობენ გაბრაზებული მოქალაქეები. დღეს, როგორც ვიცით, სოფლის მეურნეობის საკითხებზე, პარლამენტში ანგარიშის მოსმენაა. გურიაში არსებული მდგომარეობის შესახებ, რომ ხალხი დიდი ხანია,  ითხოვს,  აშენდეს ერთი ქარხანა მაინც;  რომ ქარხანა, რომელიც არსებობს ნატანებში,  დიდი ხანია,  დაკეტილია,  _  ამ და კიდევ სხვა მწვავე პრობლემებზე, „გურია ნიუსი“  მალე ... ...
  • ფოტორეპორტაჟი დათოვლილი ჭაჭიეთიდანგურიაში უკვე რამდენიმე დღეა თოვს.  „გურია ნიუსი“ გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს დათოვლილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ... ...

არქივი