როგორ შევამციროთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღების ძლიერი მოთხოვნილება

ჩვენი რჩევები

როგორ შევამციროთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღების ძლიერი მოთხოვნილება

22 აპრ. 2018, 09:42:34

ახალი კვლევის თანახმად, ტეტრისის 3 წუთით თამაში ამცირებს ისეთ ძლიერ მოთხოვნილებებს, როგორიცაა საკვების მიღება, ალკოჰოლისა და სიგარეტის მოხმარება. ფსიქოლოგები ფიქრობენ, რომ ტეტრისი, რეტრო თავსატეხის ტიპის კომპიუტერული თამაში, ასრულებს ვიზუალური დისტრაქტორის (ყურადღების გადატანა) როლს, რაც ეხმარებათ ადამიანებს აკონტროლონ ძლიერი სურვილები და მოთხოვნილებები.

კვლევის ერთ-ერთი ავტორი, პროფესორი ჯეკი ანდრადე, ამბობს:

''ძლიერი მოთხოვნილებების ეპიზოდები, როგორც წესი, რამდენიმე წუთს გრძელდება, რომლის განმავლობაშიც, ინდივიდი ახდენს იმის ვიზუალიზაციას, რაც უნდა და იმას, რა ჯილდოს მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს ის. ძალიან ხშირად ეს გრძნობები დანებებისკენ უბიძგებს პიროვნებას. მაგრამ ტეტრისის თამაშით, დროის მცირე მონაკვეთებში, ხელს უშლით ტვინს, წარმოქმნას ასეთი მაცდური ხატები და ამ ხატების გარეშე ძლიერი სურვილები უფერულდება".

კვლევაში მონაწილეობდა 119 ადამიანი, რომელთა ძლიერი სურვილები წინასწარ გაიზომა. ისინი ან თამაშობდნენ ტეტრისს, ან ხვდებოდნენ საკონტროლო ჯგუფში. საკონტროლო ჯგუფის აქტივობა შემოიფარგლებოდა იმით, რომ მათ უნდა მოეცადათ მანამდე, ვიდრე ტეტრისი დაიწყებოდა, თუმცა საბოლოოდ თამაში არ იტვირთებოდა.

აღმოჩნდა, რომ მათ, ვინც 3 წუთით ითამაშეს ტეტრისი 24%-ით შეუმცირდათ ძლიერი მოთხოვნილებები, საკონტროლო ჯგუფთან შედარებით.

ტეტრისის დისტრაქტორად გამოყენების იდეა ეფუძნება თეორიას, რომ ვიზუალური ხატები ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი სურვილების დროს, როგორიცაა საკვების, სიგარეტის ან ალკოჰოლის მიღება.

თუ ვიზუალური მეხსიერება დაკავებულია სხვა დავალებით, მაშინ ეს სურვილები მცირდება, რადგან მეხსიერების მოცულობა შეზღუდულია.

შემდგომი კვლევების შედეგად, როდესაც ერთმანეთს შედარდება სხვადასხვა ვიდეო თამაშები და ადამიანთა ჯგუფები, შესაძლოა გამოინახოს ძალიან წარმატებული გზა, რომელიც დაეხმარება ადამიანებს მოთხოვნილებების შემცირებაში.

პროფესორი ანდრადე ფიქრობს: "კონტროლის გრძნობა მნიშვნელოვანი ნაწილია იმისა, რომ ვიყოთ მოტივირებული და ტეტრისის თამაში ეხმარება აკონტროლოს საკუთარი სურვილები, როცა ისინი განსაკუთრებით ძლიერია. ეს თამაში მარტივად ხელმისაწვდომია სახლში თუ სამსახურში და ანაცვლებს სტრესის შეგრძნებას, რომელიც თავად ამ ძლიერ სურვილებს მოაქვთ. ჩვენ გამუდმებით ვეძებთ ისეთ გზებს, რომლებიც სტიმულირებას მისცემს სურვილებს ჯანსაღი აქტოვობებისკენ.

მაგალითად, ვარჯიში, მაგრამ ეს თამაში ნეიტრალური აქტივობაა, რომელმაც შესაძლოა პოზიტიური შედეგი გამოიღოს."





 ახალი ამბები
  • "რატომ გვახრჩობთ, გვითხარით“ - საპროტესტო აქცია ფოთში"რატომ გვახრჩობთ, გვითხარით", _ ამ შინაარსის ტრანსფარანტებით ფოთში საპროტოტესტო აქცია გაიმართა. როგორც ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლები აცხდებენ, პორტის ტერიტორიაზე ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები ღია წესით მუშავდება.„აქ ვცხოვრობთ, როგორც აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები, ასევე, aდგილობრივები. მოვიწამლეთ, გარეთ ვერ გამოვდივართ. გოგირდს ვჭამთ. ბავშვები ვერ გაგვყავს სასეირნოდ. ხუთ ბავშვს გაუკეთეს ტყვიაზე ანალიზი და ხუთივეს მაღალი მაჩევენებელი აქვს. ფილტვები არ გვივარგა, ბრონქები არ გვივარგა და საშინელ დღეში ვართ. აიკრძალოს ამ ტვირთის შემოტანა. ეს პროდუქცია, რომელიც აქ მუშავდება, ჩვენს ჯანმრთლობას საფრთხეს უქმნის. საშინელი ხმაურია, ვერ ვსუნთქავთ, დაბინძურებულია ჰაერი. გაუსაძლის მდგომარეობაში ვართ. მოვითხოვთ ყურადღება მოგვაქციოს მერიამ, ალტერნატიული ფართით დაგვაკმაყოფილონ,“ _ თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ნონა შენგელიამ. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მიუწოდებენ, პრობლემა დროულად ... ...
  • “საიამ გადასცა სახელმწიფოს გირაოს თანხა, რომელიც გამოყო ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია ნიკა მელიას გირაოს თანხის გადახდასთან დაკავშირებით.  “ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდაზე ვიტყვი აქაც ორიოდე სიტყვას. საიამ გადასცა სახელმწიფოს გირაოს თანხა, რომელიც გამოყო ევროპულმა ფონდმა დენოკრატიისთვის (EED). ეს ნაბიჯი ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს, პოლიტიკური სიტუაციის დასტაბილიზებაში ჩვენი დიდი მხარდამჭერის, ევროკავშირისთვის გვერდში დადგომას. მაშინ, როდესაც ჩვენ შიდა პრობლემებს მეგობარი გვიგვარებს, ჩვენი ვალდებულება იყო, მას გვერდში დავდგომოდით. გვჯერა, რომ ეს ნაბიჯი კრიზისის განმუხტვას ხელს შეუწყობს და სხვა მნიშვნელოვან თემებზე - კოვიდი, სასამართლო და საარჩევნო რეფორმა, ეკონომიკა, შევძლებთ კონცენტრირებას. პ.ს. გირაო ნამდვილად გადავიხადეთ 14:56 საათზე და პროკურატურას ქვითარი გავუგზავნე მეილზე მათივე თხოვნით 17:42 საათზე მეილზე.“ -წერს ფეისბუქზე ნიკა ... ...
  • გიორგი ვაშაძე - გირაო გადახდილია, ველოდებით ნიკა მელიას უმოკლეს ვადაში გათავისუფლებას„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ევროკავშირის მიერ „ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე“ ნიკა მელიასთვის გირაოს გადასხდის საკითხს დადებითად აფასებს.  „მადლობა ჩვენს ევროპელ მეგობრებს უპრეცენდენტო ნაბიჯისთვის. გირაო გადახდილია, ველოდებით მელიას უმოკლეს ვადაში გათავისუფლებას. რაც მთავარია, შარლ მიშელის ევროპული თანხმობის დოკუმენტის კიდევ ერთი შედეგი გვაქვს და ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ. იმედი მაქვს, ყველანი დავკონცენტრირდებით ყველა პუნქტის რეალიზებისთვის, - აცხადებს გიორგი ვაშაძე. შეგახსენებთ, რომ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 000 ლარი გადახდილია. ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ნიკა მელიას გირაოს თანხა „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ გამოყო და ხელისუფლებას საია-მ ... ...
  • ვიოლა ფონ კრამონი: „მშვენიერია!_ ყველა პარტნიორმა, დანაპირები შეასრულაევროკავშირის მიერ ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდას ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერზე“ ეხმაურება. „მშვენიერია! კარგია იმის ნახვა, რომ ყველა პარტნიორმა, მათ შორის ევროკავშირმა, დანაპირები შეასრულა. შემდეგი ნაბიჯი იქნება ის, რომ ბატონი მელია ძალიან მალე დატოვებს საპატიმროს. ამ ქმედებამ საპარლამენტო მუშაობაში ჩასართავად ყველას გზა გაუხსნა“, – წერს ... ...
  • "პროკურატურის წინადადება ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ძალაშია"საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ უწყების წინადადება გირაოს გადახდის შემთხვევაში ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ძალაში რჩება. „როგორც კი თანხის გადარიცხვის ოფიციალური დოკუმენტი ან თანხა აისახება ანგარიშზე, პროკურატურის წინადადება ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, არის ძალაში“, – განუცხადეს "გურია ნიუსს" ... ...

არქივი