როგორ ვებრძოლოთ ფესვის კიბოს

ჩვენი რჩევები

როგორ ვებრძოლოთ ფესვის კიბოს

2018 სექ 10 13:06:21

ფესვის ბაქტერიული კიბო ბევრი კულტურული თუ ველური მცენარის დაავადებას იწვევს. ჩვენ არაერთხელ გვინახავს ახალგაზრდა ნარგავები, რომელთა შორის უცებ გამხმარა სრულიად საღი და კარგად განვითარებული ნერგი. ხნიერი ან შუა ასაკის მცენარეთათვის მისი მავნეობა უმნიშვნელოა, გარდა ვაზისა, რომლის შტამბს აზიანებს და მალევე ახმობს.

მცენარეს ავადმყოფობის გარეგნული ნიშნები არ ემჩნევა, როდესაც ფესვთა სისტემას გავუსინჯავთ. ფესვებზე სხვადასხვა ზომის, ზოგჯერ საკმაოდ დიდი, კვერცხისოდენა, თითქოს, გასიებული ადგილები ჩანს. გამოუცდელ თვალს ეს შეუმჩნეველი რჩება და ჰგონია, რომ უბრალოდ ფესვის ნაწილია. ასეთი კორძები გვერდით ან მთავარ ფესვზეა ხოლმე განვითარებული.

გვერდითი ფესვის დაავადება იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, როგორც მთავარი ფესვის. პირველ შემთხვევაში, შესაძლებელია შეჭრით მოვაცილოთ კორძი, დაავადებული ფესვის ნაწილიანად. ამას მცენარისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. თუ კორძის ფესვის მთავარ ღერძზეა, მაშინ მცენარე დაჩაგრულია და ავადმყოფობა ადვილად ემჩნევა.

ფესვებზე კორძების განვითარება გამოწვეულია პარაზიტი ბაქტერიების ფესვთა სისტემაზე დასახლებით. ბაქტერიების მოქმედებით, დაავადების ადგილას ქსოვილების სტიმულაციით. უჯრედები, ბაქტერიებით გაღიზიანების გამო სწრაფად მრავლდებიან და იქმნება კორძი. უკანასკნელი დასაწყისში რბილია, შემდეგ კი მაგრდება. ნიადაგში განვითარებული კორძები ხშირად სხვადასხვა მიკროორგანიზმით იშლება, ნიადაგშივე რჩება _ ბაქტერიები ნიადაგში იზამთრებენ. მცენარეთა ქსოვილებში მათი შეჭრისთვის აუცილებელია მექანიკურად დაზიანებული ადგილები _ ისე ბაქტერია ვერ შეიჭრება მცენარეში. დიდი მნიშვნელობა აქვს კიბოს გაძლიერებისთვის ჭარბ ტენიანობას, ნიადაგის რეაქციას. მაგალითად, ის ტუტე ნიადაგებზე უფრო გვხვდება, ვიდრე მჟავეზე.

ბაქტერიული ფესვის კიბოს მავნეობა მნიშვნელოვანია ფესვის ყელისა და მთავარი ღერძის დაავადების დროს სანერგეებში. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ სანერგე მეურნეობაში თითოეული ძირის განვითარების პროცესს. მართალია, მავნეობა არ ემჩნევა, მაგრამ მაინც არასასურველია, რადგან ნაკრძალი ადგილებიდან, ხშირად, სხვა სოკო-პარაზიტები ან მავნებლები იჭრებიან ხოლმე მცენარეში და მის ხმობას იწვევენ.

უნდა გვახსოვდეს, რომ კიბო, საზოგადოდ, მცენარეს ასუსტებს და განსაკუთრებით მგრძნობიარეს ხდის ყინვებისადმი. სწორედ ამ დროს შეგვიძლია კარგად შევამჩნიოთ, რომელ ნერგს უჭირს და მოვახდინოთ მისი რეაბილიტაცია.

უმთავრესი ბრძოლა ხეხილის ფესვის კიბოს წინააღმდეგ, ძირითადად, უნდა ჩატარდეს სანერგეში. ბრძოლის საშუალებებია: დაავადებულ მცენარეთა ფესვიდან კორძების მოჭრა, თუ გვერდითა ფესვზეა, ფესვთა სისტემის ერთპროცენტიანი შაბიამნის ხსნარით დეზინფექცია, შემდეგ კი წყლით გარეცხვა. არსებობს მეორე წესიც: ხუთპროცენტიანი შაბიამნის ხსნარის, თიხისა და ქვიშის ნარევში ამოვავლოთ ფესვები და ისე დავრგოთ ან გავიტანოთ გასაყიდად.

სანერგეებიდან მასალის გატანისას მნიშვნელოვანია და ძალიან კარგი იქნებ,ა თუ დავიცავთ საკარანტინო წესებს.




 ახალი ამბები
  • ვის ჩაუტარდება სწრაფი ტესტირება - COVID-19-ის ტესტირების ახალი ალგორითმებიახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ალგორითმის თანახმად, სწრაფი ტესტით ანტისხეულებზე სკრინინგი ჩაუტარდებათ ორგანიზებულ ჯგუფებსა და თავშეყრის ადგილებში მყოფ პირებს. იმ პირთა წრეზე, რომლებსაც კორონავირუსზე ტესტირება სხვადასხვა მეთოდით უნდა ჩაუტარდეთ, საუბარია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის პირველი აპრილით დათარიღებული ბრძანების დანართში. ჯგუფებს შორის, რომელთაც სწრაფი ტესტებით სკრინინგი უნდა ჩაუტარდეთ, დასახელებულნი არიან: პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები, თავდაცვის ძალები და საეკლესიო პირები, ხოლო თავშეყრის ადგილების ჩამონათვალი, სადაც სკრინინგი უნდა ჩატარდეს, ასეთია: მონასტრები, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებები და სტაციონარული ფსიქიატრიული დაწესებულებები. „უსიმპტომო პირებს უტარდებათ სკრინინგი ანტისხეულებზე სწრაფი ტესტით, პარალელურად შესაძლებელია ანტიგენის სწრაფი ტესტის ჩატარებაც. თუ ორგანიზებულ ჯგუფებთან მყოფ პირებს დაუდგინდებათ ინფექცია, ისინი განიხილებიან, როგორც სავარაუდო კონტაქტები და მიეცემათ თვითიზოლაციის ინსტრუქტაჟი“, – ნათქვამია დოკუმენტში. სწრაფი ტესტირება უტარდება მაღალი რისკის კონტინგენტსაც, ამ კატეგორიაში განიხილება შემდეგი პრიორიტეტული ჯგუფები: თვითიზოლაციაში მყოფი პირები, რომლებიც არიან დადასტურებული შემთხვევის ახლო კონტაქტები. სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილ საკარანტინე სივრცეებში მყოფი პირები, რომლებიც არიან დადასტურებული შემთხვევის ახლო კონტაქტები და იზოლაციისთვის (კარანტინი) განკუთვნილ 14 დღის განმავლობაში უვლინდებათ COVID-19-თვის დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომები. სიმპტომური პაციენტები მაღალი რისკის ზონებიდან. პირები სპეციფიკური სიმპტომების მქონე პაციენტების კლასტერიდან (კლასტერი = 2 ან მეტი ადამიანი სპეციფიკური სიმპტომებით). უსიმპტომო პირები, მაღალი რისკის ჯგუფებიდან სტრატეგიულ ობიექტებში, მათ შორის, უსიმპტომო მედპერსონალს ადგილზე უტარდება სწრაფი ტესტი ... ...
  • ნასაკირალის ამბულატორიის შუა ფლიგელი ჩამოინგრანასაკირალის ამბულატორიის შუა ფლიგელი ჩამოინგრა, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. ასეთ საშიშ პირობებში უწევთ სოფლის ექიმებს მუშაობა, იმ ფონზე, როცა ხელისუფლებამ მილიონამდე ლარი დახარჯა ახალი ამბულატორიების ასაშენებლად, ნასაკირალში და კიდევ 3 სოფელში. მავნებლურად არ ხსნიან უკვე თვეებია, ამ მძიმე ვითარებაშიც ექიმებს და მოსახლეობას რისკის ქვეშ აყნებენ ყოველდღიურად! _ ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ბესო ქათამაძე ... ...
  • სექსუალური შევიწროება კარანტინში_ რას ამბობს ჯანდაცვის სამინისტრო ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომელიც  საკარანტინე სივრცეში სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებულ პირს ეხება. „ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული პირი არ არის ჯანდაცვის სამინისტროს ან/და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელი. სამინისტრო, შესაბამის ორგანოებთან ერთად, მოახდენს აღნიშნული საკითხის მუდმივ მონიტორინგს და გამოძიების შედეგის შესაბამისად, შემდგომ რეაგირებას”,_ ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრეცელებულ ინფორმაციაში. გავრცელებული ინფორმაციით, კარანტინში ექიმმა  კორონავირუსზე შემოწმებისას პაციენტი სექსუალურად ... ...
  • კობახიძე: „9 აპრილმა დამოუკიდებლობის აღდგენა მოიტანა" „9 აპრილი არის გმირობის დღე. 9 აპრილი არის ტრაგიკული დღე თუმცა, ეს არის ასევე, ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე და სწორედ, 1989 წლის 9 აპრილმა 2 წლის შემდეგ, შედეგად მოიტანა ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა", - აღნიშნულის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წამომადგენელმა ირაკლი კობახიძემ ტვ „იმედის" გადაცემაში „ქრონიკა" ... ...
  • გომელაური: სასულიერო პირის ოჯახზე პოლიციის მხრიდან ძალადობა არ მომხდარაშინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ჭიათურაში სასულიერო პირის ოჯახის წევრებზე ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის პოლიციის მხრიდან ძალადობა არ მომხდარა. „სამწუხაროა, როცა ასეთი რამ ხდება, არა მარტო საქართველოში, მსოფლიოში.  ცრუ ინფორმაცია გავრცელდა. მე შევასწავლინე ჩვენს გენერალურ ინსპექციას ეს თემა. არაფერი არ მომხდარა. არსებობს ძალიან ბევრი სამსახური - პროკურატურა, სახალხო დამცველი, სახელმწიფო ინსპექტორი, რომლებსაც შეუძლიათ, მიმართონ და გამოიძიონ, გამოიკვლიონ და დავსაჯოთ ის ადამიანები. მაგრამ მე გეუბნებით და ამას თამამად ვიძახი, ეს არ მომხდარა, რომ ცემეს ვიღაც, ან გარეთ ძალით წაიყვანეს, შეუზღუდეს თავისუფლება და ა.შ. - არ არის ეს სწორი ინფორმაცია.  მოიკვლევენ და ნახავთ. მოკვლევა დასრულებული არ არის. ოპერატიული ინფორმაცია, რაც მაქვს, დარწმუნებით გეუბნებით, რომ ეს არ მომხდარა. არანაირი ძალადობა სასულიერო პირის ოჯახზე არ ყოფილა“, - განაცხადა შინაგან საქმეთა ... ...

არქივი