როგორ ვებრძოლოთ პირუტყვის კანქვეშა ბორას

ჩვენი რჩევები

როგორ ვებრძოლოთ პირუტყვის კანქვეშა ბორას

2018 ივნ 8 11:59:16

ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის კანქვეშა ბორა უდიდეს ზარალს აყენებს მეცხოველეობას. ბორას ინვაზიით დაავადება იწვევს ტყავის საუკეთესო ნაწილის მატლებით დაზიანებას, ხორცის და რძის დიდ დანაკარგებს. ბორას მატლებით ინტენსიური დაინვაზირების შემთხვევაში ცოცხალი წონის დანაკარგები საშუალოდ ერთ სულ პირუტყვზე შეადგენს 20-30 კილოგრამს. აქ შედის ცოცხალი წონის დანაკარგი, რომელიც გამოწვეულია ბორას ბუზის ფრენით, ცხოველის ორგანიზმში მატების არსებობით და დაკლული ცხოველის გასუფთავებით ხორცის იმ უვარგისი ნაწილებისგან, რომლებიც გამოწვეულია მატლების ლოკალიზაციით.

ბორას ბუზის ფრენის დროს პროდუქტიულობაც ეცემა, ცხოველები მოუსვენრობენ, ფეხებს მიწაზე ურტყამენ და გარბიან. პირუტყვი საძოვრიდან ნახევრად მშიერი ბრუნდება. განსაკუთრებით დიდია პროდუქტიულობის დაცემა მეწველ პირუტყვში, რაც გამოწვეულია არა მარტო მატლების პარაზიტობით ცხოველის ორგანიზმში, არამედ ბორას ბუზის ფრენითაც. ასეთ შემთხვევაში რძის დანაკარგები ყოველდღიურად შეადგენს 25%-ს, რაც გრძელდება 3-4 თვის განმავლობაში.

ორგანიზმში მოხვედრილი მატლის მოძრაობის შესახებ საბოლოო აზრი არ არსებობს. ფიქრობენ, რომ მისი მოძრაობა დაკავშირებულია მატლის მიერ გამოყოფილ ფერმენტთან, რომელიც შლის ცხოველის ორგანიზმის შემაერთებელ ქსოვილს, იკვებება დაშლილი ქსოვილით და ამავე დროს ხდება მისი გადაადგილება. მატლს შეუძლია დღე-ღამის განმავლობაში გადაადგილდეს 5 სანტიმეტრით.

კანქვეშა ბორას საწინააღმდეგო კომპლექსური ღონისძიების გატარება მოიცავს საერთო პროფილაქტიკურ ღონისძიებას, საზაფხულო პროფილაქტიკურ ღონისძიებას აკარიციდების შესხურებით, ადრეულ ქიმიოტერაპიას და კლინიკურად დაინვაზირებული პირუტყვის გარეგან დამუშავებას.

საერთო პროფილაქტიკური ღონისძიება გულისხმობს იმას, რომ არ დავუშვათ დაუმუშავებელი პირუტყვის გარეკვა საზაფხულო საძოვრებზე. ბორას ბუზის მასობრივი ფრენის დროს პირუტყვი უნდა გავაჩეროთ ჩრდილში, თავშესაფარში და საძოვარზე უნდა გამოვიყვანოთ ღამით.

როგორ უნდა მოვახდინოთ პირუტყვის საზაფხულო პროფილაქტიკური შესხურება? ეს უნდა მოხდეს ბორას ბუზის ფრენის დროს. შესხურება უნდა ვაწარმოოთ სადეზინფექციო დანადგარების საშუალებით. შესხურების ჩასატარებლად უნდა მოეწყოს პირუტყვის შესარეკი ბაგები, სადაც მოხდება პირუტყვის დამუშავება.

ვეტერინარი მუშაკების მითითებით, შესასხურებელი პრეპარატის გამოყენებას ახდენენ ყველა ასაკის პირუტყვზე, გარდა მაკეობის უკანასკნელ პერიოდში მყოფი ფურებისა და სამი თვის ასაკის ხბოებისა.

 საზაფხულო შესხურების შედეგად დამუშავებულ ფურებს წველის წინ აუცილებლად უნდა მოვბანოთ ცური. ამ მეთოდის გამოყენება ხელსაყრელია იმდენად, რამდენადაც მისი გატარების დროს ვებრძვით არა მარტო ბორას ინვაზიას, არამედ სხვა სისხლის მწოვ ექტოპარაზიტებსაც. დამუშავებებს შორის შუალედი, კანქვეშა ბორას წინააღმდეგ ღონისძიებების გატარებისას, შეადგენს 15-20 დღეს, ხოლო როდესაც ერთდროულად ვატარებთ ტკიპების საწინააღმდეგო ღონისძიებებსაც. დამუშავება ხდება ყოველ შვიდ დღეში ერთხელ.

 თამაზ კილაძე,
ვეტექიმი




 ახალი ამბები
  • გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლედ განამწესეს იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. მიქაუტაძის კანდიდატურას საბჭოს 11-მა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. მიქაუტაძესთან ერთად საქალაქოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში ნიკოლოზ მარსაგიშვილი გაამწესეს. საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2 ვაკანსიაზე 28 კანდიდატი ... ...
  • WHO : მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზეჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი ქალაქებში ცხოვრობს, 2050 წლისთვის კი, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შედეგად, ქალაქებში კიდევ 2.5 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს. აღნიშნული ტენდენცია კი  ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზე, რომ ხელი შეეწყოს ჯანსაღ ცხოვრებას ქალაქში. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, ხალხი ქალაქში საცხოვრებლად ცხოვრების გასაუმჯობესებლად გადადის. თუმცა, ურბანული ცხოვრება  საზოგადოების ჯანმრთელობის სფეროში ბევრ გამოწვევას ქმნის. მაგალითად, არის  ქალაქები, რომლებსაც არ აქვთ სუფთა წყლის, სანიტარიისა და ნარჩენების მართვისთვის ეფექტური სისტემები, სადაც შეგხვდებათ ისეთი დაავადებები, როგორიცაა ქოლერა და დიარეა. ქალაქები ასევე დგანან დაბინძურებული ჰაერის, არაჯანსაღი კვების და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის წინაშე. გარდა ამისა, საგზაო უსაფრთხოება და ძალადობა არის მუდმივი შეშფოთების საკითხი, ისევე როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობა. ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, რომელიც ცდება ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობას. ეს მოიცავს ინფრასტრუქტურულ საკითხებს, ასევე დასაქმების, განათლებისა და საკვებ პროდუქტზე ხელმისაწვდომობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით,  უნდა შეიქმნას ქალაქები, რომლებიც მათი დიზაინით, პოლიტიკით და პროგრამებით ჯანმრთელობას ხელს შეუწყობენ.       ... ...
  • ევაკუაცია ყავლაშვილის ქუჩაზე_ ჩამონგრეულია სახლის ნაწილითბილისში, შოთა ყავლაშვილის ქუჩაზე 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მისვლისთანავე მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით, ამავე შენობასა და მის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე მიღებულია უსაფრთხოების ზომები.       ... ...
  • ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების მოთხოვნას _ ბახტაძეჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიც არის შრომის უფლებები, უსაფრთხოება, სამედიცინო მომსახურება ადგილზე, კვება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ორივე მხარეს, მისაღებ შედეგებზე დროულად ჩამოყალიბდნენ.„მე ვიცი, რომ ამავე დროს, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მათ გააკეთეს შეთავაზება და მინდა ორივე მხარეს ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მეტი ინტენსიური დიალოგის შედეგად დროულად ჩამოვყალიბდეთ მისაღებ შედეგებზე. ეს არის სისტემური მნიშვნელობის მქონე საწარმო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, _ განაცხადა მამუკა ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24-27 მაისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა, 25-27 მაისს იქროლებს ძლიერი ქარი. 24-25 მაისს ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +26, +31, ხოლო 26-27 მაისს +22, +27 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში, ძირითადად, ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსი იქნება.     ... ...

არქივი

ზაფრანი

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...

შაოლინის მონასტრის დიეტა

დიეტით მხოლოდ ლამაზი ქალბატონები როდის...

როგორ ვებრძოლოთ სლოკინს

სლოკინთან დაკავშირებით შესაძლოა ბავშვობა და...

როგორ მოვიშოროთ კბილის ტკივილი

ყველაზე მარტივი რეცეპტები: მოამზადეთ "სალბის"...

გინდათ, არასდროს გასუქდეთ?

ზოგიერთი ჩვენგანი თვით ბუნებამ დაასაჩუქრა,...