როგორი ფორმით გაღივებული კარტოფილი გამოდგება საუკეთესო სათესლე მასალად

ჩვენი რჩევები

როგორი ფორმით გაღივებული კარტოფილი გამოდგება საუკეთესო სათესლე მასალად

26 იან. 2018, 11:10:30

თუ დავაკვირდებით სარდაფში შენახულ კარტოფილს, შევამჩნევთ, რომ თბილი ამინდის დადგომისთანავე, კარტოფილის გორგლებიდან თეთრი, მოგრძო ყლორტები გამოიზრდება. ეს კარტოფილის ნორჩი ღეროებია, რომლებიც უსინათლობის გამო, გრძელ ყლორტებად იზრდება. ეს ხდება უსინათლობის გამო, სიმყიფის გამო კი ადვილად წყდება გორგლებს. კარტოფილის ასეთი გაღივების დროს, გოგრგლებში საკვები ნივთიერება რამდენადმე მცირდება.

სიბნელეში გაღივებული კარტოფილის საჭმელად გამოყენება მაწყენარი არ არის, მაგრამ თუ ამ კარტოფილს დავთესავთ, ასეთი გაღივება უარყოფით გავლენას ახდენს მოსავალზე. არადა, ბევრი ფიქრობს, რომ ასე გაღივებული კარტოფილი დასათესად კარგია.

სიბნელეში გორგალზე, პირველ რიგში, ღივდება ჯანსაღი და ძლიერი ღივები. როცა ეს ყლორტები ადვილად წყდება, გორგალი საუკეთესო ღივებს კარგავს. შემდეგ გაღივებული ღივები უფრო სუსტი იქნება და დაგვიანებითაც გაღივდება. დათესვის დროს იმ ყლორტების შენარჩუნება, რომლებიც სიბნელეში წარმოიშვა, ძალიან ძნელია. გარდა ამისა, ყლორტები ძალზე სუსტ ღეროებს იძლევიან. ამიტომ დავიხსომოთ ის, რაც ბევრმა არ იცის _ დასათესად გამოვიყენოთ მხოლოდ გაღივებული გორგლები, რომელსაც არ აქვს წანაზარდი გრძელი ყლორტები.

კარტოფილი რომ გრძელი ყლორტების წარმოუქმნელად გაღივდეს, მთავარია სინათლე. ამიტომ, თუ გვინდა კარგი სათესლე მასალა გვქონდეს, გაუღივებელი კარტოფილის გორგლები მოვათავსოთ ისეთ ოთახში, სადაც სინათლეა. თხელ ფენად დავყაროთ ან ღია კალათებში დავტოვოთ. ვნახავთ, რომ ღივები არა გრძელი ყლორტების სახით, არამედ, მწვანე ფოთლების სახით, პაწია როზეტებს წარმოქმნიან გორგლებზე. თუმცა ღეროებს არ გაიკეთებს. ასე გაღივებული კარტოფილი არის საუკეთესო სათესლე მასალა. შეგიძლიათ გადაზიდოთ, გადააადგილოთ, ნიადაგში ჩათესოთ ამ ღივების დაუზიანებლად. ყველა კარგი მეურნე კარტოფილის თესლის გაღივების ასეთ მეთოდს უნდა მიმართავდეს.

საადრეო კარტოფილმა, განსაკუთრებით თუ სინათლეზე წინასწარ გაღივებული გორგლებით არის დათესილი, შეიძლება შუა ზაფხულში მოგვცეს მოსავალი. თუ ამ მოსავლის გორგლებს მოსავლის აღებისთანავე დავთესავთ, შემოდგომამდე მოასწრებს მეორე მოსავლის მოცემას, მაგრამ უფრო ხშირად ეს გორგლები არ ღივდება ან მათი აღმონაცენები ძლიერ იგვიანებს.

ასევე საინტერესოა, როგორ მოვიყვანოთ ერთი გორგლიდან კარტოფილის რამდენიმე ბუჩქი?

კარტოფილის დიდი გორგლები პატარა გორგლების ზომაზე უნდა დავჭრათ ან გორგლებიდან ამოვჭრათ ღივები და თან მივაყოლოთ გორგლის გარკვეული ნაწილი. თითოეული გორგლიდან შეგვიძლია 7-8, ზოგჯერ კი 10 ღივი მივიღოთ და გორგლის ნაწილი საჭმელად დავიტოვოთ. ამოჭრილ ღივს, დაახლოებით კაკლისოდენა ნაწილი უნდა გავაყოლოთ. თუ ჩაის კოვზს ნაპირს ავულესავთ, საუკეთესო საშუალება იქნება ასეთი ფორმის სათესლე მასალის ამოსაკვეთად. შემდეგ ეს ღივები ჩვეულებრივი კარტოფილივით დავთესოთ. ნიადაგი განოყიერებული უნდა იყოს, რადგან მწირ მიწაზე მოსალოდნელია მოსავლის გარკვეულწილად შემცირება. თუმცა, თესლის დიდი ეკონომია ამას ანაზღაურებს.

განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ხერხს ჯიშიანი კარტოფილის გასამრავლებლად, როცა ცოტა გვაქვს ჯიშიანი გორგლები. არის შემთხვევები, როცა კარტოფილის დასათესად იყენებენ კარტოფილისავე ნაფცქვენებს და შესანიშნავ მოსავალს იღებენ. აქაც აუცილებელია კარგად განოყიერებული ნიადაგი და თესვის დროულად ჩატარება.

კარტოფილის მიღება გორგლების ნაცვლად თესლისგან, მრავალმხრივ ხელსაყრელია: დასათესად საჭიროა ცოტა თესლი. მაგრამ კარტოფილის თესლის დათესვის დროს, პირველ წელს მცენარე მოგვცემს წვრილ გორგლებს, რომლებიც მეორე წელს უკვე ნორმალური ზომის გორგლებს მოგვცემენ. თესლის გამრავლებას ეს ვერ დააბრკოლებს, ვინაიდან წვრილი გორგლები თავისთავად უკვე კარგი თესლია _ ესაა, მოხმარებისთვის ასეთი მოსავალი არ იქნება ხელსაყრელი.




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთში _ არიან დაშავებულებიცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთვევხევა მოხდა ფოთში. როგორც ადგილიდან "გურია ნიუსისს" ჟურნალისტი იუწყება, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. წინასწწარი ინფორმაციით, დაშავებულებია ოთხი მგზავრი. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. ... ...
  • “მინდოდა ჩემი შვილის გვერდით ვყოფილიყავი და ყველაფერ საშინელებას ვუძლებდი“83 წლის ლამარა წიქარიძე აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ზური წიქარაძის დედაა.  “მე ვარ 83 წლის. ვმუშაობ შეძლებისდაგვარად ჩაის პლანტაციებში. ჯანმრთელად ვარ და არანაირ ავადმყოფობას არ ვგრძნობ. ვფიქრობ, რომ ცოტა ხანი ვიცოცხლო და ვიცხოვრო ჩემი შვილიშვილების ხათრით“, _ ამბობს “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ლამარა წიქარაძე. ლამარა წიქარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში ცხოვრობს. იმ დროს, როდესაც აფხაზეთში ომი დაიწყო, ის მეუღლესთან სოსო წიქარიძესთან ერთად იმყოფებოდა სოხუმში. ლამარა წიქარაძე: გურიაში ვაპირებდით ჩამოსვლას, რადგან ზურის შვებულება ეწყებოდა. შვებულების ფურცელზე ხელი არ ჰქონდა მოწერილი იმ სამსახურის უფროსს, სადაც ზური მუშაობდა და ამიტომ გაგვიგრძელდა ყოფნა სოხუმში. აფხაზეთის ომში ჩემი შვილი ზური წიქარიძე გმირულად გარდაიცვალა. ის სოხუმში თან სწავლობდა და თან მუშაობდა. ის იყო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი, როდესაც ომი დაიწყო. ჩემი შვილი შინაგან ჯარში მუშაობდა და ომის დროს ქალაქიდან არ უნდა გასულიყო, მაგრამ... მას სთხოვეს დახმარება და წაიყვანეს სოფელ შრომაში. სოფელზე, სადაც ისინი წავიდნენ, მოხდა თავდასხმა, მოულოდნელი თავდასხმა იყო. მან გადაწყვიტა თავის მეგობართან ერთად ახალგაზრდები (ჯარში 25 ახალგაწვეულის სიცოცხლე იხსნა ზურიმ და მისმა მეგობრებმა) გამოეყვანა სამშვიდობოს. მოახერხეს კიდეც, იბრძოდა მანამ, სანამ ტყვიები, არ დაუმთავრდათ. ამის შემდეგ კი დაიჭერეს რუსმა სამხედროებმა და ცოცხლად დაწვეს. ჩემმა მეუღლემ კი დაიწყო გარდაცვლილი შვილის ძებნა, უიარაღოდ იყო და ისე ეძებდა. მან იპოვა ზურის დამწვარი სხეული და განადგურებულებმა ჩამოვასვენეთ ოზურგეთში, სოფელ ნაგომარში. მინდოდა ჩემი შვილის გვერდით ვყოფილიყავი და ყველაფერ საშინელებას ვუძლებდი. ერთ ამბავს კიდევ გავიხსენებ... ბოლოს, ძებნა რომ გაგვიჭირდა ჩემი შვილის, ბატონ ჟიული შარტავასთავან მივედი განცხადებით. მან კი მითხრა, არ მინდა განცხადება, ქალბატონო, თქვენ სახეზეც ვკითხულობ, როგორ იწვით ახლაო. ისე გააკეთა, რომ კიდევ ორი დღე მოგვცა შვილის ძებნის უფლება. არ გვქონდა უკვე ქართველებს ჩვენს მიწაზე თავისუფლად გადაადგილების უფლება. ამის შემდეგ სასწაული მოხდა და ვნახეთ ჩემი შვილი. ლამარა წიქარიძე ჩვენთან საუბრის დროს აცხადებს, რომ რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა და ის მშვიდობიანი გზით დაკარგულ ტერიტორიებს არ გადმოგვცემს. “ომით დაკარგულ ტერიტორიას ომით დაბრუნება უნდა, სხვანაირად დაკარგულ ტერიტორიებს ვერ დავიბრუნებთ. მე, არ მჯერა რუსეთის კეთილსინდისიერების. აფხაზეთში იბრძოდნენ რუსები და ისინი აპირისპირებდნენ ქართველებს და აფხაზებს. თქვენ გგონიათ აფხაზები იბრძოდნენ თავიანთი ძმების წინააღმდეგ? ჩვენი ტანკები დაჩახჩახებდნენ, დანგრეულები. რუსების ტანკები კი დასრიალებდნენ, ანგრევდნენ შენობებს, გადამცემ ხაზებს, ელექტრო ბოძებს. ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე, რადგან ვიდრე ჩემი გარდაცვლილი შვილი არ ვნახე, მანამ არ დამიტოვებია სოხუმი.“ ზურის დაღუპვის შემდეგ, რამდენი თვეში სოფელ ნაგომარში მამამისი, სოსო წიქარიძე გარდაიცვალა. “10 წლის განმავლობაში სახლიდან არ გადავდიოდი. მაგრამ შემდეგ დავარწმუნე თავი, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლებოდა. შვილებს და შვილიშვილებს დახმარება უნდოდათ. ახლა კი მყავს ორი შვილი, შვიდი შვილიშვილი და ხუთი შვილთაშვილი. მინდა, რომ ეს თაობა მოესწროს საქართველოს მთლიანობას და მშვიდობიან ქვეყანაში ... ...
  • "გადაწყვეტილება შეიცვალა" _ ჩოხატაურელი და ლანჩხუთელი ბავშვები სწავლას მერხებთან გააგრძელებენცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გურიის რეგიონში ყველა საჯარო სკოლა ონლაინ სწავლებაზე გადავიდოდა. თუმცა, გადაწყვეტილება მალევე შეიცვალა და ცნობილი ხდება, რომ ჩოხატაურელი და ლანჩხუთელი ბავშვები სწავლას ისევ მერხებთან გააგრძელებენ. "საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიით გურიის რეგიონში შექმნილი ვითარების გამო, ონლაინ სწავლების რეჟიმზე უნდა გადასულიყო რეგიონის ყველა საჯარო სკოლა. თუმცა, გადაწყვეტილებაში ჩაერია განათლების სამინისტრო და ვინაიდან, ჯერჯერობით, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ვირუსი ისე ფართო მასშტაბით არაა გავრცელებული, როგორც ოზურგეთშია, გადაწყდა, რომ ლანჩხუთისა და ჩოხატაურის სკოლების ყველა მოსწავლე მერხებთან გააგრძელებს სასწავლო პროცესს", _ გვითხრა ჩოხატაურის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა შორენა ... ...
  • გურიაში ყველა სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადადისსაკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გურიის რეგიონის ყველა სკოლა გადადის დისტანციურ სწავლებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით მასწავლებლებს მიეცათ დავალება, რომ მოსწავლეები სკოლაში არ მისვლის შესახებ გააფრთხილონ, შეადგინონ ცხრილი საგნის მასწავლებლებთან შეთანხმებით, გაითვალისწინონ რომ 5 საათიან საგანს ექნება 3 ონლაინგაკვეთილი, 4 საათიანს-3, 3 საათიანს-2,  2 საათიანს - ... ...
  • "ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს" _ ზურაბ ნასარაია (R)სოხუმის დაცემის 27-ე წლისთავთან დაკავშირებით გურიაში მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ვეტერანებთან ერთად დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი და ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავი გვირგვინებით შეამკეს. "საბრძოლო მოქმედებების დროს გურიიდან 40 ჯარისკაცი დაიღუპა და უგზო-უკვლოდ სამი მებრძოლი დაიკარგა. ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს,“ - განაცხადა გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ. ... ...

არქივი


free polls