როგორი ფუტკარი უნდა შეიძინოს დამწყებმა მეფუტკრემ

ჩვენი რჩევები

როგორი ფუტკარი უნდა შეიძინოს დამწყებმა მეფუტკრემ

2019 აპრ 15 14:01:52

დღეს უფრო და უფრო მეტი ადამიანი გამოთქვამს სურვილს, გახდეს მეფუტკრე, შეიცნოს მისი საიდუმლოება და გაიუმჯობესოს საკუთარი ეკონომიკა.

ფუტკრის შეძენამდე დამწყები მეფუტკრე უნდა განეწყოს მწერისადმი განსაკუთრებული სიყვარულით, შეისწავლოს მისი ბიოლოგია და კარგად გაეცნოს ფუტკრის ოჯახის ცხოვრებას. თუ სად შეიძენთ ფუტკარს, არ აქვს მნიშვნელობა, ეს შეიძლება საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე. იცოდეთ, რომ საზღვარგარეთიდან ფუტკრის შემოყვანა აკრძალულია _ საქართველო ამ მხრივ ნაკრძალად არის გამოცხადებული, რათა დაცული იქნეს მსოფლიოში აღიარებული ქართული ფუტკრის ხალასი ჯიში.

ფუტკრის შეძენამდე კონსულტაცია გაიარეთ გამოცდილ სპეციალისტთან. მერე შეარჩიეთ საფუტკრე ადგილი ეზოში ან ბაღში. კარგია, თუ საჩრდილობლად ხეები ექნება. არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს ავტოფარეხთან ახლოს ან საქონლის ბოსელთან, ავტომაგისტრალთან და მდინარესთან, მეწყრულ და ზვავსაშიშ ადგილებზე. ახლოს უნდა იყოს სასმელი და სახმარი წყალი, ასევე, გასასვლელი გზა.

ფუტკრის ოჯახების მოყვანამდე წინასწარ გააკეთეთ სადგამები, 40-50 სმ სიმაღლეზე. საფრენები ჰქონდეს აღმოსავლეთით, რათა დილის მზემ ადრე შეხედოს, სკა 2-3 სმ-ით წინ დახრილი დავტოვოთ. ასე ფუტკარს ნაგვის გამოტანა გაუადვილდება და წყალიც უკეთ ჩამოიღვრება სახურავიდან. რიგთაშორის მანძილი 2-3 მეტრამდე უნდა იყოს, სკებს შორის დაშორება კი _ მეტრნახევარი. სკების გარშემო მაღალი ბალახები არ უნდა იყოს, სკის წინა მხარეს დასაფრენ ფიცარზე მივადგათ დამატებითი მისაფრენი ფიცარი, რომ ღალიდან დაბრუნებული, დაღლილი ფუტკარი ძირს არ დაეცეს და უვნებლად დაფრინდეს ფიცარზე. ვიქონიოთ საფუტკრე ჟურნალი და დავნომროთ ფუტკრის ოჯახები _ ნუმერაცია დაგვეხმარება დედების ასაკის, საკვებისა და სხვა ჩასატარებელი სამუშაოების ცოდნაში.

საფუტკრეში ვიყოლიოთ ჯანმრთელი ფუტკრის ოჯახები. ამასთან დროულად, გრაფიკის მიხედვით ჩავუტაროთ სამკურნალო, პროფილაქტიკური ღონისძიებები. ქურდობის თავიდან აცილების მიზნით, დავიცვათ ფუტკრის კვების აუცილებელი წესები. ყოველ ორ წელიწადში მოვახდინოთ დედა ფუტკრის შეცვლა, ბუდის ფიჭების განახლება ხარისხიანი საშენი ფიჭებით. სამკურნალო პრეპარატების შეძენისას, პირველ რიგში, დააკვირდით გამოცემის თარიღს. არ იყოს ვადაგასული და ამასთანავე უნდა იყოს ლიცენზირებული.

წინასწარ შევიძინოთ მეფუტკრისთვის აუცილებელი მოწყობილობები _ პირბადე, ასტამი, საბოლებელი, ჩარჩოები, ასაშენებელი ფიჭები, ჩარჩოში გასაბმელი მავთული, ლურსმანი, ცვილის გამოსადნობი ჭურჭელი, თაფლის საწური, მეფუტკრის დამხმარე ყუთი, ფიჭების გადასატანი ყუთი, გალია და სპეცტანსაცმელი _ სასურველია იყოს თეთრი.

ფუტკრის შეძენა ყოველთვის შეიძლება, მაგრამ უკეთესია კარგად გამოზამთრებული, მარტ-აპრილის თვეში, როცა წინაა მთავარი ღალიანობა. ოჯახი ჩქარა გაძლიერდება და კარგი ღალიანობის პირობებში, თაფლსაც უხვად გამოვიღებთ.

სასურველია, ფუტკრის შეძენამდე ვიფიქროთ, ვისგან ვყიდულობთ. ზოგ საფუტკრეში ფუტკარი დაავადებულია, მოძველებულია ბუდის ფიჭები, არ უვარგათ საფუტკრეში სანიტარული მდგომარეობა. ვურჩევ დამწყებ მეფუტკრეს, დახმარებისთვის მიმართოს გამოცდილ სპეციალისტს ან სულაც მივიდეს უახლოეს მეფუტკრეთა კავშირში. ასევე, შესაძლებელია, იაროთ მეფუტკრეთა კურსებზე.

გავითვალისწინოთ, რომ ღალიანობის პერიოდში, 4-5 კმ-ზე ახლო მანძილიდან, ფუტკრები ძველ ადგილზე დაბრუნდებიან. ამიტომ გადაყვანა გვიან საღამოს უნდა მოხდეს და დავიცვათ გადაყვანისთვის საჭირო ყველა წესი.

გადაყვანის შემდეგ, ნახევარი საათი ვადროვოთ და საფრენები მერე გავხსნათ. სკების ტრანპორტირება შეიძლება, როგორც საავტომობილო, ისე _ საჰაერო გზით, ოღონდ რკინიგზით სარგებლობის შემთხვევაში, ფუტკრის ოჯახი უნდა დავდგათ ისე, რომ სკის ჩარჩოები მოძრაობის მიმართულებით, მოძრაობის პარალელურ მდგომარეობაში იყოს. საფრენი მხარე კი წინ ან უკან მხარეს უნდა მოვაქციოთ.

ხშირად უნდა გაეცნოთ მეფუტკრეობის ახალ ლიტერატურულ წყაროებს, გაიღრმავეთ ცოდნა. თეორია და პრაქტიკა განუყოფელია ერთმანეთისგან. აუცილებელია აგრეთვე ბევრი ისეთი რამის ცოდნა, რაც შეიძლება წვრილმანად მოგვეჩვენოს. მაგალითად, ფუტკარი იმდენად მგრძნობიარე არსებაა, არ უყვარს ალკოჰოლური სასმელებისა და ოფლის სუნი. ასევე თქვენც გაბრაზებული ნუ მიბრძანდებით სკასთან. საფუტკრეში სირბილი, ხელების ქნევა და ყვირილი არ შეიძლება. მას სიმშვიდე, სიჩუმე და მუყაითი შრომა უყვარს და გარემოსაც ასეთს შეიგრძნობს.

პერიოდულად მოვახდინოთ სკების ინვენტარის დეზინფექცია. გვახსოვდეს, ფუტკართან კეთილგონივრული თანამშრომლობით, თქვენ გახდებით წარმატებული მეფუტკრე. გისურვებთ წარმატებებს.

 ჯანვერდ ცეცხლაძე,
გურიის მეფუტკრეთა კავშირის თავმჯდომარე




 ახალი ამბები
  • დამტვრეული ინვეტარი, მიტოვებული, არგახსნილი მუზეუმი და ბალახებში ჩაფლული პარკი შემოქმედშიეს ფოტოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შემოქმედის ერთ-ერთ პარკსა და 2 წლის წინ აშენებულ, ჯერ არგახსნილ, ვარლამ სიმონიშვილის ეთნოგრაფიულ მუზეუმში არის გადაღებული. როგორც ფოტოებიდან ჩანს, ახალგარემონტებულ პარკში, ახალაშენებულ საპირპარეშოში საშინელი მდგომარეობა. დამტვრეული ინვეტარი. სოფელ შემოქმედში ახალი პარკი და ეთნოგრაფიული მუზეუმი 2015-2017 წლებში ... ...
  • ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ (R)ცენტრალური, საკანონმდებლო, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ურეკის, შრომის, ნატანების, ზემო ნატანების მოსახლეობას შეხვდნენ და არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრობლემების გადაჭრის გზებზე მოსახლეობასთან ერთად იმსჯელეს.შეხვედრაზე ყურადღება მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გამახვილდა. საუბარი შეეხო მუნიციპალურ და სახელმწიფო პროგრამებს. მოსახლეობამ მთავარ საჭიროებად წყალმომარაგებისა და შიდა გზების პრობლემების მოგვარება დაასახელა. ასევე, ჭაბურღილების, გარე განათების, ტროტუარების მოწყობა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობა. შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის წევრები გიორგი ვოლსკი, თემურ ჭკუასელი, ირაკლი ხახუბია, გია გაჩეჩილაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თენგიზ კალანდაძე, გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის წევრები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. ... ...
  • ბახმაროს დოღის საპრიზო ფონდიუკვე მეორე წელია, რაც ბახმაროში დოღი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტთან ერთად წყაროს წყალი „ბახმაროსა“ და „ნაბეღლავის“ მწარმოებელი კომპანიის – „წყალი მარგებლის“ ორგანიზებით გაიმართება. „ბახმაროს თასი 2019“ ღონისძიებისათვის კომპანია „წყალი მარგებელმა“ სპონსორებთან ერთად სპეციალური საპრიზო ფონდი და საჩუქრები დააწესა. წყალ მარგებელთან ერთად ღონისძიების გენერალური მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“, ღონისძიების პარტნიორები არიან ასევე კომპანია გალფი, გლოვო და კროკო-ბეთი. ღონისძიების ფარგლებში შედგება 4 გარბენი: ,,ბახმაროს თასი“ – 4 800 მეტრი; „ნაბეღლავის თასი“ – 2 400 მეტრი; „გმირების თასი“ – 1200 მეტრი; „გურიის თასი“ – 1200 მეტრი; ,,ბახმაროს თასი“მარულაგარბენის მანძილი: 4 800 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.საპრიზო ფონდი: 4 800 ლარიI ადგილი 2 500 ლარი; II ადგილი 1500 ლარი; III ადგილი 800 ლარი; „ნაბეღლავის თასი“გარბენის მანძილი: 2 400 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ წმინდა სისხლის ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1800 ლარიI ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ლარი; „გმირების თასი“გარბენის მანძილი: 1 200 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შერეული სისხლის ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1 800 ლარიI ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ლარი; „გურიის თასი“გარბენის მანძილი: 1 200 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადგილობრივი ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1 800 ლარი;I ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ლარი; მონაწილეობაღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა პირმა უნდა გაიროს რეგისტრაცია 18 აგვისტოს 10:00 დან 18:00 საათამდე, რეგისტრაცია გაიმართება ბახმროში, დოღის სტარტის მიმდებარე ტერიტორიაზე.აუცილებელია პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა. რეგისტრაციის დროს სავალდებულოა ცხონოსანი გამოცხადდეს ცხენის ... ...
  • ოზურგეთის ბაზარში ძაღლმა სოფელ მელექედურის მცხოვრები დაკბინადღეს ოზურგეთის აგრარულ ბაზარში ძაღლმა მოქალაქე დაკბინა. მელექედურელი მამაკაცი ბევრს ეცადა, ძაღლი მოეშორებინა, თუმცა, ცხოველის მოსაგერიებლად  ვერც ირგვლივ შემოკრებილი ხალხი აღმოჩნდა საკმარისი და სამაშველო სამსახრური გამოიძახეს. ბაზარში მომუშავე ქალბატონი მანანა ფერცულიანი ამბობს, რომ ახლახან ის დაკბინა მიუსაფარმა ძაღლმა და დღემდე მკურნალობას გადის. _ ამ მიუსაფარ ძაღლებს დღეში რამდენჯერ ვაჭმევ, არ ვიცი. მაინც მე დამკბინეს. რა უნდა ვქნა? ვინმემ თუ არ მოაგვარა ეს საკითხი, კარგად არ დასრულდება ამ ძაღლების პარპაში. ახლახან რომ ბავშვი დაკბინა, მთელმა ოზურგეთმა იცის, _ გვითხრა მანანა ფერცულიანმა. ოზურგეთის სერვისცენტრის უფროსმა თენგიზ ქუტიძემ „გურია ნიუსთან“ თქვა, რომ ძაღლი, რომელმაც მოქალაქე დაკბინა, იდენტიფიცირებულია და მალე გადაიყვანენ თავშესაფარში. _ ბაზარი კერძო ტერიტორიაა  და თუ იქედან ოპერატიულად მოგვმართავენ ასეთ დროს, ჩვენ რეაგიებას არ დავაყოვნებთ, _ გვითხრა მან. ვრცლად ოზურგეთში მოხეტიალე მიუსაფარი ძაღლების, მათ მიერ მიყენებული დაზიანებების და მათზე ზრუნვის შესახებ,  სტატიას უახლოეს საგაზეთო ნომერში ... ...
  • „გალტ ენდ თაგარტმა“ კვლავ წარმატებით განათავსა „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ 10 მილიონი აშშ დოლარის 2-წლიანი ობლიგაციები...სს „გალტ & თაგარტმა“ კიდევ ერთხელ უზრუნველყო შპს „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ 10 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების, 2 წლიანი ობლიგაციების წარმატებით გამოშვება. ეს „საქართველოს სალიზინგო კომპანიისთვის“ რიგით მეოთხე ემისიაა, რაც კომპანიის სტაბილურობაზე, ინვესტორების მხრიდან ნდობის მაღალ ხარისხზე და ზოგადად, კომპანიის მზარდ ტენდენციებზე მეტყველებს.  „საქართველოს სალიზინგო კომპანია“ მომხმარებელს უკვე მეოთხედ აძლევს შესაძლებლობას, დააბანდოს თავისუფალი ფულადი სახსრები კომპანიის მიერ გამოშვებულ ობლიგაციებში. ფასიანი ქაღალდის წლიური ფიქსირებული განაკვეთი შეადგენს 7,5%-ს, უახლოეს მომავალში კომპანია გეგმავს აღნიშნული ფასიანი ქაღალდების დაშვებას ადგილობრივი საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემაში და შესაბამისად, მოხდება დარიცხული პროცენტის გათავისუფლება გადასახადებისაგან, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის აღნიშნულ ფასიან ქაღალდებს ინვესტორებისთვის. ობლიგაციების ვადა შეადგენს 2 წელს და მისი სრულად დაფარვა მოხდება 2021 წლის 9 აგვისტოს. განთავსების აგენტი, როგორც ყველა წინა შემთხვევაში, აქაც „გალტ & თაგარტია“.  „მოხარულები ვართ, რომ “საქართველოს სალიზინგო კომპანიამ“ კიდევ ერთხელ, უკვე მეოთხედ, წარმატებით განათავსა ობლიგაციები ადგილობრივ ბაზარზე. ობლიგაციებზე მოთხოვნამ ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა, რაც ძალიან სასიხარულოა რადგან ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი კომპანიის ძალიან მაღალ სანდოობაზე და „გალტ & თაგარტის“ მაღალ პროფესიონალიზმზე მეტყველებს. გვემაყება ის ფაქტიც, რომ ჩვენი და „გალტ & თაგარტის“ თანამშრომლობა უკვე წლებია ასე წარმატებულად გრძელდება“ , - განაცხადა საქართველოს სალიზინგო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ელდარ ახვლედიანმა.  „მოხარული ვარ, აღვნიშნო „გალტ & თაგარტის“ როლი „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ ობლიგაციების წარმატებით განთავსებაში. კიდევ ერთი წარმატებული განთავსება მეტყველებს, როგორც „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ სანდოობაზე, ისე, ზოგადად საქართველოში მსგავს ტრანზაქციებზე ინვესტორების მხრიდან ნდობის ზრდაზე, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის კომპანიებისთვის დაფინანსების კიდევ ერთი მეტად ხელსაყრელი წყარო. მინდა მივულოცო „გალტ & თაგარტის“ მთელ გუნდს, რომელიც საკუთარი  გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის წყალობით, გახდა საინვესტიციო-საბანკო მომსახურების მიმწოდებელი წამყვანი კომპანია ქვეყანაში“, - განაცხადა „გალტ & თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა - ოთარ შარიქაძემ. ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...