საგაზაფხულო წაყინვის შემდეგ, გურული ვაზი განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს

ჩვენი რჩევები

საგაზაფხულო წაყინვის შემდეგ, გურული ვაზი განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს

2017 ივნ 5 23:20:16

წლევანდელმა საგაზაფხულო ყინვამ, გურიის რეგიონში სერიოზული ზიანი მიაყენა ვაზის (და არა მარტო ვაზის) ახალ ყლორტებს. ასევე, გასული, 2016 წელი გურიაში და მეტ-ნაკლებად საქართველოს ყველა რეგიონში, მევენახეობისთვის საკმაოდ რთული კლიმატური პირობებით გამოირჩეოდა.

ტენიანმა ზაფხულმა ხელსაყრელი პირობები შექმნა ვაზის სოკოვანი დაავადებების გავრცელებისთვის, რამაც, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, გარკვეულწილად შეამცირა მოსავლის რაოდენობა და საგრძნობლად გააუარესა მისი ხარისხი.

ახლა მთავარია, რაც გადაურჩა წლევანდელ ყინვას, მას ვუპატრონოთ და ვიზრუნოთ, როგორც ხარისხიანი მოსავლის მოწევისთვის, ისე ცალკეულ მიკროზონებში დაზიანებული ვენახის შემდგომი გაჯანსაღებისთვის.

ღონისძიება სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ

ასეთი ღონისძიების გატარება სხვა აგროტექნიკურ ღონისძიებებთან ერთად, ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა უხვი და ხარისხიანი მოსავლის მისაღებად. უმთავრესი კი არის, რეგიონის კლიმატური თავისებურებებიდან გამომდინარე, პრეპარატების სწორად შერჩევა, აგრეთვე წამლობის წესებისა და ვადების დაცვა.

წამლობა უნდა ჩატარდეს დილით (სასურველია, ცვარის შეშრობამდე) ან საღამოს საათებში, წყნარ, უქარო ამინდში. დიდი მნიშვნელობა აქვს შესხურების ხარისხს. წამალი უნდა განაწილდეს თანაბრად. შეძლებისდაგვარად, განსაკუთრებით უნდა შეიწამლოს ფოთლის ქვედა მხარე და ნაყოფი.

კომბინირებული ნაზავის მომზადებისას უნდა გავითვალისწინოთ პრეპარატების თავსებადობა. დიდი მნიშვნელობა აქვს კონტაქტური (ზედაპირული მოქმედების) და სისტემური (მცენარეში შეღწევის უნარის მქონე) პრეპარატების სწორ მონაცვლეობას. დაავადების გავრცელების თვალსაზრისით კრიტიკული ფენოფაზა მოიცავს პერიოდს, ვაზის ყვავილობის დასაწყისიდან ისრიმობამდე (მე-3, მე-4, მე-5 წამლობები). ამ დროს უნდა გამოვიყენოთ სისტემური მოქმედების ფუნგიციდები, ყველა სხვა შემთხვევაში კი _ კონტაქტური.

დაავადებებისადმი გამძლე რასების ჩამოყალიბების თავიდან ასაცილებლად, რაც საბოლოოდ იწვევს რეზისტენტობას (შემგუებლობას), საჭიროა, ერთი და იგივე პრეპარატი არ გამოვიყენოთ ორ ჯერზე მეტად ერთ სეზონზე.

მრავალწლიანი დაკვირვებიდან გამომდინარე, დღეს ბაზარზე არსებული სოკოვანი ავადობების წინააღმდეგ მოქმედი პრეპარატების (ფუნგიციდების) ეფექტურობის გათვალისწინებით, გთავაზობთ გურიის რეგიონისთვის ოპტიმალური წამლობების ჩემეულ სქემას, შესაბამისი პრეპარატების ჩვენებით, რაც, ვიმედოვნებ, რეკლამირებაში არ ჩამეთვლება. ამ პრეპარატებს წლების მანძილზე ვიყენებ და აქვს დიდი ეფექტურობა. ასევე, არსებობს სხვა ეფექტური პრეპარატებიც.

წამლობების თანმიმდევრობა დაავადების მიხედვით

პირველი წამლობა: 3-6 ნამდვილი ფოთლის ფაზა. ჭრაქის წინააღმდეგ: ანტრაკოლი

მეორე წამლობა: პირველი წამლობიდან 7-10 დღის შემდეგ. ჭრაქის წინააღმდეგ: ანტრაკოლი ან ბორდოს ნარევი (კუპერვალი).

მესამე წამლობა: ყვავილობის წინ. ჭრაქის წინააღმდეგ: კურზატი ან ტანოსი, ან რიდონეტი, ან რიდომილ-გოლდი, ან მიკალი, ან მელოდი_დუო. ნაცრის და ნაცრისფერი სიდამპლის წინააღმდეგ: ნატივო ან ზატო-სტარი.

მეოთხე წამლობა: დაყვავ­­ილების­თანავე. ჭრაქის წინააღმდეგ იგივე პრეპარატებია საჭირო, რაც მესამე წამლობისას. სასურველია მონაცვლეობა. ნაცრის წინააღმდეგ: ფალკონი ან ტოპაზი ან ტოპკანაზოლი.

მეხუთე წამლობა: ხდება ისრიმობის დასაწყისში, მტევნის ფორმირებისას. წინა წამლობიდან 10-14 დღის შემდეგ. ჭრაქისა და ნაცრის წინააღმდეგ. იგივე პრეპარატებით, რაც მეოთხე წამლობისას. სასურველია მონაცვლეობა.

მეექვსე წამლობა: მარცვლების დამსხვილება. წინა წამლობიდან 10-14 დღის შემდეგ. ჭრაქის წინააღმდეგ: კოსაიდი ან ბორდოს ნარევი (კუპერვალი). ნაცრის წინააღმდეგ: კოლოიდური გოგირდი.

მეშვიდე წამლობა: მტევნების შეკვრა. წინა წამლობიდან 10-14 დღის შემდეგ. ჭრაქისა და ნაცრის წინააღმდეგ: იგივე პრეპარატები, რაც მე-6 წამლობისას. ნაცრისფერი სიდამპლის წინააღმდეგ: ეუპარენი ან როვონე, ან სკალა.

მერვე წამლობა (საჭიროების შემთხვევაში) შეთვალება. ჭრაქის წინააღმდეგ. ბორდოს ნარევი.

ნაცრისფერი სიდამპლის წინააღმდეგ: ეუპარენი ან ტელდორი.

ბრძოლა მავნებლებთან

ვაზის მავნებლების გავრცელების შემთხვევაში, მათ წინააღმდეგ ბრძოლა წარმოებს საჭირო დროს, კომბინირებულ ნაზავში სპეციალური პრეპარატების (ინსექტიციდების და აკარაციდების) შეღწევით ან მათი ცალკე შესხურებით.

რეგიონში ძირითადად გავრცელებული გალებიანი (ქეჩისმაგვარი) ტკიპების წინააღმდეგ გამოიყენება ენვიდორი ან ნეორონი, ხოლო ბოლო წლებში მოძალებული ფოთლის ქვედა მხარეს მოსახლე თეთრი მწერების, თრიფსების, აგრეთვე ყურძნის და კვირტის ჭიების, ჭიჭინობელების და სხვა მავნებლების წინააღმდეგ კარგ შედეგს იძლევა კონფიდორ-მაქსის ორჯერადი გამოყენება, 10 დღის ინტერვალით ისე, რომ ლოდინის პერიოდი (დრო ბოლო წამლობიდან მოსავლის აღებამდე) შეადგენდეს მინიმუმ 25 დღეს.

ახალშენი ვაზის წამლობა

დღეს ბევრი გურული ოჯახი უარს ამბობს უცხოური დაბალხარისხიანი ჰიბრიდების: ნოას (ნოვე), იზაბელას (ადესა), ჭეიშვილისა და სხვათა სახეობის ყურძნისგან მიღებული ღვინის მოხმარებაზე და ჩვენი წინაპრების მიერ, საუკუნეების მანძილზე გამოყვანილი ძვირფასი ენდემური ვაზის ჯიშების გაშენებას უბრუნდება. განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა საკმიელას, ათინაურის, თეთრი კამურის, ჩხავერის, ბადაგის, მტევანდიდის, სხილათუბანის, ჭუმუტას, ჯანის, მტრედისფეხას ნერგებზე. არა ერთმა ფერმერმა გააშენა ისინი თავიანთ ნაკვეთებში ან აპირებენ მათ გაშენებას.

ახალშენის ვაზის მოვლას თავისი სპეციფიკა ახასიათებს. აქ, სხვა ღონისძიებებთან ერთად, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სოკოვან დაავადებებთან, პირველ რიგში, ჭრაქთან ბრძოლას. წამლობა იწყება კვირტების გაშლისთანავე და შემდეგი თანმიმდევრობით გრძელდება:

1, 2, 3, წამლობები: ანტრაკოლი, კვირაში ერთხელ.

4, 5, 6 წამლობები: მელოდი-დუო ან მიკალი, 10 დღეში ერთხელ. მე-5 წამლობის დროს უნდა შევურიოთ ფალკონი ან ტოპაზი (ნაცრის საწინააღმდეგოდ).

დანარჩენი წამლობები: ბორდოს ნარევი (კუპერვალი), კვირაში ერთხელ. წამლობები გრძელდება ოქტომბრის შუა რიცხვებამდე. პერიოდულად მოვრწყოთ. რწყვისას მოვერიდოთ ფოთლების დასველებას.

ყველა ზემოაღნიშნული პრეპარატების ხარჯვის ნორმებისა და დოზირების შესახებ, ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მათი შეძენისას, სპეციალიზებულ მაღაზიებში.

ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოება

ეკოლოგიურად სუფთა ღვინისა და სუფრის ყურძნის წარმოება, რომლებზეც მსოფლიო ბაზარზე მზარდი მოთხოვნაა, რა თქმა უნდა, გაცილებით მეტ ფინანსურ და შრომით დანახარჯებს მოითხოვს. მაგალითად, ამ შემთხვევაში ჭრაქის წინააღმდეგ ვაზი უნდა შეიწამლოს მხოლოდ კონტაქტური მოქმედების სპილენძის შემცველი, ხოლო ნაცრის წინააღმდეგ მხოლოდ გოგირდოვანი პრაპარატებით. გამოიყენება აგრეთვე ბიოპრეპარატებიც. შესაბამისად, მათი შედარებით ნაკლები ეფექტიანობის გამო, წამლობების ჯერადობა საგრძნობლად იზრდება.

გამოსაკვებად, მინერალური სასუქების ნაცვლად, გამოიყენება ორგანული სასუქები: ნაკელი, კომპოსტი, ტორფი და ა. შ. აგრეთვე ქარხნული წესით წარმოებული ბიოსასუქები. სამაგიეროდ, მიღებული პროდუქციის ხარისხი მკვეთრად მაღალია და ძვირადაც ფასობს.

ფერმერების დაინტერესების შემთხვევაში, გურიის რეგიონში ასეთი პროდუქციის წარმოება სავსებით შესაძლებელია. ზოგიერთმა მათგანმა გადადგა კიდეც ნაბიჯები ამ მიმართულებით. იმედია, მათი რიცხვი მომავალში გაიზრდება.

ანდრო ვაშალომიძე,
ასოციაცია "გურული ვაზის" თავმჯდომარე




 ახალი ამბები
  • ტაქსის მძღოლებმა საპროტესტო აქციები შეწყვიტესპარლამენტის წინ შეკრებილმა ტაქსის მძღოლებმა საპროტესტო აქციების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს.  მათი თქმით, მიზეზი თბილისის მერიასთან სხვადასხვა სახის მოლაპარაკებებია, რომელიც მათთვის მისაღებია. როგორც საინიციატივო ჯგუფის წევრები აცხადებენ, თბილისის მერიასა და ტაქსის მძღოლებს შორის რიგ საკითხებზე შეთანხმება მიღეწეულია. “ჩვენ ქალაქის მერიასთან, პირადად მერმა კახა კალაძესთან მოლაპარაკებები დავიწყეთ. სისტემატურად ვმუშაობთ და რამდენიმე ძალიან კარგი შეთანხმება უკვე მიღწეულია. ბევრი პრობლემა გადასაწყვეტი დარჩა, რომელზეც კახა კალაძეც და მერიაც თანამშრომლობისთვის მზაობას გამოთქვამენ. ყინული გალღვა და მოლაპარაკების პროცესი დაიწყო”,-განაცხადა არჩილ არჯევანიძემ. მოლაპარაკების შედეგად, ავტომობილების გადაღებვის ნაცვლად, შესაძლებელი იქნება ფირის გადაკვრა. ამასთანავე, მერიის გადაწყვეტილებით, მარჯვენასაჭიანი მანქანების მძღოლები „ბე“ (B) კატეგორიაში მუშაობას 2021 წლამდე ... ...
  • ბანკებისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდა დღეიდან ბანკებისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდა. კერძოდ, კომერციულ ბანკებს უცხოურ ვალუტაში ერთ წლამდე ვადით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა 25%-დან 28%-მდე გაეზრდებათ. აღნიშნული ცვლილება ეროვნულმა ბანკმა 13 მარტის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მიიღო. ამ გადაწყვეტილების მიხედვით მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა აპრილსა და მაისში ეტაპობრივად, ჯერ 3%-ით და შემდეგ 2%-ით 25%დან 30%-მდე უნდა გაიზარდოს. რაც შეეხება ლარის დეპოზიტებზე არსებულ მინიმალურ სარეზერვო მოთხოვნას, ის უცვლელად 5%-ზე ნარჩუნდება.ცნობისათვის, ეროვნულმა ბანკმა მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები უკანასკნელად 2016 წლის 16 ივნისს ... ...
  • საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტში შესწორებები შევიდა საპარლამენტო უმრავლესობამ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტში შესწორებები შეიტანა. კ​ანონპროექტს ერთ-ერთი მუხლი დაემატა, სადაც აღნიშნულია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო პარლამენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ან უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარუდგენს პირს, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით მოსამართლისთვის დადგენილ საერთო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ დამატებით პირობას: არის მოქმედი მოსამართლე; არის ყოფილი მოსამართლე, რომლის სამოსამართლო უფლებამოსილების შეწყვეტიდან არ გასულა 10 წელი; არის პირი, რომლის პროფესიული კვალიფიკაცია შეესაბამება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მაღალ სტატუსს. ამასთან, პროექტში ნათქვამია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია, კანდიდატი წარადგინოს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე. რაც შეეხება კიდევ ერთ შესწორებას, კორექტირებული ვერსიით, თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია, იგი არ სარგებლობს კანდიდატების შეფასებისა და ხმის მიცემის უფლებით პროცედურის არც ერთ ეტაპზე, აგრეთვე, არ არის უფლებამოსილი, კითხვით მიმართოს კანდიდატებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მათი მოსმენისას. პარლამენტი აღნიშნული კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვას დღევანდელ პლენარულ სხდომაზე აპირებს. ვენეციის კომისიამ მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციები 16 ... ...
  • "დაიკიდე ყ...ე" _ პარლამენტის თავმჯდომარე სხდომაზე ბილწსიტყვაობას უარყოფსპარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოსიუჟეტს ეხმაურება და ამბობს, რომ სიცრუეა, თითქოს მან პარლამენტის სხდომაზე უცენზურო სიტყვა გამოიყენა. "მსგავსი რამე მე არ მითქვამს, არის აბსოლუტური ტყუილი ჩემი კოლეგები დამემოწმებიან, რომ ეგ სიტყვა ცხოვრებაში არ მიხმარია... ეს არის ტყუილი და ასეთ ტყუილებს ნუ ავრცელებს თქვენ პლენარულ სხდომებზე, ეს არის ჩემი თხოვნა. ეს არის ნიკა გვარამიას ხელწერა", - განაცხადა ირაკლი ... ...
  • ე.წ. პიჯაკების საქმე - ბრალდების მხარის მთავარი მოწმის, ოთარ ქველიძის დაკითხვა გადაიდოე.წ პიჯაკების საქმეზე დღევანდელი სასამართლო პროცესი გადაიდო. სხდომაზე ბრალდების მხარის ერთ-ერთი მთავარი მოწმის ოთარ ქველიძეს გამოკითხვა იყო დაგეგმილი. ქველიძე სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს თემურ ჯანაშიას დანიშვნამდე ხელმძღვანელობდა. მისი დაკითხვა 16 მაისს, 11:00 საათზე მოხდება. დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე შუამდგომლობა დააყენეს თემურ ჯანაშიას უფლებადამცველებმაც. ბექა ბასილაიას განცხადებით, წერილი, რომელიც მან პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოითხოვა ადასტურებს, რომ 2013 წლიდან, ისევე როგორც მანამდე, პრეზიდენტისთვის გარკვეული თანხები იხარჯებოდა და ის გრიფით საიდუმლოა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობები არ გაითვალისწინა. „პროკურატურა ამბობს, რომ ფარული ხარჯები უკანონოდ იყო ფარულიო. დღეს გვაქვს მოცემულობა, რომ 2019 წელსაც კი მსჯელობენ ფარული უდნა ყოფილიყო, თუ არ უნდა ყოფილიყო და დღემდე ფარულია. ეს ადასტურებს ორ გარემოებას:  ერთი, თეიმურაზ ჯანაშიას მიმართ მიმდინარეობს შერჩევითი მართლმსაჯულება, მეორე -  საპრეზიდენტო ხარჯები გაიწეოდა და გაიწევა დღესაც მიუხედავად იმისა, ვინ იმყოფება ხელისუფლებაში", _ აცხადებს ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ უნდა მივბაძოთ ბავშვებს

ნებისმიერი ადამიანი ზოგჯერ ბავშვობაში უნდა...

ელტონ ჯონის „საბედისწერო“ სტილი

ელტონ ჯონზე სტილისტები ამბობენ, ისე...

შვიდი დღე გასალამაზებლად

ნამდვილად არ გაწყენთ, სულ რაღაც...

ქრონიკული დაღლილობა ვირუსით არის გამოწვეული

ადამიანის დაღლილობა, შეიძლება, ვირუსით იყოს...

„რაინდი მანდილოსნები“

გაგიკვირდებათ და ჰოლივუდელი ქალბატონების ერთი...

ხორცი _ დამამშვიდებელი საშუალება

„მადის მომგვრელი ხორცის ნაჭერი დამამშვიდებლად...