სანაკელის მოწყობა და ნაკელის შენახვის საუკეთესო წესები

gurianews.com

ჩვენი რჩევები

სანაკელის მოწყობა და ნაკელის შენახვის საუკეთესო წესები

2017 სექ 11 13:52:37

ნაკელი მცენარისთვის საჭირო ყველა საკვებ ნივთიერებას შეიცავს. ნიადაგში შეტანილი ნაკელი იწვევს ნიადაგის თვისებების გაუმჯობესებას, ზრდის მასში ორგანული ნივთიერების შემცველობას, რის შედეგად უმჯობესდება მისი სტრუქტურა, რაც თავისთავად აუმჯობესებს ნიადაგში წყლის და ჰაერობულ რეჟიმს. ნაკელის გავლენით მძიმე თიხნარი ნიადაგი, რაც გურიისთვის არის დამახასიათებელი, ფხვიერი ხდება, ხოლო მსუბუქი ქვიშიანი კი, უფრო ბმული.

ვისაც შინაური მსხვილფეხა პირუტყვი ჰყავს, მის ეზოში აუცილებელია კარგი სანაკელის მოწყობა, რასაც ჩვენს პირობებში ნაკლებად ვხვდებით. ხშირად ნაკელს პირდაპირ ბოსელთან ახლოს, ღია ცის ქვეშ ყრიან და უბრალოდ შემორაგულიც კი არ არის.

სანაკელის ასაგებად შეიძლება გამოყენებული იქნას ადგილობრივი საშენი მასალა. ძირითადად, სანაკელე უნდა აკმაყოფილებდეს ორ მოთხოვნას: ძირი და კედლები სითხის გაუმტარი უნდა იყოს, რომ არ მოხდეს წუნწუხის დაკარგვა და ნაკელი დაცული იქნას ქარის, წვიმის და მზისგან. აუცილებელია, სანაკელის მოწყობის დროს ისეთი ადგილი შევარჩიოთ, სადაც გრუნტის წყალი ორ მეტრზე დაბლა მაინც იქნება.

სანაკელე ბოსელს დაშორებული უნდა იყოს 50 მეტრით მაინც, საცხოვრებელი სახლიდან კი 100-150 მეტრით. სანაკელეს მოცულობა დამოკიდებულია პირუტყვის რაოდენობაზე. ნაკელის წუნწუხის შესაგროვებლად აუცილებელია გვერდით მოვაწყოთ საწუნწუხე ჭა. ამ ჭის მხარეს სანაკელეს ძირი დაქანებული უნდა იყოს. საწუნწუხე ჭის სიღრმე საკმარისია, იყოს 1-1,5 მეტრი.

ჩვენთან, დასავლეთ საქართველოში, სანაკელე ნიადაგის ზედაპირზეც ადვილად ეწყობა, საწუნწუხე ჭა კი ორმული წესით უნდა გავაკეთოთ.

სანაკელეში ნაკელის შენახვის კარგი წესია ასევე "ცივად", ანუ დატკეპნილი შენახვა. ასეთი მეთოდით დაწყება კარგია, როცა შემოდგომა მოდის. უნდა დავიწყოთ დატკეპნვა და გავაგრძელოთ სამი თვის განმავლობაში. მომდევნო სამ თვეს კი ვამყოფოთ ასე, რომ "მომწიფდეს" და საგაზაფხულოდ ნაკელი კარგ, მშრალ მდგომარეობაში გვქონდეს და ისე გავიტანოთ ფართობში.

უფრო რომ დავაკონკრეტოთ, მშრალად ანუ დატკეპნილი წესით შენახვა ასე უნდა მოხდეს: ბოსლიდან გამოტანილ ყოველ ახალ ნაკელს ვათავსებთ სანაკელეში და კარგად ვტკეპნით, რის გამოც სანაკელეს შევსება წარმოებს თანდათანობით, ერთი დღე-ღამის განმავლობაში. მიღებული მასა სანაკელის ერთ კუთხეში უნდა მოვათავსოთ და დავტკეპნოთ. მეორე დღეს გამოტანილით კი გვერდით დავუდგათ მეორე გროვა და ესეც დავტკეპნოთ. ასე გავიდეთ კუთხიდან კუთხეში, სანამ დატკეპნილი ნაკელის სიმაღლე ერთ მეტრს მაინც არ მიაღწევს. შემდეგ კი მეორე ზოლის შევსებას დავიწყებთ იგივე წესით. როცა შეივსება, როგორც ზემოთ ვთქვით, ვაცალოთ "მომწიფება" სამი თვის განმავლობაში. შემდეგ კი, გაზაფხულზე, უკვე მუქი შეფერილობის იქნება და საუკეთესოა სათეს ფართობში ბაღებში გასატანად. ასეთი ნაკელი გაცილებით უკეთესია, ვიდრე გაუხრწნელი ნაკელის გატანა ნიადაგში თესვის წინ.

ნიადაგში შესატანი ნაკელის დოზა დამოკიდებულია ნიადაგურ-კლიმატური პირობების თავისებურებაზე, ნაკელის ხარისხისა და კულტურული მცენარის საკვები ელემენტებისადმი მოთხოვნილებაზე.



 ახალი ამბები
  • ირაკლი კუჭავა წიფნარის, ბურნათისა და კოხნარის სოფლების ამომრჩეველს შეხვდა (R)„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ირაკლი კუჭავა წიფნარის, ბურნათისა და კოხნარის სოფლების ამომრჩეველს შეხვდა.  მერობის კანდიდატმა მოსახლეობას სამოქმედო გეგმები გააცნო და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. „მიუხედავად იმისა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება, ამ მიმართებით სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია, მოსაწესრიგებელია შიდასასოფლო გზები“, - აღნიშნა მან. ირაკლი კუჭავამ ყურადღება გაამახვილა გაზიფიცირების საკითხზეც. „ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ, საქართველოს მთავრობასთან, გაზის ტრანსპორტირების კომპანიასთან და ინვესტორ კომპანია „სოკართან“. შედეგად, ხუთი სოფლის გაზიფიცირება გასულ წელს დამთავრდა, ექვს  სოფელში სამუშაოები მიმდინარეობს. უახლოეს სამ წელიწადში მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი გაზიფიცირებული იქნება“, - განაცხადა მერობის კანდიდატმა. ამასთან, ირაკლი კუჭავამ კოხნარის თემის ამომრჩეველს მაჟორიტარობის კანდიდატი ენვერ ახალაძე წარუდგინა. ... ...
  • ფოთის მერობის კანდიდატი ნინოშვილის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა (R)პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ფოთის  მერობის კანდიდატი გოჩა კურდღელია მალთაყვის უბანში  საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატ ბექა ვაჭარაძესთან ერთად, ნინოშვილის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. „21 ოქტომბრის არჩევნები გადაწყვეტს ჩვენი ქალაქის განვითარების ბედს მომავალი ოთხი წლის  განმავლობაში. ჩვენი ურთიერთობები უნდა იყოს რეგულარული და შედეგებზე ორიენტირებული. მუდმივი კომუნიკაცია მოგვცემს იმის საშუალებას, სწორად განვსაზღვროთ საჭიროებები, რომლებიც თითოეულ თქვენგანს უკეთეს პირობებს შეუქმნის“, _ მიმართა შეხვედრის მონაწილეებს გოჩა კურდღელიამ. მისივე თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მოქალაქეების აქტივობა და „ქართული ოცნების“ გამარჯვება თითოეული მოქალაქის გამარჯვებას ნიშნავს.  ... ...
  • წაღვერის ტყეში გაჩენილი ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში მესამე ვერტმფრენი ერთვებაარჯევანიძეების ტყეში გაჩენილ ხანძარს მეორე დღეა, მაშველები უშედეგოდ ებრძვიან.ქარის გამო იმატა დაკვამლიანებამ, რაც ხილვადობას და საჰაერო აპარატების მუშაობას ართულებს, თუმცა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის განცხადებით, დაბა წაღვერში, მთის ფერდობზე, არჯევანიძის ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის პროცესში აზერბაიჯანის ვერტმფრენი ჩაერთვება.„მოსახლეობას საბედნიეროდ, არანაირი საფრთხე არ ემუქრება, საკმაოდ მოშორებითაა მოსახლეობისგან. ცოცხალი ძალა და ტექნიკა მუშაობს. იმედი გვაქვს, რომ საღამოს უკეთესი მდგომარეობა უნდა გვქონდეს. პლუს მეზობელი ქვეყნებიდან ვერტმფრენები გვეხმარებიან - აზერბაიჯანიდან უკვე წამოსულია და კიდევ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. ხვალ იმედი გვაქვს, რომ გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვექნება და ლოკალიზებას მოვახდენთ, თუკი რაიმემ ხელი არ შეგვიშალა, რადგან დამოკიდებულები ვართ მაინც ქარსა და ბუნებრივ პირობებზე“, - განაცხადა ალავიძემ.ადგილზე მუშაობს საგანგებო ... ...
  • ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატი, პირველ რიგში, ციტრუსოვანი პლანტაციებისთვის დარიგდებაგურიის სამივე მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის ფაროსანას საწინააღმდეგო ბიფეტრინის ჯგუფის შემცველი შესაწამლი ნივთიერების _ „ისაკარის“  გაცემა  დღეიდან იწყება.    სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ცენტრის ინფორმაციით, ეს წამალი, სახელმწიფო შეკვეთის თანახმად (52 ტონა) თურქეთში დამზადდა.  დღეისთვის  შემოტანილია 38 ტონა და ეს მთლიანად ლანჩხუთის და ოზურგეთისთვის გაიცემა და ძირითადად ციტრუსოვანთა ნარგავებისკენ იქნება მიმართული. ამ დღეებში კიდევ შემოვა 14 ტონა და ეს მთლიანად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტისთვის გაიცემა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დღეს ექვსი სოფლის წარმომადგენლები პრეპარატს გაიტანენ. ეს არის  ციტრუსოვანთა სოფლები: შრომა, კონჭკათი, ნატანები,  თხინვალი, მერია და  ურეკი. თითოეული კომლისთვის გათვალისწინებულია ერთი ლიტრი წამალი,  ერთი ცალი ფერომონი,  შესაბამისი ინსტრუქტაჟით. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში,  გუშინ,  შეხვედრა შედგა დაბა  ნასაკირალის მოსახლეობასთან, დღეს კი  სოფლებში _  შრომასა  და ნატანებში შეხვდებიან  ადგილობრივებს. ეს გეგმიური შეხვედრები განრიგის მიხედვითაა დადგენილი და სექტემბრის ბოლომდე დასრულდება, _ გვითხრეს სეს-ის გურიის რეგიონულ ცენტრში. რეგიონული სამსახურის გამოცდილი სპეციალისტი ლალი  გოგუაძე „გურია ნიუსთან“ განმარტავს, რომ ყოველდღიურად  სოფლებში, მოსახლეობასთან შესახვედრად დადიან.  _ მოვუწოდებთ მოსახლეობას, გააქტიურდნენ. ყველა სოფლის გამგებელმა საგანებო ტრენინგი გაიარა  ამ თემაზე. ადგილობრივ მოსახლეობას შეუძლია მიმართოს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს, დარეკოს ცხელ ხაზზე. საინფორმაციო ბუკლეტები მიწოდებულია ყველა სოფელში, ტრიალებს ვიდეორგოლები. ჩვენ შაბათ-კვირასაც დღის ბოლომდე  ვმუშაობთ ყველა სოფლის მიმართულებით. საგრძნობლად გააქტიურდა მოსახლეობა,  მაგრამ ეს არ  კმარა. ფაროსანა, როგორც ველოდით, ცდილობს ციტრუსზე გადასვლას. ამიტომ  სასწრაფოდ უნდა შეიწამლოს. რაც შეეხება ყურძენს და სხვა ხილს, რომელიც 20 დღის განმავლობაში უკვე  მოსაკრეფია, არ შეიძლება შეწამვლა, კიდევაც რომ შევნიშნოთ მასზე მავნებელი. ერთი ლიტრი შესაწამლი პრეპარატი, რომელიც თითოეულ კომლს გადაეცემა, ჰყოფნის ორ ჰექტრამდე ფართობს. ერთი  ჰექტრისთვის საკმარისია 600 გრამი. მოვუწოდებ ყველას, აქტიურად დაგვიდგნენ გვერდით, შეუძლებელი არაფერია. გავითავისოთ, რომ ძალზე საშიში  მავნებელი მოგვადგა კარს და ემოციების გარეშე ვიმოქმედოთ, _ გვითხრა ... ...
  • 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.4804 ლარი გახდაეროვნულმა ბანკმა დღეს გამართული ვაჭრობით ლარის ახალი გაცვლითი კურსები დაადგინა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.4804 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.4808 ლარი იყო. დოლარის ცვლილებამ ეროვნული ვალუტის მიმართ 0.0004 ლარი შეადგინა. 1 ევროს ღირებულება 2.9708 ლარი იქნება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.9546 ლარი იყო. ევროს ცვლილებამ ეროვნული ვალუტის მიმართ 0.0162 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან, შევა ... ...

არქივი

ზაფრანი

უძილობის სასარგებლო თვისება

ამერიკელმა ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ უძილობას, ადამიანის...

წყალქვეშა კონცერტი

ჩინურმა ანსამბლმა "ოკეანის ბენდი", საზოგადოების...

შინაური ვეფხვი ტომი

ბრაზილიის სამხრეთის პატარა ქალაქ მარინგის...

როგორ გავააქტიუროთ ტვინი

ფრანგმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბავშვები,...

შეუცვლელი არაფერია

იმის მაგივრად, რომ დაითვალოთ კალორიები,...

„დიდი ოჯახი“

სამხრეთაფრიკელი ცოლ-ქმარი ჰეინი და კიმი...


მიდიხართ თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე?