საშემოდგომო თესვის დაწყება და ნიადაგის გაფხვიერების თავისებურება

ჩვენი რჩევები

საშემოდგომო თესვის დაწყება და ნიადაგის გაფხვიერების თავისებურება

2018 სექ 10 13:14:47

აგვისტოს მიწურულს და სექტემბრის დასაწყისში, თვის შუა რიცხვებამდე, განსაკუთრებული ფუსფუსი გვმართებს ჩვენს ბოსტნებში, რომ დამდეგ ზამთარსა და შემდეგ გაზაფხულზე უხვად გვექნეს ოხრახუში, ქინძი, ნიახური, სტაფილო, წიწმატი, ბოლოკი, მრავალშვილა ხახვი, ე.წ, სოხვი, სტაფილო და ნიორი. ეს აგრარული კულტურები სწორედ ამ პერიოდში განსაკუთრებული მონდომებით უნდა დავთესოთ.

უმთავრესი _ ნაკელის შეტანა, კომბინირებული სასუქის მცირე დოზით ნიადაგის განოყიერება და ნაკვეთის დაყოფა პირველი სამუშაო ეტაპია. განსაკუთრებით სტაფილოს, სოხვის, ბოლოკის და ნივრის ნათესების მოვლისთვის საჭირო ღონისძიებათა კომპლექსში დიდი მნიშვნელობა ენიჭება გამეჩხერებისა და გამარგვლის შემდეგ, ნიადაგის გაფხვიერებას მწკრივთაშორისებში.

დათესვის შემდეგ, ბოსტნეული განსაკუთრებით სწრაფად ამოდის, რადგან სპეციფიური პერიოდია. ამ კულტურების მოვლის პირველი ოპერაციები _ ბრძოლა ნიადაგის ქერქთან, პირველი გათოხნა და გამეჩხერება _ მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ შეიქმნას აუცილებელი პირობები მცენარეთა ნორმალური ზრდისთვის, განვითარების და საწყის ფაზაში უზრუნველყოფილი იქნეს სამომავლოდ მათი სათანადო სიხშირე. შემდგომი მოვლის მიზანია მწკრივთაშორისების პერიოდული გაფხვიერებით შევქმნათ უფრო ხელსაყრელი პირობები ფესვების ინტენსიური ზრდისა და აქედან გამომდინარე, საგაზაფხულოდ საუკეთესო შედეგის მისაღებად. აღნიშნული აგრარული კულტურების განუწყვეტელი ზრდისა და განვითარებისთვის, სექტემბრიდან ვიდრე გაზაფხულამდე, აუცილებელია ნიადაგში, გარდა ტენისა, განუწყვეტლივ აღწევდეს ჟანგბადის ნაკადი.

ზოგადად, ფესვთა სისტემასთან ჰაერის მიდენის გაუმჯობესებისთვის, ბიოქიმიური პროცესების გაძლიერებისა და ნიტრატების დაგროვების გადიდებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, თუ ნიადაგი უსტრუქტუროა და ასეთი ახასიათებს გურიას, ბოსტნეული კულტურების მწკრივთაშორისები უნდა ვაფხვიეროთ მთელი სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში.

დიდი მნიშვნელობა აქვს გაფხვიერების სიღრმესა და ვადებს _ თუ მაღალი ტემპერატურის პირობებში 2-10 სმ სიღრმეზე ვაფხვიერებთ, ნიადაგს გაფხვიერების ჰორიზონტებში არ აქვს ტენის საკმარისი მარაგი და ძლიერ მკვრივდება. ამ პირობებში ნიადაგი ცუდად იფშვნება, გაფხვიერებისას ამოტრიალდება დიდი ბელტები, კოშტები და ზიანდება მცენარეთა ფესვთა სისტემა. ამიტომ უმჯობესია უფრო ღრმა გაფხვიერება, რომ არ წარმოიშვას ნიადაგის ძლიერ გამკვრივებული შრე, ეგრეთ წოდებული, ნიადაგის შიგნითა ქერქი. ის აჩერებს ჟანგბადის შეღწევას, მავნედ მოქმედებს მცენარეთა კვებაზე და განვითარებაზე, ფესვები ჩამორჩება ზრდაში, ხოლო თუ მაღალი ტემპერატურაა, ზრდა საერთოდ წყდება.

სხვადასხვა ნიადაგებში შიგა ნიადაგური ქერქი სხვადასხვა ინტენსივობით წარმოიქმნება. უფრო მძიმე ნიადაგებში ის უფრო სწრაფად წარმოიშობა _ ზედაპირთან ახლოს იგი უფრო მკვრივია.

შიგა ნიადაგური ქერქის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად, გამეჩხერების შემდეგ პირველი გაფხვიერება 10-12 სმ სიღრმეზე უნდა მოვახდინოთ, ხოლო თუ ნიადაგი მძიმე და შეკრულია, სადაც ნიადაგის წყლები ახლოს მდებარეობს _ 12-14 სმ სიღრმეზე.

ყველა შემთხვევაში, გურიაში არსებულ მწირ ნიადაგებს, რომელიც უკანასკნელ ათწლეულში კიდევ უფრო გამოიფიტა, საგულდაგულო მიხედვა სჭირდება, თუნდაც აგრარული კულტურების საოჯახო გარემოში მოსაყვანად. ხოლო თუ მცირე ბიზნესს მაინც ვაწარმოებთ ამ კუთხით, მით უფრო. უკვე ყველასთვის ცნობილია ჩვენს რეგიონში რომ მიწა სასწრაფო და საგანგებო მიხედვას ითხოვს.




 ახალი ამბები
  • "მოხვეტეს პირდაპირ და წაიღეს"_ ხმაური ოზურგეთის აგრარულ ბაზარშიხმაური იყო დღეს ოზურგეთის აგრარულ ბაზარში. ხმაური ოზურგეთის აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლების მისვლამ გამოიწვია, რომლებმაც თუთუნით მოვაჭრეებს დიდი რაოდენობით უაქციზო ნაწარმი ჩამოართვეს. როგორც მოვაჭრეები „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობენ, მათ სიტყვიერი გაფრთხილება მიიღეს, რომ ვაჭრობის უფლება არ აქვთ, თუმცა, სიტყვიერი გაფრთხილება, როგორც ჩანს მოვაჭრეებმა სერიოზულად არ აღიქვეს და ვაჭრობა უაქციზო ნაწარმით გააგრძელეს. დღეს კი ბაზარში შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ და უაქციზო ნაწარმი ჩამოართვეს. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ აჭარაში თამბაქოს მსგავსი სახით გაყიდვა ხდება. „50 კაცამდე იყო მოსული. არაფერი უთქვამთ. მოხვეტეს პირდაპირ და წაიღეს. დავალება გვაქვს ასეთიო. სასამართლოდან დაგიკავშირდებიანო.  თუ მაგრები არიან აჭარაში შევიდნენ და იქედან წაიღონ“,_ ამბობენ მოვაჭრეები „გურია ნიუსთან“ საუბრისას. როგორც შემოსავლების სამსახურის  ბრძანებაშია ნათქვამი, დათვალიერების პროცედურის გახორციელება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომელბს ევალებათ და 29 თებერვლის ჩათვლით უნდა გახორციელდეს და მიზნად ისახავს აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის წარმოებისა და მიწოდების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას. შეგახსენებთ, რომ თამბაქოს რეალიზაციაზე დაწესებულ ცვლილებებს საპროტესტო აქციები მოჰყვა ქედაში. როგორც ფინანსთა მინისტრმა მაშინ განაცხადა, თამბაქოს დაბეგვრაზე გამონაკლისის დაწესება არ ... ...
  • პრემიერ-მინისტრის კომენტარს სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოყვასაქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას,  რომ ქუთაისში მდებარე საქართველოს პარლამენტის შენობას გაყიდიან, სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოყვა. ქუთაისში სამოქალაქო მოძრაობის “დატოვე პარლამენტი ქუთაისში “ ინიციატივით აქციას გაიმართა. აქციის მონაწილეები მთავრობის გადაწყვეტილებას, ქუთაისში პარლამენტის შენობის გაყიდვასთან დაკავშირებით , აპროტესტებენ. მათი განცხადებით, პარლამენტის გაყიდვა საბოლოო განაჩენია ქუთაისისთვის. სამოქალაქო მოძრაობის წევრებს მიაჩნიათ, რომ „ქართული ოცნების” ხელისუფლება და პირადად ბიძინა ივანიშვილი მიზანმიმართულად ებრძვიან ქუთაისის განვითარების პერსპექტივას. აქციაზე გაჟღერდა მოძრაობის მოქმედების გეგმა. აქტივისტები იბრძოლებენ იმისთვის, რომ ქუთაისში წარმატებული საარჩევნო კამპანია აწარმოონ მხოლოდ იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც თავიანთ პროგრანაში ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის დაბრუნებას შეიტანენ. აქციის მონაწილეებს პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეუერთდნენ. გიორგი გახარიამ ქუთაისის პარლამენტის შენობის გაყიდვასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან გუშინ კომენტარის გაკეთებისას განაცხადა. “ქუთაისში პარლმანეტის შენობის გაყიდვას ვაპირებთ და ეს პროცესი ეკონომიკის სამინისტროს დაწყებული აქვს. ქუთაისი სულ მალე იქნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც ქალაქისთვის იქნება ბევრად უფრო მეტი, ვიდრე პარლამენტი. გარდა ამისა, ამ შენობასაც ექნება დატვირთვა, მან უნდა შეიძინოს ეკონომიკურად უფრო მიმზიდველი ფუნქცია. ქუთაისისთვის მომავალი რა შეიძლება იყოს?  განათლება, მედიცინა, ტრანსპორტირება და კიდევ ბევრი რამე და არა მხოლოდ პარლამენტი“,_  განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრის დროს გიორგი ... ...
  • აჭისწყლის ხეობაში, კარიერის ირგვლივ, კვლავ ხმაურია ეკოდამცველი ირმა გორდელაძე, ფეისბუქგვერდზე, „გადავარჩინოთ გურიის მდინარეები“, კვლავ აქვეყნებს ინფორმაციას, რომ  ახლახან ლიხაურის ტერიტორიაზე,  მდ. აჭისწყლის ხეობაში,  შპს  „კავკაზ ცემენტ ჯორჯია" ჩუმად იპარავდა ქვიშას.   „დავადექი პირადად ფაქტზე.  გაჰქონდათ ინერტული მასალა და იქვე ახლო ტერიტორიაზე ასაწყობებდნენ.   ამ კომპანიას ლიხაურმა უარი უთხრა, არ დავუშვებთ, რომ გაიტანონ ინერტული მასალა“, _ წერს გორდელაძე. სოფელ ლიხაურის მკვიდრი, ქალბატონი თინა დობორჯგინიძე ამბობს, რომ აპირებენ სარჩელი შეიტანონ და პასუხი აგებინონ ყველას, ვისაც ეკუთვნის. _ ახლა აჭისწყლის ხეობაში, „კავკაზ  ცემენტ ჯორჯია“, როგორც მისი წარმომადგენელი გვეუბნება, ნებართვით არის შესული და მართლაც, მათ აქვთ ლიცენზია. თუმცა,  დაუშვებელია ახლა იქ ღორღის  ამოღება. გაფუჭდა, რაც გასაფუჭებელია. გავა ცოტა ხანი, ადიდებული მდინარე წალეკავს ყველაფერს და იტყვიან, სტიქიააო. ყველაზე დიდი სტიქია ადამიანია. ეს არის არა ღორღის ამოღება, არამედ ფულის ამოღება. მალე სარჩელს შევიტანთ, დოკუმენტაცია მოგროვებული გვაქვს და იმედია, მანამდე მაინც შეაჩერებენ მუშაობას, _ თქვა ქალბატონმა თინამ „გურია ნიუსთან“. ჩვენ ასევე დავუკავშირდით „კავკაზ ცემენტ ჯორჯიას“ წარმომადგენელს, გელა დუმბაძეს, რომელიც თავის მხრივ აცხადებს, რომ ის ფლობს ლიცენზიას,  შაბათ-კვირას ისვენებს, ორშაბათიდან კი აჭისწყლის კარიერზე მუშაობას გააგრძელებს. _შპს „კავკაზ ცემენტ ჯორჯია“ ამერიკული კომპანიაა. გვაქვს ლიცენზია, რომელიც ორი წლის წინ მივიღეთ. ვმუშაობთ წესების სრული დაცვით.  ჩვენ მოვიპოვებთ მასალას ქვის სამსხვრევი საამქროსთვის და ბეტონის ქარხნისთვის. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სკოლების თუ სხვა მშენებლობები რაც არის, ჩვენ  ვაკეთებთ.  ასევე ვეწევით  ქველმოქმედებასაც და არაფერს ვაშავებთ. ყველანაირ არგუმენტირებულ მოლაპარაკებაზე მზად ვართ, რასაც მოსახლეობა შემოგვთავაზებს. გამოჰყონ ჯგუფი, რომელიც მონიტორინგს  გააკეთებს, ნახავს, რას და როგორ ვიღებთ. მზად ვართ, დავაფინანსოთ კიდეც ისინი, -  გვითხრა გელა დუმბაძემ. დიდი ალბათობით, ორშაბათს, 24 თებერვალს,  აღნიშნულ კარიერზე დაპირისპირება კვლავ მოსალოდნელია, რადგან ლიცენზიის მფლობელი კომპანია მუშაობის გაგრძელებას გეგმავს. ... ...
  • ჩოხატაურში, სოფელ ონჭიკეთში სახლი დაიწვა_ რით დაეხმარება ადგილობრივი ხელისუფლება ოჯახს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ონჭიკეთში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. შემთხვევის ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი იყო მობილიზებული. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი კუჭავამ განუცხადა, ადგილობრივი ხელისუფლება დაზარალებულ ოჯახს დაეხმარება. „ჩვენი წარმომადენელი უკვე შეხვდა დაზარალებულლ ოჯახს. ადგილობრივი ხელისუფლება პირველ რიგში აუცილებელი პირველადი მოხმარების ნივთების შესაძენად  დაეხმარება.  ამის შემდეგ კი, სამშენებლო მასალის გამოყოფაზე ვიმსჯელებთ“, – განაცხადა ირაკლი კუჭავამ. ჩოხატაურის მერის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახი უმეტესად ქუთაისში იმყოფება. „ოჯახში მამა იყო. შვილები ქუთაისში არიან, თვითონაც ხშირად ქუთაისშია. თუ თვითონ იტყვის, რომ სხვა საცხოვრისი არ გააჩნია, ამ შემთხვევაში გავიყვანთ ქირით“, _ გვითხრა ... ...
  • სუს-მა თაღლითობის ფაქტზე 4 პირი დააკავა, 2 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე 4 პირი დააკავა და 2 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე შპს „პრიზმა“-ს დირექტორი გ.ნ, ამავე კომპანიის სამუშაოთა მწარმოებლები გ.ჯ, ი.გ. და შპს „აუდიტ-ფრევეგი“-ს ექსპერტი რ.კ. დააკავეს. ამავე სისხლის სამართლის საქმეზე, ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, შპს „მშენტექზედამხედველი“-ს დირექტორი ნ.ბ. და საწარმოში გულგრილობის ფაქტზე შპს ,,პრიზმა“-ს ინჟინერი თ.მ.  სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ. გამოძიებამ დაადგინა, რომ 2015 წლის 19 ოქტომბერს, ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ქალაქ ცაგერში, სპორტული კომპლექსის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც შპს „პრიზმა“-მ გაიმარჯვა. აღნიშნულ კომპანიასთან 2 714 143 ლარის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ხელშეკრულება გაფორმდა. სპორტული კომპლექსის მშენებლობის დროს, შპს „პრიზმა“-ს დირექტორმა, ამავე კომპანიის სამუშაოთა მწარმოებლების  დახმარებით,  დოკუმენტებში 177 000 ლარის ღირებულების სამუშაოები ყალბად დააფიქსირა შესრულებულად  და ამ გზით სახელმწიფოს კუთვნილ აღნიშნულ თანხას თაღლითურად დაეუფლა.  შპს „პრიზმა“-ს დირექტორს თაღლითობაში დახმარება გაუწია  შპს „აუდიტ-ფრევეგი“-ს ექსპერტმა, რომელმაც მის მიერ შედგენილ დასკვნაში არარსებული სამუშაოები შესრულებულად აჩვენა. თავის მხრივ, შპს „მშენტექზედამხედველი“-ს დირექტორმა, რომელსაც სამუშაოების შესრულების პროცესში ტექნიკური ზედამხედველობა ევალებოდა და შპს ,,პრიზმა“-ს ინჟინერმა, რომელიც  საანგარიშგებო დოკუმენტებს ადგენდა, დოკუმენტებში არარსებული სამუშაოები შესრულებულად დააფიქსირეს. სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების გამო, 2017 წლის 12 ოქტომბერს, შპს „პრიზმა“-სთან დადებული ხელშეკრულება შეწყდა, რის გამოც სამშენებლო სამუშაოები სხვა კომპანიის მიერ დასრულდა. გამოძიება დიდი ოდენობით თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 25-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინების თავისუფლების აღკვეთას ვადით  6-დან 9 წლამდე). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს",_ წერია გავრცელებულ ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...