შეიძლება თუ არა ცხოველის წლოვანების ზუსტად დადგენა

ჩვენი რჩევები

შეიძლება თუ არა ცხოველის წლოვანების ზუსტად დადგენა

2018 დეკ 10 09:56:11

იშვიათია, ალბათ, ადამიანი, რომელიც ვერ გეტყვის, თუ როგორ უნდა გავიგოთ მცენარის წლოვანება _ წლიური რგოლების შესახებ თითქმის ყველა ფლობს ზოგად ინფორმაციას მაინც. პირიქითაა, როცა ბევრს ლაპარაკობენ იმაზე, თუ როგორ უნდა გავიგოთ ცხოველის წლოვანება, თუმცა, დაზუსტებით არავინ არაფერი იცის.

ძველი მეცხოველეები ამტკიცებენ, თითქოს, ცხენის წლოვანება შეიძლება უშეცდომოდ დავადგინოთ კბილების საშუალებით; ირმებს ყოველწლიურად რქებზე ემატებათ წანაზარდი _ "ბოლო"; თევზის ქერცლი კონცენტრირებული ფენებისგან შედგება _ ეს არის ნაზარდი, რომელიც კალციუმის სხვადასხვა რაოდენობას შეიცავს ზაფხულისა და ზამთრის შრეებში. ისევე, როგორც ხეების წლიურ რგოლებზე, აქაც შეიძლება გამოითვალოს წლების რაოდენობა.

სამწუხაროდ, არც ერთი ეს მეთოდი არ შეიძლება ჩაითვალოს სავსებით ზუსტად, განსაკუთრებით კი ნაკლებ სარწმუნო ნიშანი _ "ბოლოების" რაოდენობა ირმის რქებზე. საკმარისია, ირემს გამოერიოს საკვებით მდიდარი წელი ან პირიქით, ამ დროის განმავლობაში იავადოს, რომ მომავალ წელს რქებზე ან ორი-სამი ახალი "ტოტი" გაუჩნდეს, ან ერთი ან ორით ნაკლები. სრული სიმართლეა, რომ ბებერი ირმის რქები წლიდან წლამდე სუსტდება და "ტოტს" რაოდენობა აკლდება.

ცხენს კბილები უცვდება არა მარტო დროის, არამედ საკვების გავლენითაც. ასე რომ, ეს ნიშანიც არ შეიძლება იყოს ცხენისთვის ნამდვილი "მეტრიკა" . ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ ცხენებს, რომელთა წლოვანება სინამდვილეში ოთხ-ხუთ წელს არ აღემატებოდა, საუკეთესო მცოდნენი, კბილების მიხედვით, ათ-თორმეტ წელს აძლევდნენ.

თევზების წლოვანების შედარებით ზუსტი მაჩვენებელი შეიძლება იყოს მათი ქერცლი, მაგრამ ეს არ ვრცელდება იმ თევზებზე, რომლებიც ცხოვრობენ ძალიან დიდხანს _ ას წლამდე. ასეთი თევზების რგოლები, განსაკუთრებით პირველდაწყებით რგოლები ერთმანეთს ერწყმიან, მათი განსხვავება ძნელდება და შეიძლება შევცდეთ ათი-თხუთმეტი პროცენტით.

ჩვენ აქამდე მხოლოდ ხერხემლიან ცხოველებზე ვლაპარაკობდით. ადვილი მისახვედრია, რომ უხერხემლოთა წლოვანების დადგენა კიდევ უფრო ძნელია.

აქედან დასკვნა: შეუძლებელია წლოვანების ზუსტი დადგენა მხოლოდ ერთი ნიშნის მიხედვით. ასაკის დადგენა შეგვიძლია მხოლოდ მიახლოებით, ისიც, თუ მხედველობაში მივიღებთ ამა თუ იმ ცხოველის ყველა დამახასიათებელ თავისებურებას.




 ახალი ამბები
  • რომელი მოსწავლეები მონაწილეობენ გურიიდან “ინფორმატიკის ოლიმპიადა ყველასათვის“ ფინალში საქართველოს უნივერსიტეტის ორგანიზებით და თაოსნობით სკოლის მოსწავლეებისთვის გამართულ კონკურსში “ინფორმატიკის ოლიმპიადა ყველასათვის“ (OLYINFO) ფინალში გურიის სამივე მუნიციპალიტეტის რამდენიმე სკოლის მოსწავლეები მოხვდნენ. “გურია ნიუსმა“  გაგაცნოთ ინფორმაცია, რომ ლიხაურის საჯარო სკოლიდან ოთხი მოსწავლე გადავიდა ფინალში. ახლა კი გაგაცნობთ ჩოხატაურის და ლანჩხუთის სკოლის მოსწავლეების სია, რომლებიც თბილისში გასამართ ფინალში მიიღებენ მონაწილეობას. თამთა ყაჭეიშვილი, დავით სიხარულიძე, ლაშა-გიორგი სიხარულიძე, იური ყაჭეიშვილი, საბა ჩანტლაძე  არიან  სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლების საჯარო სკოლის მოსწავლეები; ნიკოლოზ ცინცაძე,  ანა კალანდაძე-  სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ  იანეულის   საჯარო    სკოლის მოსწავლეები; ანტონ  სიხარულიძე    სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ  ბუკისციხის  საჯარო სკოლის მოსწავლე. ელენე გვარჯალაძე და მარიამ ცინცაძე არიან მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეები; ლია ბოლქვაძე, ლინდა ჭაღალიძე, ბარბარე მორჩილაძე, ანასტასია გოგელია -სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გია ტრაპაიძის სახელობის სოფელ ქვემო აკეთის საჯარო სკოლაში სწავლობენ. ამავე თემაზე: ... ...
  • “მორიგი სუპერ-ამბავი"-ვინ გახდნენ “გურული დღიურების“ სტიპენდიანტები“მორიგი სუპერ-ამბავი,“ - ასე ავრცელებს სოციალურ ქსელში “გურული დღიურების“ დამფუძნებელი გიორგი კეკელიძე. “დღეს გურული დღიურების ფონდის სტიპენდიატი ეს უნიჭიერესი ტყუპი გახდა: დათა და რენე გაბრიჭიძეები. ისინი ყველაზე პატარა, პირველკლასელი წევრები არიან ჩვენი ფონდის კლუბში"_ წერს გიორგი ... ...
  • "ოცნების" მხარდამჭერებმა პარლამენტთან კარავი დადგესთბილისში პარლამენტის შენობის წინ კიდევ ერთი კარავი დაიდგა. ამჯერად კარავი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა მოძრაობამ „შევინარჩუნოთ სიცოცხლე“ დადგა და ასე მოუწოდა ოპოზიციას დესტრუქციული ქმედებების ... ...
  • ლევან დავითაშვილი: „სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა“საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სიცრუესა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას უწოდებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ თანამდებობის პირთა დეკლარაციების შესახებ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს, რომლის თანახმად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს საკუთარ დეკლარაციაში არასრულად აქვს გასაჯაროებული მისი და ოჯახის წევრების სამეწარმეო საქმიანობა. „მინდა აღვნიშნო, რომ დეკლარაციის შევსების შემდგომ, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ განხორციელდა ჩემი დეკლარაციის მონიტორინგი. მათ დეტალური კვლევა ჩაატარეს და მივიღე დადასტურებული პასუხი, რომ დეკლარაციის შევსების კუთხით შენიშვნა არ არსებობდა. აბსოლუტურად ცრუა ინფორმაცია, რომ ჩემი დეკლარაცია რამეს მალავს, ან უზუსტობაა. მხოლოდ ჩემი სიტყვები რომ არ იყოს მტკიცებულებად, გთხოვთ, თავად მიმართოთ საჯარო სამსახურის ბიუროს ობიექტური პასუხის მისაღებად“, _  ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჟურნალისტების კითხვის პასუხად ... ...
  • “მაი ერთსქესიანთა ქორწინების აქციაა?!“ - რა შეუთვალა გურულმა მამაკაცმა სახალხო დამცველსდღეს ოზურგეთში სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებით ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე აღინიშნა. ასევე დღეს დასრულდა 16-დღიანი კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, წლევანდელი კამპანიის დევიზი იყო “არა სექსუალურ შევიწროებას“. სახალხო დამცველის წარმომადგენელმა გურიაში თამარ ოგანოვამ კამპანიის ფარგლებში არაერთი მოქალაქის კითხვას გასცა პასუხი და ასევე დაარიგა სხვადასხვა საკითხებზე მომზადებული ბუკლეტები. სავარაუდოდ, ერთ-ერთი მოქალაქე კამპანიის არსს ვერ მიხვდა და გაღიზიანებულმა დატოვა შეხვედრის აქცია. “მაი ერთსქესიანთა ქორწინების აქციაა? თქვენი უფროსია (საუბარია სახალხო დამცველზე, ნინო ლომჯარიაზე) მაგათი დამცველი. მაგას გადაეცით ხალხის უფლებები დაიცვას,“_ თქვა ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ვებრძოლოთ დაღლილობას

თუ ხშირად გრძნობთ დაღლილობას, გტანჯავთ...

ჯენიფერ ლოპესის სილამაზის საიდუმლო

ცოტა ხნის წინ უბერებელმა კინომსახიობმა...

რა დაავადებისგან იცავს ვარჯიში მამაკაცებს

რეგულარული ვარჯიში კონკრეტული დაავადებების რისკს...

დღეში, რამდენი ფინჯანი ყავის დალევა შეიძლება

რამდენიმე თვის წინ ამერიკელმა მკვლევარებმა...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს