შევქმნათ სტაბილური ეკოლოგიური პირობები თხილის ნაყოფის სრულფასოვნად ჩამოყალიბებისთვის

ჩვენი რჩევები

შევქმნათ სტაბილური ეკოლოგიური პირობები თხილის ნაყოფის სრულფასოვნად ჩამოყალიბებისთვის

2017 აპრ 13 12:16:07

თხილის კულტურამ რამდენადაც ფეხი კარგად მოიკიდა გურიაში და საქართველოს სხვა რეგიონებში, იმდენად გააფთრებით უტევს მას სხვადასხვა მავნებელი და ამიტომ, აუცილებელია, გამუდმებით მივმართოთ და ვურჩიოთ ჩვენს მეურნე, მშრომელ ადამიანებს, რომ საგაზაფხულო სამუშაოები მრავალი სახისაა და მის ხარისხიან შესრულებაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული, თუ როგორი მოსავალი გვექნება მომავალ ზაფხულში.

როგორ უნდა შევუქმნათ თხილის მცენარეს ისეთი სტაბილური ეკოლოგიური პირობები, რომ გაზაფხულზე ნაყოფის (ბურჩხის) ჩამოყალიბების სრულფასოვანი პროცესი შედგეს?

თხილი ერთლებნიანი, გაყოფილსქესიანი, ფოთოლმცვენი მცენარეა, რომლის ერთ ძირზე მოთავსებულია, როგორც მამრობითი, ასევე მდედრობითი საყვავილე კვირტები, რომლებმაც უკვე დაიწყო მომწიფება. მომწიფებული დინგი მომზადებულია დასამტვერიანებლად. თხილის კვირტზე შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს ალუბლისფერი დინგის წვერო, რომელზეც მამრობითი (მოგრძო ფორმის) ყვავილებიდან ჩამოცვენილი მტვერი დაიფრქვევა, განაყოფიერდება და ნაყოფი იწყებს განვითარებას. ეს პროცესი ახლა, გაზაფხულის დასაწყისიდანვე მიმდინარეობს.

როგორც შემოდგომა-ზამთარში, ისე ახლა, გაზაფხულზე, მავნე ორგანიზმებიდან ყველაზე საშიში და თვალსაჩინოა თხილის კვირტის მეგალე ტკიპა, რომელსაც თითოეული ადამიანი უნდა ჩაუსაფრდეს!

თხილის ტოტებზე აშკარად შესამჩნევია ყვავილივით გაფურჩქნული კვირტი, ამონაზარდი, რომელსაც ნორმალური კვირტის ფორმა სრულიად დაკარგული აქვს. ამ გაბუჩქულ კვირტში მიმდინარეობს დაზიანების პროცესი, რაც საბოლოოდ იწვევს მის უნაყოფობას.

ამის გარდა, ეს კვირტი არის მავნებლის გავრცელების უდიდესი რეზერვი, რომელშიც მოთავსებულია 30 ათასი სხვადასხვა ფაზის ტკიპები (სხვადასხვა ხნოვანების პრონიმფები) ერთდროულად. თუ კვირტს შუაზე გავჭრით, მხოლოდ მიკროსკოპით დავინახავთ უამრავ წყლისმაგვარ მატლს, რომლებიც დაზიანებულ კვირტებში უამრავია და ვითარდებიან.

მეგალე ტკიპა რაკი თვალით უხილავია, ჰგონიათ, რომ საფრთხე დიდი არაა, არადა ის დღეს უპირველესი საშიშროებაა _ სულ ცოტა, სანაყოფე კვირტების 20 პროცენტი უკვე დაზიანებულია ჩვენს პლანტაციებში. სავეგეტაციო პერიოდში ამ ტკიპის თაობათა რიცხვი 6-7-ჯერ მეტია! მათი რიცხოვნობა თხილის სხვადასხვა ჯიშებზე, სხვადასხვაა. უფრო მასობრივად აზიანებს შემდეგ ჯიშებს: ბერძულა, ნემსა, შველისყურა, დედოფლისთითა... დანარჩენ ჯიშებს მეტი იმუნიტეტი აქვთ.

ახლა მავნებელთა უმეტესობა დიაპაუზაშია. ისინი ზამთრობენ სხვადასხვა თავშესაფარში და გაზაფხულის დამთავრებისთანავე გამოდიან, იწყებენ უკვე შეფოთლილი თხილის დაზიანებას.

ერთ-ერთი ახალი მავნებელი მარმარა ბაღლინჯოც, მეგალე ტკიპას მსგავსად, წუწნით აზიანებს სხვადასხვა მცენარეების ორგანოებს, მათ შორის, თხილისაც.

ახლა, როცა თხილი იწყებს შეფოთვლას, მავნებლებთან ერთად, სხვადასხვა დაავადებების თანდათან გამოჩენაც იწყება. ესაა თხილის ყავისფერი და ნაცრისფერი სიდამპლეები, თხილის ნაცარი და სხვა.

ახლა, გაზაფხულზე, მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ გატარებული უნდა იქნეს ბრძოლის შემდეგი მეთოდები .

1. კარანტინული ღონისძიებები: თხილის ნერგები არ უნდა გადავრგოთ დაზიანებული პლანტაციიდან ახალში, რასაც, სამწუხაროდ, ბევრი ნაკლებად ითვალისწინებს.

2. პლანტაციებს სჭირდება ხშირი დათვალიერება, რათა არ მოხდეს ახალი მავნე ორგანიზმის შემოჭრა.

3. ახალი პლანტაციის გაშენებამდე აუცილებლად ჩაატარეთ ნიადაგის ქიმიური ანალიზი.

გაითვალისწინეთ ასევე აგროტექნიკური, სანიტარულ-პროფილაქტიკური, ჰიგიენური მეთოდები: დაზიანებული ტოტების გასხვლა, ნაკვეთიდან გატანა და აუცილებელი დაწვა.

თუ ნაკვეთში გავრცელებულია თხილის ცხვირგრძელა, ის უნდა დაიტბორის წყლით, რათა ნიადაგში მოზამთრე მავნებლის ჭუპრები ასე ყველაზე ადვილად იხოცება. დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ფიზიკურ-მექანიკურ მეთოდს. ის ყველაზე ეფექტურია მავნებლის დასახოცად, იმიტომ, რომ კვირტის ღრმულებში შხამი ვერ აღწევს და ამიტომ ამ მავნებელზე შესხურებას სრული შედეგი არ მოაქვს.

ქიმიური მეთოდის ჩატარება ადრე გაზაფხულზე შესაძლებელია დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით, რომელიმე ფუნგიციდით, ოღონდ კონცენტრაცია დაბალი უნდა იყოს, რათა არ დაზიანდეს მდედრობითი კვირტებიდან ამოზრდილი საყვავილე დინგები, რომლებიც მცენარის ნაზი ორგანიზმებია.

გირჩევთ, საგანგებოდ დაიმახსოვროთ და გაითვალისწინოთ წინამდებარე ჩვენი რჩევები, რადგან თხილის ნაყოფის სრულფასოვანი ჩამოყალიბებისთვის სტაბილურ გარემოს მხოლოდ ასე შევქმნით. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასული წელიც კმარა გასახსენებლად, როცა თხილი, თავისი ნაჭუჭით, ვიზუალურად ძალიან კარგად გამოიყურებოდა, თუმცა, გული უმეტესად სოკოვანებით იყო დაავადებული, რამაც საერთო ჯამში ფასის ვარდნა და ფერმერთა ეკონომიკური ყოფის გაუარესება გამოიწვია.

ანგელინა ნიკოლაიშვილი,
ბიოლოგიურ მეცნიერებათა  აკადემიური დოქტორი




 ახალი ამბები
  • გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლედ განამწესეს იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. მიქაუტაძის კანდიდატურას საბჭოს 11-მა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. მიქაუტაძესთან ერთად საქალაქოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში ნიკოლოზ მარსაგიშვილი გაამწესეს. საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2 ვაკანსიაზე 28 კანდიდატი ... ...
  • WHO : მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზეჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი ქალაქებში ცხოვრობს, 2050 წლისთვის კი, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შედეგად, ქალაქებში კიდევ 2.5 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს. აღნიშნული ტენდენცია კი  ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზე, რომ ხელი შეეწყოს ჯანსაღ ცხოვრებას ქალაქში. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, ხალხი ქალაქში საცხოვრებლად ცხოვრების გასაუმჯობესებლად გადადის. თუმცა, ურბანული ცხოვრება  საზოგადოების ჯანმრთელობის სფეროში ბევრ გამოწვევას ქმნის. მაგალითად, არის  ქალაქები, რომლებსაც არ აქვთ სუფთა წყლის, სანიტარიისა და ნარჩენების მართვისთვის ეფექტური სისტემები, სადაც შეგხვდებათ ისეთი დაავადებები, როგორიცაა ქოლერა და დიარეა. ქალაქები ასევე დგანან დაბინძურებული ჰაერის, არაჯანსაღი კვების და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის წინაშე. გარდა ამისა, საგზაო უსაფრთხოება და ძალადობა არის მუდმივი შეშფოთების საკითხი, ისევე როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობა. ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, რომელიც ცდება ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობას. ეს მოიცავს ინფრასტრუქტურულ საკითხებს, ასევე დასაქმების, განათლებისა და საკვებ პროდუქტზე ხელმისაწვდომობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით,  უნდა შეიქმნას ქალაქები, რომლებიც მათი დიზაინით, პოლიტიკით და პროგრამებით ჯანმრთელობას ხელს შეუწყობენ.       ... ...
  • ევაკუაცია ყავლაშვილის ქუჩაზე_ ჩამონგრეულია სახლის ნაწილითბილისში, შოთა ყავლაშვილის ქუჩაზე 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მისვლისთანავე მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით, ამავე შენობასა და მის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე მიღებულია უსაფრთხოების ზომები.       ... ...
  • ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების მოთხოვნას _ ბახტაძეჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიც არის შრომის უფლებები, უსაფრთხოება, სამედიცინო მომსახურება ადგილზე, კვება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ორივე მხარეს, მისაღებ შედეგებზე დროულად ჩამოყალიბდნენ.„მე ვიცი, რომ ამავე დროს, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მათ გააკეთეს შეთავაზება და მინდა ორივე მხარეს ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მეტი ინტენსიური დიალოგის შედეგად დროულად ჩამოვყალიბდეთ მისაღებ შედეგებზე. ეს არის სისტემური მნიშვნელობის მქონე საწარმო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, _ განაცხადა მამუკა ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24-27 მაისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა, 25-27 მაისს იქროლებს ძლიერი ქარი. 24-25 მაისს ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +26, +31, ხოლო 26-27 მაისს +22, +27 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში, ძირითადად, ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსი იქნება.     ... ...

არქივი

ზაფრანი

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...

შაოლინის მონასტრის დიეტა

დიეტით მხოლოდ ლამაზი ქალბატონები როდის...

როგორ ვებრძოლოთ სლოკინს

სლოკინთან დაკავშირებით შესაძლოა ბავშვობა და...

როგორ მოვიშოროთ კბილის ტკივილი

ყველაზე მარტივი რეცეპტები: მოამზადეთ "სალბის"...

გინდათ, არასდროს გასუქდეთ?

ზოგიერთი ჩვენგანი თვით ბუნებამ დაასაჩუქრა,...