სურნელოვანი ოსმანტუსი

ჩვენი რჩევები

სურნელოვანი ოსმანტუსი

2 მაი. 2017, 10:06:52

მარადმწვანე ოსმანტუსი, საოცრად სურნელოვანი მარადმწვანე ფოთლოვანი მცენარეა, რომელიც ცხრა მეტრამდე იზრდება.

გურიაში, კონკრეტულად ანასეულში, ის 1930 წელს ჩამოიტანეს. მცენარის სამშობლოდ ჩინეთი და იაპონია ითვლება. ყვავის აგვისტოს ბოლოდან ოქტომბრის დასასრულამდე და გამოირჩევა საოცარი სურნელებით.

სურნელოვანი ოსმანტუსი, როგორც ბიოლოგი ცისანა ქაშაკაშვილი გვეუბნება, საკმაოდ რთულად გასამრავლებელია და უფრო დაკალმებით თუ იქნება შესაძლებელი.

_ მრავალი ათეული წლის მანძილზე ვმუშაობდი ანასეულის კვლევით ინსტიტუტში. ძირითადად ჩაისა და ციტრუსოვანთა კვლევით ვიყავით დაკავებული და სურნელოვანი ოსმანტუსის გამრავლება აქ არ გვიცდია. არადა, ბევრი ადამიანი მინახავს, ვისაც ამ მცენარის საკუთარ ბაღში "მოშინაურებაზე" უოცნებია და სურვილი მაინც ოცნებად დარჩენია.

როგორც ბიოლოგს, შესაძლებლად მიმაჩნია მისი დაკალმების გზით გამრავლება _ ჰეტეროჰაუქსინის ფხვნილის (არის ასეთი ნივთიერება) წყალში შერევით, უნდა მოხდეს სურნელოვანი ოსმანტუსის კალმების დამუშავება. ეს პროცესი ყველაზე უკეთ მოსახერხებელია აგვისტოში, _ გვირჩია ქალბატონმა ცისანამ.

სურნელოვან ოსმანტუსს აქვს თეთრ-მოყვითალო ყვავილები, რომელთა სურნელი შორ მანძილზეც იგრძნობა. იგი გამოიყენება ნაყენის არომატიზაციისთვისაც.




 ახალი ამბები
  • "თანხა წაღებულია, ხატებმა რა დაუშავეს, არ ვიცი"- კახეთში ეკლესია გაძარცვესგურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია გაძარცვეს და დაარბიეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ტაძრის სტიქაროსნის, უჩა ქემაშვილის თქმით, მძარცველები სავარაუდოდ ფანჯრიდან შევიდნენ. „მძარცველები სავარაუდოდ ფანჯრიდან შემოვიდნენ, რადგან ჩამტვრეულია, მრევლის მიერ შემოწირული და ასევე, გაყიდული სანთლების თანხა წაღებულია. ხატებმა რა დაუშავეს, არ ვიცი, დამტვრეულია დიდი ნაწილი“, _ ამბობს სტიქაროსანი. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო ... ...
  • თურნავა: გვაქვს რესურსი, რომ ვიზიტორები განვათავსოთ როგორც მესტიაში, ასევე დანარჩენ საქართველოშიეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მესტიის მუნიციპალიტეტში შექმნილი ვითარების შესახებ ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, ყველაფერი კეთდება, რომ ეპიდემიის აფეთქების ამ მორიგი კერის ლოკალიზება და გაუვნებელყოფა რაც შეიძლება სწრაფად, შედარებით უმტკივნეულოდ მოხდეს. „კორონავირუსი არსად გამქრალა და ეპიდემია არ დაგვიმარცხებია. ჩვენ ვისწავლეთ ეპიდემიის ეფექტური მართვა. მესტიაში უკვე შევარჩიეთ 20 სასტუმრო, აღვრიცხეთ ვიზიტორები და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საკარანტინო სივრცეებში მათი გეგმაზომიერი გადაყვანა მოხდეს. საკარანტინო სივრცეები მოეწყო როგორც უშუალოდ მესტიის მუნიციპალიტეტში, ასევე დანარჩენ საქართველოშიც. გვაქვს ამისთვის საკმარისი რესურსი,“ - განაცხადა თურნავამ. თურნავას განცხადებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საგანგებო მუშაობის რეჟიმშია გადასული. მასთან ერთად, პროცესში აქტიურადაა ჩართული მთის კურორტების განვითარების კომპანიაც. მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია იმ პროტოკოლების და წესების დაცვა, რაც ეპიდემიოლოგებმა მოამზადეს. საუბარია, სოციალური დისტანციაზე, პირბადის გამოყენებასა და სხვა უამრავ ... ...
  • ვახტანგ გომელაური - საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით ყველაფერს ვაკეთებთ, ომს ვერ დავიწყებთშინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა შინდისის გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ხელისუფლება ოკუპაციის შედეგების საპასუხოდ, მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იყენებს. „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი მეგობრების, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით. სხვას ვერაფერს გავაკეთებთ, ვერ დავიწყებთ ომს. ვინც ჩვენ მაგას გვეუბნება, რატომ არაფერს არ აკეთებს ხელისუფლება, ზუსტად ისინი იყვნენ ხელისუფლებაში და კითხვას თუ დაუსვამთ მათვე, რატომ მოხდა 2008 წლის ომი, ძალიან კარგი იქნება. ასევე, უფრო კარგი იქნება, კითხვა რომ დაუსვათ - 2008 წლის ომის შემდეგ ჩვენი გმირების გვამები ისევ მინდორზე, ტყეებში რომ ესვენა და თბილისში კონცერტები იყო გამართული, რატომ ხდებოდა? რას ზეიმობდნენ? ვიდრე ჩვენ გვკითხავენ რამეს, უფრო კარგი იქნება, ეს კითხვა რომ დაუსვათ მათ“, - განაცხადა ვახტანგ ... ...
  • შს მინისტრი: ბაჩალიაშვილის საქმეში თუ საჭირო იქნება, გამოძიების ფედერალური ბიურო ჩაერთვებაშინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამომძიებლები მუშაობენ და თუ საჭირო იქნება, გამოძიების ფედერალური ბიურო  ექსპერტიზის მიმართულებით ჩაერთვება. „ბაჩალიაშვილის საქმეზე მე ღიად ვერ ვისაუბრებ. გამოძიება მიდის, თუმცა მე ვფიქრობ, მალე დასრულდება. თუ საჭიროება იქნება, გამოძიების ფედერალური ბიურო ჩაერთვება სავარაუდოდ ექსპერტიზის მიმართულებით, თუ დაგვჭირდება, თუმცა ჯერჯერობით გამომძიებლები მუშაობენ“, - განაცხადა ... ...
  • ვახტანგ გომელაური - ახალქალაქში მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, დამნაშავეების იდენტიფიცირება მოხდებაშინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, პირი, რომელმაც მკვლელობა ჩაიდინა, დაკავებულია. მისივე თქმით, გამოძიება გრძელდება და შემდგომი დაპირისპირების მონაწილეების იდენტიფიცირება მოხდება. „გამოძიება მიმდინარეობს. პირი, ვინც ჩაიდინა მკვლელობა, დაკავებულია. დანარჩენის იდენტიფიცირება მოხდება“, - ვახტანგ ... ...

არქივი