თებერვლის ძირითადი სამუშაოები საკარმიდამო ნაკვეთებში

ჩვენი რჩევები

თებერვლის ძირითადი სამუშაოები საკარმიდამო ნაკვეთებში

13 თებ. 2021, 09:44:09

თებერვლიდან, საკარმიდამო ნაკვეთებში, ხეხილოვანთა ბაღებში, მცირე თუ დიდ ბოსტნებში უპირველესი სამუშაოებია, მიწის გადაბარვა, ხეხილოვანთა გასხვლა და ნიადაგში სასუქების შეტანა.

გადაბარვა, როგორც წესი, უნდა მოხდეს ბაღ-ბოსტნებში, ასევე, უნდა შემოვბაროთ ხეხილოვანთა ირგვლივ ნიადაგი, შემდეგ კი ფოსფორ-კალიუმიანი სასუქები შევიტანოთ.

შეგახსენებთ, რომ თებერვლის მეორე ნახევარში ვარაუდობენ თოვლს, წვიმიან ამინდებს. ამიტომ, გამოვიყენოთ კარგი ამინდი, გავსხლათ ხეხილოვნები: ვაშლი, მსხალი, ატამი. ასევე, უნდა გაისხლას კივი, ჩაი, ვისაც აქვს. ეს ერთგვარი სამზადისიც იქნება იმისთვის, რომ თოვლმა ტოტები არ ჩამოამტვრიოს და რა თქმა უნდა, მცენარე ვეგეტაციას უფრო აქტიურად შეძლებს.

ბოსტნების გადაბარვა ამ პერიოდში გააუმჯობესებს სამომავლოდ აგრარული კულტურების ხარისხს. გადაბარვის შემდეგ შეიტანეთ უმჯობესია ნაკელი, ასევე არაორგანული სასუქებიც.

მრავალწლიანი მცენარეების ირგვლივ, უფრო ხეხილოვნების, შემობარვა მოვახდინოთ მეტრნახევარ რადიუსში.

გაასუფთავეთ საყანე ფართობები. მოამზადეთ გოგროვნების დასათესი კვლები. ჩვენ ყოველთვის ვურჩევთ მეურნეებს, ხმელი ფოთლები, ნასხლავი თუ სხვა მცენარეული ნარჩენები, არ დაწვან და ნეშომპალით საუკეთესო სასუქი მოამზადონ. თუმცა დაუშვით გამონაკლისი გოგრის დასათესი ნიადაგის მომზადებისას. ამ მცენარის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო სასუქი მცენარეული ნარჩენების ნამწვია.

თებერვლის თბილი დღეები ასევე გამოიყენეთ ღობეების გასამაგრებლად. უმეტესად კი, როგორც ვთქვით, მოასწარით გასხვლა, ჩაბარვა, ზოგადად ნიადაგის განოყიერება.




 ახალი ამბები
  • 7 წლის მარიამ ბოკუჩავა, 8 მარტს, ქალებს ანა კალანდაძის ლექსით იტალიური ვერსიით ულოცავს იტალიაში მყოფმა 7 წლის მარიამ ბოკუჩავამ ქალთა საერთაშორისო დღესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. მან ანა კალანდაძის ლექსი „მოდიოდა ნინო მთებით“ იტალიურად წაიკითხა. „ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს გილოცავთ ქალბატონებო! ჩემო ქართველო და იტალიელო მეგობრებო, დაე ურთიერთ თანამშრომლობისა და თანამეგობრობის ხიდი აერთიანებდეს, ჩვენს მისწრაფებებს. მარიამ ბოკუჩავა, 8 მარტს, ანა კალანდაძის ლექსით - “მოდიოდა ნინო მთებით“, იტალიური ვერსიით გილოცავთ. მადლობა, ქალთან საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზატორს, ქალბატონ დანიელა ლოვეჩეს, რომელმაც მარიამს საშუალება მისცა იტალიური საზოგადოების წინაშე წარმსდგარიყო. ასევე განსაკუთრებული მადლობა იტალიაში მოღვაწე ქართველ ქალბატონს, მთარგმნელს ნუნუ გელაძე“, - წერს სოციალურ ქსელში მარიამის დედა, ხათუნა ... ...
  • საქართველოს მთავრობა ანაკლიის პორტს დაუბრუნდა. ცხადდება ახალი ტენდერი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის სამინისტროს ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ახალი ტენდერის მომზადება დაავალა. “მოგეხსენებათ, სამწუხაროდ, [წინა] ინვესტორმა ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, მათ ვერ შეძლეს საჭირო კაპიტალისა და  400 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სასესხო დაფინანსების მოძიება“, – თქვა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე. მისი თქმით, ხელისუფლება აპირებს “კვალიფიციური კონსულტანტის” დაქირავებას და ახალი ტენდერის გამოცხადებას. “ტენდერი უნდა ჩატარდეს მაღალ დონეზე, ყველა საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. თურნავამ ასევე აღნიშნა, რომ ეკონომიკის სამინისტროში შეიქმნა “საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების სააგენტო” – სწორედ ამ სააგენტოს დაევალა მთავრობისგან, ახლო მომავალში ჩაატაროს საკონსულტაციო შესყიდვები, რათა მომზადდეს კონკურენტული პროცესი ინვესტორების შერჩევისთვის. ეკონომიკის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ პროექტი, პირველ რიგში, დასავლელი ინვესტორებისთვის იქნება საინტერესო. ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის აშენების იდეა ჯერ კიდევ საქართველოს წინა ხელისუფლებას გაუჩნდა. პროექტის განხორციელება კი, უკვე ამჟამინდელი მთავრობის პირობებში დაიწყო. 2016 წელს ტენდერში გაიმარჯვა “ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა”, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი კომპანია „თიბისი ჰოლდინგია“ („თიბისი ჰოლდინგს“ საქართველოს ყველაზე მსხვილი ბანკის „თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ფლობს). ტენდერი პრემიერ კვირიკაშვილის დროს ჩატარდა. მოგვიანებით, ურთიერთობა დაიძაბა კვირიკაშვილსა და ქვეყნის ფაქტობრივ მმართველს, ბიძინა ივანიშვილს შორის. ამ დაძაბულობის ფონზე კვირიკაშვილი პრემიერის თანამდებობიდან გადადგა. ახალმა მთავრობამ დაიწყო მის დროს მიღებული გადაწყვეტილებების გადახედვა. მათ შორის, პრობლემები შეექმნა კვირიკაშვილთან დაახლოებულ ბიზნესმენს, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” თანათავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძესაც –  ხაზარაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს თიბისის ერთ-ერთ ტრანზაქციასთან დაკავშირებით. 9 იანვარს კი ხაზარაძის კონსორციუმს ანაკლიის აშენების უფლება ჩამოართვეს. ანაკლია საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან იგი გზას გაუხსნის ცენტრალური აზიის ტვირთებს ევროპისკენ და პირიქით. პირველ ქართულ ღრმაწყლოვან პორტს, რომელიც ანაკლიაში შენდებოდა, პრეტენზია აქვს, რომ თურქეთისა და რეგიონის სხვა ქვეყნების პორტების სერიოზული კონკურენტი გახდეს. პორტის აშენებას მხარს უჭერს აშშ-ც. პროექტის წინააღმდეგი იყო რუსეთი და ამის შესახებ რუს მაღალჩინოსნებს არაერთი საჯარო განცხადება გაუკეთებიათ. წყარო: ... ...
  • აფხაზეთში ახრა ავიძბა დააკავეს აფხაზეთში, სპეცსამსახურებმა დააკავეს ცნობილი ახრა ავიძბა. ავიძბა  პოლიტიკოსია, რომელიც ოფიციალურ თანამდებობებს აღარ იკავებს მას შემდეგ, რაც 2020 წლის ზაფხულში, პრეზიდენტის თანაშემწის პოსტიდან წავიდა. თუმცა, ავიძბა – ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა აფხაზურ პოლიტიკაში და 5 მარტის საღამოს მისმა დაკავებამ, შეიძლება, ახალი პოლიტიკური კრიზისი შექმნას. ახრა ავიძბა – ახლო ნათესავია ცნობილი აფხაზი „კანონიერი ქურდის“, ალხაზ ავიძბასი, რომელიც 2019 წლის ნოემბერში, სოხუმის სანაპიროზე, რესტორანში ჩაცხრილეს. ახრა ავიძბა აღმოსავლეთ უკრაინაში, თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მხარეს იბრძოდა და ცნობილია აფხაზეთში როგორც ადამიანი, რომელსაც „დონბასის გმირის“ ტიტული მიანიჭეს. ფაქტობრივად, სწორედ ახრა ავიძბა გახდა 2020 წლის იანვარში, აფხაზეთში, ხელისუფლების ცვლილების გენერატორი. მან იმის გაკეთება მოახერხა, რისი გაკეთებაც მთელმა ოპოზიციამ ერთად აღებულმა ხუთი წლის განმავლობაში ვერ შეძლო, მიუხედავად არაერთი მცდელობისა. მან, რამდენიმე ასეულ ადამიანთან ერთად, შტურმით აიღო პრეზიდენტის სასახლე და აიძულა მაშინდელი პრეზიდენტი, რაულ ხაჯიმბა, თანამდებობიდან წასულიყო. ახალ არჩევნებში, ოპოზიციის იმდროინდელმა ლიდერმა და ახლა აფხაზეთის პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ გაიმარჯვა. თავისი მამაცური ნაბიჯის გამო, ახრა ავიძბამ მიიღო საპატიო, მაგრამ არაფრის გადამწყვეტი თანამდებობა – აფხაზეთის პრეზიდენტის თანაშემწე საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში. თუმცა, ძალიან მალე, კამუფლირებულ ფორმაში გამოწყობილი ადამიანისთვის, უინტერესო გახდა უბრალოდ „პრეზიდიუმში“ ჯდომა. „იმიტომ არ შევცვალეთ ხელისუფლება, რომ შემდეგ არაფერი არ შეიცვალოს“, – განაცხადა მან 2020 წლის ბოლოს და თანამდებობა დატოვა, თუმცა, დაბრუნების პირობა დადო. ხელისუფლებას ამაზე სიფრთხილით უნდა მოეხდინა რეაგირება. აფხაზეთში უკვე შეიქმნა გაგება, რომ ასეთი ტიპის პოლიტიკოსი-მებრძოლები, თუკი ბრუნდებიან – როგორც წესი, პრეზიდენტის სასახლეში შედიან მას შემდეგ, რაც კარებს ამტვრევენ. გარკვეულ დრომდე, ხელისუფლება მოლოდინის რეჟიმში იყო. მაგრამ შემდეგ, ახრა ავიძბამ საერთო ენა გამონახა ახლანდელ ოპოზიციასთან, იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც მან ძალით განდევნა პრეზიდენტის სასახლიდან სულ რაღაც ერთი წლის წინ. როგორც ჩანს, ავიძბას დაპატიმრება – ხელისუფლების მხრიდან ვა-ბანკზე წასვლის მცდელობაა, რომელმაც იგრძნო, რომ საფრთხე შეექმნა მის სტაბილურობას. მაგრამ ახლა გაჩნდა კითხვა: რა იქნება შემდეგ? შეუძლია კი ახრა ავიძბას დაკავებას სიტუაციის დასტაბილურება და ახალი გადატრიალების საფრთხის თავიდან არიდება – ეს რიტორიკული კითხვაა. რადგან, ქრესტომათიულმა „მავრმა თავისი საქმე გააკეთა, მავრს შეუძლია წავიდეს“, აფხაზურ რეალობაში, შეიძლება, არა მარტო არ იმუშაოს, არამედ უკუეფექტი იქონიოს. იმდენად, რამდენადაც „მავრები“ აფხაზეთში, ასე უბრალოდ არასოდეს მიდიან. წყარო: ... ...
  • თბილისი ვაქცინირებული მოგზაურებისთვის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებების რეიტინგში პირველ ადგილს იკავებსერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პორტალი - „ევროპის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებები“ (European Best Destinations) იმ ქალაქების რეიტინგს აქვეყნებს, რომლებიც ვაქცინირებული მოგზაურებისთვის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებებს წარმოადგენენ. აღნიშნულ რეიტინგში (Best Destination for vaccinated travelers 2021) პირველ ადგილს საქართველოს დედაქალაქი იკავებს.   თბილისის გარდა, რეიტინგში მოხვდნენ ისეთი ტურისტული მიმართულებები, როგორებიცაა: კოპენჰაგენი, კეფალონია, სევილია, ათენი, სტოკჰოლმი, კანარის კუნძულები, მადეირა, ბათუმი (მე-4 ადგილი) და სხვა. ორგანიზაცია ასევე, აქვეყნებს 2021 წლის უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებების რეიტინგს (Coronavirus – Safest Destinations to Visit in 2021), სადაც თბილისი მე-3 ადგილს იკავებს. რეიტინგი იმ მიმართულებებს მოიცავს, სადაც კორონავირუსის თვალსაზრისით, მოგზაურობა უსაფრთხოა, არ არის კარანტინის საჭიროება და დაცულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები.   „თუ თქვენ ეძებთ კულტურას, ბუნებას, ჯანმრთელობას, გასტრონომიულ მრავალფეროვნებებს, ან უბრალოდ, საშოპინგოდ პოპულარულ საქალაქო ტურისტულ მიმართულებას, თბილისი - საქართველოს დედაქალაქი იდეალურია 2021-ის არდადეგების გასატარებლად. რატომ უნდა აღმოაჩინოთ თბილისი 2021-ში? როგორც არასდროს, ახლა ვიცით, რომ ცხოვრებისგან სიამოვნება უნდა მივიღოთ და შეუძლებელია, გამორჩეული მოგზაურობები გადავდოთ. საქართველო და განსაკუთრებით თბილისი, არის ტრადიციული და თანამედროვეც, კოსმოპოლიტური, მრავალეთნიკური, ნამდვილად უნიკალური და ავთენტური. საქართველომ ჯანდაცვის კრიზისს ეფექტური და ინოვაციური მიდგომებით, ძალიან სწრაფად და პოზიტიურად უპასუხა. როგორც კი Covid-19-ის შემთხვევები შემცირდა და ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდა, ქვეყანამ კარანტინისა და დამატებითი ტესტირების მოთხოვნის გარეშე, ვაქცინირებულ მოგზაურებს საზღვრები გაუხსნა“, - აღნიშნულია EBD-ის ოფიციალურ ვებგვედზე.   საქართველოში ვაქცინირებულ ვიზიტორებს მოგზაურობა მიმდინარე წლის პირველი თებერვლიდან შეუძლიათ. შემუშავებულია უსაფრთხოების ნორმები, რათა როგორც მოგზაურების, ასევე, ადგილობრივი მოქალაქეების ჯანმრთელობა იყოს დაცული და საერთაშორისო ვიზიტორებმა საქართველოში არდადეგების უსაფართხოდ გატარება შეძლონ.   „ევროპის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებები“ დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც ევროპაში კულტურისა და ტურიზმის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა. ორგანიზაცია ტურიზმის ინდუსტრიის სხვადასხვა თემატიკის რეიტინგს პერიოდულად აქვეყნებს და მოგზაურებისთვის ერთ-ერთ ყველაზე სანდრო წყაროს წარმოადგენს. ორგანიზაციის რეიტინგები და სამოგზაურო სტატიები შუქდება ისეთ წამყვან პლატფორმებზე, როგორებიცაა: Forbes, Lonely Planet, Con De Nast, Independent, Euronews, Tripadvisor და სხვა. ... ...
  • "საინტერესო საკითხები შიდა და გარეშე მოვლენებზე"26 თებერვალს ოზურგეთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ სხდომა, მისი თქმით, სასიამოვნო ინფორმაციით დაიწყო. _ ჩვენი საკრებულოს წევრმა ქალბატონებმა წარმატებით გაიარეს ლიდერ ქალთა სკოლა. მინდა, ეს წარმატება მივულოცო და გადავცე სერტიფიკატები, _ თქვა დავით დარჩიამ და კოლეგა ქალბატონებს: ლელა საჯაიას, ხათუნა ცერცვაძესა და მაია ზოიძეს მიულოცა პროგრამის წარმატებით დასრულება და სერტიფიკატები გადასცა. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ტარიელ აროშიძემ საკრებულოს თხოვნით მიმართა, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების მოსმენის შემდეგ, განცხადებით გამოსვლა სურდა, რაზეც თანხმობა განუცხადეს. სხდომა ჩვეულებრივად წარიმართა _ საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ სამ საკითხზე იმსჯელეს. პირველი და მეორე საკითხი ეხებოდა ფრაქციის დაშლას და შექმნას, რაზეც საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ეროდი გორდელაძემ ისაუბრა: _ ფრაქცია "ქართული ოცნება _ მწვანეების" დაშლის თაობაზე, კომისიის სხდომაზე ვიმსჯელეთ, მოვისმინეთ საუბარი და საკითხი განხილულია. ახლა ახალი ფრაქციის _ "ქართული ოცნება _ ძლიერი თვითმმართველობის" შექმნის თაობაზე უნდა მოგახსენოთ _ მხოლოდ ცნობად მიღებაა დარჩენილი, რაზეც თქვენი თანხმობაა საჭირო, _ მიმართა მან საკრებულოს წევრებს. საკრებულოს წევრები დაეთანხმნენ, ცნობად მიიღეს ინფორმაცია ფრაქცია " ქართული ოცნება _ მწვანეების" დაშლისა და ახალი ფრაქციის _ "ქართული ოცნება _ ძლიერი თვითმმართველობისთვის" შექმნის თაობაზე, რომელიც ბიურომ უკვე დაარეგისტრირა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის იურიდიული სამსახურის უფროსმა, ლაშა თავაძემ ისაუბრა მესამე საკითხზე, რომელიც სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენას ეხებოდა. _ წარმოგიდგენთ დადგენილების პროექტს, რომლის საფუძველი საქართველოს პრეზიდენტის დადგენილებაა. ამ საკითხზე ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება. პროცესში გავითვალისწინეთ ყველა რეკომენდაცია და მოხდა კორექტირება, რაზეც შენიშვნები იყო. ახლა ეს დადგენილება უნდა დამტკიცდეს. კითხვები თუ არის მოგისმენთ, _ თქვა თავაძემ. საკრებულოს წევრი ვასილ ჩიგოგიძე ნაკვეთის ფასით დაინტერესდა. _ ცენტრალურ ზონაში 1 კვ.მ.-ის ფასი 8,11 ლარია, შუალედურ ზონაში _ 3,74 ლარი, ხოლო ქალაქის პერიფერიულ ზონებში _ 2,49 ლარი, _ უპასუხა ლაშა თავაძემ და თქვა ისიც, რომ საბალანსო და საბაზრო ღირებულება სხვადასხვაა და აღნიშნა, რომ საბაზრო ღირებულება განისაზღვრება აუდიტის მიერ. სხვა კითხვები აღნიშნული დადგენილების ირგვლივ არ ყოფილა და კენჭისყრა დადებითად დასრულდა. სხდომის დასრულების შემდეგ, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ტარიელ აროშიძემ განცხადება გააკეთა და ფრაქციის სახელით ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენები ასე შეაფასა: "ფეთქებადსაშიში სიტუაცია ბოლომდე არაა აღმოფხვრილი. ყოველივე ამის მთავარ დამრტყმელ ძალად ისევ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გვევლინება. ბინძური ზრახვების მისაღწევად, ისინი სახელმწიფო ინსტიტუტის შტურმით აღებას და ხელისუფლების ხელში ჩაგდებას შეეცადნენ. ხელისუფლების კანონიერი და ადეკვატური ღონისძიების გახორციელების შედეგად, მათი მცდელობა დროულად აღიკვეთა. კანონის უზენაესობა ნიშნავს, ყველაფერი იყოს კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში", _ თქვა აროშიძემ. სხდომის ბოლოს, საკრებულოს წევრებმა მოისმინეს საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას წლის შემაჯამებელი ანგარიში. "შემაჯამებელი ანგარიშების წარდგენა, საკრებულოს წევრის მოვალეობასთან ერთად, იმ ნდობის მანდატის შეფასებაა, რომელიც არჩევნების გზით მივიღეთ. 2020 წელი კი, რომელმაც შეცვალა არა მარტო ჩვენი, არამედ მსოფლიოს დღის წესრიგი, უამრავ გამოწვევასთან ერთად იყო ახალი შესაძლებლობები ახალი მექანიზმების, ახალ პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ რელსებზე გადასვლის წელი. ჩვენ დღესაც უჩვეულო გარემოში გვიწევს საქმიანობა, ყოველდღიური ცხოვრება. მთავარ გამოწვევად ისევ რჩება პანდემია, ადამიანის ჯანმრთელობის, სიცოცხლის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ეკონომიკის აღდგენა, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე, ადგილობრივ დონეზე", _ თქვა საკრებულოს თავმჯდომარემ და მოქალაქეებს ყველა მნიშვნელოვან საკითხზე მიაწოდა ინფორმაცია. საკრებულოს თავმჯდომარემ ისაუბრა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტსა და მთავარ პრიორიტეტებზე; რეგლამენტსა და 2020 წელს შემუშავებულ სამართლებრივ აქტებზე. მან ყურადღება გაამახვილა საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში გახორციელებულ ღონისძიებებზე, მოქალაქეებთან შეხვედრების დროს დასმულ საკითხებსა და სხვადასხვა სტრუქტურებთან კოორდინირებულ მუშაობაზე: "ხელისუფლების წყარო ხალხია, რომელიც გვანიჭებს ნდობის მანდატს და რომლის წინაშეც ვართ ანგარიშვალდებულები. ოზურგეთის მეოთხე მოწვევის საკრებულო თავისი უფლებამოსილების ბოლო წელს ითვლის, ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანაა, წლის ბოლოს როცა ჩაგაბარებთ ანგარიშს, შეგვაფასოთ და გვითხრათ _ საკრებულომ იმუშავა ეფექტურად. ეს მეოთხე მოწვევის საკრებულოს ბოლო წელია და წლის ბოლოს უკეთეს ანგარიშს მოვისმენთ", _ თქვა დავით დარჩიამ გამოსვლის დასასრულს. "ხანმოკლე, თუმცა, საინტერესო სხდომა იყო შიდა და გარეშე მოვლენებზე, იმ კუთხით, რომ მოვისმინეთ საკითხები ფრაქციის დაშლა-შექმნაზე, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასებაზე და ასევე, მოვისმინეთ საკრებულოს თავმჯდომარის საკმაოდ კარგი ანგარიში", _ ამბობდნენ დეპუტატები. ეროდი გორდელაძემ საკრებულოს წევრთა სახელით, მადლობა გადაუხადა დავით დარჩიას და უსურვა, "არა მხოლოდ ამ წლის დასასრულს, არამედ მომდევნო წლების ბოლოსაც მიცემოდეს საუკეთესო ანგარიშების წარდგენის ... ...

არქივი