თხილის დამღუპველ დაავადებას წლევანდელი თბილი ზამთარი ეხმარება

ჩვენი რჩევები

თხილის დამღუპველ დაავადებას წლევანდელი თბილი ზამთარი ეხმარება

8 მარ. 2019, 15:17:33

თხილის კულტურას რომ ყოფნა-არყოფნის საფრთხე დაემუქრა, ამის უამრავი მიზეზი მცენარეზე გავრცელებული მავნებლები და დაავადებებია. კერძოდ, მავნებლები: კვირტის ტკიპა, ხარაბუზა, ამბროზიის ხოჭო, ბოლოს გამოჩენილი ფაროსანა და ოცზე მეტი სახეობის სოკოვანი დაავადება.

ყველაზე საშიში _ ბაქტერიოზი, ეს ის დაავადებაა, რომელიც კვირტში იჭრება და მისი დახურვისთანავე მუშაობს თხილის გულის შიგნით, რაც საბოლოოდ იწვევს თხილის გულის ბაქტერიულ სიდამპლეს. ამიტომ, სწორედ ახლა, ადრიან გაზაფხულზე თხილის პლანტაციებს უპირველესი და სასწრაფო წამლობა სჭირდება.

გახსოვდეთ და საქმეს შეუდექით კვირტის გაშლამდე: შეასხურეთ სპილენძის შემცველი პრეპარატები თხილის მცენარეს მდედრობითი კვირტის დახურვამდე. გაითვალისწინეთ, წელს თბილი ზამთარია და ზონების მიხედვით ეს პერიოდი თებერვალში დაიწყო.

საგანგებოდ აღვნიშნავთ, რომ ეს უთოვლო და თბილი ზამთრის დღეები დამღუპველად მოქმედებს თხილის მცენარეზე და საერთოდ, სოფლის მეურნეობაზე. ამიტომ მარტის დასაწყისიდანვე გურიაში ყველა მეურნე, ვისაც კი თხილის დიდი თუ მცირე პლანტაცია აქვს, სასწრაფოდ უნდა შეუდგეს შეწამვლის პროცესს. თხილის კვირტმა თუ გაშლა და დახურვა მოგვასწრო, მერე ამაოა ყოველგვარი მცდელობა ნაყოფის სიდამპლისგან გადასარჩენად. ყოველი მომდევნო წამლობა იქნება მთლიანად უშედეგო და პესტიციდებისთვის გაღებული თანხა კი წყალში გადაყრილი ფული. ამიტომ მიმართეთ სპეციალისტებს, გამოცდილ აგრონომებს, შესაბამის სამსახურებს და ადრიან გაზაფხულზე უშველეთ თხილს, დაიწყეთ შეწამვლა, რომ ვარგისი მოსავალი მიიღოთ.




 ახალი ამბები
  • ჭყონდიდის ეპარქიაში დაშავებული ერთ-ერთი ჟურნალისტი თბილისში გადაიყვანესჭყონდიდის ეპარქიაში  დაშავებული ერთ-ერთი ჟურნალისტი თბილისში გადაიყვანეს, _ ამის შესახებ ჟურნალისტებს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში განუცხადეს. "მარტვილიდან კატასტროფის სამსახურმა გადმოიყვანა ორი პაციენტი, რომელებსაც  ჩაუტარდათ კვლევები. კვლევების საფუძველზე დაესვათ დიაგნოზი პაციენტებს _ ერთს აქვს წელის მეოთხე მალის კომპრესიული მოტეხილობა, შესაბამისად, სჭირდება სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაყვანა. მეორე პაციენტს აღენიშნება მარცხენა წვივის მედიალური გოჯის მოტეხილობა. პაციენტმა უარი განაცხადა მომსახურებაზე და თავისი სურვილით გაეწერა ბინაზე", _ განაცხადა  მორიგე ექიმმა ლევან ქობალიამ. რაც შეეხება სხვა დაშავებულებს, მათი ჯანმრთელობის  მდგომარეობა  ამ დროისთვის სტაბილურია  და ისინი მკურნალობას ბინაზე გააგრძელებენ. ცნობისთვის, გუშინ ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი  ინციდენტის შედეგად, მედიის რამდენიმე წარმომადგენელი ... ...
  • "სანამ ნიკა მელია არ გამოვა, არანაირ ფორმატში მოლაპარაკების განხილვაც კი არ შეიძლება"სანამ ნიკა მელია არ გამოვა, არანაირ ფორმატში მოლაპარაკების განხილვაც კი  არ შეიძლება, _ ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. კემულარიას თქმით, მოლაპარაკების მაგიდასთან, პირველ რიგში, ნიკა მელია უნდა იჯდეს. „სანამ ოპოზიცია   იმაზე მსჯელობს,  ღარიბაშვილთან დავსხდეთ თუ არა სასაუბროდ,  მე მიმაჩნია, რომ სანამ ნიკა მელია არ გამოვა, არანაირ ფორმატში მოლაპარაკების განხილვაც კი  არ შეიძლება. რადგან იმ მაგიდასთან პირველი სწორედ მელია უნდა იჯდეს! სხვა შემთხვევაში ეს იქნება შერჩენა და მორიგი გაუაზრებელი კომპრომისი. მითუმეტეს, ოპოზიცია  უკვე იმდენჯერ წავიდა კომპრომისზე, რომ „ოცნების“ ხელისუფლებისთვის დაუსჯელობის სინდრომი ჩვეულებრივი ამბავი გახდა. თუმცა, „ქართულმა ოცნებამ“ იმდენად ამოწურა როგორც ფინანსური, ისე მატერიალური რესურსი, ოპოზიცია საერთოდ რომ არ არსებობდეს,   „ოცნება“ ხელისუფლებაში მაინც ვერ დარჩება, მათ საქართველოს მოსახლეობისთვის   შესათავაზებელიც კი აღარაფერი აქვთ, _ განაცხადა დავით ... ...
  • დებატები ევროპარლამენტში _ თემა საქართველოში არსებული ვითარება იქნებაევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ დებატები შედგება. მოხსენებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელი წარმოადგენს. შეფასებები გაკეთდება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით. ბრიუსელიდან დიალოგის დაწყების აუცილებლობის შესახებ მოწოდებები კვლავ ისმის. ევროპარლამენტარები ამბობენ, რომ ორივე მხარემ პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს. უმრავლესობის წარმომადგენლებმა ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრები გამართეს და ოპოზიციასთან დიალოგის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურეს. ევროპარლამენტის პლენარული სესია 8 მარტს გაიხსნა და 11 მარტს ... ...
  • საქართველოში კოვიდგატანილი ადამიანების კვლევა დღეიდან იწყებაპოსტკორონავირუსულ სიმპტომებზე დღეიდან იმ პაციენტებს გამოიკვლევენ, რომელთაც COVID-19 უკვე გადაიტანეს. კვლევების მიზანია, დადგინდეს ვირუსის დამარცხების შემდეგ უმეტესად რა გართულებებს იწვევს ის. უკვე შერჩეულია 500-მდე ადამიანი. კვლევა არის რანდომიზირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ შერჩევითი პრინციპით მოხდა პაციენტების ჩართვა. შერჩეული პაციენტები გადიოდნენ მკურნალობას, როგორც სამედიცინო დაწესებულებაში, ასევე სახლის პირობებში. მათი გამოკვლევა ინფექციური საავადმყოფოს ბაზაზე ... ...
  • როგორია ჭყონდიდის ეპარქიაში დაშავებული მედიის წარმომადგენლების ჯანმრთლების მდგომარეობაჭყონდიდია ეპარქიაში, რეზიდენციის აივნის მოაჯირის ჩამონგრევის შედეგად სულ ექვსი ადამიანი დაშავდა.ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა "ევექსის" კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ხუთი მათგანის მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება ერთ დაშავებულს, მისი მდგომორება შედარებით ... ...

არქივი