თხილის პირველი საგაზაფხულო წამლობის პრინციპი

ჩვენი რჩევები

თხილის პირველი საგაზაფხულო წამლობის პრინციპი

2018 აპრ 3 10:07:40

ვაგრძელებთ რჩევების მიცემას იმ ადამიანებისთვის და დაინტერესებული ფერმერებისთვის, რომლებიც ძალიან ხშირად უკავშირდებიან რედაქციას და დეტალურად ითხოვენ ახსნა-განმარტებას, როგორ ჩაუტარონ თხილის პლანტაციებს პირველი საგაზაფხულო წამლობა, რამდენჯერ და რით შეწამვლა ჯობს ამ ეტაპზე და სანამ უნდა გაგრძელდეს ეს პროცესი.

ჩვენს რესპონდენტებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ თხილის გადასარჩენად აუცილებელია ვებრძოლოთ ნაყოფის გულის სიდამპლეს, რომელსაც სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებები იწვევენ და ბოლო წლებში თხილის კულტურას განადგურებითაც კი დაემუქრა ეს საფრთხე.

ვიმეორებთ, რომ ყბადაღებული საშიში მავნებელი ფაროსანა, თავის მხრივ ახალი საფრთხეა უფრო დანარჩენი კულტურებისთვის, ვიდრე თხილისთვის, რაზეც მის მიერ მიყენებული ზიანი საკმაოდ უმნიშვნელოა სიდამპლესთან შედარებით.

_ მარტში უკვე დაწყებული უნდა იყოს და აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ თხილის გულის სიდამპლის გამომწვევი ბაქტერიების და სოკოვანი დაავადებების საწინააღმდეგო შეწამვლა. ეს აუცილებელია იმიტომ, რომ თხილის მდედრობითი ყვავილის კვირტმა არ მოასწროს დახურვა. როცა უკვე შიგ მოექცევა ბაქტერია თუ სოკოვანი დაავადება, შემდეგ უკვე გვიანია, _ გვირჩევენ სპეციალისტები.

აღსანიშნავია, რომ ზღვისპირა მხარეში, სითბოს გამო, მცენარის გამოღვიძება და გაფოთვლა უფრო ადრე იწყება. ამიტომ, ფენოფაზების გათვალისწინებაც უნდა მოხდეს და ასეთ მხარეში მცხოვრებლებმა უფრო უნდა იჩქარონ. თხილი ამ ეტაპზე უნდა შეიწამლოს სპილენძის შემცველი პრეპარატებით, რომლის შესახებაც ფერმერს კარგად დააკვალიანებენ შესაბამის მაღაზიებში.

სოკოვანების და ბაქტერიების საწინააღმდეგო შეწამვლა ვინმეს თუ მოუგვიანდა, მაინც უნდა მოახერხოს ეს, რადგან, მცენარეს ნაწილობრივ მაინც წაადგება.

აპრილიდან აღნიშნულ შესაწამლ პრეპარატებს უნდა დაემატოს ნაცრის და ტკიპას საწინააღმდეგო პრეპარატები და კომბინირებული წესით შეწამვლა მცენარისთვის საუკეთესო შედეგს მოგვცემს.

ფერმერებმა უნდა გაითვალისწინონ ის გარემოება, რომ თხილის გულის სიდამპლე უკვე იმდენად არის გავრცელებული, მხოლოდ ერთი შეწამვლა არ შველის საქმეს. გასანოყიერებელია ნიადაგი, რადგან გურიაში განსაკუთრებით, ჩაის ნამყოფი წითელმიწა ნიადაგები, რომელზეც შემდეგ თხილი გააშენეს, იმდენად გამოიფიტა, დაკარგა იმუნიტეტი. სპეციალისტები კატეგორიულად მოითხოვენ, ამ კუთხითაც გაამახვილონ ფერმერებმა ყურადღება.

თხილი აუცილებლად გადარჩება და გადალახავს ამ შეფერხებას, თუ მას ყოველმხრივ მოვუვლით და არ დავაკლებთ მზრუნველობას, რაც პირველ რიგში სოკოვანი და ბაქტერიული დაავადების საწინააღმდეგო შეწამვლას გულისხმობს, აპრილიდან კი ამას დავუმატებთ ნაცრის და ტკიპას საწინააღმდეგო პრეპარატებს.

გვახსოვდეს _ სწორედ კომბინირებული შეწამვლა მოგვცემს საუკეთესო შედეგს.




 ახალი ამბები
  • მუშების დაშავებასთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებსდღეს, ზესტაფონში, სს „საქართველოს რკინიგზის“ დასავლეთის სალიანდაგო სამმართველოს საწყობში, მოხდა  უბედური შემთხვევა და სამუშაოს შესრულების დროს, მარაგი ნაწილების ჩამოშლის შედეგად,  სხეულის დაზიანება მიიღო რკინიგზის ორმა თანამშრომელმა - სახელოსნოს მჭედელმა მიხეილ ბებიაშვილმა და ხელოვნური ნაგებობების ბრიგადირმა მერაბ ნებიერიძემ. დაშავებულებს გაეწიათ  სასწრაფო სამედიცინო დახმარება და გადაიყვანეს  საავადმყოფოში.   სს „საქართველოს რკინიგზა“ მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო. უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა, ამასთან ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, რის შედეგადაც დადგინდება შემთხვევის გამომწვევი მიზეზები.  სს „საქართველოს რკინიგზა“ მაქსიმალურ დახმარებას აღმოუჩენს უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებულებსა და მათ ოჯახებს.  (R)       ... ...
  • უბედური შემთხვევა თბილისში _ მაღაზიაში ამწე შევარდაცოტა ხნის წინ, უბედური შემთხვევა მოხდა თბილისში. გურამიშვილის გამზირზე მსუბუქი ავტომობილი და ამწე ერთმანეთს შეეჯახა. შეჯახების გამო ამწე ერთ-ერთი მაღაზიაში შევარდა. ინციდენტის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. მათგან ორი მცირეწლოვანია. ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 271-ე მუხლით ... ...
  • წვიმა და სეტყვა _უახლოესი დღეების პროგნოზიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27-31 მაისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. 27-28 მაისს ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +23, +28, ხოლო 29-31 მაისს +28, +31 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსი ... ...
  • 9 წლის გოგოს მკვლელობა _ იაგო ნებიერიძეს უვადო პატიმრობა შეეფარდასასამართლომ 9 წლის გოგოს მკვლელობისა და მის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს უვადო პატიმრობა შეუფარდა.გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 2018 წლის 25 ოქტომბერს სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობა და არასრულწლოვანთან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას ... ...
  • პატრიარქის ფონდი გაქურდეს პატრიარქის ფონდი გაქურდეს, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდარზე კომენტარი ფონდიდან არ გაკეთებულა. ამ დროისთვის უცნობია რა ნივთებია წაღებული ფონდის ოფისიდან. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. წყარო: ... ...

არქივი

ზაფრანი

ნივთების ისტორიიდან - ტუნიკა

ახლა უკვე ძნელია იმის თქმა,...

როდის ხდება წყლის დალევა ორგანიზმისთვის მავნებელი

არ შეიძლება ნებისმიერი სითხის სულმოუთქმელად...

ნუ დანებდებით

ვის არ უჩხუბია და უკამათია......

ნაბახუსევზე მარილიანი ყავა სასარგებლოა

ნებისმიერ ადამიანს ხშირად ერთი პრობლემა...

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...