ტუნგის ხე და ერთწლიანი ნერგების გადარგვის ვადები

gurianews.com

ჩვენი რჩევები

ტუნგის ხე და ერთწლიანი ნერგების გადარგვის ვადები

2017 სექ 11 13:56:58

ბოლო წლების განმავლობაში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებისგან რამდენჯერმე გაჟღერდა ინფორმაცია ტუნგის მცენარის რეაბილიტაციის შესახებ, რომლის ნაყოფისგან მიღებულ ზეთს მრეწველობაში უდიდესი გამოყენება ჰქონდა. ის, თითქმის, შეუცვლელად იყო მიჩნეული მანქანათმშენებლობაში და მაღალხარისხოვან ზეთს წარმოადგენდა ასევე საღებავების და ლაქებისთვის.

კომუნისტურ ეპოქაში, გურიასა და აჭარაში, ეს კულტურა გაშენებული იყო და მოსახლეობის ეკონომიკურ ყოფას, ჩაისთან ერთად, მნიშვნელოვნად აძლიერებდა.

გურიაში მას დღესაც ტუნგოს ეძახიან. აქა-იქ შემორჩენილია ტუნგის ხეები, ძირითადად კი, მოსახლეობამ ის ჩაის მსგავსად, აჩეხა და ამოძირკვა.

როგორ უნდა მოიქცეს მოსახლეობა, რომ მოხდეს ტუნგის კულტურის რეაბილიტაცია?

"მისი ზრდა -განვითარება დიდად არის დამოკიდებული გადარგვის ვადებზე, ამ ყველაფერს ჩვენ საგანგებოდ ვსწავლობდით და შედეგიც იყო", _ გვეუბნება გამოცდილი აგრონომი ელდარ თავაძე.

მისი განმარტებით, ტუნგის ნერგების, როგორც ყინვაგამძლე ხეხილოვნის გადარგვა, შემოდგომით და ნაწილობრივ ზამთარშიც შეიძლება. მ დროს სუბტროპიკულ რაიონებში ნიადაგი საკმაო სითბოთი გამოირჩევა და ადრიან გაზაფხულთან შედარებით, მცენარის ფესვების ზრდა გრძელდება შემოდგომა-ზამთრის პერიოდშიც.

აგროწესების მიხედვით, თავდაპირველად ტუნგის დარგვას აწარმოებდნენ ვეგეტაციის დაწყებამდე, პირველი მარტიდან პირველ აპრილამდე, ზამთრის განმავლობაში კი ნერგებს ფარდულში ინახავდნენ. შემდეგ მეცნიერთა ფართო წრეებში დადგინდა, რომ ფარდულებში შენახვამ არ გამოიღო კარგი შედეგი _ ზამთრის შემდეგ ნერგები უფრო დასუსტებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. საგაზაფხულო დარგვის ერთ-ერთი უარყოფითი მხარე ისიც აღმოჩნდა, რომ გურიის პირობებში გაზაფხულზეც იცის გვალვები და სჭირდებოდა ხშირი მორწყვა, რაც ვეგეტაციას აგვიანებდა.

ტუნგის ერთწლიანი ნერგების გადარგვა საუკეთესო აღმოჩნდა შემოდგომა-ზამთრის პერიოდში _ ამ დროს ისინი ხასიათდებიან ინტენსიური ზრდით.

ტუნგის მცენარე ვეგეტაციას, ძირითადად, ოქტომბერში ამთავრებს. საუკეთესო შედეგიც ამიტომ მიღებული იყო შემოდგომაზე დარგვის დროს. ამ დროს ტუნგის მიწისზედა ნაწილები მოსვენებით მდგომარეობაშია, რაც ძალზე მნიშვნელოვანია მრავალწლიან მცენარეთა გახარებისთვის.

ამავე დროს, ამ პერიოდში ნიადაგი თბილია და საუკეთესო პირობებია მცენარის დაფესვიანებისთვის და ნიადაგთან შეერთებისთვის.

ტუნგის დარგვის შემოდგომის ვადას იმიტომაც აქვს უპირატესობა, რომ მცენარე ასწრებს ნიადაგთან შეგუებას სიცივეების დაწყებამდე.

თუ რაიმე მიზეზის გამო, შემოდგომაზე ვერ მოხერხდა ტუნგის ნერგების გადარგვა, გამონაკლის შემთხვევაში, შესაძლოა, მარტში დაირგოს.

მრავალი დაკვირვების შედეგად დადგენილია, რომ ტუნგის გაშენების უკეთეს დროდ ითვლება ოქტომბერ-ნოემბრის პერიოდი. ამ ვადებში დარგული ნერგების გახარების პროცენტული მაჩვენებელი 91-94%-ს აღწევდა, ხოლო შემდეგ თვეებში თანდათან კლებულობდა და მაისში 72%-ზე დადგა.

შემოდგომაზე დარგული ნერგები ასევე, პირველი სავეგეტაციო სეზონის განმავლობაში, ივითარებენ გვერდით ტოტებს. მაშინ, როცა გაზაფხულის ნარგავები გვერდით განტოტვას არ იძლევა.

ტუნგის კულტურის რეაბილიტაციის შემთხვევაში, ჩვენს მოსახლეობას, აღნიშნული მეთოდით და ასევე მაღალკვალიფიციურ მეცნიერთა დახმარებით, რომელთა საკმაო ნაწილი დღეს ცოცხალია, საშუალება და გასაქანი მიეცემა, სწორად და მოტივირებულად გააშენოს დიდი სამრეწველო მნიშვნელობის მქონე ეს ძვირფასი კულტურა.


ნახვა: 270


 ახალი ამბები
  • გაიმართება თუ არა რიგგარეშე სხდომა 21 ივნისს ჯერჯერობით, უცნობია გაიმართება თუ არა 21 ივნისს რიგგარეშე სხდომა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში _ ამის შესახებ კომენტარი “გურია ნიუსთან“ საკრებულოს თამჯდომარის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ გააკეთა. “18 ივნისს შემოვიდა წერილი საკრებულოში. როგორც არაერთხელ აღვნიშნე, ვამზადებთ პასუხს და  კანონით გათვალისწინებული ვადების დაცვით ეცნობება ფრაქცია “ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს“, _ გვითხრა გიორგი ღურჯუმელიძემ. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბესო ქათამაძე ამბობს, საკრებულო გუბერნიასთან გადის კონსულტაციებს, თუ რა პასუხი უნდა გაგვცეს საკრებულომ ჩატარდება თუ არა ხვალ რიგგარეშე სხდომა. “ეს ინფორმაცია არ შეესაბამება  სიმართლეს“, _ ამბობს ჩვენთან საუბრის დროს საკრებულოს თავმჯდომარის ... ...
  • ,,განათლებული ადამიანი მთავრობას ტვირთად არ აწვება“_ გუგული მაღრაძეგანათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გუგული მაღრაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე აღნიშნა, რომ განათლებული ადამიანი ტვირთად არ აწვება სახელმწიფოს და ქვეყნის განვითარებაში წვლილი შეაქვს. ამასთან, მაღრაძემ მთავრობის პროექტებში მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობაზე ამერიკის ერთ-ერთი პრეზიდენტის გამონათქვამი გაიხსენა. ,,განათლება მართლა ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ განათლებული ადამიანი, თავის პროფესიაში მყარად მყოფი ადამიანი ეგუება ცვლილებებს, თვითონ მართავს თავის ცხოვრებას და ტვირთად კი  არ აწვება მთავრობას, არამედ თავისი წვლილი შეაქვს ქვეყნის განვითარებაში. ეს არის გზა იმისა, რომ თვითონ მოსახლეობა იყოს ჩართული მთავრობის პროექტების და გეგმების განხორციელებაში. ამერიკის ერთ-ერთი ცნობილი პრეზიდენტი ამბობდა, რაც არ უნდა კარგი პროგრამა იყოს, თუკი ის მოსახლეობაში არ სარგებლობს მხარდაჭერით და ჩართულობით ძნელი იქნება მისი გახორციელებაო“_თქვა ... ...
  • ,,ბრწყინვალე იდეებიდან კვირიკაშვილი რომლის გახორციელებაში გიშლიდათ ხელს?“_ ბოკერიაპარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ,,ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ  მომავალ პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს  მიმართა კითხვით, ბრწყინვალე ინიციატივებიდან, რომლის განხორციელებაში უშლიდა ხელს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. ამასთან, ბოკერიამ მომავალ პრემიერს სრული უნდობლობა გამოუცხადა და თქვა, რომ მისი იდეები ლოზუნგებად დარჩება. ,,ბატონო მამუკა, არ გაგიკვირდებათ, რომ თქვენი ახალი პროგრამა ჩვენი გუნდისთვის დამაჯერებელი არ არის. ძირითადად, იქ რა იდეებიც არის მოტანილი ან მავნებლობად მიგვაჩნია, ან უაზრობად, ან უბრალოდ ვშიშობ, რომ ლოზუნგად დარჩება. ასეთი კითხვა მაქვს თქვენთან, ამ თქვენი ახალი ბრწყინვალე იდეებიდან რომლის განხორციელებაში გიშლიდათ ხელს პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი? აქამდე რომელს გიბლოკავდათ? თუ არც ერთს არ გიბლოკავდათ და ყველა ეს ბრწყინვალე იდეა მოგივიდათ მაშინ, როცა მისი მოხსნა გადაწყდა? ამ კითხვებზე უნდა გასცეთ პასუხი საზოგადოებას“, _ განაცხადა ... ...
  • ქართველების ოცნება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას _ ქუცნაშვილიპარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც დეპუტატებმა მთავრობას ნდობა უნდა გამოუცხადონ, მმართველი გუნდის წარმომადგენელმა, ზაქარია ქუცნაშვილმა მომავალ პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს  მოუწოდა, რომ  როშკა-არხოტის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაში ჩაერთოს, რადგან მისი თქმით, ეს პროექტი ჩავარდნილია. ამასთან,  როგორც ქუცნაშვილმა აღნიშნა, გარკვეული პრობლემებიდან გამომდინარე,  დღეს ქართველებისა და ხევსურების ოცნება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ,,მინდა ინფორმაციისთვის გითხრათ,  ხევსურებმა დამაბარეს თქვენთან, რომ  ჩავარდნილია როშკა-არხოტის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, რომლის დამფინანსებელი მუნიციპალური განვითარების ფონდი იყო. ამ შემთხვევაში, 21-ე საუკუნის ხევსურების ოცნება და ქართველების ოცნება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. თქვენი ჩარევა აუცილებელი სხვანაირად ეს პროექტი არ დასრულდება“,_ განაცხადა ... ...
  • ავტომობილი სახლის ეზოში ჩავარდა _ შემთხვევა პარლამენტთანთბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლმა პარკირებისას ავტომობილის მართვას თავი ვერ გაართვა და საცხოვრებელი სახლის ეზოში ჩავარდა. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო. რაც შეეხება მძღოლს, მას სხეულის მსუბუქი დაზიანება აღენიშნება. ... ...

არქივი

ზაფრანი

დედამიწის ზედაპირზე ოქროს გაჩენის საიდუმლო

ამერიკელი  მეცნიერების აზრით, ოქრო დედამიწის...

„თამამი და ჭირვეული“ ზოდიაქოს ნიშნები

არსებობობენ ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ არ...

ფეხით სიარული ტვინის მუშაობას აუმჯობესებს

ამერიკელი მკვლევარების ჯგუფმა ჰაილენდსის უნივერსიტეტიდან...

რომელია თქვენი ფერი ზოდიაქოს მიხედვით

ვერძი ზოდიაქოს ამ ნიშანს შეესაბამება...

რა მუსიკას უსმენენ ნიჭიერი ბავშვები

ბრიტანელი მეცნიერების კვლევის შედეგად დადგინდა,...

საინტერესო ფაქტები ქალებზე

თუ მიკროსკოპში ჩავხედავთ აღმოვაჩენთ, რომ...