ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

ჩვენი რჩევები

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

8 ოქტ. 2019, 12:49:04

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი და გამორჩეულად შესამჩნევი და ლამაზია.

ჩვენთან კარგად ხარობს კოლხური, კავკასიური, პასტუხოვის და კანარის სურო.

გურიაში ბევრგან შეხვდებით კანარის ჭრელფოთოლა სუროს, რომელიც ლიანების სიუხვით გამოირჩევა და შეგიძლიათ, ნებისმიერი მიმართულებით გაუშვათ. ამ მხრივ ის საოცრად "მორჩილია". იგი ერთნაირად ამშვენებს, როგორც საკარმიდამო სივრცის გარე არეალს, ისე ინტერიერს.

კანარის სურო ზამთრის სიცივეს ვერ ეგუება. როგორი თბილი ამინდებიც უნდა იყოს, ოქტომბრის ბოლოდან ის ოთახში უნდა შევიტანოთ.

სურო ადვილად მრავლდება. შეგიძლიათ მისი, როგორც ლერწი, ასევე, ფოთოლიც კი დააფესვიანოთ. შემოდგომაზე ჩადეთ წყალში და ორ კვირაში დაფესვიანდება. შემდეგ გადაიტანეთ ქოთანში და გაზაფხულზე უკვე მყარად განვითარებული ნერგი გექნებათ.

სუროს ლიანები განსაკუთრებით ლამაზია მავთულებზე გაყოლებული სახით. შეგიძლიათ მავთულებს მისცეთ სასურველი ფორმები. თუ ასეთი სახით არ მოგწონთ, სურო იტანს გაკრეჭვას, შემოაჭერით ლიანები და მუდმივად მიეცით ბუჩქის ფორმა.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთში ერთი მოქალაქის დაკავებას შსს პრესსამსახური ადასტურებს“გურია ნიუსმა“ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამართალდამცავებმა ქალაქ ოზურგეთში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის თანამშრომელი გ-თ.-ძე დააკავეს _ ამ ინფორმაციას უკვე ოფიციალურად ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური. პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ქალაქ ოზურგეთში დააკავეს ერთი პირი. გამოძიება მიმდინარეობს სისხლი სამართლის კოდექსის 260 მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას. დააკავეს თუ არა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ... ...
  • მოქალაქეებს „სითი პარკის” მიერ დაკისრებული ჯარიმები გაუნულდებათპარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარმოადგინა. ზაზა გაბუნიას განცხადებით, საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს კომპანია „სითი პარკის" მიერ დაჯარიმებული მოქალაქეების გათავისუფლებას ჯარიმებისა და მათზე დარიცხული საურავებისგან წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებებისაგან. ასეთი ჯარიმების ოდენობა დაახლოებით 850 000 ლარს შეადგენს და ამ კანონის საფუძველზე ათასობით მოქალაქე სრულად იქნება გათავისუფლებული ამ ფინანსური ვალდებულებისაგან. „საქმე ეხება ჯარიმებს, რომლებიც დაკისრებულია 2018 წლის 10 აპრილამდე ანუ კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტამდე და რომელთა აღსრულება ჯერ არ მომხდარა. ეს გადაუხდელი ჯარიმები რჩებოდა მნიშვნელოვან ფინანსურ და ეკონომიკურ პრობლემად მოქალაქეებისათვის და ჩვენი გადაწყვეტილებით, ამ დავალიანების მქონე მოქალაქეები გათავისუფლდებიან ჯარიმის, საურავისა და აღსრულების ხარჯების გადახდისგან და მოეხსნებათ ფინანსური დავალიანება. ამ საკითხზე იდეა და ინიციატივა ეკუთვნის დედაქალაქის მერს, რასაც საქართველოს პარლამენტი მხარს უჭერს და ამ იდეისადმი მხარდაჭერა გამოიხატება სწორედ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივით, რომლის ძალაში შესვლის შემდეგ, ათასობით მოქალაქეს ხსენებული დავალიანება გაუნულდება“, - განაცხადა ზაზა ... ...
  • დააკავეს თუ არა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელიდააკავეს თუ არაა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის თანამშრომელი გ-თ.-ძე, ამასთან დაკავშირებით ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. სანდო წყაროს ინფორმაციით, გ.თ-ს ჩაუტარდა ნარკოტესტი. “მეც დღეს გავიგე ეს ამბავი. ამ დილით გავიგე და დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით. ვერც იმას დაგიდასტურებთ, დააკავეს თუ არა ის“, _ გვითხრეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურში. “გურია ნიუსმა“ ამ ეტაპზე ვერ მოახერხა აღნიშნული სამსახურის უფროსთან, ილია ლეჟავასთან გასაუბრება. მას ტელეფონი გამორთული აქვს. ტელეფონი გამორთული აქვს გ.თ-ძესაც. "გურია ნიუსი" დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს. მის კომენტარს მკითხველს მიღებისთანავე ... ...
  • "პარლამენტში აუცილებლად მივალ, მაგრამ ვიზიტი იქნება საქმიანი და არა პოლიტიკური შოუ"ჯანდაცვის მინისტრი პარლამენტში მისვლას გეგმავს, თუმცა ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ეს ვიზიტი იქნება საქმიანი, კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხებით. ამ თემაზე შეკითხვას ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ უპასუხა. „პარლამენტში აუცილებლად მივალ, მაგრამ ჩემი ვიზიტი იქნება საქმიანი, კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული, შედეგობრივი პასუხებით და არა - პოლიტიკური შოუ“, - განაცხადა მინისტრმა. რაც შეეხება მინისტრის მიერ რეგლამენტის დარღვევაზე ოპოზიციის ბრალდებას, ჯანდაცვის მინისტრმა ამ შეკითხვას ასე უპასუხა: „არამხოლოდ როგორც მინისტრი, არამედ როგორც მოქალაქე, ვარ პასუხისმგებლიანი, კანონმორჩილი მოქალაქე, გავიარე არაერთი კონსულტაცია იურისტებთან და ზუსტად ვიცი, რომ რეგლამენტი არ დამირღვევია“, - აღნიშნა ეკატერინე ... ...
  • "არავინ არსად მიდის" _ თეა წულუკიანი პრემიერის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით „არავინ არსად მიდის. ბატონი გახარია არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ჩვენს გუნდს როგორც პრემიერ-მინისტრი მიიყვანს საბოლოო გამარჯვებამდე იმ არჩევნებში, რომელიც 31 ოქტომბერს შედგება, _ ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. წულუკიანის თქმით, ინფორმაცია პრემიერის გადადგომასთან დაკავშირებით, ოპოზიციის მიერ გავრცელებული ე.წ. ფეიკ ნიუსის მორიგი მაგალითია და სამთავრობო გუნდში არჩევნების დასრულებამდე ცვლილებები არ იგეგმება. "ჩვენ ყველანი ვრჩებით იქ, სადაც ამჟამად გვხედავთ და ვართ. და ეს იქნება ის გუნდი, რომელიც არა მხოლოდ პანდემიას დაამარცხებს, უვიზო რეჟიმი როგორც მოვიტანეთ, მოიტანს ქვეყნისთვის უფრო მეტ ევროპულ ინტეგრაციას, არამედ ეს იქნება სახელისუფლებო გუნდი მთავრობაში, პარლამენტში, რომელიც მორიგჯერ გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნებით დაამარცხებს იმ სერიოზულ პრობლემას, რომელსაც ჰქვია ფეიკ ნიუსების შემქმნელი ოპოზიცია და მათი მედიასაშუალებები“, - განაცხადა თეა ... ...

არქივი


ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?