ვარდის დაფესვიანების მარტივი მეთოდი წყლიანი ქილის დახმარებით

ჩვენი რჩევები

ვარდის დაფესვიანების მარტივი მეთოდი წყლიანი ქილის დახმარებით

2017 აპრ 13 12:06:12

ვარდის გამრავლების ერთი ყველაზე მარტივი და გამართლებული მეთოდია მისი კალმით დაფესვიანება, რომელიც შუაგულ ზაფხულშიც შედეგისმომცემია, თუმცა, უმჯობესია, საქმეს გაზაფხულზევე შეუდგეთ, როცა მზე უხვად იფრქვევა, სითბო მატულობს და დღე დიდდება.

ავჭრათ 25-30 სმ სიგრძის, სასურველი ვარდის ტოტები.

წვერო ჰორიზონტალურად გადავჭრათ. ზედა კვირტი წვეროსთან 6-7 მმ მანძილით მაინც უნდა იყოს დაშორებული. ღეროს ბოლო ნაწილი ირიბად გადავჭრათ. სულ ტოტზე 6-8 კვირტი უნდა დავტოვოთ, ასევე, უნდა დავუტოვოთ ორი-სამი ცალი ქვედა ფოთოლი, რომლებსაც ნახევარ ნაწილს მაკრატლით წავაჭრით.

დავაკვირდეთ ეკლებს, რომელიც ყველა ვარდს აქვს და ბასრი დანით ფრთხილად ამოვჭრათ. ძალიან არ ამოვაღრმავოთ. კვირტებიც არ დავაზიანოთ. შემდეგ ასე მომზადებული ტოტები ჩავაწყოთ ქილაში, რომელშიც წყლის სიმაღლე 2 სმ უნდა იყოს.

ღეროები ისე ჩავალაგოთ, რომ ერთმანეთს არ ეხებოდეს. დავდგათ ეს ქილა მზიან ფანჯარასთან ან ოთახის ისეთ განათებულ ნაწილში, სადაც მზე ადვილად მიწვდება დღის რომელიმე მონაკვეთში მაინც. მთავარი საზრუნავია, დავაკვირდეთ წყალს ქილაში და როცა მისი დონე ოდნავ დაიწევს, ისევ შევავსოთ იმავე სიმაღლემდე, ოთახის ტემპერატურის წყლით. მაქსიმუმ ორი კვირის შემდეგ (ათი დღე მაინც უნდა იყოს ქილაში), ვარდის ღეროები გადავიტანოთ ღია გრუნტში, სადაც აუცილებლად უნდა დავახვედროთ კარგად მომზადებული, განოყიერებული ნიადაგი. მომდევნო ათი დღის ვადაში ჩვენ ვნახავთ, რომ უკლებლივ ყველა კვირტი გაიშლება, მოხდება ნაზარდების კიდევ უფრო გამოტანა.

გაითვალისწინეთ ამინდის მდგომარეობა. ამ ყველაფერს თუ აპრილის შუა რიცხვებიდან შეუდგებით, ნაკლებად დაგჭირდებათ კალმების გადახურვა, განსაკუთრებით ღამით. მომდევნო წელს კი უკვე დაფესვიანებული ვარდები გექნებათ.

ეს მეთოდი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ზაფხულში, ისე შემოდგომაზე. არ დაგავიწყდეთ მორწყვა _ ამის საჭიროებას უფრო მცენარე და მისი მდგომარეობა გიკარნახებთ.




 ახალი ამბები
  • მრავალჯერადი პირბადე _ მოდური ტრენდი თუ ინფექციისაგან თავდაცვის საშუალება?!მრავალჯერადი პირბადე _ მოდური ტრენდი, თუ ინფექციისაგან თავდაცვის საშუალება?! _ პირბადეების ტარებასა და დანიშნულებაზე მკითხველს რეკომენდაციებს ოზურგეთის ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგი ელზა სიმონიშვილი აძლევს. ქუჩებსა თუ დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივსა თუ კერძო ტრანსპორტში ხშირად ვხედავთ ადამიანებს, რომლებსაც სამედიცინო, ერთჯერად ნიღბებთან ერთად გაურკვეველი წარმოშობისა და დიზაინის ე.წ. ტრენდული მრავალჯერადი ნიღბები უკეთიათ. იდეაში _ ნიღბები უნდა ატაროთ მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით: ინფექციებისაგან თავდაცვა-პრევენცია.არის თუ არა ასე?!  დავიწყოთ იქიდან, რომ ამ ტიპის პირბადეების შეკერვას სჭირდება ქსოვილი,რომელიც უძლებს განსაკუთრებულ დამუშავებას და აქვს ,,სამედიცინო ფილტრის" თვისებები.როგორც ცნობილი გახდა, საქართველოში წარმოებულ ნიღბებს 12 შრიანი სტრუქტურა ექნება და შესაბამისად ეფექტური იქნება ჰაერ-წვეთოვანი ინფექციების შემთხვევაში.სხვა შემთხვევაში აღნიშნული პარამეტრები უცნობი რჩება. გამოყენების ინსტრუქცია და ხანგრძლივობა:ქირურგიული ნიღბების გამოყენების ჩვენება (გარშემომყოფთა დაცვა და თავდაცვა), ასევე ხანგრძლივობა, ცნობილია: საშუალოდ 2 საათამდე. ხოლო გამოყენების შემდეგ, გარკვეული წესების დაცვით (ზედაპირებზე შეხების აკრძალვით) ხდება მათი უტილიზაცია.მრავალჯერადი პირბადეების შემთხვევაში, მწარმოებელმა აუცილებლად უნდა მოაყოლოს მოხმარების ინსტრუქცია, ქსოვილის ტიპი, თავდაცვის ხარისხი და სხვა აუცილებელი მაჩვენებლები. ერთ-ერთი უმთავრესი!!!უნდა გაკონტროლდეს შეკერვისას და შემდეგ ნიღბების სისუფთავის ხარისხი(მუშავდება თუ არა შეკერილი ნიღბები შეფუთვამდე), რადგანაც მათ შეხება ექნებათ ინფექციებით ადამიანის ყველაზე მოწყვლად ადგილებთან(ცხვირისა და პირის არე)!!!ანუ, თავად ნიღაბი არ უნდა გახდეს ინფიცირების მიზეზი! უნდა გახსოვდეთ!მრავალჯერადი ნიღბის მოხმარებისას არ შეიძლება მისი ჩამოწევა-ჩამოცურება ნიკაპისა და ყელის მიდამოებში;არ შეიძლება ნიღბის ზედაპირზე ხელით შეხება და მერე ხელის თითების დაუმუშავებელი დატოვება;არ შეიძლება გამოყენებული ნიღბის ჩადება ხელჩანთაში, ჯიბეში ან დადება თქვენთან შემხებლობაში მყოფ ზედაპირზე. ყველაზე მთავარი და პრობლემური!!! მრავალჯერადი პირბადეების მოვლა:ერთჯერადი პირბადე იმიტომ არის ,,ერთჯერადი", რომ მეორედ მისი გამოყენება არ ხდება.მრავალჯერადი პირბადეების შემთხვევაში აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს: ა)ყოველი გამოყენების შემდეგ პირბადის რეცხვა, სარეცხი საშუალებებით; ბ)შემდგომი დეზინფიცირება; გ)სტერილიზაცია(გამოხარშვა); დ)მზეზე,ჰაერზე გაშრობა; ე)მაღალ ტემპერატურაზე თერმული დამუშავება-დაუთოება!!! ვ) გარეცხილი ნიღბის შენახვა ერთჯერად პაკეტში!!! ჩემი,როგორც პრაქტიკოსი ეპიდემიოლოგის რჩევა და თხოვნაა: გაითვალისწინეთ ზემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციები, დაიცავით ნიღბების მოხმარებისას სიფრთხილე! მშობლებო! რადგანაც ,,ტრენდული პირბადეები" უმეტესად ე.წ. თინეიჯერების მოდური გატაცებაა, მიაქციეთ ყურადღება, რომ თქვენი შვილებისა და ახლობლების მიერ დაცული იქნას ყველა წესი და მოთხოვნა, რათა თავად პირბადე არ გახდეს კორონავირუსით ინფიცირებისა და დაავადების გავრცელების მიზეზი!!! კოლეგებო, ჩემი თხოვნაა, მიაწვდინეთ ინფორმაცია მასებს! ჯანმრთელობას ... ...
  • "მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გააორმაგოს საკარანტინე ადგილები" _ გიგა ბოკერიამოვუწოდებთ ხელისუფლებას, გააორმაგოს საკარანტინე ადგილები მომავალი 10 დღის მანძილზე, დღევანდელი რაოდენობა არ არის საკმარისი მგზავრთა ნაკადის მისაღებად - ამის შესახებ განცხადება, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ, დღეს გამართულ ბრიფინგზე საუბრისას გააკეთა. ბოკერიამ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს 6 000 იდან 10 000-ს მოქალაქემდე, სურვილის მიუხედავად, ვერ ახერხებს სამშობლოში დაბრუნებას. "კორონავირუსის ეპიდემიისა და საერთაშორისო ფრენების შეჩერების გამო, საქართველოს 6 000 იდან 10 000-ს მოქალაქემდე, სურვილის მიუხედავად, ვერ ახერხებს სამშობლოში დაბრუნებას. ეს მათი უფლებაა და ამაზე საქართველოს სახელმწიფომ უნდა იზრუნოს. ხელისუფლების წარმომადგენლები მხოლოდ ბუნდოვანი პასუხით შემოიფარგლებიან და მოქალაქეების ასეთ შეყოვნებას ფრენების სირთულით ხსნიან. დისკუსია თვითმფრინავების "შოვნაზე" სრულიად არაზუსტია,რადგან დღეს ფრენების შეჩერების გამო, თითქმის ყველა ავიაკომპანიისთვის მარტივია ასეთი შეკვეთის მიღება. სინამდვილეში პრობლემა ისაა რომ საკარანტინე ადგილების დღევანდელი რაოდენობა არ არის საკმარისი მგზავრთა ნაკადის მისაღებად. დღეს საქართველოში კარანტინში 5067 ადამიანია. ხელისუფლების მიერ აღებული ამ ტემპით, საქართველოს იმ მოქალაქების დაბრუნებას, ვისაც ამის სურვილი აქვს, მინიმუმ 2 თვე დასჭირდება, რაც სრულიად დაუშვებელია. ფაქტია რომ სასწრაფოდა არის დასაწყები საკარანტინე ადგილების მინიმუმ გაორმაგებისთვის მუშაობა. ხელისუფლებისთვის მობილიზაციის პირობებში არც ეს წარმოადგენს სერიოზულ გამოწვევას, რადგან ტურისტული ნაკადების შეწყვეტის გამო, საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა სასტუმრო ცარიელია. ასევე არაზუსტია დისკუსია იმის შესახებ, რომ საქართველოში ჩვენი მოქალაქეების დაბრუნების შემდეგ, პრობლემა იქნება მათთვის საკარანტინო სივრცეების მოძებნა, გამომდინარე იქედან, რომ ძალიან ბევრი კერძო სასტუმრო, რომელიც დღეს ვეღარ მუშაობს ტურისტების ნაკადის შეწყვეტის გამო, შესაბამისი ანაზღაურების ფასად მზად არის დათმოს შენობები. შესაბამისად, მოვუწოდებთ ხელისუფლებას: გააორმაგოს საკარანტინე ადგილები მომავალი 10 დღის მანძილზე და ამისთვის გამოიყენოს, მაგალითად, კერძო სასტუმროები, რომლებიც ისედაც მოწადინებული არიან მიიღონ სტუმრები. ამის პარალელურად, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს იმ მოქალაქეების დაბრუნება საქართველოში, ვინც უკვე დააფიქსირა წამოსვლის სურვილი საქართველოს საკონსულოებში უახლოეს 1 კვირაში. ამ პერიოდში, თუ ვერ მოხერხდა ამ ადამიანების დაბრუნება, მათ უნდა მიეცეს კომპენსაცია ადგილსამყოფელ ქვეყანაში არსებული მინიმალური ხელფასის შესაბამისი ოდენობით (თუ 1 კვირა - თვიური მინიმალური ხელფასის 1/4 და ა.შ.). თუმცა, ეს ოდენობა, კვირის განმავლობაში არ უნდა იყოს 600 ევროზე ნაკლები. იმ მოქალაქეებზე, რომლებიც მომავალში დააფიქსირებენ სურვილს საქართველოს საკონსულოებში, დარეგისტრირებიდან 10 დღის განმავლობაში მათი ვერ ჩამოყვანის შემთხვევაში მათ სახელმწიფომ ასევე უნდა გადაუხადოს კომპენსაცია. ამ ადამიანებს ასევე უნდა მიეცეთ კომპენსაცია ადგილსამყოფელ ქვეყანაში არსებული მინიმალური ხელფასის შესაბამისი ოდენობით (თუ 1 კვირა - თვიური მინიმალური ხელფასის 1/4 და ა.შ.). თუმცა, ეს ოდენობა, კვირის განმავლობაში არ უნდა იყოს 600 ევროზე ნაკლები. კომპენსაციის გადახდა არის საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულება, იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მოახერხონ ადგილმსაყოფელ ქვეყნებში მინიმალურ პირობებში თავის შენახვა და ეკონომიკურ გამოწვევებთან გამკლავება." - განაცხადა გიგა ... ...
  • არის ქვეყანაში რამდენიმე შემთხვევა, რომელიც დღეს ჩვენ არ ვიცით - იმნაძედაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის რამდენიმე დაუდგენელი შემთხვევა ნამდვილად არსებობს, რაც, რა თქმა უნდა, კარგი არ არის. „დაუდგენელი შემთხვევები რომ ნაღმი იყო ქვეყნებისთვის, ეს აჩვენა ძალიან ბევრი ქვეყნის გამოცდილებამ. ამას ღიად ვამბობთ - რა თქმა უნდა, არის ქვეყანაში რამდენიმე შემთხვევა, რომელიც დღეს ჩვენ არ ვიცით. ამ კითხვაზე ერთი ასეთი პასუხი გამახსენდა, ფრინველის გრიპი რომ იყო, ჟირინოვსკი გამოვიდა რუსეთის ტელევიზიით და თქვა, რომ რუსეთის საზღვრებზე სარაკეტო ძალები დავაყენოთო და ყველა გადამფრენი მფრინველი ჩამოვაგდოთო. ჩემი პასუხი ეს არის“ , _ განაცხად პაატა ... ...
  • "ხარების დღესასწაულზე ყველას გქონდეთ პირბადეები" _ მეუფე იოსები მრევლს მიმართავსხარების დღესასწაულზე ყველას გქონდეთ პირბადეები, ისე არ მოხვიდეთ, _ პირბადეებით ტაძარში მისვლის კურთხევა მრევლს შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა საკვირაო წირვაზე მისცა. "ხარების დღესასწაულზე ყველას გქონდეთ პირბადეები, ისე არ მოხვიდეთ, რადგან ქრისტიანობა მორჩილი სრწმუნოებაა და სახელმწიფო გვავალებს, რომ გამოვიყენოთ პირბადეები. თუმცა ზიარების, ხატსა და ჯვარზე მთხვევის არ უნდა გვეშინოდეს. მოვიდეთ პირბადეებით, შესაძლებელია, როცა დაგვინახავენ, რომ პირბადეების გარეშე მოვდივართ, შეიძლება ლიტურგია აღდგომამდე არ ჩაგვატარებინონ, რადგან არ შევასრულეთ სახელმწიფო რეგულაციები. და თუ ვინმე შეუძლოთ გრძნობს თავს, დარჩით სახლში და ჩვენ მოვალთ და გაზიარებთ, _ თქვა მიტროპოლიტმა ... ...
  • "აღარ იარსებებს ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის სპეციალურად განკუთვნილი ციხე" _ წულუკიანისაქართველოში აღარ იარსებებს ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის სპეციალურად განკუთვნილი პენიტენციური დაწესებულება, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. მან უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, რატომ გადაიყვანეს ე.წ. მატროსოვის ციხიდან მსჯავდებულები რუსთავში და მათ შორის არიან თუ არა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი. „მატროსოვის ე.წ. ციხე, ნომერ მეცხრე პენიტენციური დაწესებულება, მისი შენობა, ვინც ამ შენობას იცნობს, არის ძალიან მოძველებული, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში და ამას პირველ რიგში ალბათ თავად პატიმრები იტყვიან ან ისინი, ვინც ამ ციხეში ერთხელ მაინც ყოფილა, თუნდაც ადვოკატის სტატუსით შესული. ჩვენ შარშან უკვე დავგეგმეთ ამ ციხის ლიკვიდაციის პროცესი, როგორც მოძველებული ინფრასტრუქტურის. სწორედ პატიმრების ინტერესიდან და ადამიანის უფლებების პრიორიტეტიდან გამომდინარე. რუსთავში, ნომერ მეთორმეტე და ნომერ მეთექვსემეტე პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე რეკოსნტრუქცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდა შესაბამის კორპუსს, რომელიც არის თანამედროვე სტანდარტის და გაცილებით უკეთესი შედარებაც კი არ შეიძლება ნომერ მეცხრე დაწესებულებასთან შედარებით. გუშინ მოხდა ეტაპირება ყველა ბრალდებულის თუ მსჯავდებული, ვინც ნომერ მეცხრე დაწესებულებაში იმყოფებოდა. ორ ეტაპად იქნა გადაყვანილი ამ ახალ კორპუსში და გამოცემულია მარტის ბოლოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება ნომერ მეცხრე დაწესებულების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, რომელიც პირველ მაისს უნდა დასრულდეს“, – განაცხადა წულუკიანმა. მისივე თქმით, მომავალში ეს დაწესებულება შეუერთდება ნომერ მეთორმეტე დაწესებულებას. „საქართველოში აღარ იარსებებს მაღალჩინოსნებისთვის სპეციალურად განკუთვნილი პენიტენციური დაწესებულება. ჩვენ ვთვლით, რომ ყოფილი საჯარო მოხელე თუ სახელმწიფო სტრუქტურაში მომუშავე პირი, რომელი ჩინის და რა რანგის მოხელეც უნდა იყოს, იქნებიან ერთსა და იმავე დაწესებულებაში და პოლიტიკოსებისა და მაღალჩინოსნებისთვის ცალკე დაწესებულება პირველი მაისიდან უკვე აღარ იარსებებს. ყველა ყოფილი საჯარო მხელე იქნება განთავსებული ნომერ მეთორმეტე დაწესებულებაში, რომლის ნაწილის ყოფილი მატროსოვის ციხეც გახდება პირველი მაისიდან“, – აღნიშნა იუსტიციის ... ...

არქივი