ევკალიპტი _"ტყეების ალმასი" და მისი ისტორია საქართველოში

კარმიდამო ჩემი

ევკალიპტი _"ტყეების ალმასი" და მისი ისტორია საქართველოში

2018 მაი 9 15:48:42

ევკალიპტის კულტურას საქართველოში საუკუნეზე ცოტა მეტი ხნის ისტორია აქვს და გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ჩვენს ქვეყანაში სამასი წლის ევკალიპტიც არსებობს, რბილად რომ ვთქვათ, მტკნარი სიცრუეა.

ევკალიპტი საქართველოს ტენიან, სუბტროპიკულ რაიონებში, კერძოდ, აჭარასა და აფხაზეთში, პირველად შემოიტანეს მოხალისე მებაღეებმა საკუთარი ეზოებისა და სააგარაკო ბაღების გასალამაზებლად, როგორც დეკორატიული მცენარე. იგი, ძირითადად, შემოტანილი იყო ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში გავრცელებული ევკალიპტის ჯიშები: სფერული ევკალიპტი, ტირიფისებრი, ნუშისებრი და სხვა. ამავე პერიოდში ევკალიპტის ათამდე სახეობა დარგეს ჩაქვის საუფლისწულო მამულში, ცოტა უფრო გვიან კი ევკალიპტის მნიშვნელოვანი რაოდენობა დაირგო ბათუმის და სოხუმის ბოტანიკურ ბაღებში. 1912-1914 წლებში ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ავსტრალიიდან შემოიტანეს ევკალიპტის თესლის კოლექცია, გამრავლების შემდეგ უკვე საქართველოში იყო ევკალიპტის 37 სახეობა.

1928 წლის შემდეგ, განსაკუთრებით კი 1933-1935 წლებში, სოხუმის სასელექციო სადგურმა და ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა მნიშვნელოვნად შეავსეს ევკალიპტის სახეობრივი შემადგენლობა, მაგრამ ევკალიპტის მრავალრიცხოვანი ასორტიმენტი, დაბალი ყინვაგამძლეობის გამო, პერიოდულად განმეორებულმა სუსხიანმა ზამთარმა მნიშვნელოვნად შეამცირა.

ფართო საწარმოო მნიშვნელობით ევკალიპტების დარგვა შავი ზღვის ტენიან სუბტროპიკებში 1936 წლიდან დაიწყო. მაშინდელმა მთავრობამ მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმო ევკალიპტის კულტურას და დასახა მისი განვითარების გეგმა, რომლის თანახმადაც საქართველოში ევკალიპტის ხეები 10 000 000 ძირამდე უნდა დაერგოთ. შეიქმნა სახელმწიფო სანერგეები ფოთში, აჭარაში და აფხაზეთში. ამავე დროს, ევკალიპტის განვითარების დარგში დაწესდა სოციალისტური შრომის გმირის წოდების მინიჭება და ორდენებით და მედლებით დაჯილდოება, რომელიც ამტკიცებს, რომ ევკალიპტის კულტურას, სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებთან ერთად, ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი სახალხო-სამეურნეო მნიშვნელობა ჰქონდა.

ევკალიპტს ავსტრალიის კონტინენტზე "ტყეების ალმასს", ასევე, ხშირად, "სიცოცხლის ხეს" უწოდებენ. იგი კუნძულ ტასმანიის მკვიდრია, საიდანაც გაიტანეს მსოფლიოს სხვა ტროპიკულ და სუბტროპიკულ მხარეებში.

მე-19 საუკუნის დამლევს, ევკალიპტის კულტურას დიდი ყურადღება ექცევა სამხრეთ საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთსა და პორტუგალიაში; უფრო გვიან კი ალჟირში, მაროკოსა და ჩრდილოეთ აფრიკაში. დიდი ფართობები უჭირავს ევკალიპტის ნარგავებს კოლუმბიაში, ბრაზილიაში, არგენტინაში და სამხრეთ ამერიკის სხვა ქვეყნებში. ის გავრცელებულია ასევე ინდოეთში, სირიაში, პალესტინაში, ახალ ზელანდიაში და სხვა.

ევკალიპტი მისი მრავალმხრივი გამოყენების გამო, მეტად ძვირფასი მცენარეა. ის თითქმის ათჯერ უფრო ენერგიულად იზრდება, ვიდრე ადგილობრივი ტყის ჯიშები. გადაჭრის ან მიჭრის შემდეგ აქვს ადვილად აღდგენის უნარი. ცხოველები მას არ ეტანება, აღდგენისთვის არ მოითხოვს ხარჯებს.

ხანმოკლე პერიოდში 1 ჰექტარ ფართობზე იძლევა ეთეროვანი ზეთისა და სხვადასხვა მიზნით გამოსაყენებელ მერქნის დიდ რაოდენობას. მისი მერქანი, ტექნიკური სიმწიფის მიხედვით, შეიძლება სხვადასხვა დანიშნულებისთვის გამოვიყენოთ _ 1-4 წლის ასაკში ბოსტნეული კულტურების და ვაზის საყრდენად; 5-8 წლის ასაკში _ რკინიგზის შპალებად და საშენ მასალად; 8-15 წლამდე ასაკში _ სხვადასხვა დანიშნულების ბოძებად: 15-25 წლის ასაკში იძლევა საუკეთესო ხარისხის მერქანს, რომელიც გამოიყენება გემთმშენებლობაში და ავეჯის წარმოებაში, სარკინიგზო და ტრამვაის ვაგონების, მიწისქვეშა ნაგებობების, პარკეტისა და სხვა წარმოებაში, სადაც საჭიროა მკვრივი მერქანი.

მერქნის მშრალი გამოხდით მიიღება ფისი, კუპრი, ხის სპირტი, აცეტონი და სხვადასხვა ხარისხის ნახშირი. ევკალიპტის ფოთლები შეიცავენ ეთეროვან ზეთებს ქრონიკული ლარინგიტის, თვალის, კანის, ფილტვების დაავადებისას, მუცლის ტიფის, ქუნთრუშის, ნევრალგიის და სხვა დაავადებების სამკურნალოდ.

ევკალიპტის ეთეროვანი ზეთი სრული და უალო წვის თვისების გამო, გამოიყენება საავტომობილო წარმოებაში ლიგროინის გასაკეთილშობილებლად,;ითვლება ქარვის, კაუჩუკის, საღებავების საუკეთესო გამხსნელად და სხვა.

ევკალიპტის ეთეროვან ზეთს, ცინეოლის შემცველობით, უდიდესი ფიტონციდური თვისება აქვს, რაც ორთქლის ემულსიის სახით სპობს ვირუსული გრიპისა და ტუბერკულოზის გამომწვევ ბაცილებს. ევკალიპტიდან გამოყოფილი ეთეროვანი ზეთი ჰაერზე დაჟანგვით ასუფთავებს გარემოს. ამიტომ, მისი შეფოთლილი ტოტების გამოყენება კარგია დეზინფექციისთვის საავადმყოფოებში და საცხოვრებელ ბინებში. ევკალიპტის ფოთლების ნახარში და ნაფენი გამოყენებულია ვეტერინარიაში მეწველი პირუტყვის სარძევე ჯირკვლების ანთების, ჩირქოვანი კონიუნქტივის, ინფექციური ჭრილობების, ბრუცელოზის და სხვა დაავადებათა სამკურნალოდ.

ევკალიპტის ქერქი 7-45%-მდე შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, რომელიც გამოიყენება ტყავის მრეწველობაში.

ევკალიპტს ჭარბტენიანი ნაკვეთების ამოშრობის დაჩქარების უნარი აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ევკალიპტი ჭაობში დავრგოთ და დაველოდოთ მის დაშრობას. იგი ერთეული მშრალი ნივთიერების შესაქმნელად, წყლის დიდ რაოდენობას ხარჯავს, ამავე დროს, მზის სხივების მიმართ ფოთლების ირიბად განწყობის გამო ნიადაგის ზედაპირამდე ადვილად აღწევს სხივები, რაც ევკალიპტის ტყის ქვეშ წყლის ინტენსიური აორთქლების პირობებს ქმნის.

ევკალიპტი არის მარადმწვანე მცენარე, რომელიც პერიოდულად მთელი წლის განმავლობაში ცვივა ფოთოლი. ევკალიპტის სახეთა უმეტესობა მაღალი ან საშუალო ზომის ხეებია; იგი სწრაფმზარდი მცენარეა; მის ბევრ სახეობას ახალგაზრდობის ასაკიდანვე უვითარდება სხვადასხვა ფორმის და ზომის გამონაზარდები ანუ "მერქნის კორძები", რომლებიც მდიდარია სამარაგო საკვები ნივთიერებებით და მძინარე კვირტებით, რომელთა როლი იზრდება მცენარის ყინვებისგან ან სხვადასხვა მექანიკური დაზიანების შემთხვევაში, რომლებიც ხელს უწყობენ მცენარეთა მიწისზედა ნაწილების აღდგენას.

დაბალი ტემპერატურის მიმართ გამძლეობის მიხედვით ევკალიპტი იყოფა ორ ჯგუფად: ზამთარგამძლენი და არაზამთარგამძლენი. ამ უკანასკნელს მიეკუთვნება ყველა ტროპიკული სახეობა.

ყინვებისადმი გამძლეობით ევკალიპტი სამ ჯგუფად იყოფა: სუსტი ყინვაგამძლენი, რომლებიც 0-დან მინუს 5 გრადუსამდე ტემპერატურას უძლებენ; საშუალო ყინვაგამძლენი _ მინუს 7, მინუს 8 გრადუსამდე; და ყინვაგამძლე სახეობები კი მინუს 10 გრადუსს და მის ზევით გრადუსამდე ყინვას უძლებენ, იშვიათად მეტსაც.

საქართველოში, ძირითადად, მესამე ჯგუფის ყინვაგამძლე ევკალიპტია გავრცელებული. აქედან 80% უკავია ტირიფისებრ ევკალიპტს, რომელიც არის 40-50 მეტრი სიმაღლის ხე. ღერო და ძირითადი ტოტები დაფარულია მონაცრისფრო ცვენადი ქერქით. ახალგაზრდა ფოთლები მწვანეა, ვიწრო ან ლანცეტური ფორმის, ასაკოვანი კი მუქი მწვანე, ნამგლისებურად მოხრილი. ფოთლები შეიცავს 0,5-1,5% ძვირფას ეთეროვან ზეთს, რომლის შემადგენლობაში შედის ცინეოლი, პინენი, ელანდრენი და ნივთიერებები, რომელსაც დიდი მოთხოვნილება აქვს საპარფიუმერიო და ფარმაკოლოგიურ მრეწველობაში

ევკალიპტი თესლით მრავლდება. ითესება როგორც ღია, ისე დახურულ გრუნტში ადრე გაზაფხულზე. ცუდად იტანს შიშველი ფესვებით გადარგვას. ამიტომ მიმართავენ მის შეხავსებას _ ხავსში შეხვეული ნერგები გადააქვთ დასარგავად.

გაზაფხული საუკეთესო დროა ევკალიპტის დარგვისთვის. მცენარე უნდა დაირგოს 2 მეტრი 1 მეტრზე და 2 მეტრი 2 მეტრზე  შუალედით, ხოლო ტყე-პარკების გაშენებისას 3 მეტრი 3 მეტრზე მანძილით. ასეთი წესით გაშენებულ პლანტაციაში პირველი მოსვლის აღების პერიოდია სამი წელი.

მცენარის აჭრა უნდა ვაწარმოოთ ფესვის ყელიდან 10-15 სმ სიმაღლეზე. შემდგომ, როდესაც მცენარეები მომძლავრდება, აჭრები შეიძლება ჩატარდეს როგორც გაზაფხულზე, ასევე, შემოდგომაზე.

 ცისანა ქაშაკაშვილი




 ახალი ამბები
  • 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილს უვადო პატიმრობა მიესაჯა, – შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დღეს გამოაცხადა. თბილისში, თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი მიმდინარე წლის 22 თებერვალს მოკლეს. მკვლელობის ბრალდებით, ნაცვლიშვილის მეგობარი ლადო გრიგალაშვილი ... ...
  • 28 ნოემბერი დასვენების დღე იქნებაარჩევნების დღე – 28 ნოემბერი უქმე იქნება. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი. საარჩევნო კოდექსის მეექვსე მუხლის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების გარდა, ნებისმიერი არჩევნები შეიძლება ჩატარდეს კვირის ნებისმიერ დღეს. კანონმდებლობა ადგენს, რომ არჩევნების დღე უქმეა. საპრეზიდენტო არჩევნების შეზღუდვა მხოლოდ პირველ ტურს ეხება და პირდაპირაა მითითებული, რომ კენჭისყრის დღე უნდა იყოს კვირა. მეორე ტურთან დაკავშირებით კი მსგავსი ჩანაწერი არ არსებობს და საარჩევნო კოდექსში წერია, რომ მეორე ტური ინიშნება პირველი ტურის შედეგების ოფიციალური შეჯამებიდან ორი კვირის თავზე. საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება. ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ სხდომაზე გახდა ცნობილი. სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები ოფიციალურად შეაჯამა. ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ ხელი მოაწერა შემაჯამებელ ოქმს და გამოსცა განკარგულება საპრეზიდენტო არჩევნების 28 ნოემბერს ჩატარების ... ...
  • თინა, მიტინგზე არ ხართ, ცესკო-ში ხართ _ თამარ ჟვანია თინა ბოკუჩავას "თინა, მიტინგზე არ ხართ, ცესკო-ში ხართ, მე მგონი, გესმით", – ასე მიმართა ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ თინა ბოკუჩავას, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ სხდომაზე ლევან ბეჟაშვილის ნაცვლად დაბრუნდა და პოზიციის გამოსახატად ორი წუთი მოითხოვა. მანამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ცესკო-ს თავმჯდომარემ სხდომა დაატოვებინა, რადგან შეხვედრის ოთახში უკვე იმყოფებოდა პარტიის ერთი წევრი ლევან ბეჟაშვილი. თამარ ჟვანიამ განმარტა, რომ პოლიტიკური პარტიიდან მხოლოდ ერთი წარმომადგენელი უნდა დასწრებოდა სხდომას. „თქვენ კი არ გაქვთ გადაწყვეტილება მიღებული, ივანიშვილსა და კალაძეს აქვთ გადაწყვეტილება მიღებული. ნუ ჩაყვებით ივანიშვილს ამ წაგებულ თამაშში. ვერ გადაარჩენთ სალომე ზურაბიშვილს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ. თამარ ჟვანიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს მიმართა, რომ საკუთარი პოლიტიკური განცხადებების შემდეგ, რეგლამენტი დაეცვა. ამ ურთიერთდაპირისპირების შემდეგ, სხდომაზე კენჭი უყარეს ოპოზიციის ინიციატივას, რომ საკითხის განხილვა გადადებულიყო, თუმცა ამ ინიციატივას მხარი მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებმა დაუჭირეს. ორი მომხრე, 10 წინააღმდეგი, საკითხის გადადება ჩავარდა და ოპოზიციამ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დღის წესრიგის პირველი საკითხის ამოღებას ითხოვდნენ.  ოპოზიცია ითხოვდა, რომ ცესკო-ს პირველი ტურის შედეგების შეჯამება 17 ნოემბრამდე გადაედო, რომ არჩევნების მეორე ტური შაბათ დღეს პირველ დეკემბერს ჩატარებულიყო ან 17-ში შედეგების შეჯამების შემდეგ, ოქმი მეორე დღეს გამოქვეყნებულიყო, რომ მეორე ტურის თარიღი 2 დეკემბერი ყოფილიყო. ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ დღეს ხელი მოაწერა შემაჯამებელ ოქმს და გამოსცა განკარგულება საპრეზიდენტო არჩევნების 28 ნოემბერს ჩატარების თაობაზე. წყარო: ... ...
  • ინკლუზიური განათლების დაფინანსება 17 მილიონ ლარამდე გაიზრდება _ მარიამ ჯაშიგანათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმნიშვნელოვანეს სიახლედ დაასახელა ინკლუზიური განათლების კომპონენტის დაფინანსების ზრდა 5 მილიონიდან 17 მილიონ ლარამდე. „ეს გახლავთ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების მშობლებთან თანამშრომლობისა და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგი", - აღნიშნა მარიამ ჯაშმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ წლების მანძილზე გადაუჭრელი პრობლემა გადაჭრილია. „კანონში წელს მიღებული ცვლილებებით სპეც-პედაგოგები ხდებიან მასწავლებლის სქემის ნაწილი და მათი შრომის ანაზღაურების გასაუმჯობესებლად ფინანსური გარანტიებიც უკვე გათვალისწინებულია 2019 წლის ბიუჯეტში", - განაცხადა მარიამ ჯაშმა. „მისი მოსაზრებით, ინფრასტრუქტურულ ნაწილში დამატებითი ფინანსური სახსრების მობილიზებაა საჭირო ინკლუზიური თეატრების დასების მდგრადობისათვის. მისივე თქმით, საქართველოს უკვე აქვს კონკრეტული გამოცდილება, უნიკალური პროექტები, რომელიც შეიძლება გახდეს ინკლუზიური თეატრის ბრწყინვალე მაგალითები", - განაცხადა მარიამ ... ...
  • "სესხით ნაყიდ სახლში არც მთავრობა მაყენებს და არც სტიქია""ყველანაირი გასაჭირი ჩემ თავზე დაბრუნდა წისქვილის ქვასავით. მამისეული სახლიდან გვიან გადმოვედი ცალკე საცხოვრებლად, გავიყავით. ახლა სამოცი წლის ვარ. სესხით ვიყიდე ერთი სახლი, აქვე, ჩვენს სოფელში. იგი ძველი აშენებულია, თუმცა, სახურავი არაფრად ვარგა _ დაცრეცილი, დაგლეჯილი თუნუქია, ყველგან წყალი ჩამოდის. ოდნავ ქარი და წვიმა რომ არის, ოთახში არ შეისვლება. ახლა შემოსავლების სამსახური საგადასახადო მოთხოვნებს ზედიზედ მიგზავნის, საგადასახადო ვალდებულება გაქვს და ორმოცდათექვსმეტი ლარი გადაიხადეო. დღემდე ვიხდი სესხად აღებულ ფულს, რითაც ეს სახლი ვიყიდე. რომელს გავუმკლავდე _ სახლის საყიდლად აღებულ სესხს, ყოველ გაწვიმებაზე "ტაშტებით" სირბილს, მით უფრო, როცა სტიქია ძალზე მძლავრობს თუ გადასახადის მოთხოვნებს? მოკლედ, სესხით ნაყიდ სახლში არც მთავრობა მაყენებს და არც სტიქია", _ გვეუბნება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის მკვიდრი, გიორგი მჟავია. "გურია ნიუსი" გიორგი მჟავიას შინ ეწვია. მდგომარეობა მართლაც სავალალოა, რადგან ორსართულიან ძველ სახლს სახურავი გაცილებით ძველი და დაზიანებული აქვს. თუნუქის სახურავი ჟანგისგან ისეა დაცრეცილი, წყალი ყველგან ჟონავს და თითოეული ოთახის ჭერი და კედლები დაზიანებულია. _ რაც ჭურჭელი მაქვს, კი ხედავთ. ჯერ ამ სახლის საყიდლად აღებული სესხი არ გადამიხდია. სახლი რით გადავხურო? ყანა დავთესე, კიდეც გავთოხნე და შევწამლე, მაგრამ ახლავე გაჩვენებთ, როგორი სიმინდი მიყრია ნალიაში _ ფაროსანამ მაინც გამიოხრა. პირუტყვს თუ ვაჭმევ, თორემ ადამიანს არ ეჭმევა. ასეთ დღეში ვარ. არ მითხრათ, ახლა, ზარმაცი ხარო... _ გვეუბნება ის. კითხვაზე, მიმართა თუ არა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას, ავთანდილ მჟავია ამბობს, რომ წერილობით არ მიუმართავს. ერთხელ იყო და უთხრეს, რომ განცხადება უნდა დაეწერა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში "გურია ნიუსს" უთხრეს, რომ ავთანდილ მჟავიას განცხადება მერიაში არ შესულა და განმარტეს, რომ მან უნდა მიმართოს სოფლის ადმინისტრაციას წერილობით. შემდეგ განცხადება შემოვა მერიაში და განიხილავენ ინფრასტრუქტურის სამსახურში. რაც შეეხება საგადასახადო ვალდებულებას ქონების გადასახადზე, მჟავია მიიჩნევს, რომ მას არ უნდა ეკისრებოდეს ქონების გადასახადი, რადგან მისი ოჯახის წლიური შემოსავალი ორმოცი ათას ლარს არ შეადგენს. მჟავიას საკუთრებაშია ექვსას სამოცდაათი კვმ. საკარმიდამო ნაკვეთი, სადაც თხილის და ხეხილოვნების ნარგავები აქვს. ასევე ფლობს საყანე ფართობს.  ადვოკატი კახა ჩავლეშვილი განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის თანახმად, პრივატიზაციის შემდეგ, საკუთრებაში შეძენილ ქონებაზე არსებობს გადასახადი. ამას აქვს კანონის სახე. დანარჩენი, საკუთრების მეპატრონემ თავად უნდა გაარკვიოს. გიორგი მჟავიას, რატომღაც, დახმარების იმედი ყოველმხრივ გადაწურული აქვს, თუმცა, ის, როგორც თავად ამბობს, დღემდე არ მისულა ოფიციალური განცხადებით ხელისუფლებასთან და მხოლოდ ახლა დარწმუნდა, რომ მერიაში ოფიციალური განცხადება უნდა ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

ლობიოს რაგუ ბასკურად

ესპანური სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო...

გავამრავლოთ ქოთნის ყვავილები

შემოდგომის დასაწყისი, ოქტომბრის ბოლომდე, ქოთნის...

ბულგარული წიწაკის საწებელი ნედლი მწავანილეულით

მრავალგვარ საწებელს შორის, ჩვენს მიერ...

როგორ მოვამზადოთ წათხი

ყველის წათხის მოსამზადებლად საჭიროა: ერთი...

დანდური _ მხალეული, მწნილი, სამკურნალო მცენარე

ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე დანდური საქართველოში...

ბოსტნეულის შენახვის რა მეთოდს იყენებდნენ წინაპრები

შემოდგომის დასაწყისიდან ყველა დიასახლისი ამზადებს...

როგორ დავიცვათ სიმინდი ფაროსანასგან

აზიური მავნებლის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის...

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...
ზაფრანი

”პროფესიული გადაწვა”

ტერმინი ”პროფესიული გადაწვა” თავდაპირველად გამოიყენებოდა...

კავშირი ადამიანის ხასიათსა და ხელწერას შორის

ადამიანის ხელწერა ისეთივე უნიკალურია, როგორც...

როგორ ქმნიან მოლუსკები მარგალიტს

მოლუსკის მიერ, მარგალიტის შექმნის ტექნოლოგია,...

ყველაზე სახიფათო ობობა მსოფლიოში

„შავი ქვრივი“ ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო...

როგორ ვუმკურნალოთ სახლის პირობებში ხველას

ექიმები გვაძლევენ რამდენიმე რჩევას, რომელიც...

ზოდიაქოს რომელი ნიშნები დაწყვილდებიან 2019 წელს?

ვერძი და მშვილდოსანი _ ვერძსა...

ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში?