გურული მეჩაიე გოგონა, კინომხატვრის პროფესიით და ჰოლივუდური ღიმილით

კარმიდამო ჩემი

გურული მეჩაიე გოგონა, კინომხატვრის პროფესიით და ჰოლივუდური ღიმილით

2018 ოქტ 16 15:45:50

"დიახ, მეჩაიე ვარ! მაქვს მოტივაცია _ მივიღე პირველი საუკეთესო შედეგი და აუცილებლად ვიტყვი ჩემს სიტყვას გურიაში ჩაის აღორძინების საქმეში. მე მომიხდა საფრანგეთში მოგზაურობა და მატარებლის ფანჯრიდან ვხედავდი ტყეებსა და ველ-მინდვრებს, სადაც ერთ კვადრატულ მეტრსაც ვერ შეამჩნევდით მოუვლელსა და გავერანებულს. მინდა, ჩემს სამშობლოშიც ასეთ სურათს ვხედავდე, რით ვართ ვინმეზე ნაკლები?" _ ამ სიტყვების ავტორი 26 წლის გოგონა ლანა ჟღენტია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურის მკვიდრი, რომელსაც ასაკისთვის დამახასიათებელი არა მხოლოდ იდეები და ოცნებები ამოძრავებს, ხელში უჭირავს უკვე გაკეთებული საქმე და განსაცვიფრებელი შეუპოვრობით მიიწევს წინ, გავერანებული ფართობების ასაღორძინებლად.

ლანა ჟღენტი თბილისის სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, დედაქალაქში კინომხატვრის პროფესიით შეუდგა მუშაობას და თავიდან არც უფიქრია, რომ ჩაის მწკრივებში ჩადგებოდა და მის აღორძინებაზე იფიქრებდა. წერდა სცენარებს პატარ-პატარა ფილმებისთვის, თუმცა, არ მოსწონდა მიზერული ხელფასი და მერე საბუღალტრო კურსის გავლა გადაწყვიტა. დაიწყო ძიება. ორგანიზატორული უნარის მქონე გოგონა მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციებში და არა ერთ აქტივობას ასრულებდა. შემდეგ სასტუმრო "ვანოტელში" იმუშავა... მაინც არ მოსწონდა საკმაოდ მაღალი ხელფასი და ერთხელაც იფიქრა, მშობლიურ მელექედურში, საკუთრებაში არსებული ერთი ჰექტარი ჩაის ფართობისთვის მიეხედა, წარმატების შემთხვევაში კი თანდათან გაეფართოებინა საკუთარი ბიზნესი.

_ ვცადე და შესანიშნავად გამომივიდა. იყო მძიმე დღეები და უძილო ღამეებიც, თუმცა, თუ მიზანდასახული იქნები, ვერაფერი შეგაჩერებს. საკუთარი ძალებით მოვახერხე ფართობის მოწესრიგება. მერე პროექტ "აწარმოე საქართველოში" მივიღე მონაწილეობა და გავიმარჯვე. მთლად დარწმუნებული არ ვიყავი გამარჯვებაში. როცა მოვიგე, თითქოს, ფრთები შემესხა. მცირე დანაზოგით და, ასევე, ნედლეულის პირველივე მოკრეფის შემდეგ აღებული თანხა მთლიანად ახალი პლანტაციების შეძენის საქმეში ჩავდე. ახლა ხუთი ჰექტარი ჩაის ფართობი მაქვს. უკვე ახალ პროექტში ვმონაწილეობ. ვერაფერი შემაჩერებს, სოფლის მეურნეობა ისეთი საქმეა, თუ საქმეში გულს ჩადებ, აუცილებლად გამოგივა, _ ამბობს ჩვენი რესპონდენტი, ულამაზესი გოგონა და, ჰოლივუდურ ღიმილს არ იშურებს... თითქოს, იმისთვის არის გაჩენილი, რომ გაგაკვირვოს.

კითხვაზე, ამ ასაკის, პროფესიის და გარეგნობის გოგონას, რამ გადააწყვეტინა მეჩაიეობა, უფრო იღიმება და ამაყად აცხადებს, ჯერ სად ხართო.

ლანა ჟღენტს ჩაის კრეფის საქმეში, წლის განმავლობაში, 25 ქალბატონი ჰყავს დასაქმებული. თვითონაც ყველა პროცესში იღებს მონაწილეობას და არა ერთ მძიმე სამუშაოს ასრულებს.

_ ყოველთვის ჩაის საკრეფად არ მცალია. დრო რომ მქონდეს, არც ამაზე ვიტყვი უარს. როცა ტვირთის გადატანა ან გადაადგილება მჭირდება, ერთი დამხმარე ბიჭი მყავს და ორივე ერთად საკმაოდ მძიმე სამუშაოს ვასრულებთ. სხვანაირად არ გამოვა. ამ შემოდგომაზე საკმაოდ მძიმე სამუშაოები მაქვს შესასრულებელი. ახლად შეძენილი ფართობები მოსავლელია _ გაწმენდა, გასხვლა, დაბარვა, სასუქის შეტანა... უამრავი სამუშაო მელოდება წინ, რაც, ძირითადად, საკუთარი ხელებით უნდა შევასრულო. მაისიდან სექტემბრამდე პლანტაციებში ვარ. ძალიან მიყვარს "რუჯი", ზღვა და მზე, თუმცა, ახლა ჩაიში მიღებული "ზაგარითაც" დავდივარ. ვეღარ მოვიცალე ზღვისთვის, _ კვლავ მახასიათებელი ღიმილით ამბობს სათქმელს და პლანტაციებში მიგვიძღვება.

მელექედურის გარდა, როგორც თავად გვიამბობს, გავერანებული პლანტაციები სხვა სოფლებშიც შეიძინა. ახლა ხუთ ჰექტარს ფლობს საკუთრებაში და კვლავ გაფართოებაზე ფიქრობს. საჭესთან მშვიდად ზის და დღის განმავლობაში ვრცელი ტერიტორიების შემოვლა უხდება. თეთრი და შავი საქმე მისთვის არ არსებობს _ აკეთებს და გამოუდის.

ორი წლის წინ, როცა პირველი წარმატება მოვიდა და ლანა ჟღენტის მაღალი ხარისხის ჩაის პროდუქცია ბაზარზე გავიდა, სასწრაფოდ გადაწყვიტა, ჩაის მიკროფაბრიკა გაეფართოებინა. ახლა საღრობი და საფერმენტაციო დანადგარის უფრო მასშტაბურ ამუშავებაზე ფიქრობს.

_ პირველად 1,800 ტონა ჩაი დავამზადე. 800 კილოგრამი უმაღლესი ხარისხის იყო. ერთი ტონა კი უფრო უხეშად ნაკრეფი. კლიენტი მოვიდა და არც ისე ძვირად, ერთი კილოგრამი 23 ლარად გავყიდე. მერჩივნა, ერთიანი ფულის აღება, რომ სასწრაფოდ ახალი პლანტაციები შემეძინა. ამ ეტაპზე, გაფართოების გარდა, ვიზუალური მხარის მოწესრიგებასა და რეკლამირებით ვარ დაკავებული. ჩართული ვარ სიახლეების ძიებაში. არ ვაკლდები მეწარმეთა არც ერთ შეხვედრას. უკვე მოძიებული მაქვს გასაღების გზები, ოღონდ ხარისხიანი იყოს პროდუქცია და აუცილებლად გაიყიდება. მე ჩემი ბრენდი უნდა შევქმნა და გურიაში ჩაის აღორძინების საქმეში საკუთარი სიტყვა ვთქვა.

სოფლის მეურნეობა ისეთი რამ არის, ჯანმრთელ და მოტივირებულ ადამიანს, თუ მიწა გაქვს, თავის რჩენა არ უნდა გაგიჭირდეს. როცა საფრანგეთში მშობლები ვინახულე, ყველგან ვაკვირდებოდი იმას, რაც უფრო მაინტერესებს _ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს, ველ-მინდვრებს, ტყეებს. განცვიფრებული ვარ, როგორ უვლიან ასე გარემოს, თითოეულ გოჯ მიწას... ჩვენ რა დაგვემართა? რატომ გადაუარა ეკალ-ბარდმა ყველაფერს? მინდა, ჩემს გარშემო ოაზისი შევქმნა. მინდა, ყველას მოვუწოდო და შევევედრო, არ ამოძირკვოთ დარჩენილი ჩაი, მოვუაროთ ჩვენს განადგურებულ მიწა-წყალს...

საოცარი სამშობლო გვაქვს _ ეს არ არის რომანტიკული ამოძახილი, ეს ჩემი რეალური გულისთქმაა და ტკივილიც... _ ასე საუბრობს და სიტყვას საქმით ჯაბნის 26 წლის გოგონა, რომელმაც უკვე ყველას დაანახა საკუთარი რწმენის ძალა.

აღსანიშნავია ერთი გარემოება _ ლანა ჟღენტის მშობლები დღეს საფრანგეთში იმყოფებიან. მამამ უმძიმესი ოპერაცია გაიკეთა. ღვიძლის გადანერგვის შემდეგ, თავს უკეთ გრძნობს და დედა წამითაც ვერ შორდება. უცხოეთში ჰყავს და-ძმაც. საქართველოში კი, მშობლიურ მელექედურში, ლანა, 78 წლის ბებიასთან ერთად, ახერხებს ოჯახი ქალიც იყოს და კაციც.

ლანას "ოლღა ბებია", ლამარა თოხაძე მოკრძალებულად ამბობს, რომ 35 წელი რაიონში ბუღალტრად იმუშავა.

_ სოფელსაც ვუვლიდი, ოჯახს ვევლებოდი. მერე ისე წავიდა საქმე, შინ ჩემი ლანა და მე დავრჩით. საოცარი გოგოა, უფრო ვაჟკაცობა შეშვენის. დაც თავისნაირი შემართული და საქმიანი ჰყავს. რძალი მყავს არაჩვეულებრივი _ ლანას დედა. ჩემი შვილი სიკვდილისგან იხსნა, საფრანგეთში წაყვანა მოახერხა და დღეს ამათი სიცოცხლით ვარ ბედნიერი. კი მინდა, ლანას სერიოზულ წარმატებას მოვესწრო, მსურს სულ ვეხმარებოდე, თუმცა. ძველებური შეძლება აღარ არის, _ მშვიდად, სევდამორეული საუბრობს ქალბატონი.

ლანა ჟღენტი, კითხვაზე, როგორი მიდის საქმე მის პირადი ცხოვრებაში და უმკლავდება თუ არა ასე სასურველი სარძლოს მთხოვნელთა "შემოტევებს", კვლავ მომაჯადოებელი ღიმილით პასუხობს _ გარკვეული დროით სასიძოს ადგილი ვაკანტურია, დიდი საქმე მაქვს მოსასწრები და მერე ყველაფერს მოვესწრებითო.

ვემშვიდობებით საოცარ გოგონას. უცებ უკან ბრუნდება, ხელში რამდენიმე ჩაის შეკვრით _ "კარმიდამო ჩემმა" ჩემი ნახელავი არ უნდა დააგემოვნოსო?

ფაქტია, გურიას, ჩაის რეაბილიტაციის საქმეში, საუკუნის კომპლექსურად ძლიერი კაშკაშა ვარსკვლავი ჰყავს _ გოგონა უსაზღვრო ენერგიით, მაღალი ინტელექტით, უსაზღვრო შრომისმოყვარეობით, ჰოლივუდური ღიმილით და კინომხატვრის პროფესიით. როგორც თავად ამბობს, პროფესია შესანიშნავად ეხმარება, საკუთარ ჩაის პლანტაციებს, სახლს და საკარმიდამოს განსხვავებული და მიმზიდველი ვიზუალი მიანიჭოს. სარემონტო სამუშაოებიც ამის დასტურია, რასაც, ჩვენდა გასაკვირად, მარტოა შეჭიდებული...

საკუთარი მიზნების სრულ გახორციელებას, მრავალ წარმატებას ვუსურვებთ ლანა ჟღენტს, თანამედროვე გურული ჩაის დედოფალს!




 ახალი ამბები
  • „ქიბარ ხალვაში საერთოდ არ მაინტერესებს" _ ნიკა გვარამია„ქიბარ ხალვაშის განცხადება ამ წუთში საერთოდ არ მაინტერესებს, - ასე გამოეხმაურა სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ქიბარ ხალვაშის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ნიკა გვარამიამ თანამდებობა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს.  „ქიბარ ხალვაშის განცხადება ამ წუთში საერთოდ არ მაინტერესებს... ლონდონის არბიტრაჟი ხომ აგიხსენით რაც არის, ბერკეტი ამაზე უკეთესი არ არსებობს, ჯერ უნდა მოხდეს ჩემი დაკმაყოფილება და მერე არის შესაძლებელი განთავისუფლება. საჯარო რეესტრმა უნდა უთხრას უარი, იმიტომ, რომ მას აქვს ეს კონტრაქტი და ეს კიდევ მორიგი კანონდარღვევა იქნება დანაშაულებრივი გზით. ეს ძალიან სენსიტიური საკითხია და უკავშირდება არა მხოლოდ მედიას, როგორც კომპანიას, არამედ მის სარედაქციო დამოუკიდებლობას. თუ თეა წულუკიანი გადაწყვეტს, რომ ერთ შემთხვევაშიც დაარღვიოს პირდაპირ და ღიად მედიის უფლებები და შესაბამისად, შეარყიოს მისი სარედაქციო დამოუკიდებლობა, მეორე შემთხვევაშიც გადაწყვეტს, რომ დაარღვიოს კომპანიის უფლება და უკვე პირდაპირ დაარტყას სარედაქციო პოლიტიკის გარანტიად მოცემულ კონტრაქტს, პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ეს ორჯერ ჩადენილი დანაშაულია... ქიბარ ხალვაში ჯერჯერობით, არ არის არავინ, მისი რეგისტრაცია არ მომხდარა და ვერც მოხდება, გადაწყვეტილების თანახმად, ჯერ არის სამთვიანი ვადა გასაჩივრების, მერე გასაჩივრება და იმედი გვაქვს, რომ მერე განხილვა და ამ გადაწყვეტილების გაუქმება,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.  ... ...
  • შემთხვევით არ მაცვია კამუფლიაჟი... ომი თუ იქნება, ჩვენ ვიომებთ" _ ნიკა გვარამიაომი თუ იქნება, ჩვენ ვიომებთ“ - ეს განცხადება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გააკეთა. მისი თქმით, პოსტს მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუკი ამას სამაუწყებლო კომპანიის თანამშრომლები ჩათვლიან საჭიროდ. მანამდე, ნიკა გვარამიას თქმით, ის არ აპირებს დატოვოს კომპანია და ის ბიძინა ივანიშვილს გადასცეს. „რუსთავი 2"-ის თანამშრომლებმა უნდა განსაზღვრონ მთავარი. მხოლოდ მათ გადაწყვეტილებას და დამოკიდებულებას იმგვარს, რომ მე ჯობია რომ წავიდე, დავემორჩილები, სხვაგვარად, ჩემი გათავისუფლება შეუძლებელია ამ ეტაპზე. მარგამ მათ გადაწყვეტილებას, ადამიანურს, აუცილებლად დავემორჩილები, თუ ესე ჩათვლიან საჭიროდ. ვიდრე ეს გადაწყვეტილება მათ არ მიუღიათ და არც ვიცით რა გადაწყვეტილება მიიღეს და ალბათ იტყვიან, მე მათ მაგივრად ვერაფერს ვერ გეტყვით, მანამდე მე არ ვაპირებ "რუსთავი 2"-ის ბიძინა ივანიშვილისთვის გადაცემას. ქიბარ ხალვაშს საერთოდ არ განვიხილავ აქტორად, "რუსთავი 2-"ის მოწინააღმდეგე, ჩემი, ჩემი კოლექტივის, ჩემი კოლექტივის სარედაქციო დამოუკიდებლობის, ჩემი უმაღლესი კვალიფიკაციის დასავლურ ფასეულობებზე მომუშავე ჟურნალისტების და ყველა დანარჩენის, ვინც ამ კომპანიაშია, ბიძინა ივანიშვილისთვის უფლების მიცემას, რომ ეს ყველაფერი გასრისოს ერთ დღეში, არ ვაპირებ. არც შემთხვევით არ მაცვია კამფულიაჟი, პირდაპირ გეუბნებით, სრულიად შეგნებულად ვაკეთებ განცხადებას, ომი თუ იქნება, ჩვენ ვიომებთ“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ. ევროსასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ ... ...
  • "ეს იყო ქონებრივი დავა, თქვენ შეგიძლიათ ახალი ტელევიზია გააკეთოთ"- აკაკი ზოიძე რ2-ის საქმეზესტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას "რუსთავი 2"-ის საქმეზე უმრავლესობის წევრების შეფასებები მოყვა. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი დეპუტატი, აკაკი ზოიძე დარწმუნებულია, რომ "რუსთავი 2"-ში გამოხატვის თავისუფლება არავის შეეზღუდება. მისი თქმით, ეს იყო ქონებრივი დავა. რაც შეეხება "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს, მათ შეუძლიათ ახალი ტელევიზია გააკეთონ. „უხერხულია, როდესაც ვმსჯელობთ იმაზე, რომ დღეს ამ გადაწყვეტილებით რაიმე გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდება. მით უმეტეს, თქვენი, შეიძლება, ასევე, ახალი ტელევიზიის მეშვეობითაც გააკეთოთ იგივე. დღეს ახალი ტელევიზიის გახსნას არაფერი წინააღმდეგობა არ აქვს. ეს იყო ქონებრივი დავა, რომელსაც არაფერი გამოხატვის თავისუფლებასთან კავშირი არ აქვს,“-განაცხადა აკაკი ზოიძემ. უმრავლესობის დეპუტატის თქმით, მას სურს, რომ "რუსთავი 2" კრიტიკულ მედიად დარჩეს. "რუსთავი 2" ჩემთვის მიუღებელი არასოდეს ყოფილა, _ განაცხადა ... ...
  • „ამ გადაწყვეტილებამ მურუსიძის სასამართლოს ლეგიტიმაციაც კი მოახდინა" - გვარამია„ამ გადაწყვეტილებამ მურუსიძის სასამართლოს ლეგიტიმაციაც კი მოახდინა" - ეს განცხადება, "რუსთავი2"-ის გენერალურმა დირექტორმა გააკეთა. ნიკა გვარამია ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივად სკანდალურია. „ძალიან ვწუხვარ იმაზე, რომ ციტატებად ხალხში დაბნეული ყველაზე ნათელი და სკანდალური ხელისუფლების მიერ ორკესტრირებულ საქმეზე, მაგალითად, დედა ოჯახის წევრი არ არის, ურთმელიძეზე, სასამართლომ მიკერძოების ნიშნები ვერ იპოვა, კიდევ კარგი დატოვა გასაჩივრების შესაძლებლობა. კიდევ ერთხელ იუსტიცის მინისტრს მივმართავ, ჩაატარეთ ღია ადმინისტრაციული წარმოება და მერე ამას მოჰყვება ყველა სხვა სამართლებრივი გზა. მარტო თუ მიიღებთ გადაწყვეტილებას და მით მეტეს არასწორს, დაარღვევთ საქართვლოს კანონმდებლობას და ჩაიდენთ თანამდებობრივ დანაშაულს,“ - აღნიშნა ... ...
  • "არ იქნას გადაფორმებული ხალვაშზე „რუსთავი 2“ _ გვარამია იუსტიციის სამინისტროს მოუწოდებს„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია იუსტიციის სამინისტროს მოუწოდებს, ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში არ დაარეგისტრიროს იქამდე, ვიდრე გასაჩივრების ვადები არ ამოიწურება. ამის შესახებ ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენ მოვითხოვთ, არ იქნას ჩადენილი დანაშაული, არ იქნას გადაფორმებული ქიბარ ხალვაშზე „რუსთავი 2“ კანონის დარღვევებით. ჩვენ ამას ჩავთვლით დანაშაულებრივ ქმედებად და „რუსთავი 2“-ის მითვისებად. ჩვენ გვაქვს გასაჩივრების უფლება. ამ უფლების დაკმაყოფილება გამოიწვევს საქმის სრულ დაშლას. ამ უფლების გაუქმება იუსტიციის მინისტრის მიერ არის კანონდარღვევა და თანამდებობრივ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს,“ - განაცხადა ნიკა ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...
ზაფრანი

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...

ქსოვა სტრესს ხსნის

ექიმები ქსოვას ნამდვილ წამალს უწოდებენ,...

რაზე მეტყველებს ადამიანის ნაწერი

სპირალი, წრეები - სხვების პრობლემები...

რა უნდათ ქალებს მამაკაცებისაგან?

მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ვერ...

კითხვები, რომელიც აფრთხობს მამაკაცს

მამაკაცები მეტად მგრძნობიარე და ადვილად...

ქალმა არ მოინდომოს თორემ...

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ქალმა...