კანაფი _ როდის მოჰყავდათ და როდის შეზღუდეს საქართველოში მისი წარმოება

კარმიდამო ჩემი

კანაფი _ როდის მოჰყავდათ და როდის შეზღუდეს საქართველოში მისი წარმოება

2018 დეკ 18 16:19:37

ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში დასავლეთ საქართველოში უხვად მოჰყავდათ სელი და კანაფი.

რუსეთსა და საქართველოში საბჭოთა კავშირის დროს და უფრო ადრეც აწარმოებდნენ კანაფის პროდუქციას, როგორც ადგილობრივი მრეწველობისთვის, ის, საზღვარგარეთ გასატანად, სადაც ცნობილი იყო რუსული ქერელის სახელწოდებით. რუსული ქერელი მსოფლიო ბაზარზე დიდი პოპულარობით სარგებლობდა და მაღალ ფასებში იყიდებოდა, რაც ამ ნედლეულის ძვირფასი თვისებებით და მრავალმხრივ გამოყენების შესაძლებლობებით აიხსნებოდა.

მსოფლიო მნიშვნელობის სართავ კულტურათა შორის კანაფს მეოთხე ადგილი ეჭირა მსოფლიოში; კანაფის 78 პროცენტი საბჭოთა რესპუბლიკებზე მოდიოდა. ნათესების რაოდენობა მილიონ ორასიათას ჰექტარს, ხოლო მისი ბოჭკოს მსოფლიო წარმოება ექვსასი ათას ტონას შეადგენდა. აქედან მეოცე საუკუნის ოცდაათიანი წლების მონაცემებით საბჭოთა კავშირში კანაფის ნათესები ექვსასთერთმეტიათას ჰექტარს შეადგენდა, სადაც შედიოდა საქართველოს რესპუბლიკაც.

კანაფი ეკუთვნის ლაფანბოჭკოვან მცენარეთა ჯგუფს, რომლის ტოტები შეიცავს საუკეთესო სიმაგრის ბოჭკოს. მისგან მიიღება სხვადასხვა გრეხილი ნაწარმი, როგორიცაა: თოკები, თევზსაჭერი ბადეები, საზღვაო ბაგირები. იქსოვება ტომრები, აფრები, ავეჯის გადასაკრავი და სხვა უხეში ქსოვილები. ბოჭკოს გარდა, კანაფი იძლევა თესლს, რომელიც შეიცავს ცხიმოვან ზეთს, ცილებს, ნაცარს. ცხიმოვანი ზეთისგან მზადდება ოლიფა, საჭმელი ზეთი, რომელიც არ ჩამოუვარდება სელისა და მზესუმზირას ზეთს.

კანაფი, ასევე, გამოიყენება კოსმეტოლოგიაში საპნის საწარმოებლად. მისი თესლისგან მიიღება ფიტინი, რომელიც გამოიყენება მედიცინაში ნერვული სისტემის დაავადებათა სამკურნალოდ და ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის გასაძლიერებლად. ზეთის გამოხდის ანარჩენები იხმარება პირუტყვისთვის, როგორც მაღალყუათიანი საკვები. ღეროს გადამუშავების შედეგად მიღებული ანარჩენები გამოიყენება ქაღალდის წარმოებაში და ორგანული სასუქის დასამზადებლად.

კანაფის ზოგიერთ ფორმა, განსაკუთრებით ინდური კანაფი, აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში გამოყენებულია ორგანიზმის აღმგზნები, მეტად საშიში ნარკოტიკული სასმელის "ჰაშიშის" წარმოებაში.

პროდუქციის მისაღებად კანაფის მოყვანა შესაძლებელია ყველგან, პოლარული წრიდან დაწყებული სუბტროპიკულ ზონამდე. იგი ველურად გავრცელებულია ჩრდილოეთ კავკასიაში, შორეულ აღმოსავლეთში, შუა აზიაში, ჩინეთში, ინდოეთში, თურქეთში, ირანში, იტალიაში და სხვა.

კანაფი ეკუთვნის კანაფისებრთა ოჯახს, რომელიც ორი გვარისგან შედგება: კანაფის (Connabis) და ჰემულუსის (Humulus). ორივე წარმომადგენელია, როგორც ველური ფორმით, ასევე კულტურაში. ორივე გვარი გავრცელებულია, როგორც აზიაში, ისე ევროპაში, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, ჩრდილოეთ არხანგელსკამდე და სამხრეთით, კავკასიის ჩათვლით. კანაფის გვარი შეიცავს უფრო მაგარ ბოჭკოს, ვიდრე ჰუმულუს გვარის მცენარეები. ყვავილედში აგროვებენ განსაკუთრებულ ნივთიერებას _ ლუპულინს, რომელიც შეიცავს ალკალოიდებს, მწარე ფისს, ეთეროვან ზეთებს, ფოსფოროვან მჟავას და სხვა ნივთიერებებს, რომელიც აძლევს მას სამედიცინო და ნარკოტიკულ თვისებებს, აგრეთვე, როგორც სტიმულატორის ლუდის საფუარზე, გამოიყენება ლუდის წარმოებაში.

კანაფის გვარი უძველესი წარმოშობისაა, მისი სამშობლო ცენტრალური აზიაა. შედგება ორი სახეობისგან _ ჩვეულებრივი კანაფი და ინდური კანაფი, რომლებიც გამოყენების მიხედვით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. პირველი ძირითადად გამოიყენება, როგორც ტექნიკური კულტურა სართავი მრეწველობისა, მეორე კი როგორც ტექნიკური კულტურა _ "ჰაშიშის" წარმოებისთვის, აგრეთვე, სამედიცინო მიზნით.

Connabis sativa L _ სამხრეთული კანაფის ჯგუფის წარმომადგენელია. ერთწლიანი, ბალახოვანი, ბოჭკოვანი მცენარეა. ღერო სწორმდგომი, ოთხ მეტრამდე სიმაღლის მცენარეა. ფოთლები დანაკვთული, მწვანე, ღეროს ქვედა ნაწილზე მოპირდაპირედ, ხოლო ზედა ნაწილზე მორიგეობით არის განლაგებული, დამახასიათებელი ხერხკბილა ფოთოლაკებით. იგი ორბინიანი მცენარეა _ მდედრობითი და მამრობითი. მამრობითი მცენარეები 10-15 სანტიმეტრით უფრო მაღალია, ვიდრე მდედრობითი. ერთსქესიანი პატარა ზომის მდედრობითი ყვავილები შეკრებილია თავთავისებრ ყვავილედში და ფოთლის იღლიაში სხედან. მამრობითი ყვავილები შეკრებილია მტევნისებრ ყვავილედში. ორივე სქესის მცენარე ერთდროულად ყვავილობს. მამრობითი მცენარე ყვავილობის შემდეგ ამთავრებს სიცოცხლის ციკლს და ხმება. მდედრობითი კი ყვავილობის შემდეგ განაგრძობს ზრდას, დაიყვავილებს, მოამწიფებს თესლს და მამრობით მცენარეზე ერთი თვით მეტ ხანს ცოცხლობს და შემდეგ ხმება. ნაყოფი ერთთესლიანი კაკლუჭაა. კანაფის მოსავლის აღება ერთდროულად არ ხდება. სპეციალური კომბაინის საშუალებით იჭრება მამრობითი ეკზემპლარი ფესვის ყელთან. მდედრობითი კი იჭრება მაშინ, როდესაც თესლის უმეტესი ნაწილი მომწიფებულია, დილის ან საღამოს საათებში, როცა მაღალი ტენიანობის გამო თესლი ნაკლებად ცვივა. მოჭრილი ღეროები იკვრება კონებად და შრება.

კანაფი იზრდება ჭარბტენიან ნიადაგზე. სინათლეს, საკვებ ელემენტებს და და ტენს დიდ მოთხოვნილებებს უყენებს, რაც ამ მცენარის ბიოლოგიური თავისებურების შედეგია. მრავლდება თესლით და ვეგეტატიურად.

ინდური კანაფი (Conabis indico L) _ ნელამზარდი, ერთნახევარი სიმაღლის ერთწლიანი მცენარეა. ძლიერ დატოტვილი ღეროთი, პატარა ფოთლებით, პატარა მუქი ფერის კაკლუჭა ნაყოფებით. მართალია, ღერო შეიცავს ბოჭკოს, მაგრამ როგორც ბოჭკოს მომცემი მცენარე არ გამოიყენება. გამოიყენება მხოლოდ, როგორც ნარკოტიკული მცენარე "ჰაშიშის" წარმოებაში და სამედიცინო მიზნით.

როდის შეიზღუდა დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში კანაფის კულტივირება?

ეს თანდათანობით მოხდა მეოცე საუკუნის ოცდაათიანი წლებიდან. ათას ცხრაას ოცდაცხრამეტ წელს არც ერთ გოჯა მიწაზე აღარ დაითესა. ასეთი იყო ხელისუფლების ნება. სამაგიეროდ, დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის ნიადაგები სრულად იქნა ათვისებული ისეთი ძვირფასი მრავალწლიანი კულტურების ქვეშ, როგორიცაა ჩაი, ციტრუსები და სუბტროპიკული ტექნიკური კულტურები: დაფნა, ევკალიპტი, ტუნგო, ბამბუკი, ვარდი, გერანი, რეჰანი და სხვა მრავალი. სასურველია, საქართველომ დღესაც ეს გეზი აირჩიოს.

 ცისანა ქაშაკაშვილი,
სოფლის მეურნეობის ასოცირებული დოქტორი




 ახალი ამბები
  • გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალაგუდაური-კობის გზაზე შეზღუდვები მოქმედებს. ქარბუქის და ცუდი ხილვადობის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია. რაც შეეხება მლეთა-გუდაურის მონაკვეთს, ამ შემთხვევაში მოქმედებს გაუჩერებლად გავლის რეჟიმი. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით მოხდება. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ... ...
  • დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილები დაკრძალესდიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულები ცოტა ხნის წინ დაკრძალეს. მანამდე გარდაცვლილები ნათია ციცვიძე, მისი მცირეწლოვანი შვილი და და ქაშვეთის ეკლესიაში იყვნენ დასვენებულები, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. ტაძარში იმყოფებოდა კათოლიკოს-პატრიარქი, თანამოსაყდრესთან ერთად, ასევე თბილისის მერი და სხვა პოლიტიკოსები. დიდ დიღომში ძლიერი აფეთქება, რამაც ნგრევა გამოიწვია, ოთხი დღის წინ მოხდა. ნგრევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი 4 წლის ბავშვი იყო. აფეთქების დროს 8 ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების ფარგლებში "ყაზტრანსგაზის" ორი თანამშრომელი დააკავა, რომლებსაც გულგრილობას ედავება.  სასამართლომ მათ დღეს წინასწარი პატიმრობა ... ...
  • აფეთქების საქმეზე დაკავებულ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლებს პატიმრობა შეეფარდათდიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულ ორ პირს, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილ თანამშრომლებს, თორნიკე ტატიშვილსა და ვაზელ მამადიანს აღკვეთის ღონიძიებად პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა მიიღო. პროკურატურა ბრალდებულთა მიმართ პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. დაცვის მხარე მოითხოვდა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, ვაზელ მამადიანის შემთხვევაში 50 ათასი ლარის, ხოლო თორნიკე ტატიშვილის შემთხვევაში 10 ათასი ლარი ყოფილიყო გამოყენებული. ტატიშვილსა და მამადიანს ბრალი ოფიციალურად 19 იანვარს წაუყენეს. დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წაყენებული, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს. წინასასამართლო სხდომა 14 მარტს ჩაინიშნა. შეგახსენებთ, რომ 16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ... ...
  • ძროხების მოპარვის ბრალდებით 3 პირი დააკავესბოლნისის რაიონის სოფელ რაჭისუბანში, საძოვრიდან 7 სული მსხვილფეხა პირუტყვი მოიპარეს, რომლებიც შემდეგ გაყიდეს. მომხდართან დაკავშირებით ჩატარებული საგამოძიებო ქმედებების შედეგად პოლიციამ 1994 წელს დაბადებული ნ.პ. და 1995 წელს დაბადებული შ.გ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა, 1986 წელს დაბადებულ ე.შ.-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. სამივე მათგანი წარსულში ნასამართლევია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ... ...
  • თბილისში დაკარგული მოზარდი გარდაცვლილი იპოვესთბილისში, რამდენიმე დღის წინ დაკარგული მოზარდი, აფრიკის დასახლებაში, ქაღალდების ქარხანასთან გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, გარდაცვლილის ოჯახს ძალიან უჭირს, რის გამოც, მოზარდი იძულებული იყო მშობლების დასახმარებლად ჯართი შეეგროვებინა. წინასწარი ინფორმაციით, ის თხრილში სწორედ ჯართის მოსაგროვებლად ჩავიდა, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა და ბავშვი ქვეშ მოიყოლა. ბავშვის იდენტიფიცირება ველოსიპედით შეძლეს, რადგან ის ამით გადაადგილდებოდა. აქვე იპოვეს სხვადასხვა ხელსაწყო, რის დახმარებითაც ჯართს ეძებდა. ზუსტად რა გახდა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი, ამას ექსპერტიზა ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...
ზაფრანი

ყველაზე ძვირფასი ღვინო

საფრანგეთში არსებული მამულის, რომელსაც სახელად...

ის, რაც გურმანებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ

მდოგვი ასტიმულირებს საკვების მონელებას. მას...

კონიაკი მილიონერთათვის

კონცერნ LVMH-ის ფრანგული კომპანია Moet...

ცხოველების კურთხევის ცერემონია მადრიდში

მადრიდში ძაღლები, კატები და ზაზუნა...

სიზმარის მიღმა ჭეშმარიტება

ისტორიაში საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი სიზმარია,...