"ხალხმა ირონიულად შეხედა ფაროსანას, შედეგი კი საგანგაშო მივიღეთ!"

gurianews.com

კარმიდამო ჩემი

"ხალხმა ირონიულად შეხედა ფაროსანას, შედეგი კი საგანგაშო მივიღეთ!"

2017 სექ 11 13:49:54

გასული გაზაფხული სრულიად არ იყო ისეთი, როგორიც ჩვენს, ასე ვთქვათ, ტრადიციულ კლიმატურ პირობებს ახასიათებს. გაუთავებელი წვიმები აპრილში, მაისის უჩვეულო ყინვა, რომელმაც უმძიმესი დარტყმა მიაყენა ხეხილოვნებს, ივნისის შუა რიცხვებამდე მყარი ნიადაგი შეუქმნა სოკოვან და სხვა მავნებლებს გასამრავლებლად. განსაკუთრებით, სერიოზული ზიანი მიადგა თხილის კულტურას. როგორც არასდროს, ისე დაბალია წელს მოსავლის რაოდენობაც და ხარისხიც. საქართველოში შემოსულმა საშიშმა მავნებელმა ფაროსანამ უკვე სხვა კულტურებზე გადაინაცვლა და ახლა უპირველესი სამიზნე სიმინდის ყანებია.

აღნიშნული მავნებლის შესახებ ჩვენ არაერთხელ ვწერდით, თუმცა, განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ კვლავ არაერთხელ დაგვჭირდება მავნებლის მიერ გამოწვეულ პრობლემებთან მიბრუნება. მოსახლეობაც და ხელისუფლებაც უკვე პირდაპირ ითხოვს მედიასაშუალებებისგან აქტიურ თანადგომას, ხალხის მეტად ინფორმირებულობისთვის.

_ თხილის პლანტაციების შეწამვლის პროცესი, რომელიც სამთავრობო ღონისძიებაა და სამწლიანი პროგრამითაა განსაზღვრული, გაზაფხულზე გვიან დაიწყო, რასაც ძალზე ობიექტური მიზეზი ჰქონდა _ გაუთავებელმა წვიმებმა შეაფერხა მავნებლის გამოსვლა. ის ცუდ ამინდში იმალება და გარეთ 18-20 გრადუს ტემპერატურაზე, ცხელ ამინდში გამოდის. ამ დროს კი ხდება მასზე დაკვირვება, რის შემდეგაც იწყება შეწამვლის პროცესი. მოსახლეობა, რომელიც დღეს ყოველ ფეხის ნაბიჯზე საყვედურობს ხელისუფლებას, რომ შეწამვლა დროულად რატომ არ დაიწყეთო, თავიდან ირონიულად შეხედა საფრთხეს და სახეზე გვაქვს საგანგაშო შედეგი. არა ერთი ფაქტი იყო, როცა მობილურ ჯგუფებს ეზოებში არ უშვებდნენ. ამუშავდა ჭორის მანქანა, რომ გაწყდებოდა ფრინველები, ცხოველები, მოიწამლებოდა ხალხი... _ ამბობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსი გიგა ხარაბაძე და სამომავლოდ გასატარებელ ღონისძიებებსა და დაუყოვნებლივ სამოქმედო გეგმაზე გვესაუბრება.

_ ბატონო გიგა, დღეს ყველა საუბრობს თხილის პლანტაციების დაგვიანებულ შეწამვლაზე. მოსახლეობა, შეშინებული ითხოვს მარჩენალი თხილის კულტურის გადარჩენისთვის სასწრაფო ნაბიჯების გადადგმას.

_ მე უკვე გითხარით და თქვენც კარგად იცით, როგორი უნდობლობა და ირონია სუფევდა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლო ღონისძიების დაწყების წინ. მთავრობამ ამ საქმეში ნამდვილად გადადგა სერიოზული ნაბიჯი. უმთავრესად ხელი ამინდმა შეგვიშალა _ გაუთავებელმა წვიმებმა ორჯერ ჩააგდო შეწამვლის პროცესი, თორემ ყველაფერი უმაღლეს დონეზე მომზადდა. გამოყოფილი სპეცსამოსი, ტექნიკა, შესაწამლი ნივთიერებები სრულად პასუხობდა მოთხოვნის ნორმებს. ვუცდიდით მავნებლის გამოსვლას, რაც წვიმებმა შეაფერხა. ამიტომ მეორე შეწამვლა როცა უნდა მომხდარიყო, მაშინ დაიწყო პირველი შეწამვლა. მავნებელი, ფაქტია, მთლიანად ვერ განადგურდა და ორჯერ შეწამვლითაც არ მოისპობოდა სრულად, მაგრამ პრევენცია გატარდა და მისი როლიც უდიდესია. უცებ, ამერიკული პეპელას მსგავსად, ვერც ფაროსანას მოვსპობთ. პირველი თაობის ფაროსანას საკმაო ნაწილი განადგურებულია, თუმცა, ახლა უკვე გამოსულია მეორე თაობა, რომელმაც უკვე სიმინდის ყანებისკენაც აიღო გეზი. ეს არის წარმოუდგენლად საშიში მავნებელი, რომელიც პირდაპირ სანაყოფე კვირტს ანადგურებს. გაასმაგებული მონდომებაა საჭირო მავნებლის მოსასპობად, რაშიც მოსახლეობამაც მაქსიმუმი უნდა გააკეთოს და ამ საქმეში თქვენი, მედიის დახმარებაც სჭირდება ქვეყანას, რომ გასწიოთ პროპაგანდა სერიოზული საფრთხის წინააღმდეგ.

_ ხალხი არ ელოდა ასეთ მასშტაბურ ცუდ შედეგს და სწორედ ამიტომ, ხელისუფლებას ადანაშაულებს. ეს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ისმის.

_ ეს უკვე არცოდნაა და უსაფუძვლო პრეტენზია. ყველამ იცის, რომ დროულად დაიდგა ფერომინიანი საჭერები. სხვათა შორის, ამასაც ირონიულად უცქერდნენ. ამ საქმეში ჩართული იყო კომპიუტერული სისტემა და სპეციალური ჩიპების მეშვეობით ინფორმაცია მიეწოდებოდა დამკვირვებლებს. მაისის წამლობა გადაიდო მხოლოდ წვიმების გამო. კლიმატურ გარემოს ჩვენს ჭკუაზე ხომ ვერ შევცვლით?!

_ რა რაოდენობის ფართობი შეიწამლა და შეუწამლავი რაც დარჩა, არის თუ არა ეს გაცილებით საშიში კერა, საიდანაც მავნებელი ბლომად გამრავლდება და შემოგვიტევს?

_ სულ 7 627 ჰექტარი თხილის პლანტაციის შეწამვლა იყო გათვალისწინებული. დაახლოებით, 50 ჰექტარი ფართობი დარჩა შეუწამლავი. ეს ცუდია, რა თქმა უნდა. ეს იყო ნებაყოფლობითი პროცესი და მოსახლეობის ნაწილი შეტევაზე გადმოვიდა.

ახლა საგანგაშო მდგომარეობა რომ შეიქმნა, ყველა გაბრაზებულია. 462 კაცი მობილიზებულია შეწამვლაზე, 231 სოლო აპარატით, გაიხარჯა ხუთ ტონამდე წამალი _ ბიფენტრინი და 610 ლიტრი სპეციალური ზეთი. ცალკეული მოწადინებული ფერმერები, რომლებმაც გაცილებით ადრე დაიწყეს საკუთარი ნაკვეთების მიხედვა, ჩვენს ჯგუფებს ადგილზე ახვედრებდნენ, საკუთარი ხარჯით შეძენილ სოკოვანი დაავადების საწინააღმდეგო ფუნგიციდებს, ურევდნენ დახმარებით გათვალისწინებულ წამალში და ასე ამუშავებდნენ საკუთარ პლანტაციებს. შედეგიც კარგი მიიღეს. მათ ხარისხიანი თხილის მოსავალი აქვთ, რა თქმა უნდა, შედარებით.

_ ბატონო გიგა, ხალხი თავს კიდევ იმიტომ იკავებდა საკუთარი სახსრებით თხილის შეწამვლაზე, ამბობდნენ, ყველა არ ატარებს ასეთ ღონისძიებას და მავნებელი ჩვენს პლანტაციაში მაინც გადმოვაო.

_ ესეც ცუდი მიდგომა და არცოდნაა. თუ შენ სრულყოფილად შეწამლავ პლანტაციას ნაცრის, სოკოვანი დაავადების და მავნებლის წინააღმდეგ, გარკვეული დროის განმავლობაში, ანუ იმ ერთ სეზონზე მაინც, მავნებელი არ გადმოვა მეზობლის ეზოდან. მარტივად რომ ვთქვათ, შეწამლულ თხილის ბუჩქებს ნაკლებად მიეტანება, რადგან იქ წინააღმდეგობა ხვდება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომავალ სეზონზე არ გამოჩნდება მავნებელი, მაგრამ ერთი მოსავალი ხომ გადაურჩება განადგურებას? მოსახლეობა უნდა მიხვდეს და ომი უნდა გამოუცხადოს ამ მავნებელს, ყველა სახის დაავადებას. ამისთვის, სახელმწიფოს, მერწმუნეთ, გადადგმული აქვს სერიოზული ნაბიჯი და მარტო თხილი კი არა, სიმინდი, ყურძენი, ციტრუსოვნები რომ გადავარჩინოთ, ამ შემოდგომაზე, მოსავლის აღებისთანავე უნდა შევუდგეთ საქმეს. დრო არ ითმენს. საფრთხე გაცილებით დიდია, ვიდრე ჯერ კიდევ გვგონია!

_ რა უნდა ქნას მოსახლეობამ, რომ თქვენივე თქმით, ირონიული მიდგომიდან საქმეზე გადავიდეს?

_ შემოდგომის ბოლოს დასაწყებია აგროტექნიკური ღონისძიებები. ელემენტარულ, მარტივ გაწმენდით ღონისძიებას არ ატარებენ, ცალკეული ფერმერების გარდა.

შეცვლილია კლიმატი _ მარტო ერთი ფაროსანა არ გვიტევს, სასტიკია კვირტის ტკიპაც, უამრავი სოკოვანი დაავადებაა და მათ წინააღმდეგ შერეული ბრძოლის მეთოდები არსებობს. პლანტაციას, პირველ რიგში, სჭირდება ჰაერაცია! ის არ უნდა იყოს დაბურული, რომ სოკოვნებმა ფეხი ვერ მოიკიდონ. მერე კი, როცა მომავალ გაზაფხულზე ხელახლა დაიწყება შეწამვლა, ცნობილ ფრაზას მოვუხმობ _ ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს.

მთავრობა ეხმარება მოსახლეობას ბიფენტრინით, ეს არის ინსექტიციდი. ყველაფერს ვერ გაიღებს ხელისუფლება. ხალხმაც უნდა შეიძინოს სოკოვანის საწინააღმდეგო ფუნგიციდები, რომ ერთმანეთს შეურიოს და ისე შეწამლოს. ამ დროს რამდენიმე დაავადებას და მავნებელს ერთდროულად ვებრძვით.

_ დღეისთვის, შემოდგომის დადგომის წინ, აზიური ფაროსანას მეორე თაობის შემოსევის საფრთხე თუ არსებობს?

_ რა თქმა უნდა, არსებობს! ადვილი შესაძლებელია მთელი ძალით შეუტიოს სიმინდის ყანებს. იმერეთში უკვე არის პრეცედენტი, გურიაშიც შეინიშნება. როგორც ვიცი, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლობა საჭერების დადგმას აპირებს. ახლა მთავარია, ფერმერი ენდოს სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებულ პროგრამას და რომ შევა მუშა ჯგუფი მის საკარმიდამო ნაკვეთში, კი არ გამოეკიდოს, გვერდით დაუდგეს, შეაშველოს ხელი და სასურველი შედეგი მხოლოდ ამის შემდეგ დადგება. მინიმუმ, ორი წამლობა მაინც უნდა ჩატარდეს, რომ მავნებელს სერიოზული დარტყმა მივაყენოთ.

აგროტექნიკური სამუშაოების სრულად ჩატარებისა და შემდგომი პერიოდის სამუშაოებისთვის, ჩვენ საკონსულტაციო მუშაობას არ ვიშურებთ. სამსახურის თანამშრომლები გადიან სოფლებში. ამიტომ, მომავალი გაზაფხულიდან რომ უსაფუძვლო პრეტენზიები არ იყოს, ახლა მაინც გაითავისოს ყველამ, რა უნდა გააკეთოს ნაყოფიერი გარემოს გადასარჩენად. მარტო მთავრობა ვერ მოერევა ამ პრობლემას. ამ მავნებლის წინააღმდეგ, ასე ვთქვათ _ ომს, ხელისუფლება ვერ მოიგებს, თუ ყველა ოჯახი გვერდით არ დაუდგა. ეს კი საკუთარ პლანტაციებში მოქმედებით უნდა გამოიხატოს!



 ახალი ამბები
  • ირაკლი კუჭავა წიფნარის, ბურნათისა და კოხნარის სოფლების ამომრჩეველს შეხვდა (R)„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ირაკლი კუჭავა წიფნარის, ბურნათისა და კოხნარის სოფლების ამომრჩეველს შეხვდა.  მერობის კანდიდატმა მოსახლეობას სამოქმედო გეგმები გააცნო და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. „მიუხედავად იმისა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება, ამ მიმართებით სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია, მოსაწესრიგებელია შიდასასოფლო გზები“, - აღნიშნა მან. ირაკლი კუჭავამ ყურადღება გაამახვილა გაზიფიცირების საკითხზეც. „ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ, საქართველოს მთავრობასთან, გაზის ტრანსპორტირების კომპანიასთან და ინვესტორ კომპანია „სოკართან“. შედეგად, ხუთი სოფლის გაზიფიცირება გასულ წელს დამთავრდა, ექვს  სოფელში სამუშაოები მიმდინარეობს. უახლოეს სამ წელიწადში მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი გაზიფიცირებული იქნება“, - განაცხადა მერობის კანდიდატმა. ამასთან, ირაკლი კუჭავამ კოხნარის თემის ამომრჩეველს მაჟორიტარობის კანდიდატი ენვერ ახალაძე წარუდგინა. ... ...
  • ფოთის მერობის კანდიდატი ნინოშვილის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა (R)პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ფოთის  მერობის კანდიდატი გოჩა კურდღელია მალთაყვის უბანში  საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატ ბექა ვაჭარაძესთან ერთად, ნინოშვილის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. „21 ოქტომბრის არჩევნები გადაწყვეტს ჩვენი ქალაქის განვითარების ბედს მომავალი ოთხი წლის  განმავლობაში. ჩვენი ურთიერთობები უნდა იყოს რეგულარული და შედეგებზე ორიენტირებული. მუდმივი კომუნიკაცია მოგვცემს იმის საშუალებას, სწორად განვსაზღვროთ საჭიროებები, რომლებიც თითოეულ თქვენგანს უკეთეს პირობებს შეუქმნის“, _ მიმართა შეხვედრის მონაწილეებს გოჩა კურდღელიამ. მისივე თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მოქალაქეების აქტივობა და „ქართული ოცნების“ გამარჯვება თითოეული მოქალაქის გამარჯვებას ნიშნავს.  ... ...
  • წაღვერის ტყეში გაჩენილი ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში მესამე ვერტმფრენი ერთვებაარჯევანიძეების ტყეში გაჩენილ ხანძარს მეორე დღეა, მაშველები უშედეგოდ ებრძვიან.ქარის გამო იმატა დაკვამლიანებამ, რაც ხილვადობას და საჰაერო აპარატების მუშაობას ართულებს, თუმცა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის განცხადებით, დაბა წაღვერში, მთის ფერდობზე, არჯევანიძის ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის პროცესში აზერბაიჯანის ვერტმფრენი ჩაერთვება.„მოსახლეობას საბედნიეროდ, არანაირი საფრთხე არ ემუქრება, საკმაოდ მოშორებითაა მოსახლეობისგან. ცოცხალი ძალა და ტექნიკა მუშაობს. იმედი გვაქვს, რომ საღამოს უკეთესი მდგომარეობა უნდა გვქონდეს. პლუს მეზობელი ქვეყნებიდან ვერტმფრენები გვეხმარებიან - აზერბაიჯანიდან უკვე წამოსულია და კიდევ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. ხვალ იმედი გვაქვს, რომ გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვექნება და ლოკალიზებას მოვახდენთ, თუკი რაიმემ ხელი არ შეგვიშალა, რადგან დამოკიდებულები ვართ მაინც ქარსა და ბუნებრივ პირობებზე“, - განაცხადა ალავიძემ.ადგილზე მუშაობს საგანგებო ... ...
  • ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატი, პირველ რიგში, ციტრუსოვანი პლანტაციებისთვის დარიგდებაგურიის სამივე მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის ფაროსანას საწინააღმდეგო ბიფეტრინის ჯგუფის შემცველი შესაწამლი ნივთიერების _ „ისაკარის“  გაცემა  დღეიდან იწყება.    სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ცენტრის ინფორმაციით, ეს წამალი, სახელმწიფო შეკვეთის თანახმად (52 ტონა) თურქეთში დამზადდა.  დღეისთვის  შემოტანილია 38 ტონა და ეს მთლიანად ლანჩხუთის და ოზურგეთისთვის გაიცემა და ძირითადად ციტრუსოვანთა ნარგავებისკენ იქნება მიმართული. ამ დღეებში კიდევ შემოვა 14 ტონა და ეს მთლიანად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტისთვის გაიცემა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დღეს ექვსი სოფლის წარმომადგენლები პრეპარატს გაიტანენ. ეს არის  ციტრუსოვანთა სოფლები: შრომა, კონჭკათი, ნატანები,  თხინვალი, მერია და  ურეკი. თითოეული კომლისთვის გათვალისწინებულია ერთი ლიტრი წამალი,  ერთი ცალი ფერომონი,  შესაბამისი ინსტრუქტაჟით. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში,  გუშინ,  შეხვედრა შედგა დაბა  ნასაკირალის მოსახლეობასთან, დღეს კი  სოფლებში _  შრომასა  და ნატანებში შეხვდებიან  ადგილობრივებს. ეს გეგმიური შეხვედრები განრიგის მიხედვითაა დადგენილი და სექტემბრის ბოლომდე დასრულდება, _ გვითხრეს სეს-ის გურიის რეგიონულ ცენტრში. რეგიონული სამსახურის გამოცდილი სპეციალისტი ლალი  გოგუაძე „გურია ნიუსთან“ განმარტავს, რომ ყოველდღიურად  სოფლებში, მოსახლეობასთან შესახვედრად დადიან.  _ მოვუწოდებთ მოსახლეობას, გააქტიურდნენ. ყველა სოფლის გამგებელმა საგანებო ტრენინგი გაიარა  ამ თემაზე. ადგილობრივ მოსახლეობას შეუძლია მიმართოს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს, დარეკოს ცხელ ხაზზე. საინფორმაციო ბუკლეტები მიწოდებულია ყველა სოფელში, ტრიალებს ვიდეორგოლები. ჩვენ შაბათ-კვირასაც დღის ბოლომდე  ვმუშაობთ ყველა სოფლის მიმართულებით. საგრძნობლად გააქტიურდა მოსახლეობა,  მაგრამ ეს არ  კმარა. ფაროსანა, როგორც ველოდით, ცდილობს ციტრუსზე გადასვლას. ამიტომ  სასწრაფოდ უნდა შეიწამლოს. რაც შეეხება ყურძენს და სხვა ხილს, რომელიც 20 დღის განმავლობაში უკვე  მოსაკრეფია, არ შეიძლება შეწამვლა, კიდევაც რომ შევნიშნოთ მასზე მავნებელი. ერთი ლიტრი შესაწამლი პრეპარატი, რომელიც თითოეულ კომლს გადაეცემა, ჰყოფნის ორ ჰექტრამდე ფართობს. ერთი  ჰექტრისთვის საკმარისია 600 გრამი. მოვუწოდებ ყველას, აქტიურად დაგვიდგნენ გვერდით, შეუძლებელი არაფერია. გავითავისოთ, რომ ძალზე საშიში  მავნებელი მოგვადგა კარს და ემოციების გარეშე ვიმოქმედოთ, _ გვითხრა ... ...
  • 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.4804 ლარი გახდაეროვნულმა ბანკმა დღეს გამართული ვაჭრობით ლარის ახალი გაცვლითი კურსები დაადგინა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.4804 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.4808 ლარი იყო. დოლარის ცვლილებამ ეროვნული ვალუტის მიმართ 0.0004 ლარი შეადგინა. 1 ევროს ღირებულება 2.9708 ლარი იქნება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.9546 ლარი იყო. ევროს ცვლილებამ ეროვნული ვალუტის მიმართ 0.0162 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან, შევა ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

წაბლის სამკურნალო თვისებები

XIX საუკუნეში მეცნიერებმა ცხენის წაბლის...

მკურნალი ბუნება

ბროწეული არის "ზარმაცი" ნაწლავების მასტიმულირებელი...

"პენსიონერი მებაღე" კავშირი თვითწოდებასა და თვითრეალიზაციას შორის

ოზურგეთში, რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრებ სურგულაძეების...

ტუნგის ხე და ერთწლიანი ნერგების გადარგვის ვადები

ბოლო წლების განმავლობაში, სოფლის მეურნეობის...

რა სამუშაოები უნდა ჩავატაროთ შემოდგომის დასაწყისში

აგვისტოს ბოლოს, ბოსტნებში ზოგი ნათესი...

სანაკელის მოწყობა და ნაკელის შენახვის საუკეთესო წესები

ნაკელი მცენარისთვის საჭირო ყველა საკვებ...

როგორ მოხდება ღორების რეგისტრაცია

საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება ღორის...

აზიური ფაროსანა სიმინდის ყანებს შეესია

მიუხედავად იმისა, რომ ივლისში გურიის...

წყალმცენარეები აკვარიუმისთვის

ჩვენს ირგვლივ ბევრს მოსწონს და...

სოკოს რაგუ წიწილის ხორცით

მომზადების წესი: ორი მოზრდილი თავი...
ზაფრანი

უძილობის სასარგებლო თვისება

ამერიკელმა ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ უძილობას, ადამიანის...

წყალქვეშა კონცერტი

ჩინურმა ანსამბლმა "ოკეანის ბენდი", საზოგადოების...

შინაური ვეფხვი ტომი

ბრაზილიის სამხრეთის პატარა ქალაქ მარინგის...

როგორ გავააქტიუროთ ტვინი

ფრანგმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბავშვები,...

შეუცვლელი არაფერია

იმის მაგივრად, რომ დაითვალოთ კალორიები,...

„დიდი ოჯახი“

სამხრეთაფრიკელი ცოლ-ქმარი ჰეინი და კიმი...


მიდიხართ თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე?