"ბერა", "რქა" და "ტაისონის მუშტი" დამლევს ელოდება

ხელგარჯილობა

"ბერა", "რქა" და "ტაისონის მუშტი" დამლევს ელოდება

2014 ოქტ 2 13:41:49

ჯემალ ჭიღლაძე ვაზსა და ქართულ ქვეყანაზე უსაზღვროდ შეყვარებული კაცია. იგი საჩხერეში, სოფელ ორღულში ცხოვრობს და ხეზე კვეთის ხელოვნებას საკუთარი გადმოსახედიდან ასე აფასებს _ მთავარია, გქონდეს ნიჭი, პატარა დანა _ "ჯაყვა" და ელექტრობურღი. ასე შექმნილმა ხელოვნების ნიმუშებმა შეიძლება არა თუ საჩხერეში, მსოფლიოს არა ერთ ქვეყანაში ბევრი ოჯახი დაამშვენოს.

_ ჩემი სამუშაო იარაღია პატარა სანამყენე დანა _ "ჯაყვა", ელექტრობურღი, ზუმფარა ანუ "შკურკა" და მისი ჯანი... მორჩა! მეტი არაფერი მჭირდება. ასე ვაკეთებ ამ სხვადასხვა ორიგინალურ ნივთს, უმეტესად კი სასმისებს. ქართველი კაცის სული და გული ხომ ვაზის ძირში და მის ირგვლივ ტრიალებს. ჩემი სიყვარულის აზრიც ეს არის. ისე, გვიან დავიწყე ხეზე კვეთა, 45 წლის ასაკში; ახლა 65 -ის ვარ და ამით სულიერ კმაყოფილებას ვგრძნობ. ერთ ნამუშევარს რომ დავასრულებ, ერთი წლის სიცოცხლე მაინც მემატება, ისეთ სითბოსა და ენერგიას ვგრძნობ... იქნებ, მე მეჩვენება, მაგრამ ასეა და რა ვიცი... _ გვესაუბრება მორიდებით და დინჯად, თითქოს ბოდიშს იხდისო.

არაერთხელ იმეორებს, რომ თვითნასწავლი ოსტატია და იქნებ, ამ ნამუშევრებში ყველაფერი ისე არ არის, როგორც ხელოვნების სტანდარტს შეეფერება, თუმცა... "რქა", "ტაისონის მუშტი", "ბერა", "ფესვი", "მტევანი", "ხელი" , "ლომის ხახა", "ორბის თავი" დამლევს ელოდება. ეს ხომ ის სასმისებია, რომელთა გაყიდვას ან გაჩუქებას ბატონი ჯემალი ცოცხალი თავით არ აპირებს, მიუხედავად ბუზებივით დახვეული მთხოვნელებისა. როგორც თვითონ ამბობს, იშვიათად ჰყიდის, საჩუქრადაც ნაკლებად იმეტებს, რადგან საკუთარი ნამუშევრები შვილებივით მიაჩნია და ჰგონია, თუ ბევრს გააჩუქებს ან გაყიდის, რაღაც ენერგიას წაიღებენ მისგან და მერე მუშაობას ვეღარ შეძლებს. რამდენჯერმე კი გაყიდა როგორც უცხოელებზე, ისე აქაურებზეც და უხარია, რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არა ერთ ოჯახშია მისი ნამუშევარი. რამდენიმე ნიმუშის გაყიდვას პერევის ნაციონალური სამზარეულოს ფესტივალზეც აპირებს _ თითოეულის ფასი 600 ლარია...

ჯემალ ჭიღლაძის ნამუშევრების კოლექცია ძირითადად სასმისებისგან შედგება, თუმცა, აქ საყვავილეებსა და სახილეებსაც შეხვდებით. არის სხვა დასახელების ნივთებიც, სასმისების ნაირსახეობებს თვლა არ აქვს. ზოგჯერ ხის ფესვს, ტოტს, ვარჯს აქვს ისეთი ფორმა, რომელსაც ბუნება აწვდის თავად. ასე იკვეთება ხელოვნების ნიმუშები, რაშიც ხშირად 600, 1000 ლარს სთავაზობენ, მაგრამ უმეტესად არ ჰყიდის. ხვეწნა არ ჭრის, "არას" რომ იტყვის, აღარ უნდა ეცადო დაყოლიება.

ჩვენს მასპინძელს, როგორც თვითონ ყვება, სამუშაო მასალის საძებრად შორს წასვლა არ სჭირდება. ძირითადად კაკლის, წაბლის და ცაცხვის მერქანს იყენებს, რომელთა უმრავლესობა საკუთარ კარმიდამოში ან უახლოეს ტყეებში მოიპოვება.

_ხშირად ახალი ხის მოჭრა მენანება. საშეშე ან თავისით გამხმარი ხე თუ წაიქცევა, ვაკვირდები. ბუნების დაზარალება არ მინდა და ვცდილობ, უკვე უვარგისი მასალისგან რაღაც ვარგისი მოვძებნო და ხელოვნების ნიმუშად ვაქციო. ხან სადღაც მიგდებული ხის ფესვის თუ ტოტის ნაწილი ისეთი ფორმისაა, მხოლოდ გაწმენდა, ოდნავ დამუშავება, მერე ლაქის წასმა სჭირდება და უკვე მზადაა! მეუბნებიან, როგორ ვიგონებ ასეთ ფორმებს, თუმცა, უმეტესად ამის ახსნა და გადმოცემა არ შემიძლია. ეს კია, ბუნება მეხმარება, რაღაცა რაღაცას ჰგავს, მერე მე ვეხმარები ფორმირებაში და ასე ჩნდება ეს ჩემი ნამუშევრები, _ სათითაოდ გვაჩვენებს სასმისებს და ერთ წყვილ ფეხიან კათხას, რომელსაც ყვავილის ფიგურა აქვს, ხელში იღებს. სასმისის მუხლთან ხისავე ასოებით გამოჩუქურთმებულია ასოები და "ბერა" იკითხება.

_ ძალიან მინდა, ეს წყვილი სასმისი ბერა ივანიშვილს ვაჩუქო. საჩხერელია ბიძინა ივანიშვილი და მსურს, ჩემგან, სიყვარულის ნიშნად, მის ვაჟს ეს გადავცე, თუმცა ძნელია, მიუდგე... მე მხოლოდ ვაჩუქო მინდა, რაიმეს კი არ ვითხოვ. ერთხელ მიხეილ სააკაშვილს ჩემი გაკეთებული ხანჯალი და ხეზე ამოტვიფრული საქართველოს რუკა ვაჩუქე, საათი იყო შიგ ჩასმული. სიმბოლურად გავაკეთე. გახსოვთ, რომ ამბობდა საქართველოს დაკარგულ ტერიტორიებს დავუბრუნებო... საათიც სიმბოლურად ჩავსვი იმ ნამუშევარში, დროის ფაქტორს გავუსვი ხაზი, თუმცა, მერე რუსები აგერ, პერევთან მოვიდნენ და ახლა ცხვირწინ ტრიალებენ... _ სახე ეღრუბლება ბატონ ჯემალს, _ მე ამ საჩუქრებით ვინმეს რაიმეს კი არ ვთხოვ და ვავალებ, უბრალოდ, ჩემი ქვეყნის კარგად ყოფნა მინდა, ქვეყნის ხელისუფლების კარგად ყოფნა მინდა, რომ რაიმე უშველონ საქართველოს... ღმერთი დიდია, იმედით უნდა ვიყო, _ ტკივილიანია მისი ხმა.

_ ბატონო ჯემალ, როცა ასეთ დონეზე ხართ დაუფლებული ხეზე კვეთის ხელოვნებას, არ გიცდიათ, საკუთარი საამქრო ან მინი საწარმო გაგეხსნათ და რაღაც ფორმით მცირე ბიზნესის კეთება დაგეწყოთ?

_ არავითარ შემთხვევაში. ჯერ ერთი, რასაც ვაკეთებ, ის ერთი და განუმეორებელია. ორ ერთნაირ ნივთს მე არ ვაკეთებ. გარდა ამისა, ჩემი თვალით დანახული ფორმა თუ რომელიმე სახის ნივთის გამოჩუქურთმება, მხოლოდ ჩემი "ჯაყვითა" და "დრელით" უნდა მოხდეს! მე ასე მინდა, არავითარი ჩარხები და ტექნიკა! ფულის და გამდიდრების მაძიებელი კაცი არ ვარ! ვერც ერთი ეს ისეთ სიამოვნებას ვერ მომანიჭებს, რასაც ჩემი ხელით ნაკეთი ნამუშევრები მგვრიან! ვაზის ქვეყანა ვართ, ვენახის ძირში დავიბადეთ და რაღაც იმ ფესვიდან მომყვება და მკარნახობს, როდის რას მოვკიდო ხელი. ხანდახან კი ვყიდი, ცოტა ფული რომ დამჭირდება. მაინც რამდენი უნდა მომცენ, რომ ჩემი "ჯაყვით" შექმნილი ნამუშევრები გავიმეტო? _ ხელში სათითაოდ იღებს სასმისებს.

ბატონი ჯემალი ამბობს, რომ ეს ყველაფერი უდიდეს შრომას მოითხოვს და თითოეულს ხან მთელი თვე უკირკიტებს.

შვილებითა და შვილიშვილებით მდიდარია. "ბერა" სასმისიც ერთი მათგანისთვის გაუტანებია, თურმე, ივანიშვილებთან: _ საჩხერეში როცა იყვნენ, ბავშვს ვუთხარი, ბაბუ, წაიღე, იქნებ, მიუახლოვდე საიდანმე და აჩუქე, როგორმე,-მეთქი, თუმცა, მოღუშული დაბრუნდა უკან, ვერ მოვახერხე მიახლოებაო, მითხრა.

ჯემალ ჭიღლაძე ახლა კაკლის მერქნისგან არწივის შექმნაზე მუშაობს. ამბობს, რომ საკმაო დრო დასჭირდება _ არაა ადვილი ეგ საქმეო! კითხვაზე, ამჯერად ხელისუფლების რომელიმე პირველი პირის დასაჩუქრებას ხომ არ აპირებს იმ "არწივით", რომელიც ჯერ კიდევ უსულო მერქანია და ოსტატის ხელმა უნდა "გააცოცხლოს" ან ეს არწივი დაჭრილი ხომ არ არის _ ბატონი ჯემალი ჩვეულებრივზე ოდნავ ხმადაბლა ამბობს: _ რა ვიცი, თუ ვინმე ღირსი მოვა, არ დავინანებ... ისე კი დაჭრილ არწივს მე ვერ დაგანახებთ, ეს მხოლოდ დიდ ვაჟას ხელეწიფებოდა!




 ახალი ამბები
  • მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე _ აშშ-ს საელჩოს განცხადებაამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეების დამტკიცებას ეხმაურება და პარლამენტს და ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებს მოუწოდებს დამატებითი კანდიდატების შერჩევამდე რეაგირება მოახდინონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში დაფიქსირებულ ხარვეზებზე. "ბოლო თვეების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ყურადღებით აკვირდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს უვადოდ გამწესებისთვის. მაისში ჩვენ გამოვთქვით წუხილი პარლამენტის მიერ მიღებულ შერჩევის პროცედურებზე, რომელმაც ვერ ასახა ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მისიების ბევრი რეკომენდაცია. ჩვენ ვიზიარებთ საერთაშორისო დამკვირვებლებისა და ქართველი ექსპერტების შეფასებას, რომ კანდიდატთა შერჩევის შემდგომი პროცესი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იყო არასაკმარისად გამჭვირვალე, შედეგად, რიგი ნომინირებული პირებისა არ წარმოადგენდნენ საუკეთესო კვალიფიციურ კანდიდატებს. ნომინირებული კანდიდატების მოსმენები პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში იყო ღია და გამჭვირვალე. მოსმენებისას კანდიდატების გარკვეულმა ნაწილმა ვერ შეძლო საკმარისად წარმოეჩინა იურიდიული ცოდნა ან ერთგულება მიუკერძოებლობისადმი. ჩვენ ვწუხვართ, რომ დღეს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ სიაში ეს ნომინირებული კანდიდატებიც არიან. სასამართლო დამოუკიდებლობა უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას, არის დემოკრატიის გარანტი და ეკონომიკური ზრდის ქვაკუთხედი. იმისათვის, რომ საქართველოს სასამართლო სისტემამ მოიპოვოს უფრო მეტი ნდობა, ჩვენ ვურჩევთ პარლამენტს და ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებს, რომ დამატებითი კანდიდატების შერჩევამდე რეაგირება მოახდინონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში დაფიქსირებულ ხარვეზებზე. ამასთან, იმ მღელვარების გათვალისწინებით პარლამენტში, რაც თან ახლდა დღევანდელ კენჭისყრას, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე და იმოქმედონ თავაზიანობისა და კონსტრუქციულობის ფარგლებში,"_წერია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ... ...
  • სასტუმრო „ოზურგეთი პლაზას“ გახსნა: „ოზურგეთის სიყვარულში ყველას შევეჯიბრები“დღეს, ოზურგეთში  გურამიშვილის ქუჩაზე,   სასტუმრო „ოზურგეთი პლაზა “ გაიხსნა. ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლებს, ასევე, ჟურნალისტებს მიესალმა  ოზურგეთის ყოფილი მერი,  ბიზნესმენი ბეგლარ სიორიძე. მან ყველას მადლობა გადაუხადა მობრძანებისთვის,  განაცხადა, რომ მას შემდეგ , რაც საჯარო სამსახურში აღარ არის, გადაინაცვლა კერძო სტრუქუტურაში და სურს ამ კუთხით განაგრძოს მუშაობა. _ დამფუძნებელი  არის ჩემი მეუღლე, ლელა თოიძე. ჩვენ დავიწყეთ  ეს საქმე. ძალიან მიყვარს ოზურგეთი და ყველას,  ვისაც სურს, ოზურგეთის სიყვარულში შევეჯიბრები, _ თქვა მან და სტუმრები ახლად გახსნილ სასტუმროში მიიპატიჟა. სასტუმროს  გახსნის სომბოლური ჟესტი, ლენტის გაჭრა წილად ხვდა  ლელა თოიძეს, გურიის გუბერნატორს ზურაბ ნასარაიას და ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დარჩიას. სასტუმრო „ოზურგეთი პლაზა“ ოთხვარსკვლავიანია. ის ხვალიდანვე შეუდგება  მუშაობას, .გათვლილია 44 ადამიანზე. აქვეა სააქტო დარბაზი, სადაც 50 ადამიანის მომსახურება  შეიძლება. სასტუმრო ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. აქ  მოემსახურებიან როგორც ტურისტებს,  ისე ნებისმიერ სტუმარს. ასევე სრული შესაძლებლობა იქნება და ყველანაირი კომფორტი ტრენინგებისა  თუ კონფერენციების ... ...
  • ოთარ ჩრდილელი დეპუტატის მანდატს ტოვებსსაპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ოთარ ჩრდილელი დეპუტატის მანდატს ტოვებს. ამის შესახებ მან განცხადება სოციალურ ქსელ ფეისბუქში გაავრცელა. “ერთი წელია, ვცდილობთ რომ არ დაზიანდეს სასამართლოს იმიჯი. მთელი ეს პერიოდი კონკრეტულად ამ საკითხზე ბევრჯერ შეიკრიბა გუნდი, ვცადეთ უდანაკარგოდ მიგვეღო გადაწყვეტილება და მივსულიყავით კონსესუსამდე. რა შედეგიც დადგა-ყველამ ერთად ვნახეთ. შესაძლოა მე ვცდები და ზედმეტად მუქ ფერებში ვხედავ(დი) მოსამართლეთა დუჟინას. და რა იქნება მომავალში?-არც არაფერი, უბრალოდ მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო დეპუტატის მანდატი. ჩემთვის ორი მოწვევის დეპუტატისთვის, მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნე ინდივიდუალიზმი და (არა შაბლონური) მადლობა ,,ქართულ ოცნებას,, რომ მთელი რიგი სენსიტიური საკითხებისადმი გუნდის წევრებს გვქონდა პლურალისტური მიდგომა, გარედან შესაძლოა სჩანს რომ: ყველაფერი ერთ ხმაში, ხავერდოვნად მიდის, მაგრამ მერწმუნეთ: შიგნით-დუღილის ტემპერატურა ძალიან მაღალია. მე არ მქონდა მორალური უფლება, რომ ,,ქართული ოცნების,, პროპორციული სიით შესულს დამეტოვებინა უმრავლესობა და პარლამენტში სხვა ფრთაზე გავმაგრებულიყავი. თითქმის ერთი წლით ადრე ვტოვებ პარლამენტს, სადაც შევიძინე: მეგობრები, გამოცდილება და შაქარი. არასოდეს გამიწყვეტია კონტაქტი მოსახლეობასთან და ამით ვამაყობ. პირადად ვინც მიცნობს იცის, რომ ჩემთვის ღირებულია-ადამიანი, კანონი, მორალი, პატიოსნება.კიდევ ერთხელ-ყველას მადლობას მოგახსენებთ, უდიდესი ნდობისთვის. წარმატებებს და ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ. მრავალჟამიეეერ. ღმერთი ჰფარავდეს, დედა-სამშობლოს“, - წერს ოთარ ... ...
  • ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიული კომიტეტი დატოვაეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიული კომიტეტი დატოვა. დამოუკიდებელი დეპუტატის თქმით, ის ამ კომიტეტში მუშაობას ვეღარ გააგრძელებს. კომიტეტიდან ბესელიას წასვლა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეებად იმ პირების არჩევას უკავშირდება, რომლებსაც ბესელია მოსამართლეთა კლანის წევრებად ასახელებს. რამდენიმე თვის წინ, სწორედ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია გახდა ბესელიას მიერ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის დატოვების ... ...
  • პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 14 უვადო მოსამართლე დაამტკიცაპარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 14 უვადო მოსამართლე დაამტკიცა, მათ შორის არიან: გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე (89 ხმით), მისი მოადგილე მამუკა ვასაძე (88 ხმით) და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე (85 ხმით). უფრო დეტალურად, პარლამენტმა მხარი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შემდეგ კანდიდატებს დაუჭირა: მერაბ გაბინაშვილი - 86 ხმა, მირანდა ერემაძე - 83 ხმა, მამუკა ვასაძე - 88 ხმა, მაია ვაჩაძე - 90 ხმა, თამარ ზამბახიძე - 89 ხმა, შალვა თადუმაძე - 89 ხმა, ვლადიმერ კაკაბაძე - 86 ხმა, ლევან მიქაბერიძე - 89 ხმა, გიორგი მიქაუტაძე - 85 ხმა, ნუგზარ სხირტლაძე - 90 ხმა, ლალი ფაფიაშვილი - 88 ხმა, ნინო ქადაგიძე - 85 ხმა, ქეთევან ცინცაძე - 85 ხმა, ალექსანდრე წულაძე - 87 ხმა. პარლამენტმა ჩააგდო შემდეგი კანდიდატები: თამარ ალანია - 0 ხმა, გოჩა ჯეირანაშვილი - 2 ხმა, ლაშა ქოჩიაშვილი - 2 ხმა, შოთა გეწაძე - 2 ხმა , პაატა სილაგაძე - 0 ხმა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის დასამტკიცებლად საჭირო იყო 76 დეპუტატის მხარდაჭერა. სხდომას არ დასწრებია არცერთი ოპოზიციონერი დეპუტატი. კენჭისყრამ ასევე ჩაიარა დამოუკიდებელი დეპუტატების გარეშე. უმრავლესობის წევრების გარდა, სხდომაზე მხოლოდ ერთი დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია იმყოფებოდა. ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...

2020 წლის ჩინური ჰოროსკოპი

ჩინური ჰოროსკოპი ცხოველთა 12 ნიშანს...