რეგლანით ქსოვა

ხელგარჯილობა

რეგლანით ქსოვა

3 თებ. 2015, 16:38:07

ზამთრის გრძელი ღამეები ქსოვის მოყვარული ქალბატონებისთვის შესაშური დროა. ვისაც ქსოვა გიყვართ ან მის ანაბანას მაინც ფლობთ, გთავაზობთ რეგლანით ქსოვის წესს. მართალია, ვის მიკერებული სახელო მოსწონს და ვის კიდევ _ რეგლანი, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ რეგლანით ნაქსოვი მოდაშია.

რეგლანის ქსოვა ზემოდან იწყება. ამისთვის უნდა გამოიყენოთ წრიული ჩხირები. გვახსოვდეს, რომ 1 სანტიმეტრში საშუალოდ ორი თვალი ჯდება. გაზომეთ თქვენი კისრის (ან იმისი, ვისაც უქსოვთ) გარშემოწერილობა და ორზე გაამრავლეთ (ვთქვათ, 52 სმ-ია. დაგვჭირდება 104 თვალის აკრეფა მარჯვენა ხელით დაკავებულ შეტყუპებულ ჩხირზე).

მოვქსოვოთ რეზინი: ერთი თვალი წაღმა, ერთიც _ უკუღმა. რეზინი მოქსოვეთ ორი ან სამი თითის სიბრტყეზე, თუ გსურთ, უფრო მეტიც. ამის შემდეგ ქაღალდი და კალამი მოიმარჯვეთ და თუ გაქვთ 104 თვალი, ანუ ამდენ თვალზეა რეზინი მოქსოვილი, გამოაკელით რვა თვალი რეგლანისთვის, რეგლანის ხაზებისთვის საჭიროა 2-2 თვალი. გავყოფთ სამზე, ანუ უკანა, წინა და მხრებისთვის განკუთვნილ თვლებზე: 104_8=96, 96:3=32

პირველი: 32 თვალს (უკანა ნაწილი) უნდა გამოვაკლოთ 4 თვალი, _ რეგლანის უკანა ხაზების 4 თვალი.

მეორე: 32 თვალსაც რეგლანის წინა ხაზებისთვის განკუთვნილ 4 თვალს გამოვაკლებთ და 2-ზე გავყოფთ. 14 თვალი ერთი მხრისაა, 14 თვალი _ მეორესი. დაგვრჩა მესამე ნაწილი _ 32 თვალი და მას რეგლანის ხაზის რვავე თვალი მივამატოთ _ 32+8=40. ეს 40 თვალი უკვე წინა ნაწილისაა. ეს პრინციპი გამოიყენება ყველა შემთხვევაში, რა ზომისაც არ უნდა იყოს კისერი, რამდენი თვალიც უნდა ეტეოდეს სანტიმეტრში და როგორ ძაფსა და ჩხირზეც უნდა ვიწყებდეთ ქსოვას. ოღონდ, თვლების რაოდენობა შესაბამისად უნდა გაზარდოთ ან შეამციროთ. დავიწყოთ რეზინის გაგრძელება მარტივი სახით _ წინდისებური ქსოვით. პირველი მწკრივის გავლებისას ნახაზის მიხედვით გადავთვალოთ თვლები, ნემსითა და ძაფით აღვნიშნოთ რეგლანის 2-2 ხაზი. რეგლანის ხაზის აქეთ-იქით წაღმა პირის ქსოვისას, აუცილებელია მატება. მატება ნიშნავს ყულფის გაკეთებას და მოუქსოვლად მარჯვენა ჩხირზე გადატანას.

გულისპირზე რომ კარგად დადგეს ჯემპრი ან კაბა და ყელზე ცუდად არ მოგებჯინოთ, ამისთვის საჭიროა რეგლანის ხაზების დანიშვნის შემდეგ, წრიულად კი არ ვქსოვოთ, რეგლანის უკანა ხაზებს, აქეთ-იქით, 3-4 თვალით გადმოცადეთ, შევწყვიტოთ ქსოვა და ისევ უკან გავბრუნდეთ. შემდეგ მწკრივზე ისევ რამდენიმე თვალით გადმოვცდეთ წინა ნაქსოვს და ასე გავაგრძელოთ, ვიდრე თვლები ერთმანეთს მკერდის ჭრილთან არ შეხვდება. რაც უფრო დიდი ჭრილი გინდათ მკერდთან (მით უფრო, თუ დეკოლტეს აკეთებთ), მით ნაკლები თვლებით უნდა გადმოცდეთ წინა ნაქსოვს _ ანუ შეწყვიტოთ იმ მწკრივის ქსოვა და უკან გაბრუნდეთ.




 ახალი ამბები
  • "წაგვიღო წყალმა" _ ჩოხატაურში დუმბაძის ქუჩის #24-ში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენუამინდობამ პრობლემები შექმნა ჩოხატაურში. როგორც "გურია ნიუსს" დუმბაძის 24-ში მდებარე მარავალბინიანი საცხოვრებელი სახლიდან შეატყობინეს, ადიდებული მდინარე ორპირა კალაპოტიდან გადმოვიდა და საცხოვრებელი სახლის ქვეშ მიედინება. "თუ ჰყავს ვინმე პატრონი რაიონს, მოგვხედონ. რამდენჯერ მივმართეთ განცხადებით, მაგრამ შედეგი არაფერმა გამოიღო. მოვლენ, გადახედავენ-გადმოხედავენ, წავლენ. ვფიქრობთ, ეს იმიტომ ხდება, რომ კორპუსის მცხოვრებლებს ოპოზიციონერებად მოგვიაზრებენ, რატომ ესეც არ ვიცით, მაგრამ რა უბედურებაა პოლიტიკური შეხედულების მიხედვით ადამიანების დაყოფა. თუ ოპოზიციონერები ვართ, ამიტომ უნდა წაგვიღოს წყალმა და დაგვეხრჩონ ბავშვები. ვინმემ მოგვხედოს, _ ამბობს "გურია ნიუსთან" ბინის ერთ-ერთი მცხოვრები. პრობლემაზე სასაუბროდ "გურია ნიუსი" მუნიციპალიტეტის მერს, ირაკლი კუჭავას დაუკავშირდა. კუჭავას თქმით, აბსურდია ბრალდება, რომ პოლიტიკური შეხედულების გამო არ ეხმარებიან ვინმეს. "მაგ ტერიტორიაზე გაკეთებულია დიდი პროექტი, მოწესრიგდება ორპირას ნაპირები და მოეწყობა ბულვარი, მაგრამ ეს წელს ვერ განხორციელდება. ასეთ დროს უნდა დარეკონ მერიაში, ჩვენი კომისია გავა ადგილზე, დასურათდება მდგომარეობა და მოვითხოვთ სტიქიის სალიკვიდაციო ხარჯებში. ამ შემთხვევაში ახლავე გავლენ ჩვენი სპეციალისტები შემთხვევის ადგილზე. ხოლო რაც შეეხება პოზიცია-ოპოზიციად ადამიანთა დაყოფას და ამ ნიშნით დახმარებას, ეს არის აბსურდი. არასოდეს გაგვირჩევია ადამიანები. შეგიძლიათ თუნდაც მაგ ქუჩაზე იკითხოთ, რამდენჯერ დავხმარებივართ იმ ადამიანებს, მათი ოჯახის წევრებს, თითონ რომ მოიაზრებენ თავს ოპოზიციონერებად, _ გვითხრა მუნიციპალიტეტის ... ...
  • “მაგნიტში“ მომხადარ ქურდობის ფაქტზე ერთი პირია მხილებულიდღეს ქალაქ ოზურგეთში სუპერმარკეტების ქსელის მაღაზია გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178 მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს. მხილებულია ერთი პირი. მიმდინარეობს ინტესიური საგამოძიებო მოქმედებები. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, მოპარულია 5 ბოთლი ალკოჰოლური ... ...
  • რაჭაში სტიქიამ ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა„ონის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა სოფელ გლოლაში საავტომობილო გზის ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა", _ აღიშულ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო უწყება ავრცელებს. უწყებისვე ცნობით, შემთხვევის ადგილას დილიდან ოპერატიულად დაიწყო აღდგენითი და პრევენციული ... ...
  • როდიდან აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობათბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობას, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში გაანახლებს. მერის განცხადებით, ტრანსპორტის ამუშავებისთვის აუცილებელია მითითების მიღება, თუ როგორი უნდა იყოს წესები ეპიდემიის დროს. „ზუსტი თარიღი უცნობია.  ჩვენ არ გვაქვს ეს ინფორმაცია. დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც პირადად მე დავსვი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების საკითხი, რადგან ძალიან დიდი მოთხოვნაა საზოგადოებაში. ველოდებით მითითებებს, ჯერ არანაირი მითითება არ არის ჩვენთან შემოსული. თუ როგორ უნდა იყოს წესები საზოგადოებრივ ტრანსპორტის მუშაობის დროს, ხალხმა როგორი წესებით უნდა ისარგებლოს ავტობუსით, მეტროთი, მიკროავტობუსით მგზავრობის დროს და ა.შ.“_ თქვა კალაძემ ... ...
  • საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მასშტაბური ღონისძიებები წელს არ გაიმართება. ამის მიზეზი ეპიდვითარება და ხალხმრავლობის თავიდან აცილებაა. პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით,  საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სახელმწიფო უწყებები სხვადასხვა ფორმატის მცირემასშტაბიანი ღონისძიებებით აღნიშნავენ. პრემიერ-მინისტრი კი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე. „26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია. მოგეხსენებათ, ბოლო წლების განმავლობაში 26 მაისი გახდა მასშტაბური საერთო სახალხო ზეიმი, რომელშიც ათასობით ჩვენი მოქალაქე მონაწილეობდა. წელს, მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნა განსხვავებული ფორმატით გვიწევს. ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით, წელს 26 მაისის აღსანიშნავი მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება. სახელმწიფო უწყებები დამოუკიდებლობის დღეს სხვადასხვა ფორმით აღნიშნავენ. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე“, _  განაცხადა ... ...

არქივი


რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?