მოვუაროთ ხეხილს

ხელგარჯილობა

მოვუაროთ ხეხილს

2015 ივნ 1 15:09:54

კარგად მოვლილი ხეხილის ბაღი თვალსაც ახარებს და მეურნის ეკონომიკასაც აძლიერებს. ხეხილის ჭრილობის, ტანის, მექანიკური დაზიანების მოვლა, შტამბის და დედა ტოტების გასუფთავება, ამონაყრების შეცლა, ფუღუროების და ფესვის ყელის სიდამპლის აღმოფხვრა თუ მთლიანად მცენარის დაცვა მღრღნელებისგან სულ უნდა ხდებოდეს და მეურნემ ბაღში გამუდმებით უნდა იტრიალოს.

ჭრილობის მოვლა _ ხეხილზე მიყენებული ყოველგვარი  ჭრილობა წარმოადგენს მავნე სოკოებისა და ბაქტერიების განვითარების საუკეთესო სუბსტრატს. აღნიშნული მიკროორგანიზმები ჭრილობების საშუალებით იჭრება ხეხილის ორგანიზმში, რაც თავის მხრივ დამღუპველად მოქმედებს მასზე. ხეხილზე ჭრილობის მიყენება არა მარტო პერიოდული სხვლის (გაახალგაზრდავების) დროს ხდება _ არსებობს ხის დასახიჩრების არა ერთი მექანიკური თუ უნებლიე მიზეზი. ჭრილობის სწრაფად შეხორცებისთვის დაზიანებისთანავე მისი ზედაპირი ფრთხილად უნდა შემოიჭრას ბაღის დანით. მეორე პირობა, რაც უზრუნველყოფს ჭრილობის სწრაფად შეხორცებას, არის მისი იზოლირება გარემო პირობებისგან ბაღის მალამოს საშუალებით. დღესდღეობით ბაღის მალამოს მრავალი სახეობა არსებობს, რის ყიდვაც მეურნეს არ გაუჭირდება სპეციალურ მაღაზიებში. გარემოსგან იზოლაციის გარდა, ბაღის მალამოს ზემოქმედებით არ უნდა დაზიანდეს ხის ქსოვილები. რახან მალამოა, არ შეიძლება მისი წასმა მცენარის ჯანმრთელ ნაწილზე, თუნდაც ეს მცირე გადაცდომით მოხდეს. ის მხოლოდ დაზიანებულ ნაწილზე უნდა წავუსვათ და დროებით შევახვიოთ ქსოვილის ნაჭერით.

ხეხილის ტანის მოვლა _ხეხილის შტამბი და დედა ტოტები ხის ვარჯის საყრდენია. ის მიწისზედა ნაწილებს უკავშირებს ფესვთა სისტემას და  მათ შორის საკვებ ნივთიერებათა გატარების ძირითადი მაგისტრალია. მათშივე ხდება სამარაგო ნივთიერებათა შენახვა.  შტამბის და დედა ტოტების დაზიანება შესაძლოა, გამოიწვიოს ტემპერატურის რყევადობამ, სტიქიურმა მოვლენებმა, მანქანა-იარაღების დაუდევარმა გამოყენებამ, მავნე დაავადებებმა თუ მღრღნელებმა. ამიტომ დროულად უნდა მოხდეს აღნიშნული მიზეზების თავიდან აცილება, სტიქიური დაზიანების შემთხვევაში კი შემოვაცალოთ დაზიანებული ტოტები და სხვადასხვა ნაწილები _ არაერთ ბაღში გვინახავს ნახევრად მოტეხილი  თუ დაგრეხილი და ჩამოკიდული ტოტი, წვერო და ა.შ.

მექანიკური დაზიანება _ ასეთი სახის დაზიანება საბოლოოდ მაინც ჭრილობას წარმოქმნის. თუ დაზიანება მცირე ზომისაა, შეხორცება სწრაფად მიდის და დაზიანებული ადგილი ყოველგვარი ჩარევის გარეშე აღდგება. რთული მექანიკური დაზიანების დროს, განსაკუთრებული  მარტო ჭრილობის მოსუფთავება და მალამოს დადება ვერ უზრუნველყოფს დაზიანების ლიკვიდაციას. ასეთ დროს საჭიროა ქერქის გადანერგვა. ის უნდა აიჭრას ხიდან ან დედა ტოტიდან, რომელიც აღარ არის საჭირო. (ამორტიზებული ნაკვეთიდან ან ქარსაფარ ზოლში მდებარე შესაბამისი ხიდან). აღნიშნული ოპერაცია გაზაფხულის ბოლომდე უნდა ჩატარდეს. წინასწარ მომზადებული ნებისმიერი ფორმის ჭრილობის ქერქი ამოიჭრას  დამხმარე ხიდან, სწრაფად ჩაიდგას დაზიანებულ ადგილზე და მიეჭედოს მომცრო ლურსმნებით, რასაც წვრილ თოკს შემოვუჭერთ. ზემოდან კი დავადოთ სველი თიხა და შემოვახვიოთ რამდენიმე ფენა ქაღალდი, რათა თავიდან ავიცილოთ გამოშრობა.

შტამბის და დედა ტოტების შეცვლა _ ეს პროცესი ხშირად არ ხდება. დროთა განმავლობაში, როცა სისქეში ზრდის გამო ხეხილის შტამბი და დედა ტოტების ქერქის ზედა ფენა სკდება და ხეზევე რჩება, იგი წარმოადგენს მავნებლების თავშესაფარს. ამიტომ უნდა მოხდეს შტამბისა და დედა ტოტების პერიოდული გაფხეკა. სპეციალური ქერქი ხეს ისე უნდა მოსცილდეს, რომ ცოცხალი ქსოვილი არ დაზიანდეს. გაფხეკის დაწყებამდე ხის ირგვლივ უნდა გაიშალოს საფენი, რომელზეც გროვდება ჩამოცვენილი ქერქი, შემდეგ ის უნდა დაიწვას.

ამონაყრების შემოცლა _ ხეხილის ბაღში ხშირია ფესვის ამონაყრების წარმოქმნა, რომლებიც მცენარეს ართმევს საკვებს. ამიტომ გაზაფხულზე (დასაშვებია ზაფხულშიც), უნდა მოხდეს ფესვის ამონაყრების შემოცლა. ფესვის ყელთან შემოვაცალოთ მიწა და დანის საშუალებით რგოლზე ამოვაჭრათ ამონაყარი, რაც შეიძლება ძირთან ახლოს, რადგან დარჩენილ მცირე ნაწილზეც კი მუდამ უხვად არის მძინარე კვირტები. თუ ასე არ ვიზამთ, ამონაყრების სახით მცენარის შტამბის ირგვლივ მუდამ იქნება ბუჩქის სახით ამონაყართა ერთობლიობა, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს ხეხილის აქტივობას და რასაკვირველია, მცირდება მოსავლის რაოდენობა.

ფუღუროების აღმოფხვრა _ ხნიერ ხეებზე განსაკუთრებით შეიმჩნევა ფუღუროების მომრავლება. ხშირად ეს მექანიკური დაზიანებითაა გამოწვეული. ის საშიშია მცენარის სიცოცხლისთვის და აუცილებლად უნდა მოხდეს მისი დახურვა. დახურვამდე მერქნის დამპალი ნაწილები უნდა ამოიფხიკოს საჭრეთლით ან სხვა რაიმე მჭრელი იარაღით საღი ქსოვილის გამოჩენამდე. ამის შემდეგ, მთლიანად ამოსუფთავებულ ფუღუროს უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია ხუთპროცენტიანი ძაღის ხსნარით. თუ ფუღურო პატარაა, შიგ უნდა ჩაისვას მაგარი ჯიშის ხის ხმელი მერქანი და დაიფაროს ბაღის მალამოთი. თუ დიდია, საჭიროა სპეციალური შენარევით ამოვსება. კარგ შედეგს იძლევა გუდრონისა და ხმელი ნახერხის ნარევით ფუღუროს ამოვსება ( ერთი წილი გუდრონი და ოთხი წილი ნახერხი).

ფესვის ყელის სიდამპლე _ ეს იგივე ქერქის დასკდომაა, რაც ზოგჯერ ზამთრის ყინვების ზემოქმედებითაც ხდება და ფესვის ყელთან ქერქის დასკდომის შემდეგ ლაფანი ხმება. არსებობს მრავალი სხვა მიზეზი _ ნესტიანი თუ თბილი შემოდგომა.  ასეთ დროს, ფესვთა სისტემასა და მიწისზედა ნაწილებს შორის ირღვევა წვენის მოძრაობა. ფესვის ყელი სიდამპლისგან რომ დავიცვათ,  შემოდგომით შემოვბაროთ და შემოვაყაროთ მიწა, გაზაფხულზე კი ნიადაგის გაფხვიერებისას  მიწა უნდა შემოეცალოს და გადაიყაროს.




 ახალი ამბები
  • ახალი დეტალები ოზურგეთში მესაქონლეობის ფერმის აშენებასთან დაკავშირებითმესაქონლეობის ფერმის ასაშენებლად რკ „გურული ნობათს“ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან 15 505 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა 1 ლარად გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაცია არა ერთ საინფორმაციო სააგენტოში გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ვიგებთ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში  რკ “გურული ნობათი” ნატურალურ ნედლეულზე დამზადებულ რძესა და ხორცის პროდუქტებს წარმოებას აპირებს. კომპანიაში 70 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება და 400 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება. კომპანია წელიწადში სულ მცირე 32 000 კგ. ყველის, 15 000 კგ. საქონლის ხორცის, 275 000 ლ რძის და 20 000 კგ. ღორის ხორცის წარმოებას და ბაზრისთვის მიწოდებას უზრუნველყოფს, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა და მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული იქნება. რეალიზება განხორციელდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე, უცხოეთში. “გურია ნიუსი“ პროექტის დეტალებით დაინტერესდა. კოოპერატივი “გურული ნობათის“ თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ოზურგეთში, ჩოლოქის ტერიტორიაზე (გურია-აჭარის საზღვართან) აუქციონზე გამოტანილი 7 ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი იყიდა, მაგრამ მარტო მან არა. “ფული არ მეყო და სხვებმაც იყიდეს. მიწის ნაკვეთზე 2000-სზე მეტი ნერგი მაქვს დარგული, ხეხილის ბაღია. შემდეგ გადავწყვიტე მესაქონლეობის ფერმის გაკეთება. უკვე დაწყებული მაქვს პროექტის განხორციელება და ორ წელიწადში უნდა დავასრულო. მე კი მინდა ექვს თვეში ავაშენო, მაგრამ ასე, არ ხდება. მიწის ნაკვეთის გადმოცემას არ დააყენეს საშველი. მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს შევიტანე საქართველოს მთავრობაში პროექტი. იმის შემდეგ მესამე პრემიერი ჰყავს უკვე საქართველოს და როგორც იქნა მიწის ნაკვეთი გადმოგვცეს. ეს პროექტი “აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში მოვიგეთ. 20 დღის წინ პრემიერმა გიორგი გახარიამ მოაწერა ხელი ბრძანებას, აქედან გამომდინარე დავიწყეთ მუშაობა. მიწის ნაკვეთზე 15 კაცი მუშაობს ახლა,“ _ გვითხრა ზაქარეიშვილმა. ზაზა ზაქარეიშვილის თქმით, გურიაში ბიზნესის დაწყებამდე, ახალციხეში ჰქონდა  ფერმა. “150 სულამდე საქონელი მყავდა. მოხდა ისე, რომ ყველა ჩასვლამდე მცირდებოდა ამ საქონელის რიცხვი, ზოგს რა დაემართა და ზოგი კიდევ მგელმა დაჭამა. ამის შემდეგ გადავწყვიტე ახალი ბიზნესის დაწყება ოზურგეთში,“_თქვა ზაქარეიშვილმა. ... ...
  • ზაზა ურუშაძე “ოსკარის“ მოპოვების შემთხვევაში გურული აქცენტით აპირებდა "გავიმარჯვეს" თქმასცნობილი ქართველი რეჟისორი ზაზა ურუშაძე მოულოდნელად გარდაიცვალა. მისი ერთ-ერთი ფილმი “მანდარინები“ ოსკარზე იყო წარდგენილი 2015 წელს. გთავაზობთ ნაწყვეტს ზაზა ურუშაძის ინტერვიუდან, რომელიც 2015 წელს მისცა “პრაიმტაიმს“ ჟურნალისტი:– გამარჯვების შემთხვევაში გვინდა, რომ ქართულად წარმოთქვათ მადლობის სიტყვა დოლბის თეატრის დარბაზში, სადაც ის არასდროს გაჟღერებულა. ზაზა ურუშაძე:– როგორ არ ვიტყვი, გავიმარჯვო და ქართულადაც წარმოვთქვამ და გურული აქცენტითაც. ჟურნალისტი: – ფილმის სიუჟეტიდან გამომდინარე – ოკუპაციის თემას გააჟღერებთ? ზაზა ურუშაძე: – ლოს-ანჯელესში ბევრი პრესკონფერენცია და სიმპოზიუმი იყო. კინოზე რომ საუბრობ, მისი პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა არ შეიძლება, მაგრამ მე მაინც ვერ ვითმენ და ყოველთვის ვამბობ, როგორ წაგვართვეს ტერიტორია. ეს პოლიტიკური განცხადება არაფერს აკეთებს. მთავარი განცხადება კულტურაა, ამ შემთხვევაში კინო ყველაზე კარგად აპოზიცირებს ქვეყანას. როდესაც ასეთი წარმატებაა, ხვდებიან, რომ ცარიელ ადგილას არაფერი ხდება. ჩვენ სერიოზული კინოს ისტორია გვაქვს. რომ არა ის ჩაყრილი საფუძველი, რამაც აქამდე მოგვიყვანა, არც ეს დაუჯერებელი წარმატება იქნებოდა. ინფორმაციისთვის “მანდარინები“ გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში არის გადაღებული. ამ ფაქტით კი ზაზა ურუშაძე ამაყობდა. “მიხარია, რომ გურიაში ვიღებ ფილმს. გურია ძალიან მიყვარს“ - გვითხრა “გურია ნიუსს“ ფილმის გადაღების დროს ზაზა ... ...
  • ილია მეორე: "უნდა მიხედოთ თქვენს მამულს, თქვენს მიწას"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა, რომ უცხოეთში წასვლას მამულისა და მიწის მიხედვა სჯობს. პატრიარქმა მღვდლებს სთხოვა, რომ მაგალითი მისცენ მრევლს, საკარმიდამო მიწები დაამუშაონ და ამით ხელი შეუწყონ სოფლის გაძლიერებას.  „დღეს ჩვენთან არიან ჩამოსული სხვადასხვა ეპარქიებიდან სამღვდელოება და ასევე ჩამობრძანებული არიან ხელისუფალნი. მინდა, დავლოცო ეს სამღვდელოება და ეს ხელისუფლება. მინდა გთხოვოთ, რომ ჩვენი სამღვდელოება, სოფლის სამღვდელოება იყოს მაგალითი, სოფლის მეურნეობაში. თიბვა იყო, სათიბეები იყო და დღეს როცა უკეთესი პირობები დაგვიდგა, აღარ ითიბება. მინდა, ვთხოვო ჩვენს სამღვდელოებას, რომ მაგალითი მიეცით სოფლის ხალხს, დაამუშავეთ საკარმიდამო მიწები და ამით უნდა გავაძლიეროთ სოფელი. ჩვენი სოფელი გადაარჩენს ჩვენს ხალხს. დიდება უფალს და მადლობა უფალს ასეთი წყალობისათვის. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობას მიხედოთ. სამღვდელოებას, გარდა მიწის დამუშავებისა, უნდა იყოლიოთ პირუტყვი, ძროხები, ცხვარი, ქათმები და სხვა პირუტყვი. ეს დიდად წასწევს ჩვენს სოფელს და სოფელი დაეხმარება ჩვენს ქალაქს. იმედი მაქვს, რომ მთელი საქართველო ამუშავდება, მთელი საქართველო მიიღებს ამას.  მიდიან საზღვარგარეთ და იქ ემსახურებიან მოხუცებულ ადამიანებს, ეს ცუდი არ არის, მაგრამ რაღა იქით მიდიხართ, აქ უნდა მიხედოთ თქვენს მამულს, თქვენს მიწას. ხელიდან გვეცლება მიწები, ჩამოდიან უცხოელები, ყიდულობენ მიწებს და სახლდებიან. ღმერთმა ინებოს, რომ გამოსწორდეს. მთელს საქართველოში გაავრცელეთ ეს სურვილები და გადავარჩინოთ საქართველო,“_ განაცხადა ... ...
  • აფეთქება თბილისში-როგორია დაშავებულების მდგომარეობათბილისში აფეთქების შედეგად 5 ადამიანია დაშავებული. მათ შორის - 1 ქალი, 1 არასრულწლოვანი და 3 მამაკაცი, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. 5 დაშავებულიდან 3  დამწვრობის ცენტრშია, ერთი ალადაშვილის კლინიკაში, არასრულწლოვანი კი ციციშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოშია მოთავსებული. მათ დამწვრობა, ძირითადად, სახისა და ზედა კიდურების არეში აქვთ მიღებული. ამ დროისთვის დაშავებულებიდან 2 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა და რეანიმაციაში არიან მოთავსებულები. აფეთქება თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურ "სენტასთან" საღამოს მოხდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ამბობენ, შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე უმოკლეს დროში მივიდა 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და დაიწყო ხანძრის ქრობა. ძლიერი ცეცხლი და დაკვამლიანება ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ არსებული მაღაზიის 2 ოთახში იყო გავრცელებული. მეხანძრე-მაშველებმა სადგურის აფეთქებისა და ცეცხლის ფართო მასშტაბებზე გავრცელების საფრთხე დაუყოვნებლივ აღკვეთეს. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 45-მდე მეხანძრე-მაშველთან ერთად, მობილიზებული იყვნენ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. ... ...
  • რა ღონისძიებებია დაგეგმილი საახალწლოდ ჩოხატაურში წინაასაახალწლო სამზადისი  დაიწყო. საახალწლო განათებებს მუნიციპალიტეტის მთავარ ქუჩაზე უკვე ამონტაჟებენ. „გურია ნიუსი“ დაინტერესდა თუ რა თანხა დაიხარჯება წელს ბიუჯეტიდან საახალწლო სამზადისისთვის და რა ღონისძიებები იგეგმება_ ამ საკითხების შესახებ კი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერს, ირაკლი კუჭავას ვესაუბრეთ. მერის თქმით, საახალწლო სამზადისისთვის 25 000 ლარია გამოყოფილი, რაც სხვადასხვა აქტივობას მოხმარდება. „საახალწლო სამზადისის ბიუჯეტი 25 000 ლარს შეადგენს. ეს თანხა დაიხარჯება  როგორც საახალწლო მორთულობების განახლებაზე, ასევე, სხვადასხვა აქტივობისთვის. წელსაც გვექნება ჩვენს მთავარ მოედანზე კონცერტი, ჩვენი შემოქმედებითი  ჯგუფებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით. ახალი წლის შეხვედრა დასრულდება ფეიერვერკით. საახალწლო ღონისძიებები გაგრძელდება შობის სადღესასწაულო დღეებშიც”, _ გვითხრა ... ...

არქივი

ზაფრანი

რა დაავადებისგან იცავს ვარჯიში მამაკაცებს

რეგულარული ვარჯიში კონკრეტული დაავადებების რისკს...

დღეში, რამდენი ფინჯანი ყავის დალევა შეიძლება

რამდენიმე თვის წინ ამერიკელმა მკვლევარებმა...

კაკაოს გასაოცარი თვისებები

კაკაო შეიცავს ნივთიერებას, რომელიც კარგია...

პროდუქტები რომლებიც სწრაფად გვაბერებს

მარგარინი – შეიცავს ტრანსცხიმს და...

მკურნალი ყავა

საინტერესოდ გამოიყურება ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს