რა შეცდომები არ უნდა დავუშვათ რემონტის დროს

ხელგარჯილობა

რა შეცდომები არ უნდა დავუშვათ რემონტის დროს

2015 ნოე 26 23:50:31

მშენებლობისა და რემონტის დროს დაშვებული შეცდომები შეიძლება ძალიან ძვირად დაგვიჯდეს. ზოგჯერ პატარა რაღაცის გამო, შესაძლოა, ბევრი რამ თავიდან გასაკეთებელი დარჩეს. ათასობით ადამიანს ხშირად თავიდან უწევს ძვირადღირებული მშენებლობის წამოწყება, რათა თავის დროზე დაშვებული შეცდომები გამოასწოროს. ეს კი საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა და უამრავ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

 "კარმიდამო ჩემი "  შეეცადა, გაერკვია თუ როგორი შეცდომების დაშვებას უნდა ვერიდოთ, რომ შემდგომში ზედმეტ დანახარჯებს ავცდეთ. ამისათვის მშენებლებს, დიზაინერებს და იმ ადამიანებს დავუკავშირდი, რომლებიც ბინების, საგარეუბნო სახლებისა და სხვა სახის მშენებლობით არიან დაკავებული ან თავად წამოიწყეს რემონტი და არაერთი შეცდომა მოუვიდათ.

მაშ ასე,  გთავაზობთ რჩევებს, რომელთა გათვალისწინებაც, შეცდომებსა და ზედმეტ დანახარჯებს აგარიდებთ თავიდან. ზოგიერთი რჩევა, შესაძლოა, საკამათოც იყოს, თუმცა, სხვისი გამოცდილების გაზიარება ნამდვილად ღირს.

_ ბოლო წლების ყველაზე გავრცელებული შეცდომა ბარის დახლის განთავსებაა, რომლითაც ბევრი სასტუმრო ზონისა და სამზარეულოს გამიჯვნას ცდილობს, თუმცა, ხშირად იგი ლამაზი არ გამოდის, რადგანაც ყურადღების მიღმა რჩება გამოყენებული მასალა, დიზაინი და მასშტაბები. ამიტომ სანამ გავაკეთებდეთ, სჯობს კარგად განვსაზღვროთ, ზომები, ფორმა, სამშენებლო მასალებიცა და საბოლოო სახეც.

_ არ ღირს საქალაქო ბინის აივნის სრულფასოვან ოთახად ქცევაც, რადგან მცირე მასშტაბების გამო, გადატვირთული გამოდის. უმჯობესია, აივანზე ყავის მაგიდა და დასაჯდომი ადგილი იყოს, რაც უფრო მოსახერხებელი იქნება.

_ უსიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს სხვადასხვა ფერის საღებავის ჭარბად გამოყენებაც, რომელსაც ხშირად ღია სივრცის ზონირებიათვის გამოიყენებენ. უმჯობესია, ზონირება საღებავის ფერით კი არა, ავეჯით მოხდეს.

_ ძალიან ბევრი ადამიანი არ ითვალისწინებს ბინის გადატიხვრის დროს სწორად დაგეგმვის მნიშვნელობას, რაც შემდეგ კედლების დანგრევის აუცილებლობას იწვევს. აუცილებელია, კარის განლაგების, გაღების მიმართულების, ზომების, სანტექნიკის წერტების სწორად განთავსებისა და მანძილის დაგეგმვა. ასეთ დროს ან გამოცდილ ადამიანს უნდა დავუჯეროთ ან მინიმუმ ხელოსანს, რომელსაც მსგავს საკითხებში გამოცდილება აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, გარკვეული სამუშაოები ხელახლა ჩასატარებელი გახდეს.

_ თუ არ გსურთ, რომ ბინაში ან სახლში იყოს არეულობა და ქაოსი, მაშინ აუცილებელია ნივთების შესანახი ადგილები თავიდანვე დაგეგმოთ. ხშირად მფლობელებს ავიწყდებათ, რომ ოთახში ცხოვრებისათვის საჭირო სხვადასხვა ავეჯი უნდა განთავსდეს. ხანდახან დადგამენ მხოლოდ ერთ საწოლს და მერე გაუთავებლად იწყება წუწუნი, რომ სივრცე პატარაა და ამ ოთახის საცხოვრებლად გამოყენება არაპრაქტიკულია. ამიტომ, ძალიან ბევრი ავეჯი და აქსესუარები ერთ ოთახში არ უნდა იყოს თავმოყრილი. საშუალო ზომის ოთახში საკმარისია აქცენტი ერთ ადგილზე იყოს გადატანილი და ის გამოყოფილი იყოს ერთი ნივთით. თუნდაც, მაგიდით ან კომოდით.

_ ძალიან ბევრ შეცდომებს უშვებენ ინტერიერის კლასიკურ სტილში გაფორმების დროს. როცა სივრცე გადატვირთული, ზედმეტად პომპეზური ან მოსაწყენი გამოდის. ამიტომაც სჯობს კედლები მინიმალისტურ სტილში იყოს გადაწყვეტილი და არ გადავაჭარბოთ. სადა, ზომიერად შეღებილი და მოწყობილი ოთახი საცხოვრებლადაც სასიამოვნოა.

_ ტელევიზორი მნიშვნელოვანი ატრიბუტია ბინაში და მას აუცლებლად უნდა მიეჩინოს შესაფერისი ადგილი. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ტელევიზორის ირგვლივ ავეჯის განთავსება, რომელიც ფანჯრიანი კედლის საპირისპიროდ იქნება განთავსებული, ეკრანზე ანარეკლების მიზეზი გახდება.

_ სამზარეულოს დაგეგმვის დროს სწორად უნდა განვათავსოთ ყველა მოწყობილობა. მაგალითად, არ შეიძლება გაზქურის გვერდით მაცივრის დადგმა. შეეცადეთ, დააშოროთ მინიმუმ 15 სანტიმეტრით მაინც.

_ ბოლო წლებში ბევრი ადამიანი, რემონტის დროს, იატაკისთვის იყენებს კერამიკულ ფილებს, რომლებიც სხვადასხვა ტრამვების მიზეზი ხდება. ამიტომაც, აუცილებელია ასეთ შემთხვევაში ისეთი კერამიკული ფილები შევარჩიოთ, რომლებიც არ სრიალებს და რემონტის დასრულების შემდეგ მასზე ოჯახის წევრები არ დაეცემიან. საბედნიეროდ, დღეს ამის ფართო არჩევანია.

_ კიდევ ერთი გავრცელებული შეცდომა, რომელიც ძალინ ხშირად გვხვდება, _  პატარა ბინებში რამდენიმე დონის (შეკიდული) უხვად განათებული ჭერის მოწყობაა. მაგრამ როგორც დიზაინერები ირწმუნებიან, დღეს ამან აქტუალობა თანდათან დაკარგა, თანაც ჭერის სიმაღლეს მნიშვნელოვნად ამცირებს და მეპატრონეს ელექტროენერგიის ხარჯებსაც უზრდის. ამიტომაც სჯობს დაფიქრება, რამდენად გამართლებულია ასეთი ჭერი.




 ახალი ამბები
  • ახალი დეტალები ოზურგეთში მესაქონლეობის ფერმის აშენებასთან დაკავშირებითმესაქონლეობის ფერმის ასაშენებლად რკ „გურული ნობათს“ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან 15 505 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა 1 ლარად გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაცია არა ერთ საინფორმაციო სააგენტოში გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ვიგებთ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში  რკ “გურული ნობათი” ნატურალურ ნედლეულზე დამზადებულ რძესა და ხორცის პროდუქტებს წარმოებას აპირებს. კომპანიაში 70 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება და 400 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება. კომპანია წელიწადში სულ მცირე 32 000 კგ. ყველის, 15 000 კგ. საქონლის ხორცის, 275 000 ლ რძის და 20 000 კგ. ღორის ხორცის წარმოებას და ბაზრისთვის მიწოდებას უზრუნველყოფს, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა და მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული იქნება. რეალიზება განხორციელდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე, უცხოეთში. “გურია ნიუსი“ პროექტის დეტალებით დაინტერესდა. კოოპერატივი “გურული ნობათის“ თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ოზურგეთში, ჩოლოქის ტერიტორიაზე (გურია-აჭარის საზღვართან) აუქციონზე გამოტანილი 7 ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი იყიდა, მაგრამ მარტო მან არა. “ფული არ მეყო და სხვებმაც იყიდეს. მიწის ნაკვეთზე 2000-სზე მეტი ნერგი მაქვს დარგული, ხეხილის ბაღია. შემდეგ გადავწყვიტე მესაქონლეობის ფერმის გაკეთება. უკვე დაწყებული მაქვს პროექტის განხორციელება და ორ წელიწადში უნდა დავასრულო. მე კი მინდა ექვს თვეში ავაშენო, მაგრამ ასე, არ ხდება. მიწის ნაკვეთის გადმოცემას არ დააყენეს საშველი. მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს შევიტანე საქართველოს მთავრობაში პროექტი. იმის შემდეგ მესამე პრემიერი ჰყავს უკვე საქართველოს და როგორც იქნა მიწის ნაკვეთი გადმოგვცეს. ეს პროექტი “აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში მოვიგეთ. 20 დღის წინ პრემიერმა გიორგი გახარიამ მოაწერა ხელი ბრძანებას, აქედან გამომდინარე დავიწყეთ მუშაობა. მიწის ნაკვეთზე 15 კაცი მუშაობს ახლა,“ _ გვითხრა ზაქარეიშვილმა. ზაზა ზაქარეიშვილის თქმით, გურიაში ბიზნესის დაწყებამდე, ახალციხეში ჰქონდა  ფერმა. “150 სულამდე საქონელი მყავდა. მოხდა ისე, რომ ყველა ჩასვლამდე მცირდებოდა ამ საქონელის რიცხვი, ზოგს რა დაემართა და ზოგი კიდევ მგელმა დაჭამა. ამის შემდეგ გადავწყვიტე ახალი ბიზნესის დაწყება ოზურგეთში,“_თქვა ზაქარეიშვილმა. ... ...
  • ზაზა ურუშაძე “ოსკარის“ მოპოვების შემთხვევაში გურული აქცენტით აპირებდა "გავიმარჯვეს" თქმასცნობილი ქართველი რეჟისორი ზაზა ურუშაძე მოულოდნელად გარდაიცვალა. მისი ერთ-ერთი ფილმი “მანდარინები“ ოსკარზე იყო წარდგენილი 2015 წელს. გთავაზობთ ნაწყვეტს ზაზა ურუშაძის ინტერვიუდან, რომელიც 2015 წელს მისცა “პრაიმტაიმს“ ჟურნალისტი:– გამარჯვების შემთხვევაში გვინდა, რომ ქართულად წარმოთქვათ მადლობის სიტყვა დოლბის თეატრის დარბაზში, სადაც ის არასდროს გაჟღერებულა. ზაზა ურუშაძე:– როგორ არ ვიტყვი, გავიმარჯვო და ქართულადაც წარმოვთქვამ და გურული აქცენტითაც. ჟურნალისტი: – ფილმის სიუჟეტიდან გამომდინარე – ოკუპაციის თემას გააჟღერებთ? ზაზა ურუშაძე: – ლოს-ანჯელესში ბევრი პრესკონფერენცია და სიმპოზიუმი იყო. კინოზე რომ საუბრობ, მისი პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა არ შეიძლება, მაგრამ მე მაინც ვერ ვითმენ და ყოველთვის ვამბობ, როგორ წაგვართვეს ტერიტორია. ეს პოლიტიკური განცხადება არაფერს აკეთებს. მთავარი განცხადება კულტურაა, ამ შემთხვევაში კინო ყველაზე კარგად აპოზიცირებს ქვეყანას. როდესაც ასეთი წარმატებაა, ხვდებიან, რომ ცარიელ ადგილას არაფერი ხდება. ჩვენ სერიოზული კინოს ისტორია გვაქვს. რომ არა ის ჩაყრილი საფუძველი, რამაც აქამდე მოგვიყვანა, არც ეს დაუჯერებელი წარმატება იქნებოდა. ინფორმაციისთვის “მანდარინები“ გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში არის გადაღებული. ამ ფაქტით კი ზაზა ურუშაძე ამაყობდა. “მიხარია, რომ გურიაში ვიღებ ფილმს. გურია ძალიან მიყვარს“ - გვითხრა “გურია ნიუსს“ ფილმის გადაღების დროს ზაზა ... ...
  • ილია მეორე: "უნდა მიხედოთ თქვენს მამულს, თქვენს მიწას"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა, რომ უცხოეთში წასვლას მამულისა და მიწის მიხედვა სჯობს. პატრიარქმა მღვდლებს სთხოვა, რომ მაგალითი მისცენ მრევლს, საკარმიდამო მიწები დაამუშაონ და ამით ხელი შეუწყონ სოფლის გაძლიერებას.  „დღეს ჩვენთან არიან ჩამოსული სხვადასხვა ეპარქიებიდან სამღვდელოება და ასევე ჩამობრძანებული არიან ხელისუფალნი. მინდა, დავლოცო ეს სამღვდელოება და ეს ხელისუფლება. მინდა გთხოვოთ, რომ ჩვენი სამღვდელოება, სოფლის სამღვდელოება იყოს მაგალითი, სოფლის მეურნეობაში. თიბვა იყო, სათიბეები იყო და დღეს როცა უკეთესი პირობები დაგვიდგა, აღარ ითიბება. მინდა, ვთხოვო ჩვენს სამღვდელოებას, რომ მაგალითი მიეცით სოფლის ხალხს, დაამუშავეთ საკარმიდამო მიწები და ამით უნდა გავაძლიეროთ სოფელი. ჩვენი სოფელი გადაარჩენს ჩვენს ხალხს. დიდება უფალს და მადლობა უფალს ასეთი წყალობისათვის. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობას მიხედოთ. სამღვდელოებას, გარდა მიწის დამუშავებისა, უნდა იყოლიოთ პირუტყვი, ძროხები, ცხვარი, ქათმები და სხვა პირუტყვი. ეს დიდად წასწევს ჩვენს სოფელს და სოფელი დაეხმარება ჩვენს ქალაქს. იმედი მაქვს, რომ მთელი საქართველო ამუშავდება, მთელი საქართველო მიიღებს ამას.  მიდიან საზღვარგარეთ და იქ ემსახურებიან მოხუცებულ ადამიანებს, ეს ცუდი არ არის, მაგრამ რაღა იქით მიდიხართ, აქ უნდა მიხედოთ თქვენს მამულს, თქვენს მიწას. ხელიდან გვეცლება მიწები, ჩამოდიან უცხოელები, ყიდულობენ მიწებს და სახლდებიან. ღმერთმა ინებოს, რომ გამოსწორდეს. მთელს საქართველოში გაავრცელეთ ეს სურვილები და გადავარჩინოთ საქართველო,“_ განაცხადა ... ...
  • აფეთქება თბილისში-როგორია დაშავებულების მდგომარეობათბილისში აფეთქების შედეგად 5 ადამიანია დაშავებული. მათ შორის - 1 ქალი, 1 არასრულწლოვანი და 3 მამაკაცი, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. 5 დაშავებულიდან 3  დამწვრობის ცენტრშია, ერთი ალადაშვილის კლინიკაში, არასრულწლოვანი კი ციციშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოშია მოთავსებული. მათ დამწვრობა, ძირითადად, სახისა და ზედა კიდურების არეში აქვთ მიღებული. ამ დროისთვის დაშავებულებიდან 2 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა და რეანიმაციაში არიან მოთავსებულები. აფეთქება თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურ "სენტასთან" საღამოს მოხდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ამბობენ, შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე უმოკლეს დროში მივიდა 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და დაიწყო ხანძრის ქრობა. ძლიერი ცეცხლი და დაკვამლიანება ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ არსებული მაღაზიის 2 ოთახში იყო გავრცელებული. მეხანძრე-მაშველებმა სადგურის აფეთქებისა და ცეცხლის ფართო მასშტაბებზე გავრცელების საფრთხე დაუყოვნებლივ აღკვეთეს. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 45-მდე მეხანძრე-მაშველთან ერთად, მობილიზებული იყვნენ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. ... ...
  • რა ღონისძიებებია დაგეგმილი საახალწლოდ ჩოხატაურში წინაასაახალწლო სამზადისი  დაიწყო. საახალწლო განათებებს მუნიციპალიტეტის მთავარ ქუჩაზე უკვე ამონტაჟებენ. „გურია ნიუსი“ დაინტერესდა თუ რა თანხა დაიხარჯება წელს ბიუჯეტიდან საახალწლო სამზადისისთვის და რა ღონისძიებები იგეგმება_ ამ საკითხების შესახებ კი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერს, ირაკლი კუჭავას ვესაუბრეთ. მერის თქმით, საახალწლო სამზადისისთვის 25 000 ლარია გამოყოფილი, რაც სხვადასხვა აქტივობას მოხმარდება. „საახალწლო სამზადისის ბიუჯეტი 25 000 ლარს შეადგენს. ეს თანხა დაიხარჯება  როგორც საახალწლო მორთულობების განახლებაზე, ასევე, სხვადასხვა აქტივობისთვის. წელსაც გვექნება ჩვენს მთავარ მოედანზე კონცერტი, ჩვენი შემოქმედებითი  ჯგუფებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით. ახალი წლის შეხვედრა დასრულდება ფეიერვერკით. საახალწლო ღონისძიებები გაგრძელდება შობის სადღესასწაულო დღეებშიც”, _ გვითხრა ... ...

არქივი

ზაფრანი

რა დაავადებისგან იცავს ვარჯიში მამაკაცებს

რეგულარული ვარჯიში კონკრეტული დაავადებების რისკს...

დღეში, რამდენი ფინჯანი ყავის დალევა შეიძლება

რამდენიმე თვის წინ ამერიკელმა მკვლევარებმა...

კაკაოს გასაოცარი თვისებები

კაკაო შეიცავს ნივთიერებას, რომელიც კარგია...

პროდუქტები რომლებიც სწრაფად გვაბერებს

მარგარინი – შეიცავს ტრანსცხიმს და...

მკურნალი ყავა

საინტერესოდ გამოიყურება ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს