კლიმატის ცვლილების გავლენა მწერებზე

კარმიდამო ჩემი

კლიმატის ცვლილების გავლენა მწერებზე

21 დეკ. 2017, 23:52:41

დედამიწის საშუალო ტემპერატურა ბოლო საუკუნის განმავლობაში 0,18 გრადუსით გაიზარდა. 21-ე საუკუნეში მოსალოდნელია დედამიწის ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის ზრდა 1,1-6,4 გრადუსით. სითბური აირების კონცენტრაციის ზრდის შეჩერების შემთხვევაშიც კი ეს დათბობა კიდევ გაგრძელდება. ამის შემდეგ მოსალოდნელია დარღვეული წონასწორობის ხელახალი დამყარება და საშუალო ტემპერატურის დასტაბილურება.

ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის ზრდა გამოიწვევს ზღვის დონის აწევას; გაიზრდება კატასტროფული კლიმატური მოვლენების სიხშირე და სიმძლავრე; შეიცვლება ნალექების რაოდენობა და განაწილება; შეიცვლება სოფლის მეურნეობის მოსავლიანობა; გაიზრდება დაავადებათა რიცხვი.

ცვალებადი კლიმატი გავლენას ახდენს განვითარებული ქვეყნების სოფლის მეურნეობაზე _ ასეთია მსოფლიო მეცნიერების აზრი შეცვლილ კლიმატზე.

საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ 2009 წელს ჩატარებული გამოკვლევებით, როდესაც შეადარეს 1955-1970 და 1990-2005 წლების კლიმატური ცვლილებები, დადგინდა, რომ ზამთრისა და ზაფხულის სეზონებში ქვეყნის დასავლეთ ნაწილში წლიური ტემპერატურა 0,2-0,4 გრადუსით გაიზარდა, ხოლო ნალექის რაოდენობა 8-13 პროცენტით. ცნობილია, რომ არარეგულარული ნალექები იწვევს ძლიერ წვიმებს, რასაც წყალდიდობა და მნიშვნელოვანი ეკონომიკური დანაკარგები მოაქვს. დასავლეთ საქართველოში მოიმატა შავი ზღვის დონის აწევის საშუალო კოეფიციენტმა, გაიზარდა შტორმების სიხშირე და მისი მაქსიმალური სიჩქარე. აღმოსავლეთში გვალვების პერიოდი 54-დან 72 დღემდე გაიზარდა. ქარების სიხშირე ხუთჯერ მეტია, ვიდრე გასული საუკუნის ოთხმოციანი წლების დასაწყისში.

ნავარაუდევია, რომ საქართველოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 2030-2040 წლისთვის 1,4-2,1 გრადუსით გაიზრდება, ატმოსფერული ნალექების ჯამი კი სამი პროცენტით შემცირდება. ეს ფაქტორები, ცხადია, ზრდის გარემო რისკებს სასოფლო წარმოებისთვის, რადგან ტემპერატურის ზრდამ და ტენიანობის შემცირებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს მცენარეების დაუცველობის გაზრდა მავნებლებისა და დაავადებების მიმართ, რაც საბოლოოდ გამოიწვევს მცენარეთა პროდუქტიულობის შემცირებას, ზოგ შემთხვევაში კი ზოგიერთი კულტურის უნაყოფოდ დარჩენას.

ცნობილია, რომ კლიმატური ფაქტორები მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ მავნე და სასარგებლო მწერების რიცხოვნობას. ეს ფაქტორები ეკოლოგიაში ცნობილია, როგორც მოდიფიცირებული ფაქტორები, რომლებიც არაა დამოკიდებული მწერების რიცხოვნობაზე. ისინი ყველა პირობებში პირდაპირ მოქმედებენ მწერების გამრავლებაზე, თაობათა რაოდენობაზე, სქესობრივ პროდუქციაზე, ბუნებრივ სიკვდილიანობაზე. სხვა აბიოტურ, არაცოცხალ ფაქტორებში შედის: ტემპერატურა, ტენი, ნალექი, ქარი, განათება, ატმოსფერული წნევა და სხვა.

მწერი ჰოიკილოთერმული ორგანიზმია, რომელსაც მყარი ტემპერატურა არ გააჩნია და ძირითადად, გარემო ფაქტორებზეა დამოკიდებული, რაც მის ფიზიოლოგიურ პროცესს განსაზღვრავს. თითოეული მწერის განვითარების ფაზები და ბიოლოგიური თავისებურებები დამოკიდებულია ხელსაყრელი ოპტიმალური ტემპერატურის პირობებზე, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც, ტემპერატურის მატება არის ეს თუ კლება, მნიშვნელოვნად ფერხდება განვითარება, ხშირად კი ეს ცვლილებები დამღუპველიც კი არის. დაბალი ტემპერატურის დადგომისას მწერი ჯერ გაირინდება, ანუ საგრძნობლად მცირდება მასში მიმდინარე ბიოქიმიური პროცესები, ხოლო შემდეგ გადადის ე. წ. ანაბიოზის ფაზაში, რაც მწერისთვის აუცილებელია, რადგან განაპირობებს მის გამძლეობას დაბალი ტემპერატურისადმი, უფრო ზამთარში. გაზაფხულის დადგომის შემდეგ მწერი კვლავ ვითარდება და ახალ თაობას იძლევა.

მწერებზე უარყოფით გავლენას ახდენს მაღალი ტემპერატურაც, რაც მათ სხეულში წყლის გარკვეული დანაკარგით განისაზღვრება _ ამ დროს მწერი ხშირად იღუპება.

ყველა მწერს აქვს განსაზღვრული გამძლეობა ასეთი მაღალი ტემპერატურისადმი. მაგალითად, 2000 წლის ივლისში, როცა ტემპერატურა მზეზე 50 გრადუსი იყო, ამერიკული თეთრი პეპელას მეორე თაობის პირველი-მეორე ხნოვანების მატლები 80-85 პროცენტი დაიხოცა, რამაც გამოიწვია საერთოდ მავნებლის დეპრესია ათი წლით. მწერს, რომელიც ტროპიკულ ზონაში ცხოვრობს, შესაბამისად, მაღალი გამძლეობა აქვს.

ამრიგად, კლიმატის გავლენა მწერების განვითარებაზე ძლიერ მოქმედებს. კლიმატის ცვლილებების შემთხვევაში უნდა ველოდოთ მავნე სახეობების რიცხოვნობის მატებას ან შემცირებას, რისთვისაც საჭირო იქნება სისტემატური დაკვირვება, რაც შესაბამის სამსახურებს ევალებათ. ამისთვის საჭიროა პროგნოზის სამსახური, სადაც სპეციალისტები ყოველდღიური აღრიცხვების შედეგად განსაზღვრავენ მავნე მწერების რიცხოვნობას და მათ წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებს კალენდარულ ვადებში, მწერის ბიოლოგიის შესაბამისად.

სავარაუდოა, რომ კლიმატის ცვლილება, კონკრეტულად კი ტემპერატურის მატება და ტენის შემცირება, რაც ოფიციალური მონაცემებითაც დასტურდება, მნიშვნელოვან კორექტივებს შეიტანს ზოგიერთი მავნე ორგანიზმის განვითარების, რიცხოვნობის მატების თუ კლების, აგრეთვე, დაავადებების გავრცელების და შესაბამისად, მათ წინააღმდეგ ბრძოლის ოპტიმალური ღონისძიებების მომზადებასა და ჩატარებაში.

 ანგელინა ნიკოლაიშვილი,
აგრარული უნივერსიტეტის, ჩაის, სუბტროპიკულ და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი,
ბიოლოგიის მეცნიერებათააკადემიური დოქტორი




 ახალი ამბები
  • მიხეილ ჩხენკელი: „მასწავლებლები თანამედროვეობის გმირები არიან, ქედს ვიხრი მათ წინაშე"საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატური პრეზენტაციის ფარგლებში ზოგადი განათლების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა პედაგოგების როლი მომავალი თაობის ჩამოყალიბებაში და მასწავლებელებს მადლობა გადაუხადა პანდემიის პერიოდში თავდაუზოგავი შრომისთვის. „როგორც იცით, განათლების რეფორმა, ზოგადი განათლების მიმართულებით, სკოლების მიმართულებით, ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს და   კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით გაგრძელდება. ჩვენ კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ სკოლისთვის მთავარი პიროვნება მასწავლებელია. შესაბამისად, მასწავლებლის პრესტიჟის გაზრდა - ეს იქნება ჩვენთვის ცალსახად პრიორიტეტული მიმართულება. აქ იგულისხმება მასწავლებლების ხელფასების ზრდა, რაც უკვე დაწყებულია და  გაგრძელდება. მაგრამ, ხელფასები მხოლოდ ერთი ნაწილია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გაიაზარდოს მასწავლებლის როლი საზოგადოებაში და ეს პროფესია იყოს ჭეშმარიტად დაფასებული. როგორც მოგეხსენებათ, ძალიან დიდი ტალღაა ახალგაზრდების, რომელთაც აქვთ დიდი სურვილი, გახდნენ მასწავლებლები. ეს ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ მასწავლებლის პრესტიჟი საზოგადოებაში იზრდება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებეთ, იმისთვის, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით გაგრძელდეს. განათლების რეფორმის ფარგლებში, შეიქმნება მომავლის სკოლა - ხვალინდელი სკოლა იქნება ადგილი, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თანამედროვე ტექნოლოგიებს და თითოეულ მოსწავლეზე მორგებულ სასწავლო პროგრამებს.  ჩვენი მიზანია, თითოეულმა მოსწავლემ, თითოეულმა ოჯახმა იგრძნოს ის განსაკუთრებული მზრუნველობა, რომელსაც გამოიჩენს სკოლა და ჩვენ ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ჩვენი მასწავლებლების და სკოლის ხელმძღვანელების უდიდესო როლი პანდემიის პერიოდში გამოწვევების თვალსაზრისით, ის მაღალი შეფასებები, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებმა გამოთქვეს და დააფიქსირეს ჩვენი განათლების სისტემის მიმართ, პირველ რიგში ჩვენი მასწავლებლების დამსახურებაა.  მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო მათ ამ გმირობისთვის. ისინი ჭეშმარიტად თანამედროვეობის გმირები არიანქედს ვიხრი მათ წინაშე" - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა. ... ...
  • ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი - ძალიან მოგვწონს, რაც საქართველოში კოვიდზე რეაგირების ფარგლებში ხდებამოხარული ვართ, რომ პრემიერ-მინისტრამდე მივიტანეთ ჩვენი სათქმელი,  ჩვენი პრობლემების უმრავლესობა განხილული იქნა დღევანდელ შეხვედრაზე, ძალიან გამიხარდა, რომ პრემიერ-მინისტრამდე მივიტანეთ სათქმელი, განსაკუთრებით სასიხარულოა ის საკითხები, რომლებზეც საერთო შეთანხმებას მივაღწიეთ, ეს იყო ყველაზე კარგი შედეგი, რაც ოდესმე გვქონია, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა მაიკლ ქოუგილმა, პრემიერ-მინისტრისა და ბიზნესსექტორში მოქმედი ასოციაციების ხელმძღვანელების  შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მისასალმებელია, რაც ამჟამად რეაგირების ფარგლებში ხდება. „ჩვენი პრობლემების უმრავლესობა განხილული იქნა დღევანდელ შეხვედრაზე. ძალიან გამიხარდა, რომ პრემიერ-მინისტრამდე მივიტანეთ სათქმელი. განსაკუთრებით სასიხარულოა ის საკითხები, რომლებზეც საერთო შეთანხმებას მივაღწიეთ. ეს იყო ყველაზე კარგი შედეგი, რაც ოდესმე გვქონია. პრობლემები არსებობს, განსაკუთრებით ტურიზმის სექტორში. ბევრი სასტუმრო და რესტორანია დაზარალებული. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საგადასახადო საკითხებს. ძალიან კარგი საუბარი შედგა. ძალიან მოგვწონს, რაც რეაგირების ფარგლებში ხდება ამჟამად. ჩვენი ბევრი წევრი საქმიანობს სამშენებლო სექტორში. ბანკებს სხვა პროფილის პრობლემები აქვთ. ახალი კორონავირუსი საშინელებაა! აქაც და გლობალურად! შეერთებულ შტატებშიც რთული მდგომარეობაა. ეს საკითხი ყველა ჩვენგანს შეეხო და ყველას გვაკისრია პასუხისმგებლობა. ამას ვამბობ იმ ადამიანთა გასაგონად, ვინც ტელევიზიით გვისმენს. პირბადეების ტარება  და სოციალური დისტანციის დაცვა მნიშვნელოვანია და ეს ნამდვილად ცვლის სიტუაციას. ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებმა ეს იციან და ამ მოთხოვნებს იცავენ თავიანთ საწარმოებში. ყველას მოვუწოდებ, რომ თავისი წილი პასუხისმგებლობა იკისროს, რათა რაც შეიძლება მალე დავაღწიოთ თავი ამ განსაცდელს", - განაცხადა მაიკლ ... ...
  • ჩხენკელი - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბრწყინვალე საჩუქარია მთელი ქვეყნისთვის„ჩვენ ვიმყოფებით ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტში, მინდა საზოგადოებას მივულოცო ისტორიული მოვლენა, რომელიც რამდენიმე დღის წინ შედგა, გაიხსნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტი" - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა. მისი თქმით,  ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბრწყინვალე საჩუქარია ჩვენი ახალგაზრდებისთვის სტუდენტებისთვის, ქართული აკადემიური სივრცისა და მთელი ქვეყნისთვის. საარჩევნო პროგრამის თემატური პრეზენტაცია  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გახსნა, რომელმაც გუნდის სხვა წევრებთან ერთად, საზოგადოებას ზოგადი განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი მასშტაბური პროექტები გააცნო. „დღეს ჩვენ წარვადგენთ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პროგრამას ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვან სტრატეგიულ მიმართულებებზე - ეს გახლავთ განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა. სიმბოლურია, რომ პრეზენტაცია ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტში იმართება. ეს არის უმაღლესი, მსოფლიო სტანდარტის მქონე ჭეშმარიტად ევროპული უნივერისტეტი. ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტის იდეისა და განვითარების კონცეფციის ავტორია ბატონი ბიძინა ივანიშვილი. რომ არა ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედება, რომელიც მხოლოდ ქუთაისის უნივერსიტეტში ერთ მილიარდ ევროს შეადგენს, ამ რანგისა და მასშტაბის უნივერსიტეტი საქართველოში ვერ იარსებებდა. შედეგად, ჩვენ გვაქვს უმაღლესი კლასის უნივერისტეტი.  განსაკუთრებულად მინდა გამოვყო, რომ აკადემიური პროგრამები შექმნილია მიუნხენის ტექნიკური უნივერისტეტის აკადემიური პროგრამების ბაზაზე. ყოვეწლიურად უნივერსიტეტში გამოჩნდება ახალი მიმართულებები, ახალი აკადემიური პროგრამები, მაგრამ ფილოსოფია იქნება შენარჩუნებული, ანუ ყოველი ახალი პროგრამა დაფუძნებული იქნება მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი უნივერისტეტის აკადემიურ პროგრამაზე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტში ქართველ პროფესორებთან ერთად ლექციებს წაიკითხავენ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები. ეს არის გარანტია იმისა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტის კურსდამთავრებულები იქნებიან კონკურენტუნარიანები მსოფლიო ასპარეზზე. ეს უნივერსიტეტი არის ბრწყინვალე საჩუქარი ჩვენი ახალგაზრდებისთვის სტუდენტებისთვის, ქართული აკადემიური სივრცისა და მთელი ქვეყნისთვის." - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა. ... ...
  • პენიტენციური სისტემის ყველა თანამშრომელი ამიერიდან კვირაში ერთხელ გაივლის PCR ტესტირებასმიმდინარე წლის 23 ოქტომბრიდან პენიტენციური სისტემის ყველა თანამშრომელი ნაცვლად ორკვირიანი შუალედისა, კვირაში ერთხელ გაივლის PCR ტესტირებას. ამასთან, შუალედში, ყოველ 72 საათში ერთხელ მოცემული პირები ანტიგენ-ანტისხეულზე სწრაფი ტესტით შემოწმდებიან. ახალი სამედიცინო პროტოკოლი კიდევ ერთი პრევენციული ზომაა იმისთვის, რომ პენიტენციურ სისტემაში განთავსებული ბრალდებულ/მსჯავრდებულები გარედან ვირუსის იმპორტისგან იყვნენ დაცულები. შეგახსენებთ, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, მიმდინარე წლის მაისის ბოლოდან პენიტენციური სისტემის თანამშრომლები ორ კვირაში ერთხელ გადიან PCR ტესტირებას. ხოლო პენიტენციური დაწესებულებების ის თანამშრომლები, რომლებიც მიმდინარე წლის 29 მარტიდან ყაზარმულ რეჟიმში მუშაობენ, ყაზარმული რეჟიმით დაწესებულებებში შესვლამდე მოწმდებიან PCR ტესტით. ჯამში მაისის ბოლოდან სექტემბრის ჩათვლით პენიტენციურ სისტემაში 13253 PCR ტესტი გაკეთდა. ამიერიდან კი ყველა თანამშრომელისთვის ტესტირების ახალი სისტემა ამოქმედდა. ... ...
  • პოლიციამ ქობულეთში მომხდარი ინკასატორის გაძარცვის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირიშინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ ქობულეთში მომხდარი, ინკასატორის გაძარცვის ფაქტი გახსნეს. ძარცვის ბრალდებით დაკავებულია 1986 წელს დაბადებული გ.მ. დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს, ქალაქ ქობულეთში, "საქართველოს ბანკის" სერვისცენტრის მიმდებარედ, თავს დაესხა შპს "დაირექტ დებიტ ჯორჯიას" ინკასატორს, რომელსაც ამავე კომპანიის კუთვნილი ფული - 55 000-მდე ლარი ძალადობის გამოყენებით გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა გ.მ. ქობულეთში დააკავეს. პოლიციამ, მის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნაძარცვი თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ძარცვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...