საზაფხულო სალათები თათარიახნად

კულინარია

საზაფხულო სალათები თათარიახნად

2013 ივლ 4 12:26:44
1. საჭირო მასალა: 2 ცალი საშუალო ზომის ხახვი, 800 გრამი მაგარი ყველი, შეიძლება სულგუნიც, 2 ცალი პომიდორი, 4 ცალი კიტრი, 200 გრამი ზეთისხილი, ერთი ცალი ლიმონი.

მომზადების წესი: ზეთში მოვშუშოთ ხახვი ისე, რომ ფერი არ შეიცვალოს. გავაგრილოთ. შემდეგ დავაყაროთ პატარა კუბიკებად დაჭრილი ყველი, პომიდორი და კიტრი. ვუყოთ გემოვნებით მარილი. ავურიოთ. ზემოდან მოვაწყოთ თხელ ფირფიტებად დაჭრილი ლიმონი და კურკაგამოცლილი, მრგვალად დაჭრილი ზეთისხილი. სალათი მზადაა.

2. საჭირო მასალა: 500 გრამი კიტრი, 2 ჭიქა მოხარშული ბრინჯი, ერთი კონა სალათის ფურცლები, ერთი კონა მწვანე ხახვი, შავი პილპილი, მაიონეზი ან ზეთი, ძმარი.

მომზადების წესი: კიტრი და ხახვი დავჭრათ კუბიკებად. სალათის ფურცლები წვრილად დავხიოთ (დაჭრილი ულაზათოა). დავაყაროთ მოხარშული, გაწურული ბრინჯი, ცოტა შავი პილპილი, ცოტა ძმარი. ამის შემდეგ ზეთი ან მაიონეზი მოვასხათ და ავურიოთ. ორივე არ მოასხათ.

3. საჭირო მასალა: 500 გრამი ბოლოკი, 300 გრამი უცხიმო ძეხვი, ერთი კონა ცერეცო, 4 ცალი საშუალო ზომის კიტრი, ერთი კონა მწვანე ხახვი (თუ არ გვექნება, 2 თავი ხახვით ჩავანაცვლოთ), ერთი პაკეტი მაიონეზი.

მომზადების წესი: მსხვილ სახეხზე გავხეხოთ ბოლოკი, წვრილ კუბიკებად დავჭრათ ძეხვი, კიტრი და ხახვი. ვუყოთ მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით და ავურიოთ მაიონეზთან ერთად.

4. საჭირო მასალა: სამი-ოთხი ცალი ვაშლი, ოთხი ცალი კვერცხი, ერთი ცალი მოზრდილი ხახვი, სამი ცალი პომიდორი, ერთი კონა ცერეცო, ერთი პაკეტი მაიონეზი.

მომზადების წესი: ვაშლი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე. კიტრი, პომიდორი და ხახვი დავჭრათ მსხვილ კუბიკებად. დავუმატოთ მარილი და შავი პილპილი გემოვნებით, მაიონეზი და ავურიოთ.

5. ავიღოთ 500 გრამი მიწის ვაშლი (ტოპინამბური), გავხეხოთ მსხვილ სახეხზე, დავამატოთ კუბიკებად დაჭრილი ნახევარი კილო კიტრი და ორი თავი ხახვი, შემდეგ კი წვრილად დაჭრილი თითო კონა ცერეცო და ოხრახუში. ვუყოთ წიწაკა და მარილი გემოვნებით და ავურიოთ მაიონეზთან ერთად. მიაქციეთ ყურადღება, _ ტოპინამბურით ანუ მიწავაშლათი გაკეთებული სალათი მდიდარია ვიტამინებით.

6. ერთი კილო ბადრიჯანი დავჭრათ კუბიკებად. ჩავყაროთ ანადუღებ ცხელ წყალში და ცოტა ხანს გავაჩეროთ. მერე ამოვწუროთ კარგად. ზეთში ჩავშუშოთ ორი თავი წვრილად დაჭრილი ხახვი და შემდეგ დავაყაროთ ბადრიჯანი. ვურიოთ დროგამოშვებით, არ დაგვეწვას. შემდეგ დავამატოთ ერთი ჭიქა მოხარშული ბრინჯი და წვრილად დაჭრილი ორი კონა ქინძი. შავი წიწაკა და მარილი გემოვნებით.

7. მოვხარშოთ ხუთი კვერცხი. სალათისთვის მხოლოდ ცილას ვიყენებთ, რომელიც უნდა დავჭრათ კუბიკებად. დავაყაროთ ორი ჭიქა მოხარშული ბრინჯი და წვრილად დაჭრილი თითო კონა ხახვი და ცერეცო, მარილი და შავი პილპილი გემოვნებით. შემდეგ ავურიოთ მაიონეზთან ერთად.




 ახალი ამბები
  • მაღალმთიანი აჭარის ფანჯრებში გაელვებული ზამთარიფაჩხა მაღალმთიანი აჭარის, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელია, ჩიტის ბუდესავით რომ ზის სხალთის მოდამოებში. ფოლკლორულ ანსამბლ „შემოქმედის“ სოლისტი, გურამ გუნთაძე საკუთარ ფოტოობიექტივიდან , თოვლის საფნელით მორთულ ფაჩხის  ეგზოტიკურ გარემოს გვაჩვენებს - ზუსტად, უნაკლო ხედვითა და სილამაზის უზადო აღქმით _ ასეთიაო მაღამთთიანი აჭარის ფანჯრებში  თუ ღია სივრცეში გაელვებული ... ...
  • ქუთაისში ხანძარი ლოკალიზებულიაქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია, ამის შესახებ "გურია ნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.უწყების ინფორმაციით, ამწუთებში მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაობი.ადგილზე მობილიზებულია რვა სახანძრო. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. შეგახსენებთ, ხანძარი დაახლოებით  ერთი სააათის წინ გაჩნდა. ამდრომდე  უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი და რა ოდენობის ზარალი მიადგათ მოვაჭრეებს. მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ს 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ... ...
  • ქუთაისის ბაზრობა იწვის_ ადგილზე რვა სახანძრო მუშაობსამ წუთებში ხანძარია ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ბაზრობაზე. როგორც "გურია ნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს,  ცეცხლი შენობის მეორე სართულს უკიდია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ადგილზე რვა სახანძრო მუშაობს. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი და რა ოდენობის  ზარალი მიადგათ ... ...
  • მესტიაში ახალგზარდა მამაკაცის დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყომესტიაში ახალგზარდა მამაკაცის დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო, ამის შესახებ "გურია ნიუსს"უწყების პრესსამსახურში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო. შეგახსენებთ, ინციდენტი სოფელ ჭუბერში რამდენიმე საათის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა თანასოფლელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მედიკოსების შეფასებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ... ...
  • მესტიაში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესმესტიაში მამაკაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით თანასოფლელმა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსიტალშია გადაყვანილი. როგორც "გურია ნიუსს" კლინიკაში უთხრეს, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. "პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ახალგზარდა მამაკაცს აქვს პატარა ჭრილობა მარცხენა ბეჭის არეში". "გურია ნიუსი" შსს დაუკავშირდა. უწყება მომხდარის დეტალებს ამ წუთებში ... ...

არქივი

ზაფრანი

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...

ლუდი გონების სამსახურში

როგორც ამერიკელმა და ახალზელანდიელმა მეცნიერებმა...

ბრიტანელები ჰიტლერის ფოტოებით დაინტერესდნენ

ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულ...

საუკეთესო თეთრ ღვინოებს შორის

Chateau d'Yquem მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ...