"გიცრული" _ სვანური მარილის ღირსება

კულინარია

"გიცრული" _ სვანური მარილის ღირსება

30 ოქტ. 2014, 13:00:18

ნაილი მარგველანი, წარმოშობით სვანი ქალბატონი, გურიაში ცხოვრობს და ქართული საკმაზ-სანელებლების უპირატეს ერთეულად "ბებიას მარილს" ანუ სვანურ მარილს მიიჩნევს. როგორც თვითონ ამბობს, სვანეთში ხშირად დადის და იქედან ჩამოაქვს იშვიათი სანელებელი _ "გიცრული", რომლის გარეშეც, მისი თქმით, სვანური მარილის დამზადება სვანეთისთვის სახელის წახდენაა.

_ ძირითადად ფალსიფიცირებულ მარილს ჰყიდიან სვანურის სახელით. აბა, მიმოიხედეთ, რამდენი ვინმე დაატარებს მარილით სავსე ვედროს. ან მარკეტებში შედით, ბაზარში ნახეთ. გინდა თუ არა სვანურიაო, გაიძახიან. არადა, სვანური მარილი გიცრულის გარეშე არაფერია. ეს მცენარე მხოლოდ სვანეთში მოდის. ის მარილთან ერთად უნდა დავნაყოთ. მასთან ერთად ცოტა ნიორი, ხმელი ქინძი, გამხმარი, დაფშვნილი ზაფრანი, წითელი წიწაკა, უცხო სუნელი. ნამდვილი "ბებიას მარილი" მშრალი, ნათელი ფერის უნდა იყოს. ზედმეტი ნიორი სველს ხდის, გემოც იკარგება. გიცრულზე იმასაც ამბობენ და წერენ, ძირააო, მაგრამ არაა _ ჰგავს მხოლოდ. ზამთრისთვის შესანახ ყველანაირ კერძს რომ ათას რაღაცას უშვებიან, ხახვის შემდეგ მხოლოდ სვანურ მარილს ვუმატებ ყველაფერს. აბა, სცადეთ, ოღონდ ნაღდი "ბებიას მარილით". სულ სხვა არომატი ექნება ყველა კერძს. რაც შეეხება თვითონ გიცრულს, გურიაშიც ჩამოვიტანე, დავრგე, ვეცადე, გამეხარებინა, მაგრამ ისე, როგორც სვანეთში იზრდება, აქ წელი ვერ გამართა. ამიტომ, ისევ იქედან ჩამოტანას ვამჯობინებ, რომ ჩემ დამზადებულ მარილს სახელი არ გაუფუჭდეს, _ გვეუბნება ქალბატონი ნაილი და გვირჩევს, მარილი რომ მარილია, ცუდისა და კარგის გარჩევა ამ საქმეშიც საჭიროა _ ხომ ხედავთ, ფალსიფიკაციამ მარილიც კი დაღუპაო.




 ახალი ამბები
  • როგორ უნდა მოიქცნენ თურქეთში სამკურნალოდ წასვლის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისაქართველოში თურქეთის საელჩო თურქეთში სამკურნალოდ წასვლის მსურველი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. კოვიდ-19-ის პანდემიის პერიოდში სამედიცინო მომსახურების მისაღებად თურქეთში წამსვლელ პაციენტებთან დაკავშირებით მიღებული ახალი რეგულაციის თანახმად, მათ უნდა მიმართონ ს.ს. საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს“ (USHAŞ). „ისინი უნდა დარეგისტრირდნენ პაციენტების მონიტორინგის სისტემაში, მისამართზე: “http://covid19st.ushas.com.tr”. სისტემაში თავად პაციენტმა, მისმა ახლობელმა, საავადმყოფომ ამ საშუამავლო ორგანიზაციამ უნდა გახსნას მომხმარებლის ანგარიში. რეგისტრაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოცემულია USHAŞ-ის ვებგვერდზე:http://www.ushas.com.tr. USHAŞ-ი თავად დაუკავშირდება და მიაწვდის საჭირო ინფორმაციას იმ პაციენტებს, რომლებიც დაიშვებიან თურქეთში სამკურნალოდ. ჩვეულებრივად, თურქეთში სამკურნალოდ წამსვლელმა პაციენტებმა უნდა მიმართონ თურქეთის ყველაზე ახლომდებარე წარმომადგენლობას და აიღონ სამკურნალო-მიზნობრივი ვიზა. კოვიდ-19-ის პანდემიის პერიოდში კი, თუ სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით თურქეთში წამსვლელი საქართველოს მოქალაქეები სასაზვრო-გამშვებ პუნქტებზე წარადგენენ USHAŞ-ის მოსაწვევ წერილს, ისინი გამონაკლისის სახით, ვიზის გარეშე, დაიშვებიან თურქეთის ტერიტორიაზე. ერთ პაციენტთან ერთად დაიშვება არა უმეტეს 2 პირისა. უცხოელმა პაციენტებსა და თანმხლებ პირებს თურქეთში ჩამოსასვლელად შეუძლიათ ისარგებლონ სტამბოლის აეროპორტით, სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტით, სტამბოლის საბიჰა გოქჩენის სახელობის აეროპორტით, ანკარის ესენბოღას აეროპორტით, ანტალიის აეროპორტით, საავტომობილო გზით, კერძოდ, სარფის, ქაფიქულეს, ჰაბურის სასაზღვრო-გამშვები პუნქტებით. აეროპორტში და საზღვარზე პაციენტებსა და მათ თანმხლებ პირებს გაუკეთდებათ ფასიანი კოვიდ-19-ის „პი სი არ“ (PCR) ტესტი ან მოხდება ტესტის მასალის აღება. აღნიშნული რეგულაციის შესახებ ეცნობათ საქართველოს უწყებებს“, - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ... ...
  • იაპონია ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ცვლილების ნებისმიერ მცდელობასსაქართველოში იაპონიის საელჩო განცხადებას ავრცელებს  ცხინვალის რეგიონთან/სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დაკავშირებით.  „იაპონია ხელახლა ადასტურებს მის თანმიმდევრულ პოზიციას, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთის საკითხის გადაწყვეტა მოხდეს მშვიდობიანი გზით, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების სრული დაცვით და საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული სახელმწიფო საზღვრების პატივისცემით, რაც უმნიშვნელოვანესია საქართველოსა და სრულიად სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობისათვის. იაპონია ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ცვლილების ნებისმიერ მცდელობას“,_ წერია ... ...
  • კომპენსაციების გაცემის პროგრამით უკანონოდ სარგებლობის მიზნით ყალბი დოკუმენტები- დაკავებულია 1 პირისაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კახეთის რეგიონში, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება - გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგენილია, რომ ერთ - ერთი კომპანიის ხელმძღვანელმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა ბოროტად ესარგებლა საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთათვის კომპენსაციების გაცემის პროგრამით. აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, მან დაამზადა ყალბი სამსახურებრივი ცნობები 11 პირის სახელზე, რომელთა მიხედვითაც, მოქალაქეები თითქოსდა წარმოადგენდნენ ბრალდებულის კომპანიის მიერ დაქირავებულ თანამშრომლებს და 2020 წლის 21 მარტიდან COVID 19-ის გამო იმყოფებოდნენ უხელფასო შვებულებაში. თითოეული ასეთი ცნობა, ბრალდებულის მიერ დამზადებულ და გასაღებულ იქნა 50 ლარის საფასურად. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბრალდებული ნასამართლევია ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გამოყენების ფაქტზე და ამჟამად იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის  კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-წლამდე ... ...
  • ოქროთი მანიპულაციაზე ოზურგეთში რამდენიმე პირი დააკავეს?ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ოზურგეთში რამდენიმე პირი დააკავეს ლომბარდში ოქროს ნივთებით მანიპულაციასთან დაკავშირებით. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ისინი მდარე ხარისხის ოქროთი ცვლიდნენ კლიენტის მიერ დატოვებულ ოქროს. შსს-ს თქმით, ამ საქმეზე პირები დაკავებულები არ არიან, თუმცა მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ს 180-ე მუხლით, რაც თაღლითობას ... ...
  • ჯგუფურად ჩადენილი ძალადობა და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება- თბილისში 2 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს რაიონული სამმართველოს და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1962 წელს დაბადებული მ.ხ. და 1980 წელს დაბადებული მ.გ. თბილისში დააკავეს. მ.ხ.-ს ბრალი ქ. თბილისში ი. ჭავჭავაძის ქუჩა N83-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯგუფურად ჩადენილ ძალადობაში, ხოლო მ.გ.-ს ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა- ტარებაში ედება. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მ.ხ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1988 წელს დაბადებულ ვ.კ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო მ.გ.-მ დანის და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებები 1980 წელს დაბადებულ გ.წ.-ს და 1994 წელს დაბადებულ ი.პ.-ს მიაყენა. სამართალდამცველებმა, მ.გ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღები - დანა და სავარაუდოდ ცეცხლსასროლი პისტოლეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. მ.ხ.-ს მიმართ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. მ.გ.-ს მიმართ კი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის "ა" ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა - შენახვა- ტარებას ... ...

არქივი


ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?