"ჩუშტარი" _ უგემრიელესი კერძი


კულინარია

"ჩუშტარი" _ უგემრიელესი კერძი

24 თებ. 2012, 13:04:23
ქვეყანას, რომლის სამზარეულოსაც ფეოდალური საქართველოს სუფრის კერძები მთელი სრულყოფილებით შემორჩა, ვერავინ გააკვირვებს სიახლეებით ან ძველის ისევ გახსენებით. თუმცა, მე მაინც შემოგთავაზებთ საინტერესო, გემრიელი და საჭირო მასალის შესაბამისად, საკმაოდ ხვავრიელი კერძის რეცეპტს, რომელსაც, როგორც ბებიისგან მახსოვს, "ჩუშტარი" ჰქვია და ახლაც ხშირად ვამზადებ.

საჭირო მასალა:

2 სუფრის კოვზი პურის ფქვილი, 2 თავი საშუალო ზომის ხახვი, 4 ცალი კვერცხი, 2 სუფრის კოვზი გატარებული ან ჩანაყილი ნიგოზი, ცოტა ნიორი, უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, მწარე წიწაკა, მარილი გემოვნებით. (შეგიძლიათ, გააორმაგოთ, ეს თქვენს სურვილზეა დამოკიდებული).

მომზადების წესი:

პურის ფქვილი მოვხალოთ ტაფაზე, ოდნავ შეწითლდეს და გადავდოთ. ცალკე, ზეთში ან კარაქში მოვშუშოთ, წვრილად დაჭრილი ხახვი, არ გაწითლდეს. ხახვის მოშუშვის პროცესში ავთქვიფოთ კვერცხი, გავქნათ მასში ჯერ პურის ფქვილი, შემდეგ ნიგოზი, მითითებული სანელებლები. შეიძლება, ოდნავ ანადუღები წყალიც დავამატოთ და დავასხათ ტაფაზე, რომელზეც მოთუშული ხახვი გვაქვს. დავახუროთ ხუფი და ნელ ცეცხლზე ვშუშოთ. რამდენიმე წუთში გადავაბრუნოთ, მჭადის მსგავსად, ძალიან მალე მზად იქნება. შემდეგ გადმოვიღოთ სინზე და დავჭრათ ზომებად.

"ჩუშტარი" ნიგვზის გარეშეც კეთდება, მხოლოდ მოხალული პურის ფქვილის შერევით, თუმცა ნიგვზით შეზავებული, გაცილებით გემრიელია, ნოყიერი და რაც მთავარია, სასარგებლო. ამასთანავე სასტუმრო სუფრაზეც მისართმევი.

 




 ახალი ამბები
  • დადასტურდა თუ არა ინფიცირების შემთხვევები ჩოხატაურის ბაზარშიჩოხატაურის აგრარულ ბაზარში  კივიდ-19 თან დაკავშირებით ტესტირება ჩატარდა. ტესტირება გაიარეს ადმინისტრაციის მოსამსახურე პერსონალმა და მოვაჭრეების ნაწილმა. როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს, გუშინ სულ 25 ტესტი ჩატარდა და ყველა მათგანის პასუხი ... ...
  • მოსწავლეთა ოლიმპიადის პირველი ტური დისტანციურად ჩატარდამოსწავლეთა ოლიმპიადის პირველი ტური, რომელიც ყოველ წელს ყველა საგანში ტარდება, ონლაინ რეჟიმით  ჩატარდა. აუცილებლად ჩატარდება მეორე ტურიც, თუმცა ის კვლავ ონლაინ რეჟიმით ჩატარდება თუ არა, ჯერ სკოლებისთვის ცნობილი არ არის. -პირველ ტურში ჩვენმა მოსწავლეებმა სერიოზული შედეგი აჩვენეს. ჯერჯერობით არ ვიცით, როდის ჩატარდება მეორე ტური, დისტანციურად თუ კონტაქტურად. ვიმედოვნებ, ჩვენი სკოლის მოსწავლეები მეორე ტურშიც იქნებიან საუკეთესოები, _ გვითხრა ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის დირექტორმა, ფატი სიორიძემ. „გურია ნიუსს“  ოზურგეთის დანარჩენი სკოლებიდანაც უთხრეს, რომ მოსწავლეებს კარგი შედეგები აქვთ პირველ ... ...
  • "მძევლების სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოითხოვდა კონკრეტული ქმედებების შესრულებას"საქართველოს პროკურატურამ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით ორი პირის მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე, გ.მ-ს ბრალდება წარუდგინა და გორის რაიონულ სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 16 იანვარს, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა გ.მ.-მ სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ხელისუფლების ორგანოებისგან სხვადასხვა მოთხოვნების შესრულების უზრუნველსაყოფად, კასპის მუნიციპალიტეტში მძევლად ხელში ჩაიგდო თ.ლ. და ს.ფ., უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და მძევლების სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოითხოვდა კონკრეტული ქმედებების შესრულებას. სამართალდამცველებმა გ.მ. 16 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ'' და ,,ი'' ქვეპუნქტებით (მძევლად ხელში ჩაგდება, ჩადენილი ორი პირის მიმართ, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 14-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ასევე, ბრალდებულის ქცევიდან გამომდინარე, კერძოდ, იმის დასადგენად, შეეძლო თუ არა გ.მ.-ს დანაშაულის ჩადენის მომენტში სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედებები, დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს მის ფსიქიკურ მდგომარეობას შეისწავლის. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ცნობისთვის, გ.მ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია. ამავე თემაზე: სპეცოპერაცია კასპში- ყოფილმა პოლიციელმა მძევლები ... ...
  • უნდა დავშალოთ თუ არა ნაძვის ხე ნათლისღებამდეგადმოცემის მიხედვით, საახალწლო  ნაძვის ხე ნათლისღებამდე უნდა დაიშალოს. უნდა დავშალოთ თუ არა ნაძვის ხე ნათლისღებამდე- ამ კითხვით ჩოხატაურის წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ თომა სიხარულიძეს მივმართეთ. „საეკლესიო წესდებაში არ წერია რომ ნაძვის ხე ნათლისღებამდე უნდა დაიშალოს. ტრადიციაა ალბათ ასეთი. მე, მაგალითად, იანვრის ბოლომდე მაქვს ნაძვის ხე და არ ვშლი. სავალდებულო არ არის ნაძვის ხის დაშლა, თუ ვინმეს სურვილი აქვს, შეუძლია დაშალოს“,_ გვიპასუხა ... ...
  • ჩოხატაურში საახალწლო დეკორაციების დაშლა მიმდინარეობსჩოხატაურში საახალწლო დეკორაციების დაშლა მიმდინარეობს. ამ წუთებში კულტურის ცენტრთან განთავსებულ ნაძვის ხეს შლიან. ცნობისთვის, ჩოხატაურში მთავარი ნაძვის ხე 21 დეკემბერს ... ...

არქივი