როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ხაჭოს პასკა

კულინარია

როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ხაჭოს პასკა

2016 აპრ 29 17:43:11

მოამზადეთ უგემრიელესი ხაჭოს პასკა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის ტკბილად შესახვედრად! აუცილებლად იხილეთ ეს მარტივი რეცეპტი და ისიც გვითხარით, თქვენ როგორ იცით ამ სააღდგომო დესერტის მომზადება. ცედრა, ცუკატები, კურაგა – სხვა რომელ ინგრედიენტებს იყენებთ? 

რეცეპტის ინგრედიენტები: 1.6 კილოგრამი ხაჭო (უკვე გაწურული, სუფთა წონა); 300 გრამი შაქარი; 200 გრამი კარაქი; 250 გრამი არაჟანი; 4 ცალი კვერცხი; 100 გრამი ქიშმიში; 5-6 პაკეტი ვანილის შაქარი; ცოტაოდენი წვრილად დაჭრილი მოხალული ნიგოზი 

მომზადების წესი 

იმისათვის, რომ აღდგომას უგემრიელესი პასკით შევხვდეთ, ხაჭოს გაწურვა ორი დღით ადრე  უნდა დავიწყოთ. დიდ მარლაში ვკიდებთ მას გრილ ადგილას, შაბათის დილამდე. ხოლო თუ ხაჭო მშრალია, მაშინ ამდენი დრო არ დასჭირდება და პირდაპირ შეგეძლებათ პასკის მომზადება.

1. დაწურულ ხაჭოს ვსრისავთ მეტალის საცერში. ცალკე ვთქვიფავთ კვერცხს და შაქარს. მომზადებულ გოგლი მოგლს შევათქვიფავთ დარბილებულ კარაქს. შემდეგ ნელ-ნელა ვუმატებთ ხაჭოს და არაჟანს. ბოლოს ვუმატებთ ვანილს, ნიგოზს და ქიშმიშს.

2. ფორმებს ჩავაწყობთ ჯამებში ან ღრმა თეფშზე,  ამოვაფენთ საკმარისი ზომის სველ 2-3-ფენა მარლას და შემდეგ  ჩავასხამთ მასში მიღებულ მასას. მარლას გადმოვწევთ გვერდებიდან და „მოვუკრავთ“ თავს. მასა ოდნავ მეტი უნდა იყოს – თავის მოკვრისას სითხე ქვემოთ ჩადის და პასკა მოცულობაში მცირდება.  ზემოდან დავადებთ ბრტყელ ქვას ან რაიმე სიმძიმეს, რომ სითხე გაუვიდეს. დროდადრო ამ სითხეს ვღვრით. ბოლოს, როცა ცოტა დარჩება, ქაღალდის ხელსახოცით ამოვაშრობთ.

თუ ფორმა არ გაქვთ, მაშინ იღებთ არაჟნის ან მაწვნის 500 ან 250 გრამიან პლასტიკის ქილებს, აჭრით ქვემოდან მხოლოდ ძირს და მიღებულ „ცილინდრს“ გამოიყენებთ ფორმად. ძირის მოჭრა იმისათვისაა აუცილებელი, რომ სითხე გარეთ გამოვიდეს.

მირთმევის წინ გადახსნით ზემოდან მარლას,  დაახურათვ თეფშს და ამოაბრუნებთ მასზე. შემდეგ მოხსნით ფორმას და მარლას.

გემრიელად მიირთვით! ნამდვილად უგემრიელესია!

წყარო: www.kulinaria.ge




 ახალი ამბები
  • ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე შვილმა მამა მოკლაშინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული ჯ.კ., ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში მცხოვრებმა არასრულწლოვანმა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების შედეგად, მამას - 1969 წელს დაბადებულ გ.კ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ჯ.კ.-მ, კვალის დაფარვის მიზნით, მოკლული მამის ცხედარი ეზოში მდებარე დამხმარე სათავსოს სარდაფში გადამალა. ასევე, დადგინდა, რომ მომხდარი ფაქტის დროს მამა-შვილი სახლში მარტო იმყოფებოდა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მალევე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით ... ...
  • აჭარის მაუწყებლის დირექტორის მოადგილის კონკურსი დახურესამ წუთებში აჭარის მაუწყებლის დირექტორის მოადგილის კონკურსი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. პროცესში მონაწილეობს სამი კონკურსანტი, მათ შორის ორი ტელევიზიის  თანამშრომელი ემზარ დიასამიძე და ფირუზ ბოლქვაძე. მესამე მონაწილეა ჟურნალისტი ვახო ხუზმიაშვილი. ამ ეტაპზე გასაუბრებას პირველი კანდიდატი გადის. შესარჩევი კომისიის წვერების უმრავლესობა მაუწყებლის თანამშრომელია ერთი კი ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორი. დღის ბოლომდე გახდება ცნობილი, ვისზე გააკეთებს არჩევანს კომისია. წყარო: ... ...
  • გახარია: "მერაბიშვილი არ იყო და ვერ იქნებოდა პოლიტიკური პატიმარი""ვანო მერაბიშვილი არ იყო და ვერ იქნებოდა პოლიტიკური პატიმარი"_ ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას ვანო  მერაბიშვილის შესახებ. ცნობისთვის,  ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება გუშინ დატოვა. როგორც მან განაცხადა დღევანდელი ხელისუფლების დამხობის შემდეგ, პოლიტპატიმრებისთვის ამ ციხის კარი ფართოდ ... ...
  • შინაგან საქმეთა მინისტრი: რუსეთის კვალი იყო ამ ყველაფერშიშინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ბათუმში, პოლიციელების დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და ოქტომბერში განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით  კომენტარი გააკეთა. „ეს მნიშვნელოვანი თემაა.  ეს მოხდა ოქტომბერში. ყველამ გაიგო. დიდი შეტევა იყო კიბერმიმართულებით. ვიმუშავეთ ჩვენს კოლეგებთან, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდა. ამ საკითხთან დაკავშირებით  ოფიციალური განცხადება  უკვე გაკეთდა. რა თქმა უნდა, განცხადება გავაკეთეთ ღიად, არ დაგვიმალია, საიდან იყო, საიდან მოდიოდა. გითხარით, რომ რუსეთის კვალი იყო ამ ყველაფერში. 21-ე საუკუნეა და ეს თემა, რა თქმა უნდა, პოპულარულია, სამწუხაროდ, მსოფლიოში, არა მარტო საქართველოში, დიდ ქვეყნებშიც,  როგორებიცაა: ამერიკის შეერთებული შტატები, ბრიტანეთი, ევროპის დიდი ქვეყნები. ეს საფრთხეები უფრო და უფრო იზრდება, რაც უფრო ვითარდება ტექნოლოგიები. ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად, რომ გავაუმჯობესოთ და უფრო მეტი კონტროლი იყოს, რათა არ მოხდეს ასეთი კიბერშეტევა. თუ მოხდება, მოხდეს იქვე ჩაკეტვა, ასე ვთქვათ, არ შემოვიდეს სივრცეში და არ დააზიანოს ესა თუ ის მიმართულება“,_ განაცხადა ვახტანგ ... ...
  • გალტ ენდ თაგარტი Global Finance -მა საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად აღიარაგალტ & თაგარტმა Global Finance-ის ჯილდოს „საუკეთესო საინვესტიციო ბანკი საქართველოში 2020 წელს“ მიღების შესახებ განაცხადა. აღნიშნული ჯილდოს მფლობელი გალტ & თაგარტი ზედიზედ მეექვსედ გახდა.   „Global Finance-ის აღნიშნული ჯილდო არის კომპანიის მიღწევების დასტური და კიდევ ერთხელ აღნიშნავს „გალტ & თაგარტ“-ის წამყვან როლს საქართველოს საინვესტიციო საბანკო სფეროში. გალტ & თაგარტი სთავაზობს მის კლიენტებს საინვესტიციო საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ტრანზაქციებზე“,- განაცხადა გალტ & თაგარტის მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ. "საინვესტიციო საბანკო საქმე მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალური ეკონომიკის წინსვლასა და განვითარებაში. ჩვენი ვაჯილდოებთ ხარისხიანი და  ინოვაციური გარიგებების დადებით გამორჩეულ იმ საინვესტიციო ბანკებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მომხმარებლის მუდმივ რეჟიმში ცვალებად საჭიროებებსა და მოთხოვნებს", - განაცხადა Global Finance-ის გამომცემელმა და მთავარმა რედაქტორმა, ჯოზეფ დ. ჯიარაფუტომ. ჟურნალმა Global Finance-მა, მე-21-ედ გამოავლინა მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკები ქვეყნების, რეგიონებისა და სექტორების მიხედვით. Global Finance-ის რედაქტორებმა, ინდუსტრიის ექსპერტებთან ერთად, გამარჯვებულთა გამოსავლენად შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენეს: ბაზრის წილი, გარიგებების სტრუქტურირების შესაძლებლობები, დისტრიბუციის ქსელი, სერვისი, რჩევები, ფასები, ინოვაცია, რეპუტაცია და სხვა.   Global Finance 1987 წელს დაფუძნდა და 50,050 ეგზემპლარს გამოსცემს, რომელსაც 189 ქვეყანაში ყავს მკითხველი. Global Finance-ს კითხულობენ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეები, კომპანიების პრეზიდენტები, გენერალური დირექტორები და ფინანსური დირექტორები, ასევე ფინანსურ სფეროში მოღვაწე სხვა ტოპ მენეჯერები, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ ინვესტიციების განხორციელებასა და სტრატეგიაზე, მულტიეროვნულ კომპანიებში და ფინანსურ ინსტიტუტებში. ჟურნალის ვებგვერდი GFmag.com აქვეყნებს ანალიტიკასა და სტატიებს და წარმოადგენს 32 წლიან გამოცდილებას საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე. Global Finance-ის სათავო ოფისი მდებარეობს ნიუ იორკში, ასევე აქვს ოფისები ლონდონსა და მილანში. ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...