პომიდვრის შენახვა ზამთრისთვის

კულინარია

პომიდვრის შენახვა ზამთრისთვის

7 ნოე. 2016, 00:22:56

გარდა მორსისა და დაჭრილი პომიდვრისა, თქვენ შეგიძლიათ შეინახოთ მთელი პომიდვრები ზამთრისთვის. ამ შემთხვევაში, ყველაზე მნიშვნელოვანი კონსერვირებისას სისუფთავის, სტერილიზაციის პირობების დაცვაა მთავარი. მთელ პომიდვრებს მჟავა გარემოში, წყალში ან საკუთარ წვენშივე აკონსერვებენ. ჩვენ დღეს ერთ-ერთ მეთოდს გაგაცნობთ, რომელშიც მჟავა გარემოს ლიმონის წვენის დამატება ქმნის.

            შეარჩიეთ საშუალო ზომის, ნებისმიერი ჯიშის პომიდორი. მთავარია იგი გადამწიფებული ან დაზიანებული არ იყოს. მოაცილეთ ყუნწები და კარგად გარეცხეთ. ამის შემდეგ, ბასრი დანით ჯვრისებურად ან X-ისებურად გადავსეროთ, რომ ადვილად გავფცქვნათ.

კანის გასაცლელად ჩავყაროთ მდუღარე წყალში რამდენიმე ცალი პომიდორი, 1 წუთით გავაჩეროთ და გადავიტანოთ ყინულიან ან ძალიან ცივწყლიან ჯამში. კანი ძალიან ადვილად ან თავისით გაძვრება.

კანგაცლილი პომიდვრები დავალაგოთ ფიცარზე ან ჯამზე, რომ ზედმეტი წვენისგან და წყლისგან ჩამოიწრიტოს.

ასე მოვამზადოთ დასაკონსერვებელი პომიდორი. უმჯობესია, თუ პომიდვრებს შუაზე ან მეოთხედებად დავჭრით. მოვაცალოთ თესლი და გაუხეშებული ნაწილები.

რამდენიმე წუთის განმავლობაში მდუღარე წყალში სტერილიზაცია გაუკეთეთ ქილებს და ხუფებს. სტერილიზებულ ქილებში ჩავალაგოთ პომიდორი. თუ სურვილი გაქვთ, ჩაუმატეთ ნიორი, პოლპილი, დაფნა ან ხმელი რეჰანი. ქილის ყელამდე დატოვეთ 1,5 სმ ცარიელი ადგილი, ჩაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი და ქილა მდუღარე წყლით ან პომიდორისვე წვენით შეავსეთ. დააწექით მასას ქილაში კოვზით, რომ გამოიდევნოს ჰაერის ბუშტუკები და ისევ დაუმატეთ წვენი.

შევსებულ ქილას დაახურეთ ხუფი და მოხუფეთ. ამის მერე, დაბალკიდიან ქვაბში ჩააფინეთ ტილო, ჩაალაგეთ ქილები და ნელ ცეცხლზე 40-60 წუთი გაასტერილეთ (დრო დამოკიდებულია ქილის სიდიდეზე).

ქვაბს სახურავი დაახურეთ, რომ ქილის გახეთქვის შემთხვევაში, უსაფრთხოდ იყოთ. გამორთეთ ქვაბი, დატოვეთ ქილები ცხელ წყალში ნახევარი საათით.

კარგად შეამოწმეთ ქილები _ მჭიდროდ და ჰერმეტულად არის თუ არა დახუფული. საეჭვო ქილები არ შეინახოთ და მაშინვე მოიხმარეთ.

დაკონსერვებული პომიდორი შეინახეთ გრილ ადგილას. პომიდვრის ნაჭრები თუ ზევით ამოიწევს, ეს არაა საშიში, მთავარია ქილის ჰერმეტულობა არ დაირღვეს და ხუფი არ ამოიბურცოს.




 ახალი ამბები
  • ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე პირის ვინაობა დადგენილიაზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე პირის ვინაობა დადგენილია და ის იდენტიფიცირებულია. ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უწყება 21 ოქტომბერს მომხდარი "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით ავრცელებს. უწყება მედიას და საზოგადოებას მოუწოდებს, თუ სხვადასხვა წყაროებით მათთვის ცნობილი გახდა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და ფოტოსურათი, არ გაავრცელონ, რადგან ეს ხელს შეუშლის მიმდინარე საგამოძიებო ღონისძიებებს. "შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე პირის ვინაობა დაადგინა და ის იდენტიფიცირებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმართავს მედიასაშუალებებს და საზოგადოების ყველა წევრს, თუ სხვადასხვა წყაროებით მათთვის ცნობილი გახდა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და ფოტოსურათი, არ გაავრცელონ აღნიშნული ინფორმაცია, რადგან ეს ხელს შეუშლის მიმდინარე საგამოძიებო ღონისძიებებს. პოლიციის მიერ იდენტიფიცირებული პირის ადგილსამყოფელის დადგენის და მისი დაკავების მიზნით სამართალდამცველების მიერ სპეციალური ოპერატიული, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს",- ნათქვამია ... ...
  • “ოცნებას” კოალიცია დასჭირდება, ნაციონალები სათავეში ვერ მოვლენ” – პაატა ზაქარეიშვილიკონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ “ქართული ოცნება” არჩევნებზე 45%-ზე მეტს ვერ აიღებს. _ ეს არის ძალიან მინიმალური უპირატესობა, რის გამოც მას შეიძლება მოუწიოს რომელიმე პარტიასთან კოალიციაში შესვლა, რაც ნამდვილად არ არის ტრაგედია და ძალიან ნორმალური პროცესია, _ ამბობს ის “ახალ თაობასთან” ინტერვიუში. მისი აზრით, ოპოზიცია ისეთი ძლიერი იქნება, რომ “ქართულ ოცნებას” გასაქანს არ მისცემს. _ ეს კი ნებისმიერ შემთხვევაში “ოცნების” წარუმატებლობა იქნება. 2016 წლის შედეგებს “ქართული ოცნება” ვერ გაიმეორებს. ამიტომ ყველა ასე შეაფასებს, რომ “ქართული ოცნება” დამარცხდა 2016 წლის ფონზე, როცა ჰქონდა მას საკმაოდ მაღალი რეიტინგი და დიდი წარმატება. როგორც ზაქარეიშვილი ამბობს, "ოცნებას" კოალიცია დასჭირდება. – ოცნებას, რა თქმა უნდა, კოალიცია დასჭირდება! თუ კოალიცია არ დასჭირდება, მისთვის კიდევ უარესი. თუ წავა კოალიციის გარეშე, მაშინ მთელ ოპოზიციას აიმხედრებს მის წინააღმდეგ. დღეს ოპოზიციაში ბევრი გამოცდილი პოლიტიკოსია, “ქართულ ოცნებაში” პოლიტიკოსები არ არიან, იქ არიან მხოლოდ მედროვეები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს შეჰყურებენ ხელებში და შესციცინებენ თვალებში. აქედან გამომდინარე, ისინი ყველაფერს გააკეთებენ ისე, როგორც ივანიშვილი იტყვის, ივანიშვილმა კი არ იცის, რა გააკეთოს. რომ სცოდნოდა, ამდენ ხანს გააკეთებდა რამეს. “ქართულმა ოცნებამ” სიტუაცია თავად შეიყვანა კრიზისში, ახლა გამოდის და იძახის, მე თუ არ მომცემთ ხმას, ისევ ნაციონალური მოძრაობა მოვაო. ეს ზღაპარია და ნუ ატყუებენ ხალხს! რადგან – თუ 60% გაქვს შენ, “ქართულ ოცნებას”, თუ ამას თავადვე ამბობ და 15% აქვს ნაციონალურ მოძრაობას, როგორ მოვა 15%-იანი პარტია ხელისუფლებაში?! ეს გამორიცხულია. ამიტომ ხალხს ნუ ატყუებენ", _ აღნიშნა ზაქარეიშვილმა. წყარო" "ახალი ... ...
  • იმერეთში კოვიდინფიცირებულების მართვაში 12 კლინიკაა ჩართულიიმერეთში კოვიდინფიცირებულების მართვაში 12 კლინიკაა ჩართული, _ ეს ინფორმაცია დღეს მხარის რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ ქუთაისში ჯანდაცვის მინისტრთან, ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრაზე გააჟღერა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, რეგიონში კოვიდკლინიკების წარმომადგენლებს შეხვდნენ. მინისტრმა რეგიონში არსებულ ეპიდვითარებაზე, რეგულაციების დაცვასა და ინფიცირებულების სწორად მართვის პროცესზე იმსჯელა. ასევე, ყურადღება გაამახვილა არსებულ ხარვეზებზე და აღნიშნა, რომ სამინისტრო მზად არის თითოეული საკითხის გადაჭრაში მყისიერად ჩაერთოს. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, რეგიონულ ჭრილში კლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრა და უწყვეტი კომუნიკაცია მნიშვნელოვანია, რადგან სამინისტროს გააჩნია კონკრეტული გეგმა თუ როგორ უნდა მოხდეს თითოეული რეგიონის გაძლიერება იმ საჭიროებების მიხედვით რაც შეხვედრებზე იკვეთება. ,,იმერეთის მასშტაბით, მთლიანად 12 კლინიკაა ჩართული კოვიდინფიცირებულების მართვაში. შესაბამისად, გვქონდა შეხვედრა კლინიკების წარმომადგენლებთან და იმ ხარვეზებზე ვიმსჯელეთ, რაც ამ ეტაპზეა. ასევე, გვქონდა აქცენტირება, რომ მთლიანად ჩვენმა თანამოქალაქეებმა, როგორც სადიაგნოსტიკო ნაწილში ასევე კლინიკურ ნაწილშიც, მიიღონ ის მომსახურება, რაც მათი ჯანმრთელობისთვის არის მნიშვნელოვანი", - აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ. იმერეთის რეგიონში კოვიდინფიცირებულების მართვაში ამ ეტაპზე ჩართულია 12 კლინიკა, კოვიდ სასტუმროები, ასევე, უსიმპტომო პაციენტები ექიმების მეთვალყურეობით ბინაზე ... ...
  • "სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულის სუიციდის ფაქტს არ მალავს" (R)სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულის სუიციდის ფაქტს კი არ მალავს, არამედ პატიმრის პერსონალური მონაცემების გასაჯაროებისგან იკავებს თავს, _  სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ტელეკომპანია ფორმულას ეთერში 2020 წლის 24 ოქტომბერს გასულ სიუჟეტს, რომელშიც სამოქალაქო სექტორის კლინიკაში ბრალდებულის სუიციდზე იყო საუბარი. "სიუჟეტში ითქვა, რომ "პატიმარი მეთადონის პროგრამაში იყო ჩართული. მეთადონზე დამოკიდებულების გამო, ახალგაზრდა მამაკაცს დაუმძიმდა მდგომარეობა და დაეწყო ნარკოტიკული შიმშილი." სიუჟეტის ნარატივი არის იმგვარი, რომ თითქოს სწორედ ეს გახდა სუიციდის მიზეზი. რეალურად ბრალდებული, რომელზეც სიუჟეტში იყო საუბარი, პენიტენციურ სისტემაში 2020 წლის 7 ივნისს მოთავსდა. პენიტენციურ დაწესებულებაში მიყვანისას, მან აღნიშნა, რომ მეთადონის პროგრამაში იყო ჩართული, იღებდა 80 მგ მეთადონს. შესაბამისად, დაწესებულებაში მოთავსებისთანავე გაეწია ნარკოლოგის კონსულტაცია, ჩაერთო მეთადონით დეტოქსიკაციის პროგრამაში და თავდაპირველად დაენიშნა 80 მგ მეთადონი, თუმცა გარდაცვალების მომენტისთვის (დაკავებიდან ოთხი თვის გასვლის შემდეგ) იგი უკვე იღებდა 3 მგ-ს. ეს არის ის დოზა, რომლითაც დეტოქსიკაციის პროგრამა სრულდება. შესაბამისად, ნარკოტიკული შიმშილის და ამ ნიადაგზე ფსიქიკური მდგომარეობის დამძიმების შესახებ საუბარი საფუძველს მოკლებულია და პატიმრის სუიციდის საქმეში სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართ ტელეკომპანიის მხრიდან უსაფუძვლო ბრალდებების წამოყენებას ისახავს მიზნად. სამოქალაქო სექტორის კლინიკაში ბრალდებული არა კარანტინის, არამედ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე იყო მოთავსებული, თუმცა ვინაიდან პატიმრის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია პერსონალური მონაცემების შემცველია, პენიტენციური სამსახური თავს იკავებს ამ მონაცემების გასაჯაროებისგან. ასე მოიქცა სამსახური მაშინაც, როდესაც დაგვიკავშირდა ტელეკომპანიის ჟურნალისტი და ვინაიდან არ იცოდა არც იმ პატიმრის ვინაობა, ვიზეც სიუჟეტს აკეთებდა, არც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, სპეციალური პენიტენციური სამსახურისგან ითხოვდა ამ მონაცემებს, რაც სამსახურმა არ გასცა. როგორც სიუჟეტიდან ჩანს, ჟურნალისტმა სიუჟეტი ისე მოამზადა, რომ ვერც პატიმრის ვინაობა გაარკვია და ვერც მოცემული პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებები, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია სიუჟეტის ავტორისთვის, რომ უსაფუძვლო ბრალდებები წამოეყენებინა პენიტენციური სამსახურისთვის და უარყოფითად დაეხასიათებინა გარდაცვლილი. თავის მხრივ, პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ როგორც ყველა სხვა პატიმრის, ასევე მოცემული პირის უფლებებიც სრულად იყო დაცული, მას მიეწოდებოდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე შესაბამისი სამედიცინო სერვისი. რაც შეეხება უშუალოდ ბრალდებულის სუიციდს, რომელსაც ადგილი ჰქონდა მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს, ფაქტის შესახებ დადგენილი წესით დაუყოვნებლივ ეცნობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, რომელმაც მომხდარზე დაიწყო გამოძიება. სპეციალური პენიტენციური სამსახური სრულ მზადყოფნას გამოთქვამს, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მას მიაწოდოს ყველა სახის ინფორმაცია, რაც გამოძიების პროცესში იქნება საჭირო", _ ნათქვამია  სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში. ... ...
  • „ოჯახში საშინელებები ხდება, ეს მეორე მიცვალებულია“ – 16 წლის მოზარდმა თავი მოიკლასაზარელი ტრაგედია მოხდა მცხეთაში, სოფელ მისაქციელში. როგორც „გურია ნიუსს“ ადგილიდან აცნობეს, 16 წლის მოზარდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. იგი ხეზე ჩამომხრჩვალი ახლობლებმა ნახეს. „ოჯახში საშინელებები ხდება, ეს მეორე მიცვალებულია. რამდენიმე თვის წინ მისმა 17 წლის ძმამც თავი მოიკლა. სოფელი შოკშია“, _ ამბობს წყარო. დეტალების გასარკვევად „გურია ნიუსი“ მერის წარმომადგენელს მისაქციელში, გიორგი ქაშიაშვილს დაუკავშირდა. როგორც ქაშიაშვილმა განმარტა, შემთხვევა 22 ოქტომბერს მოხდა. თუ რა გახდა 16 წლის მოზარდის თვითმკვლელობის მიზეზი, ამდრომდე ... ...

არქივი