არდი

კულინარია

არდი

2012 ივლ 14 06:50:33
ჯერ კიდევ ძველი რომის, საბერძნეთისა და ეგვიპტის მოსახლეობა მოიხმარდა არდის ფურცლებს საკვებად და სამკურნალოდ, ფრანგები კი მისი ფესვებისგან ყავის მსგავსს სასმელს ამზადებდნენ.

არდი მდიდარია B ჯგუფის A და C ვიტამინებით. იგი შეიცავს ინსულინს, რომელიც მონაწილეობს ნივთიერებათა ნახშირწყლების ცვლის პროცესში. ძალიან სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის. ალბათ ამიტომ აღიარეს დასავლეთთევროპელმა ექიმებმა არდი, როგორც მუდმივი, ძალიან საჭირო კომპონენტი დიაბეტის მკურნალობაში.

გლიკოზიდი ინტიბინი არდის ფურცლებს მომწარო გემოს აძლევს. არდი ასევე შეიცავს კალიუმის მარილებს, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს თირკმლების მუშაობას. ამით აიხსნება მისი სამკურნალო ეფექტი თირკმლის დაავადებისას.

არდი სასიკეთო ზეგავლენას ახდენს სისხლის წარმოქმნაზე, საჭმლის მონელებაზე, გულ-სისხლძარღვთა და ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობაზე.

ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი არდის საკვებად გამოყენება ამაღლებს ორგანიზმის გამძლეობას სხვადასხვა დაავადებებისადმი, აჩქარებს ჩირქოვანი იარების, ჭრილობების განკურნების პროცესს.

არდი გამოიყენება როგორც ცალკე, ასევე ვაშლთან, ლიმონთან, ბაბუაწვერასთან, სტაფილოსთან და მწვანილთან ერთად. მისგან გემრიელ და სამკურნალო კერძებს ამზადებენ. ფესვებისგან ხარშავენ ყავას და იყენებენ კოქტეილებში.

კარგი შაქრისდამწევი ეფექტი აქვს არდის ახალგამოწურულ წვენს ან ფოთლების ნაყენს. ამ მიზნით კარგია როგორც ახალი, ისე გამხმარი ფურცლები.

არდის წვენით შეიძლება არყის ხის წვენის კუპაჟირება და მისი სამკურნალო სასმელად გადაქცევა. დიაბეტიკებისთვის ასეთი სასმელის მიღება ნებადართულია ექიმი-დიეტოლოგების მიერ.

გთავაზობთ არდის მომზადების რამდენიმე ვარიანტს

არდისა და ბაბუაწვერას ფოთლების სალათა

საჭიროა: 100 გრ. არდი, 50 გრ. ბაბუაწვერას ფოთლები, 20 გრ. მწვანე ხახვი, 20 გრ. ნაღები, 1/2 ც. ლიმონი, მარილი, 1 ც. კვერცხი.

არდისა და ბაბუაწვერას ფოთლები დაჭერით, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, მოაფრქვიეთ მარილი, მოასხით ლიმონის წვენი და ნაღები. აურიეთ. მოაყარეთ წვრილად დაკეპილი მოხარშული კვერცხი.

მოშუშული არდი სტაფილოთი და ხახვით

საჭიროა: არდი 100 გრ, სტაფილო 100 გრ, ხახვი 60 გრ, კარაქი 10 გრ, ზეთი 30 გრ, ტომტი 10 გრ, ცერეცო 5 გრ, მარილი.

არდის დაჭრილი ფოთლები ჩაყარეთ ქვაბში და მოშუშეთ კარაქში (ნელ ცეცხლზე). ცალკე, მცენარეულ ზეთში კარგად მოშუშეთ გახეხილი სტაფილო წვრილად დაჭრილ ხახვთან და ტომატთან ერთად. მიღებული მასა მოასხით მოშუშული არდის ფოთლებს, მოაფრქვიეთ მარილი, ძალიან ფრთხილად აურიეთ და შუშეთ კიდევ 5 წთ. მზა კერძს მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი.

არდი ყველით

საჭიროა: 3 ც. არდი, 50 გრ. კარაქი, 50 გრ. ყველი, 3 კბილი ნიორი, 1 ც წინა დღის ბატონი, ცოტ-ცოტა კვლიავი და მაიორანი, მარილი გემოვნებით.

1. პური დაჭერით, გაახმეთ, დატეხეთ, ჩაყარეთ ბლენდერში ჩაუმატეთ კვლიავი და მაიორანი, დააქუცმაცეთ.

2. არდის კოკორი გაჭერით სიგრძეზე 2 ნაწილად. დაჭყლიტეთ ნიორი და კარგად წაუსვით არდის ნაჭრებს.

3. სქელძირიან ტაფაში გაადნეთ კარაქი, ჩააწყვეთ არდის ნაჭრები და ორივე მხრიდან კარგად შეწვით.

4. ერთმანეთში აურიეთ დაფქვილი ორცხობილა და მსხვილად გახეხილი ყველი.

5. ყველა ნაჭერი ამოატრიალეთ განაჭერით ზემოთ, მოაყარეთ ყველიანი ორცხობილა და შედგით წინასწარ 190 გრადუსზე გახურებულ ჰაერღუმელში.

ცხვება 30 წუთს.

არდის სალათა სტაფილოთი და ვაშლით

საჭიროა: არდი 100 გრ, სტაფილო 40 გრ, ვაშლი 40 გრ, ნაღები 30 გრ.

არდი დაჭერით, სტაფილო და ვაშლი გახეხეთ, დაუმატეთ ნაღები და აურიეთ.

კლასიკური საუზმე არდისგან

საჭიროა: არდის 3 დიდი კოკორი, შებოლილი ბეკონის 12 წვრილი ნაჭერი (2-10 სმ), 2 ს.კ. დიჟონის მდოგვი, 300 გრ. 22%-იანი ნაღები, 150 გრ, ყველი გრიუერი, 1 ჩ.კ. კარაქი, 1/2 ლიმონის წვენი. ჰაერღუმელი წინასწარ გააცხელეთ 190 გრადუსზე.

1. გაჭერით არდი შუაზე. თუ შიგნით უხეშია, ამოაცალეთ.

2. ღრმა ტაფაში გაადნეთ კარაქი, ჩაალაგეთ შიგნით წინასწარ ლიმონის წვენმოსხმული არდი. 15 წუთს გააჩერეთ ცეცხლზე, ხშირად გადააბრუნეთ, რომ თანაბრად შეიწვას.

3. ამოიღეთ არდი, თითოეული ნაწილი შეახვიეთ ბეკონის ნაჭერში და დააწყვეთ სქელძირიან ტაფაზე. თუ არდის შეწვის შემდეგ დარჩა წვენი, შეგიძლიათ მოასხათ ზემოდან.

4. მდოგვი, ნაღები და გახეხილი ყველი კარგად აურიეთ, დაასხით კერძს და შედგით ჰაერღუმელში 30 წუთით. სუფრაზე მიიტანეთ შემწვარ პურთან ერთად.

P.S. მრავალფეროვნებისთვის, შეგიძლიათ, ბეკონის ნაწილი, არდის ფოთოლში შეახვიოთ.




 ახალი ამბები
  • მიხეილ სააკაშვილი: როგორც ვანომ თქვა, ჩვენ ქვეყანას სჭირდება წინსვლა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლას საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება. “მივესალმები ვანო მერაბიშვილის თავისუფლებაზე ყოფნას,მრავალწლიანი უდანაშაულოდ პატიმრობის შემდეგ. მე ვამაყობ მისი გაუტეხელობით,შემართებით და სიმტკიცით. ვეთანხმები, რომ ივანიშვილი აუცილებლად დასრულდება. დასრულდება არა ჩვენი პირადი გრძნობების გამო, არამედ იმიტომ, როგორც ვანომ თქვა, ჩვენ ქვეყანას სჭირდება წინსვლა და განვითარება. მოვუწოდებ ყველას შერიგებისკენ, არა წარსულისკენ,არამედ მომავლისკენ სწორებისკენ“,_ წერს ფეისბუქზე მიხეილ ... ...
  • ვანო მერაბიშვილი: "წლის ბოლომდე მე გაძლევთ გარანტიას ამ ხელისუფლების დამხობის"შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მან ჟურნალისტებთან პოლიტიკური განცხადებები გააკეთა. „ამის გაკეთება არის აუცილებელი და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიწყოს განვითარება, ქვეყანა წავიდეს წინ, ჩვენი ხალხის კეთილდღეობა გაიზარდოს, გაქრეს უიმედობა, ახალგაზრდობას მიეცეს პერსპექტივა, ადამიანებს დასაქმება და ღირსეული ხელფასი, მოხუცებს კი ღირსეული პენსია. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. წლის ბოლომდე მე გაძლევთ გარანტიას ამ ხელისუფლების დამხობის მერე, ამ ციხის კარები ფართოდ გაიღება და ყველა ის პოლიტპატიმარი, ვინც ამ ციხეში ზის.“ -თქვა ვანო ... ...
  • დაგვეხმარეთ მაუწყებლის გადარჩენაში - ჟურნალისტების ნაწილი დიპლომატიურ კორპუსს მიმართავსაჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ. ისინი ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის - მაია მერკვილაძის შტატის გაუქმება სარედაქციო პოლიტიკაზე პირდაპირი თავდასხმად მიიჩნევენ და დიპლომატიურ კორპუსს მიმართავენ. "საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას ახალი ამბების სამსახურის თანამშრომლები სარედაქციო დამოუკიდებლობის შეზღუდვად მივიჩნევთ. ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის - მაია მერკვილაძის შტატის გაუქმება სარედაქციო პოლიტიკაზე პირდაპირი თავდასხმაა. დღეს მრჩეველთა საბჭომ და მაუწყებლის დირექტორმა არხის თანამშრომლების მოთხოვნა, - საკითხის უკეთ შესწავლის მიზნით მისი განხილვა გადადებულიყო, არ გაითვალისწინა. გაუგებარია, რატომ არის პროცესი ფორსირებული, როდესაც დირექტორს ისედაც აქვს გაცხადებული, რომ რეორგანიზაციას გეგმავს. ამასთან, დაწყებულია დისციპლინური დევნა ახალი ამბების სამსახურის უფროსის - შორენა ღლონტის წინააღმდეგ, რაც კიდევ უფრო მეტად გვიღრმავებს ეჭვებს, რომ მენეჯმენტისთვის სასურველი ახალი კადრების შემოსაყვანად პოზიციები თავისუფლდება. გვაქვს მოლოდინი, რომ მაია მერკვილაძის შემდეგ, სარედაქციო პოლიტიკას ჩამოაშორებენ ახალი ამბების ხელმძღვანელს - შორენა ღლონტს. მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში შექმნილი ვითარება საარჩევნო წელს ემსახურება არასასურველი კადრების, განსაკუთრებით კი - კრიტიკული ჟურნალისტების ჩამოშორებას. მივმართავთ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს - ჩაერთონ პროცესში და დაგვეხმარონ მაუწყებლის გადარჩენაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაზარალდებიან არა მხოლოდ ჟურნალისტები, არამედ დაზიანდება საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა, რაც კიდევ უფრო დააზარალებს მედიაგარემოს, პლურალიზმსა და დემოკრატიულ პროცესებს ქვეყანაში. დირექტორის მიერ დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებები შეეხო სხვა სამსახურებსაც. მაგალითად: საავტორო - შემოქმედებითი გადაცემების სამსახურის უფროსის მოადგილეს შემოქმედებითი მიმართულებით - გიორგი მურვანიძეს, ამავე სამსახურის მოადგილეს საორგანიზაციო მიმართულებით - ბესო დუმბაძეს და ფინანსური სამსახურის უფროსის მოადგილეს მაია შაშიკაძეს. ასევე სხვა მოადგილეების შტატებს, რომლებიც ვაკანტური იყო. მაუწყებელში დღეს განვითარებული მოვლენები ლოგიკური გაგრძელებაა იმ პროცესებისა, რომელიც დაიწყო 2019 წლის აპრილში ნათია კაპანაძის იმპიჩმენტით, გაგრძელდა მაუწყებლიდან ნათია ზოიძის იძულებით წასვლით და ნათია შავაძესთან შრომითი ხელშეკრულების ამოწურვით."_ ნათქვამია ... ...
  • ჩოხატაურელი ნორჩი მხატვრების წარმატება "ზამთრის ვერნისაჟზე"მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში გურიის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ნამუშევრების მეცხრე გამოფენა-კონკურსი _ „ზამთრის ვერნისაჟი“ მოეწყო. გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს ჩოხატაურის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა, რომლებიც სხვადასხვა ნომინაციაში, ოზურგეთის მერიისა და საკრებულოს მიერ მიერ დაჯილდოვდნენ სიგელებით, ფულადი ჯილდოთი და ფასიანი საჩუქრებით. ნომინაციაში ,,საუკეთესო ფერწერა'' დაჯილდოვდა პაპუნა ჯინჭარაძე (მე- 5 კლასი), ნომინაციაში ,,საუკეთესო კომპოზიცია'' _ ლუკა ფუტკარაძე (მე-3 კლასი); ნომინაციაში ,,საუკეთესო ნახატი’’ _ ნანა კვინტრაძე (მე-6 კლასი); ნომინაციაში ,,მნახველის სიმპათია’’ _ ანასტასია კობიძე (მე-4 კლასი). ა(ა)იპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების სამხატვრო სკოლის ყველა მონაწილე ცენტრის მიერ დაჯილდოვდა სიგელებით გამოფენაზე ... ...
  • ხანძარი ზუგდიდში, სოფელ ზედა ეწერშიხანძარი იყო ცოტა ხნის ზუგდიდში, სოფელ ზედა ეწერში. როგორც ადგილიდან "გურია ნიუსის" ჟურნალისტი იტყობინება, ცეცხლი ეკალ-ბარდებს ეკიდა. ხანძარი ამდროისთვის ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სამი სახანძრო მუშაობდა. ჯერჯერობით, უცნობია, რამდენი ჰექტარი დაიწვა. ასევე, უცნობია ხანძრის გამომწვევი ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...

სიზმრის ახსნა

ორსულობა სიზმრები ორსულობის შესახებ შეიძლება...

მკურნალი პროდუქტები

დამწვრობისას გიშველით ალოე ვერა. დღეში...

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...