მიირთვით კვერცხი

კულინარია

მიირთვით კვერცხი

2013 იან 31 14:28:53

კვერცხი ძვირფასი საკვები პროდუქტია. იგი მდიდარია სრულფასოვანი ცილებით.

სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო ფრინველის კვერცხის ფერი, ფორმა და წონა სხვადასხვაა.

კვერცხი მდიდარია ორგანული და მინერალური ნივთიერებებით, ვიტამინებით. იგი შეიცავს ორგანიზმის ცხოველმყოფელობისთვის საჭირო ყველა ნივთიერებას. ქათმის კვერცხი შეიცავს 73,6% წყალს, 12,8% ცილებს, 11,8% ცხიმებს, 1% ნახშირწყლებს, 0,8 მინერალურ ნივთიერებებს. კვერცხში არის ლეციტინი და A, B1, B2, D, E, K, PP ვიტამინები. კვერცხისგან ამზადებენ გაყინულ კვერცხის პროდუქტებს და კვერცხის ფხვნილს. პერსპექტიულია გაყინული კვერცხის პროდუქტის წარმოება, რადგანაც ისინი მნიშვნელოვნად ინარჩუნებენ ნატურალურ თვისებებს. ინახება 6 გრადუს ტემპერატურაზე 8 თვის განმავლობაში. უფრო მდგრადია მშრალი კვერცხის პროდუქტები: ფხვნილი _ ნარევი, მშრალი ცილა, მშრალი გული, მშრალი ომლეტი _ დამზადებული კვერცხის მასისა და პასტერიზებული რძის თანაბარი რაოდენობის ნარევისგან. 2 გრადუს და უფრო დაბალ ტემპერატურაზე კვერცხის ფხვნილი 2 წლის განმავლობაში ინახება. კვერცხის პროდუქტებს იყენებენ პურის, საკონდიტრო წარმოებაში, კულინარიაში და სხვა.

მოხარშული კვერცხის გული სხვადასხვა სატენით

მაგრად მოხარშული კვერცხი გაჭერით სიგრძეზე ტოლ ნაწილებად. ამოიღეთ გული და შეაზავეთ მარილით, ჩანაყილი 1 კბილი ნივრით, ნიგვზის ლებნით, კამით, მაიონეზით; ყველაფერი კარგად უნდა ასრისოთ კვერცხის გულთან ერთად. მიღებული მასა ჩატენეთ კვერცხში, მორთეთ და მიიტანეთ სუფრაზე.

ბორანო

მასალად საჭიროა: 5 ც. კვერცხი, 150 გრ. ყველი, 75 გრ. კარაქი, მარილი გემოვნებით.

მომზადება: კარგად ათქვეფილ კვერცხს შეურიეთ დაფშვნილი ან მსხვილ სახეხზე გახეხილი ყველი, მოათავსეთ დამდნარ კარაქიან ტაფაზე, დაახურეთ და შეწვით ნელ ცეცხლზე 10-15 წთ. განმავლობაში.

შანთრაქი

ერბო გააცხელეთ ტაფაში. გატეხეთ კვერცხი და ერბოწასმულ ცხელ ტაფაზე დაასხით მთელი. ზედ ცოტა მარილი მოაყარეთ, შეწვით და მიირთვით ცხლად.

ჩირბული ნიგვზით (აჭარულად)

საჭიროა: 5 ც. კვერცხი, 50 გრ. გატარებული ნიგოზი, 1 ჩ. კ. დაფქული ზაფრანა, 50 გრ. ერბო, 50 გრ. წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიორი, მარილი გემოვნებით.

მომზადება: ერბოში მოშუშულ ხახვს დაასხით ნახევარი ლიტრი წყალი, რომ წამოდუღდება, დაუმატეთ ნიგოზი, ჩაახალეთ აუთქვეფავი კვერცხი; ცილა რომ გათეთრდება, შეაზავეთ ნივრით და დანარჩენი სანელებლებით.

მოხარშული კვერცხი არაჟნით

I ვარიანტი: კვერცხი მოხარშეთ მაგრად, მოაშორეთ ნაჭუჭი, დაჭერით პატარა ნაჭრებად, დაალაგეთ ლანგარზე, მოაყარეთ მარილი, წიწაკა, მოასხით ერბო და ლიმონის წვენი, ზემოდან მოავლეთ არაჟანი.

II ვარიანტი: მაგრად მოხარშული კვერცხი დაჭერით მსხვილ ნაჭრებად, დაყარეთ ერბოიან ტაფაზე, მოაყარეთ მარილი, დაასხით სქელი არაჟანი და შედგით ღუმელში ოცი წუთით. როცა მზად იქნება გამოიღეთ ღუმელიდან და მოაყარეთ დაკეპილი კამა ან ცერეცო.

ერბოკვერცხი პომიდვრით და ყველით

მარილმოყრილი უმი კვერცხი კარგად ათქვიფეთ. პომიდორი თხელ ნაჭრებად დაჭერით, ერბოიან ტაფაზე დაალაგეთ. მარილი მოაყარეთ და ცეცხლზე გააჩერეთ, სანამ თავის წვენს არ შეიშრობს. შემდეგ ზემოდან დაასხით გათქვეფილი კვერცხი და შეწვით. თუ ყველით გინდათ გააკეთოთ, მასაში მარილის მაგივრად დაფხვნილი ყველა ჩაყარეთ.

კვერცხის მოხარშვის წესი

კვერცხის მოხარშვა შეიძლება თოხლოდ 3 წუთის განმავლობაში, პარკში ანუ პერანგში _ 4,5-5 წთ და მაგრად _ 8-10 წთ.

კვერცხი მოხარშვამდე კარგად უნდა გაირეცხოს. მოხარშულ კვერცხს ნაჭუჭი ადვილად რომ გააცალოთ, ხარშვის შემდეგ 2 წუთით მოათავსეთ ცივ წყალში ან გადაავლეთ ცივი წყალი.

კვერცხის ხარისხიანობის შემოწმება

კვერცხის ხარისხიანობა შეიძლება შემოწმდეს მკვეთრი შუქის გამოყენებით _ მაგარი ქაღალდი დაახვიეთ მილისებურად, შიგ კვერცხი მოათავსეთ და გახედეთ სინათლის შუქზე. თუ იგი კვებისთვის უვარგისია, მისი "გაშუქებისას" შეიმჩნევა ლაქები, ხოლო შენჯღრევისას შიგთავსი იმოძრავებს.

ძველი და ახალი კვერცხის გარჩევა შემდეგნაირადაც შეიძლება _ მარილწყლიან ჭიქაში ჩაუშვით კვერცხი. თუ იგი ძველია, ამოტივტივდება, თუ ახალია _ ჩაიძირება.

კვერცხის უმად მიღება დაუშვებელია.




 ახალი ამბები
  • "იმენნა" რუსი ტურისტების შემოსვლა მნიშვნელოვანია" _ ივანიშვილი"იმენნა" რუსი ტურისტების შემოსვლა მნიშვნელოვანია - ეს განცხადება, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. ქართული ოცნების" ლიდერი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოთხოვნას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეებს საფრთხე ემუქრებათ და თუ საქართველოს ხელისუფლება რუსოფობიის წინააღმდეგ ზომებს მიიღებს, ავიამიმოსვლის აკრძალვა გადაიხედება. ივანიშვილის თქმით, საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული, მაგრამ "ჩვენ ჩვენები უნდა გავასამართლოთ." "იმის მსურველი, რომ რუსული ბაზარი დაიკეტოს არის ქვეყნის მტერი, საერთოდ ვაჭრობა უნდა შეწყდეს ესეც არის მტრები. რაც შეეხება ეკონომიკას, პოლიტიკურადაც ის, რომ რუსი ტურისტი ჩამოდის იმ ძირითად პრობლემას, რასაც ჰქვია ოკუპაცია, რაშიც ლომის წვლილი "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს, მათ მოახერხეს, ისინი შემოუძღვნენ რუსულ ჯარს, დღესაც ასე უნდათ - ტურისტი კი არ უნდათ შემოვიდეს, უნდათ ჯარისკაცი  შემოვიდეს რუსეთის. რომ არა მათი დაუდევრობა, ღალატი, რუსის ჯარი ვერ შემოვიდოდა 2008 წელს. ის არ იფიქროთ, რომ მე ვამართლებ რუსული ჯარის შემოსვლას საქართველოში, ამას არანაირი გამართლება არ აქვს, ჩვენ ყველანი "ქართული ოცნებიდან" ვიყენებთ ტერმინს, რომ 20% ოკუპირებულია, მაგრამ ჩვენ, ჩვენები უნდა გავასამართლოთ, როცა გულზე აწერიათ "არა ოკუპაციას" პასუხი უნდა მოსთხოვონ „ნაციონალურ მოძრაობას." ის, რომ ტურისტი შემოდის რუსი, "იმენნა" რუსი საქართველოში, ის რომ ვაჭრობა გვქონდეს ეს არის მნიშვნელოვანი საფუძველი იმისა, რომ პოლიტიკოსების დაშვებული შეცდომა აღვადგინოთ, სახალხო დიპლომატია, რასაც ტურიზმი აკეთებს, ვაჭრობა - ეს ყველაფერი არის იმისთვის, რომ ნორმალური ურთიერთობა აღვადგინოთ,"-აცხადებს ბიძინა ... ...
  • შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართებაშინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიგინგი დაინიშნა. ბრიფინგი 14:00 საათზე გაიმართება. ამ ეტაპზე უცნობია რა თემაზე იქნება საუბარი ბრიფინგი. თუმცა სავარაუდოდ განცხადება 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე ... ...
  • ბიძინა ივანიშვილი - ირაკლი კობახიძე გუნდს გადაეფარა ირაკლი კობახიძემ შეხედა არსებულ სიტუაციას, ის გადაეფარა გუნდს, გადაეფარა სიტუაციას და დატოვა მანდატი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ირაკლი კობახიძეს არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახერხა აჟიტირება ამ სიტუაციის. შეცდომა იყო ის, როდესაც ჩაჯდა სპიკერის სავარძელში, ეს იყო პროტოკოლური შეცდომა, რაც პროტოკოლში არ ეწერა, მაგრამ ეს არ იყო კობახიძის შეცდომა. მოხერხდა და მოხდა ეს დარღვევა, ამას მოჰყვა ობიექტური აღშფოთება საზოგადოების. კობახიძემ შეხედა არსებულ სიტუაციას, ის გადაეფარა გუნდს, გადაეფარა სიტუაციას და დატოვა მანდატი. ასეა დაკომპლექტებული ჩვენი გუნდი, ასეთია გახარიაც. კიდევ უფრო მაგარი კაცია გახარია, გახარია თანამდებობაზე საერთოდ არ იომებს. გახარიას გადადგომა დღეს სურს „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს ნიშნავს იმას, რომ ხვალ მოადგებიან პარლამენტს და პოლიცია აღარ უდნა დახვდეთ იქ, მოძალადეები უნდა შევიდეს პარლამენტში. ის, რომ ლეგიტიმური იყო პოლიციის ქმედება, მთელმა მსოფლიომ აღიარა. რატომ უნდა გადაგდეს გახარია, „ნაცებს“ უნდათ მარტო, რადგან ძალის გარეშე ისინი ხელისუფლებაში ვერ მოვლენ, მაგრამ გარწმუნებთ, ვერც ძალით ვერ მოვლენ“, – განაცხადა ბიძინა ... ...
  • "სად გაიზარდე, შვილო, დაწყნარდი, ნუ უზრდელობ" _ ივანიშვილი ჟურნალისტს"შვილო დაწყნარდი, ნუ უზრდელობ"- ასე მიმართა ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს, 20 ივნისის ღამეს, ძალის გამოყენების ლეგიტიმურობისა და ე.წ. ნარინჯისფერი ტყვიების გამოყენებასთან დაკავშირებულ კითხვებზე. ივანიშვილმა ჟურნალისტს კოლეგის პატივისცემისკენ მოუწოდა. "სად გაიზარდე შვილო... კოლეგას მაინც ეცით პატივი, კითხვაზე მაპასუხებინე, კითხვა დასვა,"-მიმართა ივანიშვილმა ერთ-ერთ ... ...
  • ბიძინა ივანიშვილი - გიორგი გახარიას პასუხისმგებლობაზე კითხვები არ ისმის არსაიდანშინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობაზე კითხვები არ არსებობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბათუმში, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, 20-21 ივნისის ღამეს ლეგიტიმურად იყო ძალა გამოყენებული დემონსტრანტების წინააღმდეგ. „200 კაცს აღმოსავლეთში აგროვებენ და 200 დასავლეთში უყრიან თავს. ამით იმის თქმა მინდა, რომ ხალხი ბრძენია და ყველაფერს ამჩნევს. 21 ივნისიდან მოყოლებული ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დამქაშები, „ევროპული საქართველო“ თუ პატარა პარტიები, მასთან ასოცირებულები, დაჟინებით ითხოვენ გახარიას გადადგომას. არც ვაშინგტონში და არც ევროპაში, სადაც ნახეს ეს კადრები, არსად კითხვა არ აღიძრა ძალის გამოყენების ლეგიტიმაციაზე. ლეგიტიმური ძალა იყო გამოყენებული და არავის კითხვა არ აქვს. ლეგიტიმაციაზე კითხვა რომ აღძრულიყო, ამ შემთხვევაში დადგებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი. არსაიდან ამის მსგავსი კითხვა არ ისმის - არც ევროპაში, არც ელჩებთან, ვიცი ვაშინგტონის პოზიციაც. შესაბამისად, შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობაზე კითხვა არ არსებობს“, _ განაცხადა ... ...

არქივი

ზაფრანი

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...

ქსოვა სტრესს ხსნის

ექიმები ქსოვას ნამდვილ წამალს უწოდებენ,...

რაზე მეტყველებს ადამიანის ნაწერი

სპირალი, წრეები - სხვების პრობლემები...

რა უნდათ ქალებს მამაკაცებისაგან?

მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ვერ...

კითხვები, რომელიც აფრთხობს მამაკაცს

მამაკაცები მეტად მგრძნობიარე და ადვილად...

ქალმა არ მოინდომოს თორემ...

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ქალმა...