კიევური კატლეტები

კულინარია

კიევური კატლეტები

2011 მარ 25 07:52:39

საჭირო მასალა: ქათმის მკერდი ფრთის ნაწილთან ერთად, კარაქის ნაჭერი, ოხრახუში და კამა, Ѕ ლიმონი, 1 ცალი კვერცხი, 3-4 ნაჭერი თეთრი პური, მარილი, ზეთი შესაწვავად.

მომზადება: ბლენდერში ავთქვიფოთ კარაქი და დაჭრილი მწვანილი. თუ ბლენდერი არ გვაქვს, დავნაყოთ მწვანილი და შევურიოთ კარაქში, რომ მან მწვანე ფერი მიიღოს, შევაზილოთ ნახევარი ლიმონის წვენი; მივცეთ მოგრძო ფორმა ცელოფანის მეშვეობით და შევდოთ საყინულეში. მთლიან ქათამს ავაჭრათ მკერდი ფრთის ძვალთან ერთად. შეგვიძლია გამოვიყენოთ მზა ქათმის მკერდი უძვლოდ. გავჭრათ შუაზე ისე, რომ არ დავაშოროთ ერთმანეთს, მოვაცილოთ ძარღვები და კანი. დავბეგვოთ ხის ჩაქუჩით ან დანის ტარით. უმჯობესია, თუ ცელოფანს გადავაფარებთ დაბეგვის დროს, რომ ფილეს მთლიანობა არ დაირღვეს. მოვაყაროთ მარილი, დავადოთ "მწვანე" გაყინული კარაქის ნაჭერი, შევახვიოთ ოვალური ფორმით და შევდოთ მაცივარში.

საფანელისთვის თეთრი პურის ნაჭრები აირღუმელში გამოვაშროთ და მსხვილად დავფხვნათ. კვერცხი ავთქვიფოთ ჩანგლით, შევაზავოთ მარილით. გაცივებული კატლეტი ამოვავლოთ კვერცხში, შემდეგ საფანელში, შემდეგ ისევ კვერცხში და ისევ ორცხობილაში. ჩავუშვათ კატლეტები მდუღარე ზეთში 5-6 წუთით. გარნირად უხდება ახალი სალათის ფოთლები, პამიდორის, კიტრის ნაჭრები, მწვანე ხახვი, ფანტია ბრინჯი.




 ახალი ამბები
  • "3 შემთხვევას ვერ ვადგენთ"_ კორონავირუსით ინფიცირების ზრდა შემაშფოთებელიასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების ზრდა შემაშფოთებელია. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის ერთი სამედიცინო სექტორის წარმომადგენელია.  „გვაქვს შემთხვევა, როდესაც სამედიცინო სექტორის თანამშრომელია ინფიცირებული და ეს ფაქტი,სხვა მოცემულობასთან ერთად, გვაძლევს შემდგომი ნაბიჯების გამკაცრების შესაძლებლობას,“ - განაცხადა გახარიამ. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს გვაქვს 3 შემთხვევა, რომლის წარმომავლობასაც ვერ ვადგენთ. „მოგეხსენებათ, როდესაც მსგავსი ინფიცირების პირველი შემთხვევა იყო მარნეულში, ჩვენ საგანგებო ღონისძიებები მივიღეთ და მარნეული და ბოლნისი გამოცხადდა საკარანტინო ზონად. დღეს გვაქვს სამი ასეთი შემთხვევა. სამწუხაროდ, ამასთან ერთად გვაქვს ერთი შემთხვევა, როდესაც სამედიცინო სექტორის თანამშრომელია ინფიცირებული და ეს ფაქტი, სხვა მოცემულობასთან ერთად, გვაძლევს შემდგომი ნაბიჯების გამკაცრების შესაძლებლობას,“ - განაცხადა პრემიერ- მინისტრმა. ... ...
  • 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს სახლიდან გასვლა ეკრძალებათსაქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, 70 წელს გადაცილებულ საქართველოს მოქალაქეებს სახლიდან გასვლა ეკრძალებათ იმ შემთხვევაში თუ ისინი არ მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქსა და სამედიცინო დაწესებულებაში. „აკრძალულია 70 წელზე ზემოთ ჩვენი მოქალაქეების სახლიდან გასვლა გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, უახლოეს აფთიაქსა და უახლოს სამედიცინო დაწესებულებაში. იმ შემთხვევაში თუ ჩვენი 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან მარტოხელები, ეკონომიკის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს ვალდებულება აქვთ, რომ მათ დაეხმაროს,“- განაცხადა გიორგი ... ...
  • როგორ შეეძლებათ გადაადგილება მათ, ვინც 24 საათიან რეჟიმში მუშაობსსაქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, იმ დაწესებულებების თანამშრომლებს, ვინც  24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, სპეციალური საშვით გადაადგილების საშუალება ექნებათ. პრემიერის განცხადებით, საშვების გაცემა ამ ადამიანებზე მოხდება იმ შემთხვევაში, თუ რეკომენდაციებს დაიცავენ. “ყველა ის დაწესებულება, რომელიც მისი ფუნქციონირების ხასიათიდან და სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე აგრძელებს მუშაობას 24-საათის განმავლობაში, მათ ექნებათ სპეციალური საშვები, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი სრულად დაიცავენ დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. მედიის თავისუფლება, ისევე როგორც სასურსათო მაღაზიების მუშაობა და სხვა ბევრი დაწესებულების მუშაობა, ბანკი იქნება ეს თუ სააფთიაქო ქსელი, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეებისთვის, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა არის უპირველესი ღირებულება და როდესაც ჩვენს ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ, ამ ვირუსის პირობებში არ ვსაუბრობთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენსაზე, ჩვენ უკვე პასუხისმგებლობა გვაქვს იმ ადამიანების წინაშე, რომლებთანაც კომუნიკაციაში შევდივართ. იქნება სპეციალური საშვები, რომლის საშუალებითაც მედიასაც ექნება მუშაობის საშუალება, პურის ქარხნებსაც ექნება საშუალება, იმ დისტრიბუციის ქსელებსაც ექნებათ საშუალება, რომლებიც ამარაგებენ სასურსათო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებს”,_ განაცხადა ... ...
  • ხვალიდან დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი ავტომობილით მგზავრობა პრემიერის განცხადებით, ხვალიდან, ქალაქებში გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის ტაქსით მგზავრობა. „ესეც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალსწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ სამი ადამიანი, მათ შორის მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორი ადამიანი იქნება უკანა სავარძელზე“,- აღნიშნა ... ...
  • საქართველოში კარანტინი და კომენდანტის საათი ამოქმედდებახვალ, დილის რვა საათიდან, საქართველოს მასშტაბით, საკარანტინო რეჟიმი  ამოქმედდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ბრიფინგზე განაცხადა. „მივიღეთ გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ. ჩვენ ვაცხადებთ, ფაქტობრივად, საყოველთაო კარანტინს, რომელიც ხვალ, დილის 08:00 საათიდან დაიწყება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. ამასთან, იმოქმედებს კომენდანტის საათიც 21:00-დან დილის ექვს ... ...

არქივი