ნამცხვარი "ბანანის კანფეტი"

კულინარია

ნამცხვარი "ბანანის კანფეტი"

7 ივლ. 2017, 12:50:23

საჭირო მასალა: 200 გრამი ფქვილი, 100 გრამი კარაქი, ორი ს/კ წყალი, ხუთი ს/კ შაქარი, მწიკვი მარილი. ვანილი. ერთი ცალი კვერცხის გული ზემოდან წასასმელად.

გულსართისთვის: ოთხი ცალი გაფცქვნილი ბანანი, ამოვლებული შაქრის პუდრაში.

მოვზილოთ ცომი ფქვილით, გამდნარი კარაქით, შაქრით, წყლით. გავაბრტყელოთ, დავახვიოთ და ერთი საათით შევდოთ მაცივარში. შემდეგ გამოვიღოთ, გავაბრტყელოთ ოთხკუთხედი ფორმით და ასევე ოთხ ნაწილად გაყოფილი, სათითაოდ კვლავ ოთხკუთხედად გავაბრტყელოთ. თითოეულზე დავდოთ ბანანი, გადავახვიოთ და ბოლოები კანფეტივით გადავუგრიხოთ. ზემოდან წავუსვათ კვერცხის გული. გამოვაცხოთ აირღუმელში, 180 გრადუსზე, 20 წუთის განმავლობაში. როცა გაგრილდება, მოვაფრქვიოთ შაქრის პუდრა და მივირთვათ როგორც ცივ, ასევე ცხელ ყავასთან ერთად.




 ახალი ამბები
  • TDI გამოცდების ეროვნულ ცენტრს უჩივის2020 წლის 15 ივლისს ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წინააღმდეგ. ცენტრმა უარი უთხრა ორ აბიტურიენტს, რომლებიც მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის წევრები არიან, სხვა დღეს ჩაებარებინათ ინგლისური ენის გამოცდა. ორმა აბიტურიენტმა - მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის წევრებმა, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს 2020 წლის 30 ივნისს მიმართეს 18 ივლისს დანიშნული გამოცდის გადატანის თხოვნით, რადგან რელიგიური მრწამსის გამო, მათ არ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ გამოცდაში შაბათ დღეს. ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესია შაბათ დღეს აღიარებს ყოველდღიური საქმეებისაგან დასვენებისა და ღვთისმსახურების დღედ. ეკლესიის წევრებისათვის, მათი რწმენის შესაბამისად, დაუშვებელია შაბათ დღეს სეკულარულ აქტივობებში, მათ შორის, გამოცდაში მონაწილეობის მიღება. მათი ეს უფლება ექცევა საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლის ნორმებით აღიარებულ რელიგიისა და რწმენის თავისუფლების სფეროში. წელს მსგავსი პრობლემის წინაშე დადგნენ იუდაიზმის მიმდევარი აბიტურიენტებიც. სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პასუხების მიხედვით, აბიტურიენტების განცხადებებში აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ გამოცდების განრიგი უკვე დამტკიცებულია. საყურადღებოა, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 9 ივნისის ბრძანებით განისაზღვრა გამოცდების განრიგი, რომლის მიხედვით, ინგლისური ენის გამოცდა დანიშნულია სამ სხვადასხვა დღეს - კერძოდ, 17, 18 და 19 ივლისს. ის თარიღი კი, კონკრეტულად რომელ დღეს უნდა მიეღოთ გამოცდაში მონაწილეობა აბიტურიენტებისთვის ცნობილი გახდა 27 ივნისს. შესაბამისად, არსებობს შესაძლებლობა, რომ აბიტურიენტებმა, რომლებიც საკუთარი რწმენის გამო გამოცდაზე ვერ გავლენ შაბათ დღეს, გამოცდაში მონაწილეობა მიიღონ 17 ან 19 ივლისს. როდესაც არსებობს გამოცდაში მონაწილეობის ალტერნატიული დღეების შესაძლებლობა და იმის გათვალისწინებით, რომ აბიტურიენტებმა დროულად მიმართეს განცხადებით სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს გამოცდის სხვა დღეს გადატანის თხოვნით, დაირღვევა მათი რელიგიისა და რწმენის თავისუფლება; ასევე ირღვევა აბიტურიენტების უფლება განათლებაზე, ვინაიდან საკითხისადმი სახელმწიფოს გულგრილი დამოკიდებულების გამო, ახალგაზრდები ვერ შეძლებენ 2020 წელს ჩააბარონ ერთიანი ეროვნული გამოცდები და სწავლა განაგრძონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. სახელმწიფო უწყების უარი არის ასევე დისკრიმინაციული. საგანგაშოა, რომ სახელმწიფოს არ აქვს რელიგიისა და რწმენის თავისუფლების მიმართ მგრძნობელობა და საკუთარ გადაწყვეტილებებში, მათ შორის ერთიანი ეროვნული გამოცდების დაგეგმვასა და განხორციელებაში, უგულებელყოფს ამ ფუნდამენტურ უფლებას. “რელიგიისა თუ რწმენის ნიადაგზე შეუწყნარებლობის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” გაეროს დეკლარაციის მიხედვით, რელიგიის და რწმენის თავისუფლება მოიცავს რელიგიურ დღესასწაულებზე დასვენების უფლებას. TDI-ის მიერ 15 ივლისს წარდგენილი სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებით მოთხოვნილია დროებითი განჩინების მიღება, რათა ცენტრს დაევალოს ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის ორ წევრს მიეცეს შესაძლებლობა, ინგლისური ენის გამოცდა ჩააბარონ  17 ან 19 ივლისს, ან ნებისმიერ სხვა დღეს, გარდა შაბათისა.  სარჩელის უზრუნველყოფის განცხადების წარდგენის შემდგომ, TDI სარჩელით მიმართავს სასამართლოს გამოცდის გადატანაზე უარის ბათილად ცნობის, რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენისა და ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესახებ. საკითხს ასევე სწავლობს საქართველოს სახალხო ... ...
  • "გამოძიებას არ გააჩნია მიზანი საქმე გახსნას"- "ახალგაზრდა ადვოკატები"თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ბავშვთა საერთაშორისო გატაცების საქმეზე გადაწყვეტილება ყალბი დოკუმენტების საქმეზე მიიღო, რაც უპრეცედენტო მნიშვნელობის ფაქტია, მაგრამ მართლმსაჯულებისა და დანაშაულის გახსნის ინტერესებიდან გამომდინარე, გამოძიებას არ გააჩნია მიზანი საქმე გახსნას და სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი გამოკვეთოს. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. „ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, მრავალი თვეა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს პოლიციის VII განყოფილების წარმოებაშია დოკუმენტების შესაძლო გაყალბების ფაქტზე მიმდინარე გამოძიება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, შეძენა, შენახვა გასაღების ან გამოყენების მიზნით, გასაღება ან გამოყენება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე). ვითარებას ამძიმებს ის გარემოება, რომ დოკუმენტები, რომლის სიყალბესაც პოლიცია იძიებს, საფუძვლად დაედო, ბავშვის საერთაშორისო გატაცების საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ბავშვის დედამ - ოლივია ანტონმა სასამართლოს წარუდგინა დასაქმების კონტრაქტი და ქირავნობის ხელშეკრულება, მაგრამ სასამართლომ არ მოახდინა დოკუმენტების კვლევა - არც ერთ წარმოდგენილ დოკუმენტს არ აქვს მხარის იდენტიფიცირება, არც ერთი დოკუმენტი არ არის ნოტარიულად ან/და აპოსტილით დამოწმებული, რაც წარმოადგენს სავალდებულო ხასიათის მოქმედებას, არ შეიცავს ხელმომწერი მეორე მხარის საკონტაქტო ინფორმაციას, დოკუმენტების შინაარსობრივი მხარე ურთიერთსაწინააღმდეგოა და არც ერთ მათგანზე არ არის დასმული ოფიციალური ბეჭედი. მხარემ ითანამშრომლა გამოძიებასთან და სამართალდამცავ ორგანოებს წარუდგინა გაყალბებული დოკუმენტების დამადასტურებელი მასალები - სასტუმრომ, სადაც დასაქმების ფაქტზე მიუთითებდა ოლივია ანტონი, 2020 წლის 18 მარტს გასცა ცნობა, რომ იგი არასოდეს ყოფილა დაქირავებული თანამშრომელი. შესაბამისად, მასთან არ გაფორმებულა შრომითი ხელშეკრულება, ხოლო სახლი და ქუჩა, რომელიც მითითებული იქნა ქირავნობის ხელშეკრულებაში, კვიპროსის ოფიციალური სახელმწიფო რეესტრის მიხედვით, არ არსებობს. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, აღნიშნული, უდავოდ მიუთითებს ორ გარემოებაზე: ა. მხარემ ჩაიდინა კანონსაწინააღმდეგო ქმედება, დაამზადა ყალბი დოკუმენტი და ბ. სასამართლო შეიყვანა შეცდმაში, სასამართლოში წარადგინა ყალბი დოკუმენტი. ოლივია ანტონის ადვოკატმა სასამართლოს აღნიშნული მტკიცებულებები 2019 წლის 18 ოქტომბერს წარუდგინა, სასამართლომ კი საქმეზე გადაწყვეტილება, მათ შორის დასახელებულ მტკიცებულებებზე დაყდნობით, 22 ოქტომბერს მიიღო. სასამართლოს სწორედ 22 ოქტომბერს უმთავრდებოდა ბავშვის საერთაშორისო გატაცების საქმეზე განხილვის 6-თვიანი საპროცესო ვადა. შესაბამისად, სასამართლოს არ მიეცა ობიექტური შესაძლებლობა მისულიყო დასკვნამდე, შეეფასებინა წარდგენილი საბუთის სიყალბე და მტკიცებულებიდან ამოერიცხა. ამჟამად, მართლმსაჯულების ინტერესების, მისდამი საზოგადოებრივი ნდობისა და საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, უცნობია, თუ რა საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება, ვინაიდან გამოძიებაზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მოთხოვნაზე ყველა მიმართვა გამოხმაურების გარეშე რჩება. მეტიც, საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში, გამოკითხული არ არის, არც ოლივია ანტონი და არც მისი წარმომადგენელი, ვინაიდან გამოირიცხოს ან დადასტურდეს ადვოკატის მტკიცებულებების წინასწარი შეფასების პროცესში კეთილსინდისიერების საკითხი. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ევროკავშირისა და ჩეხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, საქართველოში მოღვაწე ჩეხი ბიზნესმენი, პრჟემისლ ანტონი შეწუხებულია იმ გარემოებით, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, კონკრეტული შედეგები კი - არ ჩანს. ეს შეშფოთება მით უფრო მზარდია, როდესაც საქმეში ფიგურირებს არასრულწლოვანი და მისი კანონიერი ინტერესების დაცვის განსაკუთრებული რეჟიმი. საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობის შესახებ მიღებული ინფორმაცია, არ ემსახურება განმცხადებლის სრული ინფორმირების სტანდარტს. პრჟემისლ ანტონის ოჯახი ელოდება საქმეზე სწრაფ და ეფექტიან გამოძიებას და რაც მთავარია - შემაჯამებელ გადაწყვეტილებას, რაც წარდგენილი მტკციებულებების საფუძველზე, საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, უნდა მომზადდეს. „მინდა მივმართო შინაგან საქმეთა მინისტრს, რომლის უწყებაც შესანიშნავად მუშაობს არასრულწლოვანთა რეფორმის პროცესში, დაინტერესდეს, ვინ არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ოლივია ანტონი, რომლიც, საქართველოს სამართალდამცავ ორგანოების წარმოებაში არსებულ არაერთ საქმეში ფიგურირებს, წარდგენილია უტყუარი მტკიცებულებები და არც ერთ დავაზე, კანონის გასაკვირადაც, შედეგი არ ჩანს. ბუნებრივია, ასეთ დროს კონკრეტული საქმის მწარმოებელი ჩინოსანის პასუხისმგებლობაა, გამოირიცხოს ეჭვები, კავშირები, სისტემის შიგნით შესაძლო მფარველები და საქმეზე დადგეს ჭეშმარიტება“ - განაცხადა არჩილ კაიაკციშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ოჯახი დარწმუნებულია, რომ ოლივია ანტონს შინაგან საქმეთა სამინისტროში მფარვლები ... ...
  • მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი ერთზე“ – პრეზიდენტი შაქარაშვილის საქმეზესაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეს გამოეხმაურა. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ უმჯობესია, თუ საზოგადოება გამოძიებას პროკურატურას მიანდობს. ზურაბიშვილის თქმით, ადამიანებზე ძალადობა მიუღებელი და არაქართულია. „ვაჟკაცობა ვიცი ერთი ერთზე. არ ვიცი მე ეს ჯგუფური, აგრესიული და ძალადობრივი..“, – განაცხადა პრეზიდენტმა. „ჯერ ერთი, არ ვიცოდი, რომ ამდენი გამომძიებელი იყო საქართველოში. მე არ გახლავართ გამომძიებელი და არც ვაპირებ გადავიქცე გამომძიებლად და სხვათა შორის პროკურატურას, რომ მივანდოთ ეს საქმე და ყველა არ ერეოდეს, უფრო კარგი იქნებოდა და უფრო სწრაფად წავიდოდა წინ საქმე. კიდევ ერთი რამე მინდა ვთქვა და ეს არის უფრო მნიშვნელოვანი, რომ მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი ერთზე. არ ვიცი მე ეს ჯგუფური, აგრესიული და ძალადობრივი… ძალადობა ადამიანებზე ეს არის მიუღებელი, ძალიან არაქართული და ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს ღირებულებებს. უფრო დიდი ვაჟკაცობა ვიცი მე, ეს არის აღიარება და კიდევ უფრო მაღალი დონის ვაჟკაცობა, ეს არის აღიარება. ამიტომ ამაზე დავფიქრდეთ ყველა და ჩვენ ასე უნდა გავზარდოთ ჩვენი ახალგაზრდები და არა ტყუილით და დამალვით და არა ჯგუფური ძალადობით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში ... ...
  • საქართველოს ბანკმა EBRD-ისთან 100 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის 5 წლიან სასესხო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი საქართველოს ბანკმა ევროპის რეკონსტუქციისა და განვითარების ბანკთან 100 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის, 5 წლიან სასესხო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ეს თანამშრომლობა შესაძლებლობას იძლევა მოზიდული რესურსი ათვისებულ იყოს  როგორც ადგილობრივ ვალუტაში, ასევე ევროსა და დოლარში. ინვესტიცია განკუთვნილია მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების გრძელვადიანი, შეუფერხებელი დაფინანსების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული ფინანსური რესურსი  COVID-19 პანდემიით გამოწვეული კრიზისის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში, EBRD-ის მიერ გაცემული პირველი გრძელვადიანი სესხია საქართველოში, და მიზნად ისახავს ბანკის კლიენტებისთვის  კრიზისის ნეგატიური ეკონომიკური გავლენის შემსუბუქებას.   „მოხარული ვარ, რომ ევროპის რეკონსტუქციისა და განვითარების ბანკი კვლავ რჩება საქართველოს ბანკის ძლიერ და საიმედო პარტნიორად და განაგრძობს ჩვენი მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნეს კლიენტების, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური ვალუტით, დაფინანსებას. ეს არის ჩვენი პირველი თანამშრომლობა 2020 წელს. პარტნიორობა მოგვცემს შესაძლებლობას ჩვენს კლიენტებს, მიმდინარე გლობალური პანდემიისა და ამჟამინდელი ეკონომიკური კრიზისის პერიოდში, არსებული სირთულეების გადალახვაში დავეხმაროთ. ასეთი სახის გრძელვადიანი ფინანსური რესურსი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კრიზისის პერიოდში, რათა ჩვენი პარტნიორი ბიზნესებისთვის საჭირო ყველა ფინანსური პროდუქტისა თუ მომსახურების შეთავაზება ვუზრუნველყოთ. მსურს მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორს საქართველოს ეკონომიკის  მხარდაჭერისთვის და ვიმედოვნებ, რომ მომავალში კიდევ უფრო წარმატებით გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ. „საქართველოს ბანკი ჩვენი დიდი ხნის პარტნიორია და მას აქვს ყველა შესაძლებლობა, ევროპის რეკონსტუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი ფინანსური სახსრები მიაწოდოს იმ ბიზნესებს, რომლებიც ამ უპრეცედენტო დროს განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დგანან. ბიზნესის მხარდაჭერა და მათი ფინანსური რესურსით შეუფერხებელი უზრუნველყოფა ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკის განვითარების უწყვეტობისთვის”,- განაცხადა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა, EBRD-ის რეგიონალურმა დირექტორმა კავკასიაში. (R)          ... ...
  • პირველ ქართულ ნეობანკ სფეისთან კოლაბორაციაზე AWS თავის ვებგვერდზე წერსიდეის გაჩენიდან 8 თვეში, 2018 წელს პირველი სრულად ციფრული ბანკი - სფეისი გაეშვა. ამაში კრიტიკული როლი ითამაშა ამაზონის ვებ სერვისებმა, რომელსაც სფეისი ახლა უკვე ორი წელია იყენებს. ცოტა ხნის წინ, AWS-მა თავის ვებგვერდზე ე.წ. case study გამოაქვეყნა, რომელიც სფეისის მიერ მათი სერვისების გამოყენებას ეხება.     Amazon Web Services არის Amazon-ის შვილობილი კომპანია, რომელიც ფიზიკურ პირებს, ბიზნესებს და სახელმწიფო სტრუქტურებს სთავაზობს ღრუბლოვან კომპიუტერულ პლატფორმებსა და პროგრამულ ინტერფეისებს.  ამ სერვისების დახმარებით ააშენა სფეისმა ოპტიმალური ინფრასტრუქტურა და აწვდის მომხმარებელს 24 საათიან სტაბილურ მომსახურებას. „წარსულში, არასამუშაო დროს საბანკო ტრანზაქციის შესრულება ფანტასტიკას უფრო ჰგავდა, ვიდრე რეალობას. დღეს კი მომხმარებლებს ამ სერვისებზე მყისიერი წვდომა აქვთ. ეს შესაძლებელი გახდა მხოლოდ AWS-ის ღრუბლოვანი პლატფორმის დამსახურებით,”  - აცხადებს სფეისის გენერალური მენეჯერი, ლაშა გურგენიძე, - “ერთ თვეში უკვე 40,000 მომხმარებელი გვყავდა. დავამტკიცეთ, რომ შესაძლებელია მართო სრულად ციფრული ბანკი, ფილიალების გარეშე, მთლიანად ღრუბლოვანი სერვისებით გამოყენებით.“ “ნეობანკ სფეისის სერვისები: სესხები, დეპოზიტები, ბარათები - ყველაფერი სრულად ციფრულია. მაგალითად, ანგარიშის გახსნის პროცესში, საჭიროა ახალი მომხმარებლის იდენტიფიკაცია, ამაში სფეისი Amazon Rekognition-ის სახის ამოცნობის ფუნქციას იყენებს, რომ შეძლოს გადაღებული ფოტოს შედარება პასპორტის ან პირადობის ფოტოსთან.” - ნათქვამია სტატიაში. “შიდა ინფრასტრუქტურის ასაშენებლად ყველა კომპონენტის მიღებას  შეიძლება 6 თვეზე მეტი დრო დასჭირდეს”, - ამბობს გურგენიძე. ”AWS– ის გამოყენებით კი, 6 წუთიც საკმარისია. ეს გაგვიადვილებს ახალ ბაზრებზე გასვლასაც, მაგალითად ამ წლის ბოლოს - გერმანიაში ექსპანსიას. ჩვენ უბრალოდ რამდენიმე დაწკაპუნებით შეგვიძლია საქართველოში შექმნილი ინფრასტრუქტურის კლონირება.“ სფეისი არის პირველი სრულად ციფრული ბანკი საქართველოში. ბანკი - ფილიალებისა და ფიზიკური სივრცეების გარეშე, რომელიც აპლიკაციის სახით მხოლოდ მობილურ ტელეფონებში არსებობს. სფეისის მიზანია, მომხმარებელზე ორიენტირებული, მარტივი, გამჭვირვალე და მყისიერი საბანკო მომსახურების შექმნა, დიზაინსა და მომხმარებლებზე ზრუნვაზე განსაკუთრებული აქცენტით. ... ...

არქივი